კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რა მისტიკურ საიდუმლოებებს მალავს ჩვენი სხეული და რატომ გვექავება ზოგჯერ სხეულის ცალკეული ნაწილი, გვიწითლდება, გვიხურს და გვითამაშებს სახის ნაკვთები

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 ჩვენი სხეული არცთუ იშვიათად მალავს მისტიკურ საიდუმლოებებს და ამას უცნაური მინიშნებებით გვატყობინებს. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ, სხეულის ცალკეულ ნაწილზე გვეწყება ქავილი, ესა თუ ის ორგანო წითლდება, გვიხურს, გვითამაშებს – ობიექტური მიზეზი კი ამისა, არ არსებობს. სამაგიეროდ, უძველესი დროიდან დღემდე მოაღწია უამრავმა ხალხურმა გადმოცემამ და ცრურწმენამ, რომელსაც შეუძლია, საგულდაგულოდ აგვიხსნას, რომელი მათგანი რას ნიშნავს და რას გვიქადის მომავალში. ამჯერად შევეხებით სახის სამ უმთავრეს ნაწილსა და იმავდროულად, სამ უმთავრეს გრძნობათა ორგანოს: თვალს, ცხვირსა და ტუჩებს. ამ საიდუმლოებით მოცულ „ლაბირინთში” კი, გზას გამოცდილი ეზოთერიკოსის, ქალბატონი ლეილას საშუალებით გავიკვლევთ.
– არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, ერთხელ მაინც რომ არ მოექავოს, ან არ ათამაშებოდეს თვალი. რას უნდა ველოდოთ ამ დროს?
– სწორედ თვალი შეგვახსენებს ხოლმე ყველაზე ხშირად თავს – ხან ერთი „ატყდება” უმიზეზოდ და გვექავება, ხან – მეორე იწყებს თამაშს თუ პაჭუნს და რა ვიცი, კიდევ რა... ამიტომ, ჯობია, გავერკვეთ და უპირველესად, გავიგოთ, რა გველის მაშინ, თუ მარცხენა თვალი მოგვექავა. მართალია, ეს არცთუ კარგი ამბის მაუწყებელია – სევდასა და ცრემლს გვიქადის, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ, ცოტა წატირება ფსიქოლოგიურ დაძაბულობას მოგიხსნით. თანაც, ალტერნატიული ახსნაც აქვს – შეიძლება ეს, სულაც, მოულოდნელი მოგების ან კარგი ამბის მანიშნებელი იყოს, რომელიც ფულსა და ბიზნესს ეხება. მარჯვენა თვალის ქავილი კი, უალტერნატივოდ, კარგის ნიშანია: სიხარულს, შეყვარებულთან პაემანსა და დიდი ხნის ნანატრი სურვილების ასრულებას გპირდებათ. დარდსა და ცრემლს ნიშნავს, ასევე, ქუთუთოების ქავილიც ორივე თვალზე. ნამდვილად ვიღაც გაწყენინებთ ახლო მომავალში, თუმცა ამასაც მოევლება. ჩვენმა წინაპრებმა „ანტიდოტიც” შეიმუშავეს. სულ პატარა რიტუალი და ეს წინასწარმეტყველებაც განეიტრალდება. ამისთვის კი, საკმარისია, მარჯვენა თვალი მარჯვენა ხელით მოიფშვნიტოთ, მარცხენა კი – მარცხენათი. ახლა წარბებზე გადავიდეთ. თუ წარბები გექავებათ, პაემანი გარდაუვალია. გაიხარეთ, წინ სასიამოვნო, ამურული თავგადასავალი გელით. გარდა ქავილისა, თვალი ხშირად გვითამაშებს კიდეც. საერთოდ, ქუთუთოების თამაში, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს, რომ გადაიღალეთ და ზედმეტად ნერვიულობთ. მაგრამ, თუ ცრურწმენებს მივყვებით, მარჯვენა თვალის თამაში კარგი ამბების მაუწყებელია: თქვენს გულისსწორს შეხვდებით პაემანზე; კარგ ახალ ამბებს შეიტყობთ ან მოულოდნელი მოგება გერგებათ. თუ მარცხენა თვალი აგითამაშდათ, ეს დარდსა და ცუდ ამბებზე მიგანიშნებთ. უსიამოვნებას რომ თავი აარიდოთ, არ დაიზაროთ იმ პატარა რიტუალის შესრულება, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ახლა მივადექით ისეთ მინიშნებას, ბავშვობიდან ყველამ კარგად რომ იცის: „წერილი თუ სიხარული?