კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რა დაავადებებს იწვევს ბავშვებში კოცნა და რით შეიძლება, დააავადოს მაკიაჟიანმა ადამიანმა ბავშვი კოცნისას

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ბავშვის დანახვისას ყველას მოუნდება ხოლმე მისი კოცნა – ახლობელ-ნათესავებს და ხან, უბრალო შემხვედრსაც კი. ჰიგიენის თვალსაზრისით, ეს ცუდი ჩვევაა. შეიძლება, მშობელიც კი გახდეს ბავშვზე დაავადებების გადამცემი, რადგან პირის ღრუში უამრავი სხვადასხვა მიკროორგანიზმი ბინადრობს: ვირუსები, სოკოები, უმარტივესები, ბაქტერიები, მათ შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით ბაქტერიებია: ნერწყვის ყოველი მილილიტრი შეიცავს 650-მდე სხვადასხვა სახეობის 100 მილიონ ბაქტერიას, რომელთა უდიდესი ნაწილი იწვევს პირის ღრუს (მათ შორის, ორალური გზით გადამდები) დაავადებების განვითარებას. ბავშვში კოცნისგან გამოწვეულ დაავადებებზე გვესაუბრა „პედიატირული პრივატ-კლინიკის” პედიატრი – ეკა ჩხარტიშვილი (სასწრაფო-გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსი).
ეკა ჩხარტიშვილი:
პატარების კოცნა ყველას ძალიან გვიყვარს, თუმცა არასდროს ვფიქრობთ, რა ზიანი შეიძლება, მოუტანოს ამ ვითომდა, უვნებელმა მოფერებამ პატარას. კოცნა ბავშვებში, განსაკუთრებით ტუჩ-ცხვირის მიდამოში, ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციის მიზეზი შეიძლება გახდეს.  ინფექციის გადაცემის სხვადასხვა გზა არსებობს, მათ შორისაა: კონტაქტური – უშუალო, პირდაპირი კონტაქტის დროს; წვეთოვანი  ინფექციები – ამ შემთხვევაში ინფექციის გადაცემა ხდება  ვირუსის ან ბაქტერიის  შემცველი სეკრეტის ლორწოვან გარსზე მოხვედრით. ახალშობილის იმუნური სისტემა მოუმწიფებელია, ამიტომ მათთვის კოცნა დასნებოვნების ერთ-ერთი გზაა.
– რა დაავადებები შეიძლება, გადაედოს ბავშვს კოცნით?
– გაციება – ეგრეთ წოდებული  ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომელიც შეიძლება, 200-მდე სხვადასხვა ვირუსით იყოს გამოწვეული, მაღალი დასნებოვნების  უნარით გამოირჩევა. დაავადება შეიძლება, გავრცელდეს უშუალო კონტაქტით, ანუ  კოცნით ან ჰაერ-წვეთოვანი გზით (ვირუსის შემცველი სეკრეტის ბავშვის ცხვირის ან ყელის ლორწოვანზე მოხვედრით). მონონუკლეუზი, იგივი კოცნის დაავადება –  გამომწვევია ებშეტეინ ბარის ვირუსი; წყარო – დასნებოვნებული ადამიანი და გადაცემის გზა – ჰაერ-წვეთოვანი. ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ჰეპატო-სპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება). დაავადება ვრცელდება ნერწყვით, უშუალო კონტაქტის დროს. ვირუსული გასტროენტერიტი – გამოვლინდება ღებინებით და დიარეით, შესაძლოა ტემპერატურის მატებით. გადაცემის გზა კონტაქტურია. ყივანახველა – მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს აღნიშნულ ინფექციურ დაავადებაზე უტარდებათ ვაქცინაცია, სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში, მათი დასნებოვნების შანსი დიდია. დაავადების გადაცემის გზა ჰაერ-წვეთოვანია და წყაროს ინფიცირებული ადამიანი წარმოადგენს. ხელის, ფეხისა და პირის ღრუს დაავადება – იწვევს კანისა და ლორწოვანის  მტკივნეულ დაზიანებებს. გამომწვევია ენტეროვირუსი, გადაცემის გზა არის ჰაერ-წვეთოვანი. ჰერპესის ჯგუფის ინფექციები – გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით, ძირითადი გადაცემის გზებია პირდაპირი კონტაქტი ან ჰაერ-წვეთოვანი.  მაგალითად, ჰერპეს სიმპლექსი, ვარიცელა ზოსტერი, ასევე B, C ჰეპატიტი – დაავადებული ადამიანის ნერწყვი, სისხლისგან განსხვავებით, მცირე კონცენტრაციით შეიცავს B ჰეპატიტის გამომწვევ ვირუსს. კოცნის დროს შესაძლოა, აღნიშნული სეკრეტი მოხვდეს ბავშვი პირის ღრუში ან ცხვირის ლორწოვანზე. ლორწოვან  გარსზე დაზიანების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს ბავშვის დაინფიცირება.
– შეიძლება თუ არა, კოცნამ ბავშვში გამოიწვიოს კბილების კარიესი?
