კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ვინ ზრდიდა ლევან ყოჩიაშვილსა და მის შვილს ერთდროულად და რამ გადაარჩინა მსახიობი „წამალთან“ დამოკიდებულ უსიამოვნებებს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 უკვე ექვსი წელია, ლევან ყოჩიაშვილი „ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებლისთვის ერთ-ერთი საყვარელი გმირია, დათო გოცირიძის სახით. ამ წლების განმავლობაში დათო მრავალშვილიანი მამა გახდა. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, მსახიობს ორი შვილი ჰყავს.
– ლევან, მეთორმეტე სეზონის დასაწყისში როგორი შემართება გაქვთ? თან, ამ სეზონზე უკვე დიდი ბიჭის მამა ხართ, ახალი პრობლემებით.
– როგორც ყველა სეზონის წინ, ახლაც დიდი სტიმული გვაქვს. კი, ამჯერად ეს ხაზი იქნება რამდენიმე სერია აქტუალური თემა. მოზარდი ჯეკოს ამბები ძალიან საინტერესოა. ჩემი ნამდვილი შვილი ჯეკოზე ცოტა პატარაა, ათი წლის, ასე რომ, მსგავსი პრობლემები ჩვენ ჯერ არ შეგვქმნია. ეს პერიოდი სინამდვილეში, მე წინ მაქვს. ჯერ სერიალში გამოვცდი და მერე – რეალურ ცხოვრებაში. იმედია, სერიალის გამოცდილება დამეხმარება ჩემს შვილთან სამომავლოდ, მოზარდის პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეების გადალახვაში (იცინის).
– აქ მრავალშვილიანი მამაც ხართ. რეალურ ცხოვრებაში არ გქონიათ ბევრი შვილის ყოლის სურვილი?
– მე მხოლოდ ორი შვილი მყავს. ადამიანი იმდენ შვილს აჩენს, რამდენის მოვლის თავიც აქვს. ბავშვების გაზრდა მარტივი ხომ არაა?! ამიტომ, რამდენის თავიც მქონდა, იმდენი მყავს (იცინის).
– შვილები რას გეუბნებიან, როგორი მამა ხართ?
– კმაყოფილები არიან ჩემით, პრეტენზიებს არ გამოთქვამენ. მე და ჩემი ძმებიც ასე გავიზარდეთ. მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, წინააღმდეგობები არ შეგვხვედრია. მე და ჩემი შვილებიც ვმეგობრობთ. უფროსი, კესო, უკვე დიდია – 19 წლის ხდება.
– ბიჭი არ არის ჯერ იმხელა, რომ მოზარდობისთვის დამახასიათებელი პრობლემები გქონდეთ, მაგრამ 19 წლის გოგოს მამობა მარტივია?
– სხვათა შორის, არაა რთული. კესუნა თვითონ ძალიან მშვიდი ბავშვია. ყოველთვის ასეთი იყო. კარგი შვილია, ჭკვიანია და კარგადაც სწავლობს. ამ ასაკში ადამიანს, რაც ევალება, ყველაფერს აკეთებს. მეც, შეძლებისდაგვარად, ვუგებ და არანაირი უთანხმოება არ გვაქვს. სკოლა კარგად დაამთავრა, წარმატებულად ჩააბარა უნივერსიტეტში. თან, ძალიან პატარა, 19 წლის ვიყავი, როცა ის გაჩნდა და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ზუსტად ოცი წლით დიდი ვარ მასზე. როცა შენც შვილთან ერთად იზრდები, სხვანაირი ურთიერთობა გიყალიბდება მასთან. მამაჩემმა მითხრა, შენ და კესუნა ერთად გაგზარდეთო (იცინის). მესამეკურსელ ბავშვს მყავდა ბავშვი. სტუდენტისთვის, თან იმ პერიოდში, ძალიან რთული იყო ამხელა პასუხისმგებლობა. რა ბავშვზეა ლაპარაკი, როცა თვითონ ვერ გაგიგია, რა გინდა. ამიტომ, მშობლები გვეხმარებოდნენ.
– მამებს უჭირთ ხოლმე ქალიშვილების თაყვანისმცემლებთან შეგუება.
