კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რა გამოუგზავნა სტივ ფორბსმა გიორგი ისაკაძეს თბილისში და რას გადაურჩა ის მანჰეტენზე, მილიარდერების წვეულებაზე

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

 გასულ კვირას ნიუ-იორკში, ცნობილი ამერიკული გამოცემა „ფორბსის” 100 წლის იუბილე აღინიშნა. ლეგენდარული ჟურნალის საიუბილეო წვეულებას, მანჰეტენის პრესტიჟულ ადგილზე, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები, ცნობილი მილიარდერები ესწრებოდნენ. მიწვეულ სტუმართა შორის იყო გადაცემა „საქმიანი დილის” წამყვანი და ხელმძღვანელი, გიორგი ისაკაძე, რომელიც „ფორბსის” გუნდს წელიწად-ნახევრის წინ შეუერთდა. ის ქართული „ფორბსის” მთავარი რედაქტორია. გიორგიმ ამ შეხვედრაზე მსოფლიო ბიზნესის „გურუსთან“, უორენ ბაფეტთან შეხვედრა, სელფის გადაღება და მისი საქართველოში მოპატიჟებაც შეძლო, რაზედაც თავად ჩვენი რესპონდენტი ემოციების გარეშე დღემდე ვერ საუბრობს.  
გიორგი ისაკაძე:
წელიწად-ნახევარია, რაც „ფორბსის” დიდი გუნდის წევრი გავხდი, გამოცემის მთავარი რედაქტორი და ქართული „ფორბსის” პარტნიორი ვარ. ძალიან გამიმართლა და მოხარული ვარ, რომ ამ ლეგენდარული გამოცემის ასი წლის იუბილეზე მომიწია დასწრება. ყველაფერი დაიწყო ბანალურად, ოფიციალური მიწვევით „ფორბსის” მთავარი რედაქტორისგან, სტივენ ფორბსისგან. ბოლო მოსაწვევი იყო დაახლოებით ასეთი ტექსტით: ძვირფასო გიორგი, იმედია, შევხვდებით მალეო და იქ იყო კიდევ საუბარი სასაიამოვნო დეტალებზე. ბოლოს კი ეწერა: იუბილეზე მისასალმებელ სიტყვას ვიტყვი მე, სტივენ ფორბსი, ასევე უორენ ბაფეტი და გელით იდუმალი მუსიკალური სიურპრზიო. ისეთი აჟიტირებული ვიყავი იმის გაგებით, რომ მსოფლიოს უდიდეს ბიზნესგურუს, უორენ ბაფეტს ვნახავდი ახლოს და მის სიტყვას მოვისმენდი, იმით, თუ რამდენი ცნობილი ადამიანი დაესწრებოდა იუბილეს, რომ მუსიკალურ სიურპრიზზე ნამდვილად არ მიფიქრია. იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ მუსიკალური სიურპრიზი სტივ უანდერი იქნებოდა. ცხადია, სათავო ოფისთან მქონდა წინასწარი მიმოწერა. ღონისძიების მეორე დღეს დაგეგმილი იყო სამიტი, ერთგვარი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს იმ 38-ივე ქვეყნის „ფორბსის” წარმომადგენლობა, სადაც კი „ფორბსი” გამოიცემა. სათავო ოფისში იმართება პრეზენტაციები, ხდება ახალი პროდუქტებისა და რუბრიკების დაანონსება, საქმიანი რეკომენდაციების მიღება. აქვე დავაანონსებ და გეტყვით, რომ ქართული „ფორბსი” ძალიან მალე დაიწყებს რეიტინგების გაკეთებას, მათ შორის, ყველაზე მდიდარ ქართველებს შორის. დღეს ქართული „ფორბსი” ფლობს სრულ პაკეტს, ინარჩუნებს პოზიციებს და არა მხოლოდ ინარჩუნებს, მეტად ვითარდება. უფრო და უფრო მეტ სიახლეს ვთავაზობთ აუდიტორიას, მაშინ, როდესაც საკმაოდ ბევრ ქვეყანაში „ფორბსი”, როგორც გამოცემა, დაიხურა. ძალიან მალე ქართული „ფორბსი” შევა იმ სეგმენტში, სადაც ვერავის წარმოედგინა, რომ „ფორბსის” ადგილია. ეს ის სეგმენტია, რაც საინტერესო სიურპრიზი იქნება ყველასთვის, მათ შორის, ჩვენი პოტენციური კონკურენტებისთვის. ამის წარმოსახვისას, კონკურენციის მოლოდინში, სიამოვნებისგან თითებს ვიფშვნეტ (იცინის). ნოემბერში ჩვენ ვაკეთებთ ქართული „ფორბსის” მეასე გამოცემას. მე მგონია, რომ „ფორბსის” ასი წლის იუბილე და მეასე ქართული გამოცემა, კარგი დამთხვევაა. ძალიან მიხარია, რომ თბილისში ჩამოვიტანე წიგნი, რომელიც გამოსცა „ფორბსმა” ასი წლისთავთან დაკავშირებით. ეს წიგნი დაურიგდა იუბილეზე ჩამოსულ ყველა სტუმარს და მე მაქვს ის იშვიათი ეგზემპლარი, რომელზეც ძალიან ბევრ საპატიო სტუმარს აქვს ხელი მოწერილი.
