კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№42 როგორ ღვთისმსახურს არ შეიძლება, გაჰყვეს ადამიანი და ამხელს თუ არა მეორედ მოსვლისას სხვა ერებს ღმერთი ქართველების სარწმუნოებით

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

„ადამიანი რომ ამაღლდეს, ფერისცვალება განიცადოს, ამისთვის მას სჭირდება: რწმენა, იმედი, სიყვარული. ჩავიხედოთ  გულში  არის კი ჩვენში ეს სამივე სათნოება“, – რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს უპირობო რწმენა და რატომ არ უნდა აბრკოლებდეს სხვადასხვა საკითხი  უფალთან ურთიერთობაში, ამის შესახებ ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი) გვესაუბრება:

–  ადამიანი დაბადებიდანვე ამპარტავანია. შეიძლება, რაღაც ეტაპზე არ ავლენდეს ამას, მაგრამ ყველაში არსებობს ამპარტავნებისკენ მიდრეკილება. ეს უნდა ვიცოდეთ და ვებრძოლოთ ძლიერად, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. ამპრტავან ადამიანს უჭირს ფერისცვალება, პირიქით, ის ცუდისკენ განიცდის ლტოლვას. შეიძლება, გარეგნულად ძალიან სიმპათიურად გამოყურებოდეს, ლამაზი იყოს, მაგრამ შინაგანად – ამპარტავანი. რატომ იშვა ღმერთი, რატომ გაიარა მან გოლგოთის გზა, რატომ ატარა ჯვარი, რატომ ეწამა, ევნო, ფერი იცვალა, აღდგა, ამაღლდა – ეს ყველაფერი მას ხომ არ სჭირდებოდა? რა თქმა უნდა, არ სჭირდებოდა და მან ეს ყველაფერი ჩვენთვის, კაცობრიობისთვის გააკეთა. ჩვენ უნდა გავიაროთ გოლგოთა, ავიდეთ თაბორზე, ელეონის მთაზე და ავმაღლდეთ ქრისტესთან ერთად. სხვა შემთხვევაში, დავრჩებით იუდასთან – ჯოჯოხეთში.  
– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, ღვთის ნებას ასრულებს თუ არა?
– ყველა ქრისტიანი ამაზე უნდა ფიქრობდეს. უნდა აინტერესებდეს, მისი ქრისტიანობა, მისი ქცევა, მისი ლოცვა, აღსარება, ზიარება რამდენად არის შეწყნარებული ღმერთისგან. წმიდა პეტრე დამასკელი საინტერესოდ აღნიშნავს: „თუ ადამიანი გულწრფელია და მისი გონება, სინდისი ჰარმონიულ ურთიერთობაშია ერთმანეთთან, ის აღასრულებს ღვთის ნებას“. თუ შენი გონება სინდისს ეკითხება, როგორ მოიქცეს და სინდისი სახარებაზე, წმიდა მამათა სწავლებაზეა დაფუძნებული, ესე იგი, შენ ეთანხმები ღვთის ნებას. მაგრამ, როგორ უნდა გავიგოთ: ეს? დავითვალო, რამდენჯერ ვიყავი წირვაზე, რამდენჯერ ვეზიარე, რამდენი მოწყალება გავიღე და მერე თავი მოვიწონო? ეს არასდროს გააკეთოთ: ამდენ დღესასწაულზე ვიყავი, ამდენჯერ ვეზიარე, ყველა მარხვას ვინახავ... ერთადერთი სწორი ცხოვრების წესი ის არის, როცა საკუთარ თავში ზღვის ქვიშასავით ბევრ ცოდვას დაინახავ. მერე სხვის თვალში ბეწვს ვეღარ დაინახავ. დღეს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მღვდლის ქადაგება  იმაზეა, თუ როგორი ცუდები არიან სხვები, როგორ გაფუჭდა ქვეყანა, მღვდლები და ეპისკოპოსები. თვითონ ის მღვდლები და მრევლი არ ფიქრობენ იმაზე, რომ თავად უარეს მდგომარეობაში არიან. როგორ შეიძლება, ასე კარგად ხედავდე სხვა ადამიანებში უკეთურებას  და საკუთარ თავში კი – ვერა. თუ გინდა, რომ ქვეყანა, სხვა ადამიანები გამოსწორდნენ, შენი თავიდან დაიწყე ეს ყველაფერი. დაინახე სხვა ადამიანში ამპარტავნება? – საკუთარ თავშიც დაინახე. დაინახე – ცუდი? – საკუთარი თავიც შეაფასე. თუ შენში საკუთარ თავში ამ ყველაფერს ვერ ხედავ, მაშინ უკვე ცუდადაა საქმე. თუ ჩვენში წმიდა იქნება უფლის სახელი, დაუდევრად არ უნდა ვახსენოთ ის. რომელია ღმერთის სახელი შენში? – რა თქმა უნდა, იესო ქრისტე. ამაზე დიდი სახელი, როგორიც იესო ქრისტეა, სხვა ცისქვეშეთში არ მისცემია კაცობრიობას, როგორც წმიდა მოციქული პავლე ამბობს. ვერავინ გადარჩება ამ სახელის მიღების, ტარებისა და მისი მცნებების შესრულების გარეშე. მხოლოდ ქრისტიანს მიეცა ღვთის შვილად გახდომის საშუალება. ანუ, მას აუცილებლად სჭირდება რწმენა, იმედი და სიყვარული. ჯერ კიდევ ნათლობიდან არასწორად ვითარდება ჩვენი ცხოვრება და ამიტომაცაა, რომ შემდეგ მხოლოდ სახელით ვართ ქრისტიანები. დავდივართ, ვეზიარებით, მაგრამ არანაირი ფერისცვალება, ცხოვრების წესის არანაირი შეცვლა. სამაგიეროდ, განათლებულები ვართ. კარგად ვხედავთ, რა პრობლემებია სხვა ეკლესიებში, სხვა მოძღვართან მრევლში, სხვა ოჯახში და ასე შემდეგ.