– რა თქმა უნდა, გოგოს თაყვანისმცემელი უნდა ჰყავდეს. მამები რომ ამბობენ, ჩემს ქალიშვილს არ გავათხოვებო, არ მესმის. რას ჰქვია, არ გაათხოვებ? გოგოს თაყვანისმცემლებიც უნდა ჰყავდეს და მერე ოჯახიც უნდა შექმნას. ვმეგობრობთ, მაგრამ პირად ისტორიებს მიყვება-მეთქი, ვერ ვიტყვი. ჩვენც ხომ არ ვუყვებოდით ყველაფერს ჩვენს მშობლებს?!
– როგორი რეაქცია გაქვთ, როცა ყვავილებს უგზავნიან ან რამე მსგავსი ხდება?
– არ ვიპრანჭები, გულწრფელად ვამბობ, არ ყოფილა სიტუაცია, რამეზე ძალიან გავგიჟებულიყავი. მცირე ასაკობრივი სხვაობის ბრალია ეს ყველაფერი (იცინის).
– ურჩევთ ხოლმე, როგორი უნდა იყოს ბიჭი?
მთავარია, ნორმალური და პასუხისმგებლიანი კაცი იყოს, დანარჩენს, წინასწარ ვერ განსაზღვრავ. როცა ადამიანს პასუხისმგებლობა აქვს და სხვაზე ზრუნვა შეუძლია, თუნდაც პატარა იყოს ასაკით, ეს უკვე კარგი თვისებაა. არ შეიძლება, ადამიანი მარტო საკუთარ თავზე ფიქრობდე. ასეთი კაცები მომწონს და რა თქმა უნდა, მინდა, ჩემი შვილის გვერდითაც ასეთი იყოს.
– სად სწავლობს კესო?
სამართალზე. მერვე კლასიდან მოყოლებული, ეს პროფესია უნდოდა. სხვათა შორის, მსახიობობის სურვილი არცერთს არ გასჩენია. ჩემი შემყურე, ხედავენ, რომ ცოტა უმადური საქმეა. კარგია, რომ არ უნდათ.
– თქვენი შვილის ტოლი იყავით, როცა ოჯახი შექმენით. რა რეაქცია გექნებათ, ახლა კესომ რომ გითხრათ, გათხოვებას ვაპირებო?
– ამას გააზრება და წინასწარ შემზადება სჭირდება. არ მიფიქრია ამაზე და არ ვიცი, რას ვიზამ. მაგრამ, ალბათ, კედლებზე სირბილს არ დავიწყებ (იცინის). ასე ვუთხარი მეც ჩემს მშობლებს და არავის გაუწევია წინააღმდეგობა. ასე ვიზამ მეც. სხვანაირად რომ მოვიქცე, უსინდისო უნდა ვიყო, როცა მე ასეთი გამოცდილება მაქვს (იცინის). თუმცა, ჯერ არ აპირებს.
–  როგორი მეუღლე ხართ?
– სულ ვცდილობ, მეუღლეს ყოფა შევუმსუბუქო და მასზე ვიზრუნო. ოცი წელია, ერთად ვართ. როცა შვილები იზრდებიან, საზრუნავი იმატებს და მეტი ყურადღება ბავშვებზე გადადის, მაგრამ ვცდილობ, მეუღლესაც არ მოვაკლო ყურადღება და არ ვაწყენინო.
– ორივე დაკავებულები ხართ, ეხმარებით საოჯახო საქმეებში?
– როგორ არა, შემიძლია, მეუღლეს ყველაფერში დავეხმარო. ყოველთვის ასე იყო. ძალიან პატარები ვიყავით, ერთად ცხოვრება რომ დავიწყეთ და როცა მშობლები არ იყვნენ ჩვენთან ერთად, საოჯახო საქმეები მხოლოდ მეუღლეზე არასდროს ყოფილა დამოკიდებული. სახლის დალაგებაშიც ვეხმარებოდი და ბავშვის მოვლაშიც. ახლა კი დამავიწყდა, მაგრამ მაშინ ყველაფერს ვაკეთებდი. ბავშვს ვაბანავებდი და ასე შემდეგ.
– კერძების მომზადება თუ გეხერხებათ?