– სად და როგორ ჩატარდა იუბილე? ვინ იყვნენ განსაკუთრებული სტუმრები?

– იუბილე გაიმართა მანჰეტენზე, ჩელსი პირსზე, რომელიც ნიუ-იორკის პრესტიჟული ადგილია. იუბილეზე მიწვეული იყო რვაასამდე სტუმარი. მე ვერ ჩამოვთვლი მათ სახელებს და გვარებს. მენდეთ, რომ იქ ხდებოდა საოცრება. 42 წლის ვარ და მსგავს ღონისძიებაზე არასდროს ვყოფილვარ, არც ასეთი ემოციები მქონია არასდროს. ერთი კვირა გავიდა და ამ შეხვედრას რომ ვიხსენებ, თავი ისევ იქ მგონია. იმის მიუხედავად, რომ იუბილეზე სააათ-ნახევრის განმავლობაში არ ჩანდა არც ბაფეტი და არც იდუმალი მუსიკალური სიურპრიზი – განაცხადეს, რომ უორენ ბაფეტმა ვერ მოახერხა მოსვლაო, რაზედაც კინაღამ გული გამისკდა. მაგრამ, ხეტიალისას, უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და თითქმის ორასზე მეტი სავიზიტო ბარათი დავარიგე. მაქსიმალურად ვცდილობდი ყველასთან კომუნიკაციას... იმ საუბრებში, რომ, ალბათ, უორენ ბაფეტი აღარ მოდის, და „ფორბსის” მესვეურებმა თავიანთი მისასალმებელი სიტყვა თქვეს, ვიღაცამ ცოტა უხეშად გამწია გვერდზე. ფეხზე კი ვიდექი, მაგრამ პატარა შოკი მივიღე – უცებ დავინახე, ჩემგან სამ მეტრში სტივ უანდერი. მან შეასრულა 5 კომპოზიცია, აქედან ოთხი – პირადად, მეხუთე კი, უორენ ბაფეტთან ერთად: „სიყვარულის სადიდებელი” იმღერა. მთელი ერთი საათი ჩემი ტელეფონის ბატარეა უჩვენებდა ნულს, როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი არ გადამეღო?! მე ვიყავი საოცარ ემოციებში, ერთის მხრივ, რამდენიმე მეტრში ვხედავდი ბიზნესგურუს და მეორეს მხრივ, სტივ უანდერს, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. ნიუ-იორკში მაიკლ ჯეკსონის რეინკარნაციაზე უფრო შეიძლებოდა მეფიქრა, ვიდრე სტივ უანდერის ნახვაზე (იცინის).
– ბაფეტი მუსიკალური მონაცემებითაც ისეთივე ჩემპიონი აღმოჩნდა, როგორიც ბიზნესშია?
– არა, ამ მხრივ ვერაა ისე მაგარი, მაგრამ ბაფეტი ისეთი ტიპია, ყველაფერი ეპატიება. შარშან იმღერა ბობ ჯოვთან ერთად, წელს – სტივ უანდერთან. ისეთი პერფორმანსი გამოვიდა, საოცარი სანახავი. ეს იყო ზეციური ამბავი და ყველა იყო საოცარ ემოციებში. ეს ყველა ვინ იყო? 25 მილიარდერი და ფორბსის ყდის გმირი. როდესაც სტივ ფორბსმა გამოაცხადა – უორენ ბაფეტი, ერთი სიტყვა და სცენაზე მყოფი ბიზნესგურუებისთვის და დარბაზში დარჩენილი 750 სტუმრისთვის, ყველაფერი ბაფეტის ირგვლივ დატრიალდა. ის მართლაც გამორჩეული კალიბრის ადამიანია. შესაბამისად, მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატვა არ დაიშურა არავინ - არც მასპინძლებმა და არც სტუმრებმა. ვინც კი წვეულებას ესწრებოდნენ 5, 6, 7 მილიონის მფლობელები არიან და იმ ქვეყნის ეკონომიკას ქმნიან, მაგრამ მოვიდა პიროვნება, რომელმაც თავისი განვლილი ცხოვრებით დაჩრდილა ეს ყველაფერი. აქ მილიარდების რაოდენობაზე არაა საუბარი, აქ მთავარი ავტორიტეტია, რაც მას აქვს, როგორც პიროვნებას. ამ წვეულებაზე მე არ მინახავს ამერიკის პოლიტიკური ელიტა, იმის მიუხედავად, სტივ ფორბსს საკმაოდ დიდი პოლიტიკური წარსული აქვს და ამერიკის პრეზიდენტადაც კი იყრიდა კენჭს.