– ხშირად ბავშვებში კარიესის განვითარებას, კბილების არასწორ, არასრულფასოვან გამოხეხვას ან  ტკბილეულს ვაბრალებთ.  უცხოელი სტომატოლოგები მშობლებს ხშირად აფრთხილებენ, რომ ბავშვების ტუჩებში კოცნა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ გზით ბავშვის პირის ღრუში შეიძლება, მოხვდეს მათი ნერწყვი, რომელიც კარიესის გამომწვევ ბაქტერიას (სტრეპტოკოკ მუტანს) შეიცავს. კარიესი ეს არის ინფექცია, რომლითაც შესაძლოა, დასნებოვნდე. კარიესოგენული მიკრობების პოტენციური მატარებელი – მშობელი ვერც აანალიზებს, რომ შვილს კოცნის ან მასთან ერთად, ერთი კოვზით საკვების მიღების დროს, ასნებოვნებს შვილს მიკრობებით.
– იწვევს თუ არა მაკიაჟიანი ადამიანის კოცნა რაიმე სახის ალერგიას?
– ალერგია შეიძლება, განპირობებული იყოს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებით, რომელიც შედის მაკიაჟის, სხვადასხვა დამატენიანებელი კრემის შემადგენლობაში.
– ხშირად ბავშვებთან ერთად ცხოველები: კატები, ძაღლები ჰყავთ სახლში, რომლებსაც ბავშვები კოცნიან. საშიშია მათთან ურთიერთობა?
– ბევრმა იცის, ძაღლების კოცნა, მოფერების შემდეგ, ხელს არ იბანს და ასეთი ხელებით შეიძლება, საჭმელიც ჭამოს, ამის შედეგად კი, ავადდებიან. ტოქსოპლაზმოზი პარაზიტული დაავადებაა, რომელიც გავრცელებულია კატებში და შეიძლება ითქვას, კატების ნახევარზე მეტი ამ დაავადებას ატარებს. ადამიანებზე გადადის კონტაქტის მეშვეობით. ვისაც კატა ჰყავს, უმრავლესობა დაავადებულია. გამწვავების დროს ადამიანს უვითარდება თვალის ლორწოვანი გარსის ანთება – კონიუნქტივიტი, ზოგ შემთხვევაში. საქმე სიბრმავემდეც მიდის. ეს დაავადება შეიძლება, კატისგან გადაეცეს ძაღლს და შემდეგ ადამიანს. ლეპტოსპეროზი, მწვავე ინფექციაა, რომელიც გადადის ცხოველთან უშუალო კონტაქტით. შესაძლოა, ადამიანმა ცხოველს ეს დაავადება ვერც შეამჩნიოს, მაგრამ ძალიან საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის. იწვევს ბავშვის დაკარგვას. ასევე, საშიშია ბავშვებისთვის. ლეპტოსპეროზს ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების ძლიერი ტკივილი, თირკმელების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება, მძიმე შემთხვევაში, – სიყვითლე, მენინგიტი და ასე შემდეგ.
– რა გართულებები შეიძლება, გამოიწვიოს ბავშვებში აღნიშნულმა დაავადებებმა?
–  შესაძლებელია, გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის გართულება. მაგალითად, გაციება შეიძლება, გართულდეს პნევმონიით, სინუსიტით და ასე შემდეგ. ყივანახველა პნევმონიით, ჩვილ ბავშვებში – ძლიერი ხველის გამო ჭიპისა და საზარდულის თიაქარს იწვევს ვირუსული განსტროენტერიტები – გაუწყლოებით, ჰერპესული ინფექციები – ენცეფალიტებით და ასე შემდეგ. ეპშტეინ-ბარის ვირუსის გადაცემის გზებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია კონტაქტური გზა. ტერმინი „კოცნის დაავადება” მიუთითებს ინფექციის გადაცემის ყველაზე ხშირ გზაზე. დაავადების ტიპური ფორმა იწყება მწვავედ, ერთბაშად ან ისეთი პროდრომული ნიშნებით, როგორიცაა: შემცივნება, ოფლიანობა, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, უხალისობა, უმადობა. პროდრომული ნიშნები შესაძლოა, 1-2 კვირა გაგრძელდეს, შემდეგ კი ვითარდება ინფექციური მონონუკლეოზისთვის დამახასიათებელი ტრიადა: ცხელება, ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. ცხელება პაციენტთა 90 პროცენტს აღენიშნება. პიკს – 38-39 გრადუსს აღწევს საღამოს საათებში. დაავადება ზოგჯერ ტოვებს საერთო სისუსტეს, შრომის უნარის დაქვეითებას. ღვიძლის საზღვრები ნორმას უახლოვდება თვის ბოლოს ან მეორე თვის დასაწყისში. ზოგჯერ კი, ეს პროცესი 3 თვე გრძელდება.
– როგორ უნდა დავიცვათ ბავშვი აღნიშნული გართულებებისგან?
– არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე, არც გარშემო მყოფებს მისცეთ ამის უფლება! პრევენციის საუკეთესო გზაა ინფიცირებულ ადამიანებთან ბავშების ნაკლები კონტაქტი; ჰიგიენური ნორმების დაცვა. აუხსენით ბავშვებს, რომ არსებობს ისეთი აუცილებელი მომენტები, როცა ხელების დაბანა, უბრალოდ, გარდაუვალია.
скачать dle 11.3