კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№42 როგორ ვიმკურნალოთ ალკოჰოლით

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ალკოჰოლის მავნე თვისებებზე ყველას ბევრი გვსმენია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანო, ის მხოლოდ მაშინაა, როცა ნორმირებულად არ ვიღებთ. მცირე დოზით მისი მიღება კი, ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, ზოგად მდგომარეობაზე დადებითად აისახება და უამრავი დაავადების წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს. გამოკვლევებით დადგენილია, რომ მათ შორის, ვინც ყოველდღიურად 200-500 მილილიტრ ღვინოს მოიხმარს, არამსმელებთან შედარებით, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა 21-28  პროცენტით ნაკლებია.

ანტისიმსივნური მოქმედება
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვინოს აქვს ანტისიმსივნური მოქმედება. თავისუფალი რადიკალები, რომლებიც მეტწილად მონაწილეობენ კანცეროგენეზში (სიმსივნის წარმოქმნა-განვითარების პროცესში), ითრგუნებიან ღვინის პოლიფენოლებით. გარდა ამისა,  ღვინოში უხვადაა ანტისიმსივნური მოქმედების ისეთი ნაერთები, როგორიცაა: პექტინი, კამედი, სისხლში პოლიფენოლთა მოქმედებას რაც აძლიერებს. დამტკიცებულია, რომ მისი გამოყენება, მსხვილი ნაწლავისა და საყლაპავის კიბოს განვითარების საწინააღმდეგოდაც, ეფექტურია.
წითელი ღვინო, როგორც სამკურნალო საშუალება, განსაკუთრებით ეფექტურია სისხლის, კანისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს.

ბუასილის საწინააღმდეგოდ
ბუასილის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებაში არაყი დაგეხმარებათ. ამისთვის: 800 გრამ ჭვავის გამხმარ პურს დაასხით არაყი და დადგით თბილ ადგილას. გააჩერეთ ოთხი დღის განმავლობაში. მიიღეთ დღეში ორჯერ, პატარა ულუფა, 1 ჩაის კოვზი ჭამის წინ. ეს კარგი მატონიზებელი საშუალებაცაა.

თრომბოფლებიტის დროს
ერთ ჭიქა არაყში ჩაყარეთ 20 გრამი დაქუცმაცებული ცხენის წაბლი კანის გარეშე. გააჩერეთ 5 დღე ბნელ ადგილას. დროდადრო შეანჯღრიეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 30 წვეთ წყალთან ერთად.

წნევა და ლუდი
25-დან 42 წლამდე ქალბატონების უმრავლესობა სისხლის წნევის მომატებას ალკოჰოლური სასმელების მიღებას უკავშირებს. ლუდის მიღებისას კი, წნევა პრაქტიკულად, არ იმატებს. ლუდი ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას და ამაგრებს ძვლის ქსოვილს.

დაბერების წინააღმდეგ
ლუდი აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და უჯრედების გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. გერონტოლოგების აზრით, დღეში 1-2 ჭიქა ლუდის მიღება ანელებს დაბერების პროცესს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს კარგია არყისა და მჟავე კომბოსტოს წვენის ნარევის დალევა.

დიაბეტის პროფილაქტიკისთვის
ვისკი ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს, ზოგჯერ 30-40 პროცენტითაც. ვისკის ზომიერი მოხმარება გააუმჯობესებს ორგანიზმის უნარს, დაარეგულიროს ინსულინისა და გლუკოზის დონე. შესაბამისად, შეამციროს დიაბეტის განვითარების რისკი.

დამწვრობის სამკურნალოდ
პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობის დროს დაგეხმარებათ, ყურძნის თბილი ღვინისა და არყის ნარევის საფენები.

იმუნური სისტემისთვის
ალკოჰოლს აქვს დაავადებების პრევენციისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების შესაძლებლობა. ანტიოქსიდანტები და ვიტამინები შედის ვისკის შემადგენლობაში, შესაბამისად,  ვისკი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, ებრძვის გაციებას, ვირუსებსა და ინფექციებს. როდესაც ძველ ფილმებში ვხედავთ, ჭრილობაზე როგორ ასხამენ ვისკის, ეს მხატვრული სცენა არ არის, ვისკი მართლაც ახდენს დეზინფექციას!

