კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№42 ყოფილ შეყვარებულზე ეჭვიანობის გამო, ქმარმა სახლიდან გამომაგდო

თათია ფარესაშვილი ხატია, 27 წლის.


ინტიმური საუბრები


წლების წინ, ერთი ბიჭი მიყვარდა. მის გამო მეგონა, ყველა სირთულეს დავძლევდი, ნებისმიერ პრობლემას  ადვილად გადავწყვეტდი და მის გვერდით ვიცხოვრებდი. გიგაც, იმავეს ფიქრობდა, თუმცა, მისმა ოჯახმა, იმის გამო, რომ მასზე ორი წლით უფროსი ვარ, დამიწუნა. მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ, მეუბნებოდნენ, ნუ უბნევ გზა-კვალს, არ გვჭირდები და რას გვეტენები, რას გვივარდები სახლში, თუ თავს არ დაანებებ, შენს თავს დააბრალე, რაც მოგივაო. თავიდან, მათ ზარებზე უბრალოდ ვბრზდებოდი, მაგრამ ჩემს სიყვარულზე არ აისახებოდა მათი მუქარები. მერე, მივხვდი, ვეღარ ვუძლებდი. გიგას, არ ვეუბნებოდი, არ მინდოდა, სახლში სკანდალი აეტეხა ჩემ გამო. ავდექი და ერთ დღესაც გამოვუცხადე, უნდა დაგშორდე-მეთქი. გადაირია, გაგიჟდა, მეხვეწა, მითხარი მიზეზიო, მაგრამ გადავწყვიტე დამემალა და არ ვუთხარი. კარგა ხანს მეხვეწა და ბოლოს გამომიცხადა, მე შენ მთელი ცხოვრება მეყვარები და თუ გადაწყვეტ ჩემს გვერდით ყოფნას, დაგელოდები. მაგრამ, დავიღალე კუდში დევნით და ხვეწნით, ბავშვები ხომ არ ვართო. მოკლედ, გამოსავალი რომ მეპოვა, იმ ადამიანთან დავიწყე შეხვედრა, ვისაც ვიცოდი, მოვწონდი. მის მიმართ სიყვარულის გრძნობა არ გამჩენია, მაგრამ კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ვხვდებოდი, თავდავიწყებით შევუყვარდი, ზრუნავდა ჩემზე, საჩუქრებით მანებივრებდა და მას გავყევი ცოლად. ამ დღის მერე, გიგაზე არაფერი გამიგია. დავიწყე ოჯახური ცხოვრება, ყოველდღიურობაში ჩავკალი ჩემი გრძნობები და თავს იმით ვიმშვიდებდი, ქმარს რომ ვუყვარდი და ერთ დღესაც, იგივე გრძნობა მეც გამიჩნდებოდა. ზუსტად ექვს თვეში, გიგა ქუჩაში შემხვდა. საშინლად გამოიყურებოდა, გული დამეწვა. იცოდა, რომ გავთხოვდი და არც კი დაურეკავს, არც საყვედური უთქვამს და არც მიზეზი, რატომაც დავშორდით. გულმა სხვანაირად დაიწყო ძგერა. გამახსენდა  მის გვერდით გატარებული ბედნიერი დღეები. ცრემლი მომადგა, მაგრამ ვიცოდი, გვიანი იყო და აზრი არ ჰქონდა იმის ახსნას, რას განვიცდიდი მის მიმართ. თავი ისე დავიჭირე, თითქოს, არაფერი მომხდარა. მომიკითხა, მოვიკითხე და მთხოვა, მეგობრებად მაინც დავრჩეთ, შენი დანახვაც კი, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. გამაცანი შენი მეუღლე, უბრალოდ, ვიკონტაქტოთ, მე სხვას ვეღარაფერს გთხოვო. გიგას შესახებ ჩემს ქმარს მაშინ მოვუყევი, როცა მეორედ შევხვდი. ვუთხარი, რის გამოც ვთქვი მასზე უარი და ისიც, რომ მიყვარდა და ძნელი იყო მისი დავიწყება. ეს გულში ჰქონია ჩადებული, თუმცა, არასდროს, არაფერი უთქვამს ჩემთვის. სახლში დაბრუნებულმა, მიამიტურად ვუთხარი: გიგა შემხვდა, ვილაპარაკეთ და შენი გაცნობა უნდა-მეთქი... აი, აქ „გაჭედა”, გადაირია, დალეწა ყველაფერი, მაგინა, მლანძღა. ასეთი წყობიდან გამოსული არასდროს მინახავს. ისეთი სიტყვები მაკადრა, გავშრი და ვერაფერი ვუთხარი. ან რა უნდა მეთქვა, რაც არაფერი ყოფილა. თავისი ხელით ჩამილაგა ჩანთა და კართან დადო. მომაძახა: მიბრძანდი შენს გიგასთან. ვიცოდი, ის რომ ვერ დაივიწყე და მე ოქროს კოშკებიც რომ აგიგო, ვხვდები, არ შემიყვარებ. არ მინდა, ჩემთან იწვე და სხვა კაცზე ფიქრობდე, ამას ვგრძნობ და მომბეზრდა ასე შეურაცხოფილად ცხოვრებაო. ჩუმად ავიღე ჩანთა, გამოვიხურე კარი და მშობლებთან წავედი. ახლა ყველას ეჭვი აქვს, რომ გიგასთან ურთიერთობის გამო დამენგრა ოჯახი. არადა, მართლა არაფერი ყოფილა. ადამიანმა, უბრალოდ, მეგობრობა მთხოვა, სულ ეს იყო. ამას კი, უაზრო ეჭვიანობა მოჰყვა და ჩემი ოჯახური ცხოვრება შეეწირა.
ხატია, 27 წლის.скачать dle 11.3