კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როდის იქცევა ოჯახი ქალისთვის წყევლად და რატომ უნდა გააგდოს მან ქმარი სახლიდან

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

 რეალობას არ უნდა გაექცე – ამას არასდროს მოაქვს სასურველი შედეგი. ცხოვრება შეიძლება, ზოგჯერ სასტიკადაც გვექცევა, მაგრამ ადამიანს ყოველთვის შესწევს უნარი, ბედის ჩარხი თავის სასარგებლოდ შეატრიალოს. საკმარისია სურვილი, მოქმედებაში საღი აზროვნების ჩართვა და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოვა. ყველაზე მძიმე მომენტებსაც კი, ისე უნდა შეხედოთ, როგორც დაბრკოლებას, რომლის გადალახვაც ძნელი არ არის. საკუთარი თავის რწმენა მნიშვნელოვანია მაშინაც კი, როცა გგონია, რომ მომავალი აღარ გაქვს.

ლიზა (35 წლის): ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოჯახი ჩემთვის წყევლად იქცეოდა.  ხან კი, მგონია, რომ ეს ყველაფერი ზუსტად ასე უნდა მომხდარიყო. ძალიან გამოვეთიშე რეალობას და შედეგიც მივიღე.
– რას გულისხმობთ? როდის ეთიშება ქალი რეალობას?
როცა ოჯახურ ცხოვრებაში ილუზიებს იქმნის. სამწუხაროდ, ბევრ ქალს ემართება ქორწინებაში ასე. ძირითადად კი ისეთებს, მთელი ბავშვობა რომ უტენიდნენ თავში პატიოსნებას და ოჯახის სიწმინდეს.
– ეს ცუდია?
ცუდია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გაკომპლექსებს. ნელ-ნელა, შეუცნობლად ხდები ისეთი, როგორიც არ ხარ. საკუთარ თავს ეწინააღმდეგები. იცით, ეს რას ნიშნავს? როცა უკვე მექანიკურად აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც არ გინდა. ძალიან მინდა, ზუსტად მიმიხვდეთ სათქმელს.
– ანუ, ოჯახის ერთგულება არ გინდოდათ და ეს ყველაფერი იძულებით იყო?
– მე არ ვარ მოღალატე ბუნებით და მიმაჩნია, რომ გათხოვილი ქალი თავისი ქმრისა და ოჯახის ერთგული უნდა იყოს. მაგრამ, ეს კატეგორიულობა მაგიჟებს. რატომღაც არავინ გეკითხება, შენ რა გინდა. სამაგიეროდ, მამაკაცებს არ უყენებენ ასეთ კატეგორიულ მოთხოვნებს. საბოლოოდ, იცით, რა გამოდის, ქალისთვის ოჯახი წყევლად იქცევა. მხოლოდ აკრძალვები და იმის განცდა, რომ ადრე თუ გვიან, შენც აუცილებლად გიღალატებენ. ეს კოშმარი რომ გაანეიტრალო, იქმნი ილუზიებს და საბოლოოდ, იღუპები.
– თქვენ რისი ილუზია შეიქმენით?
– იმის, რომ არაჩვეულებრივი ქმარი მყავდა და ბედნიერი ვიყავი. ათი წელი ვთამაშობდი ამ როლს – მზრუნველი, ძალიან ბედნიერი, ერთგული ცოლის. რამდენჯერ მქონდა სურვილი, ხელი დამევლო ჩემი ნივთებისთვის და გავქცეულიყავი სახლიდან. საერთოდ, არ ყოფილა ჩემი ქმარი არაჩვეულებრივი, მაგრამ ასეთად გამომყავდა.
– რას ნიშნავს „ასეთად გამოგყავდათ“?