– დიდად არა, მაგრამ აი, როცა საქმე ხორცს ეხება, მაშინ მეუღლემ იცის, რომ სამზარეულოს არ უნდა გაეკაროს. ეს ჩემი ძლიერი მხარეა. იცით, რატომ გამოსდით მამაკაცებს უფრო გემრიელი კერძები? იმიტომ რომ, მათი მომზადების ვალდებულება არ აქვთ და სიამოვნებით აკეთებენ. მე ხორცს ვაკეთებ და სხვა დანარჩენს, მეუღლე ამზადებს ძალიან გემრიელად. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, მას ვერ მოუხერხებია და მე გამიკეთებია. სახლი და ოჯახური გარემო ძალიან მიყვარს. არ მესმის, რომ ამბობენ, კაცი ვარ და ეს რატომ უნდა გავაკეთოო. დამილაგებია კიდეც, ჭურჭელიც გამირეცხავს და ყველაფერი გამიკეთებია, რაც საჭირო ყოფილა. თუ ქალს იმ მომენტში არ სცალია და სხვა საქმითაა დაკავებული, რა პრობლემაა. მე აბსოლუტურად მომხრე ვარ, რომ ქალი სოციალურად აქტიური და დაკავებული იყოს. დააკვირდით, სადაც ქალებს შეზღუდული უფლებები აქვთ, იმ ქვეყნებში გაუთავებელი ომებია. იმიტომ რომ, ქალს დიდი ძალა აქვს.
თქვენი შვილის სერიალში მიყვანის სურვილი არ გაქვთ?
ვასიკომ ითამაშა უკვე. ტასუნას თანაკლასელის როლს ასრულებდა. ძაღლი – სკუბიდუ რომ ჰყავდათ, აი, იმ სამ სერიაში. მოვიყვანე, კარგად შეხვდნენ აქ, ძალიან თავისუფლად იყო და ყველაფერს გაართვა თავი. მითხრეს, იქნებ მოიყვანოო, თავადაც დამთანხმდა და აიყვანეს.
– მერე არ გაუჩნდა მსახიობობის სურვილი?
– არა, აღარაფერი უთქვამს. რაც აინტერესებდა, გაიგო და მას შემდეგ, ხმა არ ამოუღია (იცინის). მსახიობების შვილებს, პირიქით, იზიდავთ ხოლმე ეს პროფესია, მაგრამ ამათ, რა ვიცი (იცინის). ჩემთვის მთავარია, რომ ორივე ძალიან კარგად სწავლობს. აი, როცა სწავლას ეხება საქმე და რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს, ერთადერთი, ეს მწყინს მათგან. დანარჩენი, ყველაფერი კარგად გვაქვს. მხოლოდ ამ დროს თუ გამოვიჩენ ხოლმე სიმკაცრეს.
– დეკრიმინალიზაციაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი. ემხრობით?
– სულ იმას ვამბობ, ბალახისთვის კაცი ციხეში არ უნდა დაალპო. სხვა ნარკოტიკს რაც შეეხება, მართლა არ ვიცი, იქ რა დოზებით, რა შეიძლება და რა – არა. ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მარიხუანის გამო, ამდენწლიანი პატიმრობა არაადამიანური მოპყრობაა. ეს კანონი გადასახედია და ალბათ, შესაბამისმა ორგანოებმა უკეთ იციან, როგორ შეიძლება, რომ ნარკოპოლიტიკა უფრო მოქნილი გახდეს. თუ ადამიანი სხვას არაფერს უშავებს და ბალახის მოხმარებით მხოლოდ თავის თავს ვნებს, ამის გამო ამდენ სასჯელს რომ აძლევ, ძალიან ცოდოა. ალბათ, ის დროც მოვა, როცა ასე აღარ იქნება.
– 90-იანი წლები გაქვთ გამოვლილი. თქვენ არ გქონდათ ის მომენტი, ბიჭები ქუჩის ცხოვრებით, მარიხუანით და მსგავსი რაღაცებით რომ ინტრესდებიან?
– ამის გარეშე, მგონი, წარმოუდგენელია. ეს, როგორც ყველას, მეც შემეხო. მაშინ, მით უმეტეს, თუ ვინმეს გამოკეტილი არ ჰყავდი, ქუჩა და „წამალთან“ დაკავშირებული პრობლემა აუცილებლად შეგეხებოდა. მთავარია, ზომიერება დაიცვა, თორემ ნებისმიერ რამეზე აყოლილი ადამიანი, ბოლოს საშინელი სანახავია.
– რამ შეგაჩერათ, რომ უფრო მეტზე არ წასულიყავით და ცხოვრება არ დაგნგრეოდათ, როგორც ეს ბევრს დაემართა?
– მე არ მქონდა დიდი პრობლემა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ძალიან არ მიყვარს ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება. მით უმეტეს მათი, ვისაც ვუყვარვარ. ამიტომ, არ შეიძლება, გაუთავებლად ის აკეთო, რაც მათ ანერვიულებს.
скачать dle 11.3