“.. ვინ იცის, რამდენჯერ დაგვისვამს ეს კითხვა ბავშვობაში ერთმანეთისთვის და მოგვითხოვია, წამწამის პატრონს გამოეცნო, რომელი თვალიდან ჩამოუვარდა ის. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამწამი, ანუ წერილი ან სიხარული, ჩვენ გვრჩებოდა. თუმცა, ხალხური გადმოცემა გვასწავლის, რომ არ არის საჭირო ჩამოვარდნილი წამწამის თითით აღება და სურვილის ჩათქმა, ის უცილობლად სიხარულისა და ბედნიერების მაუწყებელია!
– გადავიდეთ ცხვირზე. ერთი ის გამიგია, ცხვირი თუ მოეფხანა, ლოთს უხარია, დალევა მომიწევსო...  
– რატომ მარტო ლოთებს?! ჩვენს წინაპრებს თუ დავუჯერებთ, ცხვირის ფხანის სურვილი ნიშნავს, რომ დღე დღეზე მხიარული სუფრა გელოდებათ მეგობრულ კომპანიაში ან – გაგიმართლებთ საქმეში. ამბობენ, ცხვირის ყნოსვას არ გამოეპარება, რაც მომავალში უნდა მოხდეს და ასევე, ალკოჰოლის გარდა, შესანიშნავად გრძნობს ფულის „სუნსაცო.“ ამიტომ, გახსოვდეთ, თუ ცხვირის წვერი მოგექავათ, შემოსავალი არ დააყოვნებს. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ცხვირის წვერის გარდა, შეიძლება, მოგექავოთ, მაგალითად, მისი მარცხენა ფრთა, რაც ცუდი ამბებისა და უბედურების ნიშანია. თუმცა, ნუ შეშინდებით, გამოსავალი აქაც მოიძებნება: სამჯერ გაისვით ხელი ნესტოს აქავებულ მხარეს და საფრთხეც ჩაივლის. თანაც, იგივე შემთხვევაში, ცხვირის მარჯვენა ფრთა სიხარულის მაუწყებელია. მაგრამ, თუ ცხვირის ფუძემ შეგახსენათ თავი, ნათესავთაგან ვინმეს (შეიძლება, შორეულის) ავადმყოფობის ან გარდაცვალების ამბავს შეიტყობთ; ანდა ისეთ უსიამოვნებაში გაჰყოფთ თავს, ბევრ სახლაფორთოს რომ გაგიჩენთ. მართალია, ბედისწერის შეცვლა ჩვენს ხელში არ არის, მაგრამ ცუდზე მაინც ნუ იფიქრებთ, გამოუვალი მდგომარეობა ხომ არ არსებობს?! სულ სხვადასხვაგვარია წინასწარმეტყველება, ძველი გადმოცემების თანახმად, თუ ნესტოებიდან ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, მარჯვენა მოგექავათ, ეს აუცილებლად, სიამოვნების, სასიხარულო ამბების, საჩუქრებისა და მოლოცვების მაუწყებელია. მაგრამ, მარცხენას ქავილს – სულ საპირისპირო, სიღარიბე და უსიამოვნება მოაქვს. ახლა ცხვირის შემოგარენსაც მივადექით. თუ მის გარშემო ან ქვემოთ მოგექავათ კანი, ფრთხილად უნდა იყოთ: შეიძლება, წინასწარ გათვლილი და დაგეგმილი საქმე ჩაიშალოს და გაგზავნილ თხოვნაზეც უარი მიიღოთ. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც: ახლო მომავალში ვნებიანი სიყვარული გელით, რომელიც სრულიად შესაძლებელია, სულაც არ იყოს ახალი ურთიერთობის შედეგი. ზოგჯერ მინავლებული სიყვარულიც ახალი ძალით იფეთქებს ხოლმე. დაბოლოს, თუ მთელი ცხვირი მოგექავთ – ჩხუბს, კამათსა და ხელმძღვანელობისგან საყვედურს ნიშნავს. ამ დროს მსუბუქად წაუწკიპურტეთ თქვენს სასუნთქ ორგანოს და ჩხუბსა და დავიდარაბასაც თავიდან აიცილებთ.