– ხომ იცით, ქალებს როგორ გვჩვევია – ყველას ჯიბრზე ისე უნდა მოვიქცეთ, ეჭვი არავის გაუჩნდეს რომ, ბედნიერიც ხარ. ჩემი ქმარი საოცარ მეუღლედ გამომყავდა, ისეთად, ოცნებებში რომ ხატავენ გასათხოვარი გოგოები. ჩემს გარშემო ფიქრობდნენ, როგორ გაუმართლა ამასო. ალბათ, შურდათ კიდეც. მაგრამ, რეალობა ნამდვილად არ მქონდა სახარბიელო. ამას რომ ვხვდებოდი, ვითრგუნებოდი. საკუთარი თავი ვის არ მოუტყუებია. მოტყუების მცდელობა კი მძიმე აღმოჩნდა. პიროვნულად გამანადგურა. ყველას უმტკიცებ, რომ გასაოცარი ცხოვრება გაქვს, ია-ვარდით მოფენილი. არადა, კვირაში რამდენჯერმე, ბალიშს ასველებ ცრემლებით.
– კონკრეტული მიზეზი გქონდათ, ქმარი უხეშად გეპყრობოდათ, ცუდი ურთიერთობა გქონდათ, გღალატობდათ, გამცირებდათ?
– გარეგნულად ისიც იდეალური ქმრის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ხალხში ისე მექცეოდა, როგორც დედოფალს. მაგრამ, მხოლოდ როცა უცხოები ან ნაცნობები იყვნენ ჩვენ გვერდით. ეტყობა, მოსწონდა, ყველა რომ აქებდა, როგორი კარგი ქმარიაო. ნელ-ნელა მართლა დაიჯერა, რომ კარგი ქმარი იყო. რა თქმა უნდა, მე ვარ ამაში დამნაშავე, მაგრამ დამაგვიანდა რეაქცია. როცა ვიგრძენი, რომ გული მერეოდა ამ ყველაფერზე, უკვე გვიან იყო, ყელამდე ჩავიფალი ჩემს სიცრუით სავსე ყოველდღიურობაში. გასაქცევიც კი აღარ მქონდა. სამწუხაროდ, არც ახლა მაქვს. გამოსავალი იქნებოდა, ქმარი სახლიდან გამეგდო, მაგრამ საამისოდ ძალა არასდროს მეყოფა. ვიცი, მკითხავთ, რატომო. გიპასუხებთ: მე ჩემივე ტყუილების მსხვერპლი ვარ. თავმოყვარეობა მაქვს და ვხვდები, რომ საბოლოოდ გავიმასხარავებ  თავს.
– ეს თქვენი ცხოვრებაა, მხოლოდ თქვენი...
– ხომ იცით, რომ ასე არ არის. გვინდა თუ არ გვინდა, საზოგადოებრივი აზრი ჩვენზე გავლენას ახდენს. როგორ შევხედო თვალებში იმათ, ვისთანაც ჩემი ბედნიერი ცხოვრებით ვიწონებდი თავს. ხომ დამცინებენ და პრინციპში, ღირსიც ვიქნები? მაგრამ, მეცოდება საკუთარი თავი. კიდევ ერთ დარტყმას ვერ გავუძლებ, ვერ გადავიტან. ოჯახსაც ვერ დავანგრევ, მიუხედავად ყველაფრისა. ისე მინდა, ჩემს რეალობას გავექცე, რომ ხელებს ვიკბენ. ოჯახი, რომელსაც ასეთი გააფთრებით ვებღაუჭები, ჩემთვის ტანჯვაა. მაგრამ, ამას მხოლოდ საკუთარ თავთან ვაღიარებ. სხვებთან ისევ თამაშს ვაგრძელებ. უკანდასახევი გზა მოჭრილია. ეტყობა, ცხოვრებამ ბოლომდე ისე გაგრძელდება, მე ბედნიერი არ და ვერ ვიქნები და ამაში დამნაშავე თავად ვარ. ყველაფერს ვაცნობიერებ. ვწუხვარ და ვნერვიულობ. რეალობას თავიდანვე არ უნდა გავქცეოდი, ახლა გვიანია. მომიწევს მასთან შეგუება, ამის ატანა.
– ყოველთვის შეიძლება, ცხოვრება თავიდან დაიწყო და იპოვო შენი ბედნიერება, რომლის უფლებაც ყველას აქვს.
– ვიცი, მაგრამ აღარ გამომივა. თავიდანვე სწორად არ წავიყვანე ჩემი ცხოვრება. არასდროს არ უნდა მოიტყუო თავი, როგორი მძიმეც უნდა იყოს, თორემ აუცილებლად ინანებ. მე ვნანობ.

скачать dle 11.3