ანგინის დროს
ანგინის დროს, ერთ სადილის კოვზ კრაზანას დაასხით ჭიქა-ნახევარი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ორთქლზე ათი წუთით. გააცივეთ, გადაწურეთ და დაამატეთ დინდგელის 10-პროცენტიანი სპირტხსნარი – ერთ ჭიქა ნაყენზე 50 წვეთი. ეს ხსნარი გამოივლეთ ყელში.
 ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
მცირე დოზით მიღებული არაყი ააქტიურებს ორგანიზმს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, განაპირობებს ორგანიზმის ყველა ორგანოს სისხლით მომარაგებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის ორგანიზმში ნერვულ დაძაბულობას, ამაღლებს გუნება-განწყობას.


ალოე – უნივერსალური სამკურნალო საშუალება
ალოეს სამკურნალო თვისებები კარგადაა ცნობილი. გაითვალისწინეთ მისი გამოყენების წესები. თუ მისი ფოთლების სამკურნალოდ გამოყენება გსურთ, მოჭრამდე 2-3 დღით ადრე, შეწყვიტეთ მცენარის მორწყვა. მოჭრილი ფოთლები, 15-20 დღის განმავლობაში, მაცივარში, 2-4 გრადუსამდე ტემპერატურაზე შეინახეთ. ალოეს ექსტრაქტის მოსამზადებლად დააქუცმაცეთ ფოთლები, გაავსეთ ლიტრიანი ქილა, დაასხით წყალი. დააყოვნეთ ერთი თვე მაცივარში. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი ჭამის დროს ან შემდეგ, უწყლოდ.
ალოეს წვენში არის ანტიბიოტიკი ბარბალიონი, რომელიც ეფექტურია ტუბერკულოზისა და კანის დაავადებების დროს. მას ასევე, იყენებენ ქრონიკული გასტრიტის, პანკრეატიტის, კოლიტის, კონიუნქტივიტის სამკურნალოდ, პროგრესირებადი ახლომხედველობისას.
ძლიერი ბრონქიტის დროს, აიღეთ 15 გრამი ალოე, 100 გრამი ღორის ან ბატის   გამთბარი ქონი, 100 გრამი უმარილო კარაქი, 100 გრამი თაფლი, გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ.

ალოეს წვენი ძალიან სასარგებლოა ჰერპესის დროს. გამონაყარი რომ მალე გაქრეს, დღეში ხუთჯერ, შესაბამის ადგილზე ალოეს წვენი უნდა წაისვათ. მეტი ეფექტურობისთვის რეკომენდებულია ახალგამოწურული წვენის წასმა.
გასტრიტის, დიზენტერიისა და ქრონიკული შეკრულობისას  დალიეთ 1-2  ჩაის კოვზი ალოეს წვენი 2-3-ჯერ დღეში, 30 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი 1-2 თვეა.
დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი და 30 წუთით შეფუთეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და სიგრილეში შეინახეთ. ალოეს წამოდუღება არ შეიძლება – მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები დაიშლება.
სამკურნალო ეფექტი აქვს ალოეს წვენისგან დამზადებულ მალამოს. აურიეთ თანაბარი რაოდენობის ალოეს წვენი და თაფლი. ერთი ჭიქის ოდენობის ნაზავს დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი სუფთა სპირტი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. სასურველია, მალამო მაცივარში შეინახოთ. მალამო გამოიყენება ჭრილობის გახსნის, წყლულების, ფისტულების დროს.
დაჩირქებული ჭრილობისა და დამწვრობისას  დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული დოლბანდი ან პირდაპირ დაიწვეთეთ წვენი  დაზიანებულ ადგილზე.
ალოე ვერასგან დამზადებული პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ცისტიტის, ჰემოროის დროს, ორსულობის საწყის სტადიაზე, მენსტრუალური ციკლის დროს. ასევე, უძილობის თავიდან ასაცილებლად, ალოეს წვენი დაძინებამდე 2–4 საათით ადრე უნდა მიიღოთ. თუ პრეპარატს დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ, ის ორგანიზმიდან კალიუმს გამოდევნის.
ალოეს წვენს ან ნედლ ფოთლებს გარეგანი გამოყენების დროს სამკურნალო ეფექტი აქვს: დამწვრობების, ტროფიკული წყლულის, ინფექციური დაავადების, ოსტეომიელიტის, აბსცესის, ფლეგმონის, მწერის ნაკბენისა და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს. გამოიყენეთ საფენების სახით ან (1-2 ჩაის კოვზი) მოისხურეთ ჭრილობასა და დამწვრობის ადგილზე.