– ბაგეთა კანკალი და სიმხურვალე რაღას გვაუწყებს?
– ორთავ ბაგის ქავილი კოცნის მაუწყებელია, მაგრამ თუ მხოლოდ ზედა ტუჩი გექავებათ – ძალიან ლამაზ მამაკაცს აკოცებთ; ხოლო თუ ქვედა – ყმაწვილქალს. თავდაპირველ ინიციატივას კი ის გამოიჩენს, ვისაც კბილებიც აექავება. ბევრი, სერიოზული ინტერვიუს ან საუბრის წინ, ტუჩებს იკვნეტს ან იქავებს. აქედან წამოვიდა მინიშნება, რომ ბაგეთა ქავილი მნიშვნელოვან საუბარს ნიშნავს. ზოგს პერიოდულად ტუჩები უხურს, რასაც ადრე იმით ხსნიდნენ, რომ ამ ადამიანს მხურვალე ხვევნა-კოცნა ელოდა წინ. თანაც, ზედა ტუჩის გახურებისას, ქალი აკოცებს ახლაგაზრდა მამაკაცს: ხოლო, თუ ქვედა ტუჩის სიმხურვალეს გრძნობთ – მხოლოდ მეგობრულ კოცნას უნდა დასჯერდეთ. მინიშნებები არსებობს ტუჩის კბენასთან დაკავშირებითაც. თუ გაცხარებული ლაპარაკისას ტუჩზე იკბინეთ – ესე იგი, ძალიან ბევრს ლაპარაკობთ! ამიტომ, თუ არ გინდათ, რომ ყველამ მოლაყბედ მიგიჩნიოთ, უმჯობესია, შიგადაშიგ გაჩუმდეთ ხოლმე. იკბინეთ ტუჩის კუთხეში? – თანამოსაუბრისთვის კარგი არ გინდათ. მაგრამ, თუ ეს ქვედა ტუჩის გარეთა მხარეს მოხდა, რაც ძალიან ძნელი და შესაბამისად, იშვიათია, მეტად ცუდის ნიშანია: მეგობრის ან ნათესავის სიკვდილს გაუწყებთ. მოქმედების სირთულე გრძნობათა სიმძაფრის მაჩვენებელია – აშკარაა, რომ ადამიანი მომხდარს ძალიან განიცდის და იწყებს, შეიძლება ითქვას, ბაგეთა ღეჭვას. ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა უახლოესი ადამიანი ავადმყოფობს. შესაბამისად, აღარც ზემონახსენები ხალხური გადმოცემის არსი იწვევს ეჭვს. საუბრისას ტუჩებზე კბენა ნიშნავს, რომ მალე ვიღაცას წაეჩხუბებით. თუმცა, ძალიან შორს თუ არ წავალთ, უბრალოდაც შეიძლება, აიხსნას სიტუაცია: ამით ადამიანი საუბრისას მნიშვნელოვანი დეტალების დაფარვას ცდილობს ან თანამოსაუბრესთან ლაპარაკი არ სიამოვნებს.      
скачать dle 11.3