– როგორები არიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები ურთიერთობებში?
უორენ ბაფეტის მაგალითზე გეტყვით – ის არის ძალიან უბრალო ურთიერთობებში. ის დაცვის გარეშე მოვიდა იუბილეზე და მე გავხდი მომსწრე, როგორ წავიდა უორენ ბაფეტი ტაქსით – გაცვეთილი „ჯიპით” წვეულებიდან. თუმცა, სად წავიდა, არ უთქვამს ჩემთვის. ტაქსისტი გადმოვიდა და დახვდა უორენ ბაფეტს. ერთი ჩემი კოლეგა კი მეუბნებოდა, რომ არ გადამეღო მისი წასვლის კადრი, მაგრამ ამაზე უარს როგორც ვიტყოდი?! როგორ გინდა, არ გადაიღო, უორენ ბაფეტი გაცვეთილ ტაქსიში რომ ჯდება?! იცოდა რა, ჩემი დამოკიდებულება უორენ ბაფეტის მიმართ, ჩემმა მეუღლემ თბილისიდან წასვლისას მითხრა, უორენ ბაფეტთან სურათს თუ არ გადაიღებ, სახლში არ შემოგიშვებო. მე, როგორც ვიცი, ერთადერთი ქართველი ვარ, ვისაც უორენ ბაფეტთან ფოტო გადაუღია (იცინის) ვერ ვიტყვი, რომ ამ მიღებაზე იყო განსაკუთრებული „ბრჭყვიალება”. ამ საზოგადოებამ უკვე გამოიარა ისეთი ეტაპები, სნობიზმისგან დაცულები რომ იყვნენ. ეს არ არის მილიარდერების „გამოფენა”, ეს არის ადგილი, სადაც ეს ადამიანები იმ მიზნით მიდიან, რომ ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან, ადასტურებენ პატივისცემას მასპინძლის, ერთმანეთისა და იმ 38 ქვეყნის წარმომადგენლის მიმართ, რომლებიც იქ ვიყავით ჩასული.
– ბაფეტთან გასაუბრება მოახერხე?
– იცი, როცა ცდილობ გასაუბრებას ადამიანთან, რომელიც ყოველწლიურად თავის საუზმეს 2 მილიონ, 1,8 მილიონ დოლარად ყიდის, ცოტა წესები უნდა დაარღვიო. უორენ ბაფეტთან საუზმე, ანუ საქმიანი ლანჩი, ეს თანხა ჯდება – ყოველწლიურად აცხადებს აუქციონს და ყიდის ლანჩს, შემდეგ ამ თანხას ქველმოქმედებაში უშვებს. აღიარებულ მუსიკოსთან, თუნდაც ის სტივ უანდერი იყოს, გასაუბრება და ფოტოს გადაღება უფრო მარტივია. თუმცა, მე მოვახერხე ორივესთან ფოტოს გადაღება. ძალიან ახლოს ვიყავი სცენასთან და როცა ღონისძიების მუსიკალური ნაწილი დასრულდა და ბაფეტი გასასვლელისკენ წავიდა, მივხვდი, უნდა მემოქმედა (იცინის). მას მივუახლოვდი, უფრო სწორად, გავყევი. სტივ ფორბსი უორენ ბაფეტს აცილებდა, როცა მე მათ გვერდით აღმოვჩნდი. ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე, ძალიან მარტივად, სტივ ფორბსმა, რომელიც კარგი იუმორითაა ცნობილი, ჩემი თავი წარუდგინა უორენ ბაფეტს, როგორც მათი ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა რედაქტორი. ამას უორენ ბაფეტი გარკვეული ხმამაღალი წამოძახილით შეხვდა. ამ დროს ჩვენ უკვე გასასვლელში ვიყავით და მე, საკმაოდ ემოციურად, ბაფეტი საქართველოში მოვიწვიე. ისიც ვუთხარი, დიდი შესაძლებლობებით ალბათ, ვერ გაგაკვირვებთ, მაგრამ ჩვენი ქვეყანა უნდა ნახოთ-მეთქი. ძალიან გამიხარდა, რომ უორენ ბაფეტმა არ ჩათვალა, მე ატლანტის შტატში ვეპატიჟებოდი (იცინის).