კუჭ-ნაწლავის მკურნალობის ეფექტური საშუალება

კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მცენარე ღოლოა. ღოლოთი მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია, რადგან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ღოლოს ფესვებისა და ნაყოფის ნახარშს იყენებენ ფილტვების ტუბერკულოზის, დიზენტერიისა და ნაწლავების დაავადებისას. შეგიძლიათ, ნედლი, დაბეგვილი ფესვები რძის ნაღებთან ნარევში გამოიყენოთ სხვადასხვა გამონაყრისა და ქავილის დროს. ფესვების ნაყენი ძმარზე კარგი საშუალებაა, სირსველის დროს დასაზელად. ღოლოს ფესვებიდან გამოყოფილ ექსტრაქტს წარმატებით იყენებენ სიმსივნური წამონაქმნების სამკურნალოდ. ასე რომ, ამ მცენარის გამოყენება ეფექტურია აღნიშნული დაავადებებისას.
ჩვეულებრივი ღოლოსგან დამზადებული ნაყენი, ნახარში, ფხვნილები და ექსტრაქტები გამოიყენება კოლიტის, ბუასილის, სწორ ნაწლავზე ნახეთქების, ჭიების საწინააღმდეგოდ და აგრეთვე, პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.
კუჭში გასახსნელად გამოიყენეთ წმინდად დაფქული ფესვებისგან მიღებული ფხვნილი ერთი გრამის ოდენობით  კოლიტების, ატონიური შეკრულობის, ბუასილის დროს. მისი მოქმედება ვლინდება 8-10 საათის შემდეგ. ამიტომ, უმჯობესია, ფხვნილი მიიღოთ საღამოს, ძილის წინ. საერთოდ, ქრონიკული შეკრულობისას, სასურველია, ჩვეულებრივი ღოლო შეიცვალოს სხვა საფაღარათო საშუალებებით. კუჭის აშლილობისას მიიღეთ ფხვნილი 0,2-0,3 გრამი, 3-ჯერ დღეში, 20-30 წუთით ადრე ჭამამდე.
ეს მცენარე შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმის ოქსალატს. მისი ფესვების შემადგენლობაში კი 4 პროცენტამდე ანტრაქინონებია, რომელშიც შედის ქრიზოფანის მჟავა და ქრიზოფანოლი; ასევე, არის: მთრიმლავი ნივთიერებები პიროკატექინის ჯგუფიდან, ფლავონოიდები, კოფეინის მჟავა, ეთერზეთი, ფისები, რკინა ორგანული შენაერთის სახით. ფოთლებში კი ფლავონოიდებია. ასკორბინის მჟავა და კაროტინი.
ამ მცენარეს აქვს სისხლისაღმდგენი მოქმედება. მას იყენებენ სურავანდის სამკურნალოდ, ნაღვლის წარმოქმნისა და მისი გამოდევნის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
სამკურნალო დანიშნულებისთვის, ღოლოს ფესვები უნდა გამოიყენოთ აგვისტო-სექტემბერში.  ასევე, კარგია მისი ნაყოფი და ყვავილებიც. ამოთხრილ ფესვებს უნდა მოაჭრათ ღეროები და კარგად გაასუფთაოთ გამდინარე წყლით.скачать dle 11.3