– დღეს ინტერნეტში ბევრი სწავლებაა, რომელსაც ამა თუ იმ წმიდა მამას მიაწერენ ხოლმე. ასევე, იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველო არ შეიძლება ღვთისმშობლის წილხვედრი იყოს; რომ საქართველოში არ არის უფლის კვართი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხშირად ადამიანების რწმენაზე აისახება.
– კი, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინტერნეტში 7 ანტითეზისი, რომელთაგან ერთ-ერთი გულისხმობს იმას, რომ თითქოს საქართველო არ არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ეს მხოლოდ მითია და ამას არცერთი მსოფლიო რელიგია არ აღიარებს. ეს რომ სიმართლე იყოს, მაშინ საქართველოს ეკლესია დიპტიხში პირველ ადგილზე იდგებოდაო. საქართველო რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ეს წერია „ქართლის ცხოვრებაში“ და კიდევ რამდენიმე წყაროში. ერთი ილარიონ ახლის ცხოვრებაში წერია, რომელიც დიდი წმიდა მამაა. ის საბერძნეთში მოღვაწეობდა და როდესაც ერთ-ერთ მონასტერში მივიდა მორჩილებთან ერთად ღამის გასათევად, მონასტრის ბერძენმა წინამძღვარმა გამოაგდო: ვინ ხართ, ქართველები საერთოდ რა ქრისტიანები ხართო. იმ ღამეს წინამძღვარი იხილავს ღვთისმშობელს: შენ არ იცი, ვინ გააძევე. ეს ადამიანები ჩემი წილხვედრი ქვეყნიდან არიან და უკან დააბრუნეო. მეორე წყარო ეკუთვნის  რუს წმიდა მამას, დიოევოს მონასტრის მემატიანეს. ის თავის წიგნში ასე იწყება: 4 რამ არის ცისქვეშეთში ღვთისმშობლის წილხვერი. ეს რის ქვეყანა საქართველო;  დედაქალაქი კიევი, ათონის მთა და დიოევოს მონასტერი. ეს არის სხვადასხვა წყარო, რომელიც საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობაზე მიუთითებს. შეიძლება, ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ ადამიანის ქრისტიანობას არაფერი ემატება და არც აკლდება საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი იქნება თუ არა. ეს, პირიქით, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. ცხონებაში არ დაგვეხმარება, პირიქით, უფრო რთულად ცხონდები, რადგან გეტყვიან: მთელი ცხოვრება რომ სიამაყით ამბობდი, ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია, რატომ იყავი ასეთი ამპარტავანი და ამაყიო. როდესაც ამბობენ იმას, რომ მეორედ მოსვლა ქართულ ენაზე იქნება, რა თქმა უნდა, ეს არასწორი სწავლებაა. იოანე ზოსიმეს არ უთქვამს და არც არის ეკლესიური სწავლება იმაზე, რომ ქართულ ენაზე იქნება მეორედ მოსვლა. იოანე ზოსიმე ამბობს: ქართულ ენაში დამარხულია დიდი სიმდიდრე და ქართულ ენაში ქართველები იგულისხმებიან. ანუ, ბოლო ჟამს ისე გადაგვარდება მართლმადიდებლობა, რომ ქართველები შედარებით უკეთესი ქრისტიანები იქნებიან და ღმერთი ქართველებით ამხელს სხვა ერსო. ანუ, მართლმადიდებლურ სამყაროში ისე გადაგვარდება ხალხი, რომ საქართველოში, ამ მხრივ, შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება და ღმერთი ქართველების მომუშაკებული სარწმუნოებით ამხელს სხვებს. როცა რაღაც საკითხზე მიდის მსჯელობა: მოხდა სასწაული, ამ ადამიანმა ეს თქვა, სწორია თუ არა, დავიჯერო,  მირონი მოსდის თუ არა; ეკლესიური სწავლება ასეთია: არც მიიღო და არც უარყო, დაელოდე. დააკვირდით კარგად ადამიანის ცხოვრების, მოღვაწეობის წესს, მის მიმდევრებს და მიხვდებით, როგორია მისი მოძღვარი, როგორი ქრისტიანია თვითონ. შენ მოძღვარი იმიტომ გჭირდება, რომ მიგაახლოვოს ღმერთთან. ქრისტიანობის ნიშანი ის არის, ესა თუ ის მოძღვარი როგორ ასწავლის მრევლს, როგორ ქადაგებს და როგორ ცხოვრობს. ადამიანი ან მოძღვარი, რომელიც ღვთისმსახურებას არ ესწრება, არ ეზიარება, მას როგორ უნდა გაჰყვეს ადამიანი? დღეს ინტერნეტში ხშირად ბევრი არასწორი სწავლება ვრცელდება, რომელსაც წმიდა მამებს მიაწერენ. მაგალითად, ერთი საათი გატარებული წმიდანთან უფრო მეტია, ვიდრე 4 წირვა-ლოცვა და ქვემოთ წერია – მამა გაბრიელი. ეს იმდენად გაუგონარი მკრეხელობაა, ამას არც მამა გაბრიელი იტყოდა, არც მამა ნიკოლოზი. ქრისტე ამბობს, ვინც არ ეზიარება, ვერ ცხონდებაო. დღეს ბევრი სარეველა გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. მთავარია, რწმენა, იმედი, სიყვარული და ფერისცვალება თაბორის მთაზე, იესო ქრისტესთან ერთად.

скачать dle 11.3