– უცნაურია, მაგრამ როგორც ამბობენ, უორენ ბაფეტი საკმაოდ ძუნწია. ეგებ ამის გამო დატოვა მანჰეტენი ტაქსით.
– იმას, რომ ბაფეტი ტაქსით წავიდა, მის სიძუნწეს ვერ „დავაბრალებ” (იცინის). სიძუნწეს აქვს თავისი ახსნა, იმ კაპიტალიდან გამომდინარე, რაც მას აქვს. მე მის სიძუნწეზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, ალბათ, ყველა მილიარდერი ხელმომჭირნე იქნება. ამას რომ ამბობენ, ბაფეტის ფილანტროპია არ ახსოვთ? ის ძალიან დიდი ქველმოქმედია. ყოველ წელიწადს დიდ თანხებს ხარჯავს ქველმოქმედებაში, ცნობილია მისი მრავალმილიონიანი გადარიცხვები ამ მიმართულებით. ის თუ ძუნწია იმ მხრივ, რომ ფულს არ ხარჯავს არასწორ პროექტებზე, დაე, დარჩეს ძუნწად. მაგრამ, მას რომ დიდი ფილანტროპის სახელი აქვს, ეს ფაქტია. ბაფეტს ჩემი დაცვა არ სჭირდება და სიძუნწეში „დადანაშაულებასაც” როგორმე აიტანს (იცინის).
– ჩვენი, ქართველი მილიარდერები ჰგვანან მსოფლიოს ცნობილ მდიდრებს?
 – დასამალი არაა, მილიარდერი ქართველი მხოლოდ ერთი გვყავს. ეს არის კიდევ ერთი განმასხვავებელი ქართული „ფორბსის“ სხვა ქვეყნებისგან, „ფორბსი,” რომელიც წერს მილიარდერებზე, საქართველოში არსებობს. ცხადია, ჩვენი მილიონერები განსხვავებულები არიან და ის, რაც მე ვნახე, განსხვავებულია – ეს უმაღლესი პილოტაჟია. ისინი არიან მათ მიერ დამკვიდრებული კულტურის, თამაშის წესების ავტორები და მონაწილეები. ისინი ჩვეულებრივები, ყოველგვარი მედიდურობისა და ბრჭყვიალების გარეშე, უბრალონი არიან ურთიერთობაში, რამაც ძალიან გამაოცა. მათ ყველაზე კარგად იციან დროის და ადგილის ფასი.
 – როგორც ვხვდები, ქართული „ფორბსის” მეასე გამოცემას, სტუმართა მხრივ, ბევრი სიურპრიზით შევხვდებით. უორენ ბაფეტსაც ხომ არ ვნახავთ საქართველოში?
– ეს ჯერ საიდუმლოა (იცინის). ქართული „ფორბსის” მეასე გამოცემას ნამდვილად აღვნიშნავთ საინტერესო ღონისძიებით, რომელიც, იმედი მაქვს, ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზში გაიმართება. ვინ იქნებიან ჩვენი სტუმრები, ამაზე მომავალში ვისაუბროთ. უორენ ბაფეტისა და სტივ ფორბსის ვიზიტს, ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. დარწმუნებული ვარ, სტივ ფორბსი და გამომცემლობის სხვა მესვეურები, არასდროს დაიშურებენ დროს, ენერგიასა და რესურსს, რომ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, მეტი ყურადღება მიაქციონ. მთავარი ისაა, რომ ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ადამიანთან, რომელიც „თავის საუზმეს” 2 მილიონ დოლარად ყიდის და ის სულ არ არის მიუწვდომელი. იმას გაგიმხელთ, რომ ძალიან მინდა, უორენ ბაფეტი ჩამოვიდეს საქართველოში, რადგან ვიცი, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ამ რანგის ადამიანის ჩამოსვლა. მას, შესაძლოა, ვერც კი შესთავაზო მისთვის საინტერესო ბიზნესაქტივობა საქართველოში, ამის მოფიქრება იოლი არაა, უბრალოდ, მის ჩამოსვლასაც კი ჩვენს ქვეყანაში, სულ სხვა დატვირთვა ექნება.
скачать dle 11.3