კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რა შეცდომებს აღარ უშვებს ნოდიკო ტატიშვილი ქალთან ურთიერთობისას და როგორ მოჰყავდა მას 5 წუთის გაცნობილი გოგო ცოლად

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ნოდიკო ტატიშვილისთვის გასული ზაფხული განსაკუთრებულად წარმატებული და დატვირთული იყო – ბევრი კონცერტი, ღონისძიება. ახლა ნოდიკო უკვე ახალ სიმღერებზე მუშაობს და მალე, ორი ძალიან კარგი კლიპის გადაღებას გეგმავს. რაც მთავარია, ნოდიკოს პირად ცხოვრებაშიც სიახლეებია და ის ამ ზაფხულს ცოლის მოყვანსაც გადაურჩა.
ნოდიკო ტატიშვილი:
ძალიან კარგი ზაფხული მქონდა. ჩემი სოლო კონცერტის შემდეგ, იყო „ოქროს ტალღის“ დაჯილდოება, სადაც წლის საუკეთესო მომღერალ მამაკაცად დამასახელეს. ამან უდიდესი ძალა მომცა. შემდეგ ისრელში მქონდა გასტროლი და იქიდან რომ ჩამოვედი, ფაქტობრივად, არ დამისვენია. ძალიან კარგი ივენთები მქონდა ბათუმში, საოცარი გართობა იყო.
– ჯულიანა ბარგნართან ერთად დასვენებაც მოასწარი.
– კი, მე და ჯულიანა თურქეთში ვიყავით. მაგრამ, ისე ცხელოდა, თავბედი ვიწყევლე. თუ გინდა, რომ კომფორტულად დაისვენო, ჯულისთან ერთად უნდა წახვიდე. ძალიან კომფორტულია, თან თავისი დღის გრაფიკი ჰქონდა: ვარჯიშობდა, ცურავდა, მაგარი არდადეგები მოიწყო.
– შენსა და ჯულიზე სულ ჭორაობენ.
– ჩვენ ხომ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ჯული ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. გარდა ამისა, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან კომფორტულია. იმ პერიოდში ორივეს გვქონდა თავისუფალი დრო და ერთად წავედით და კარგადაც დავისვენეთ. მშვიდად, წყნარად, მეც კომფორტს ვუქმნიდი და ისიც. რაც შეეხება ჭორებს, არ გამიგია ჩემსა და ხეს შორს, ან ჩემსა და ბუჩქს შორის თუ ხდება რამე,  თორემ სხვა ყველაფერი გამიგია.
– ადრე, ალბათ, უფრო განიცდიდი ჭორებს.
– ძალიან ბევრი მავნე ჭორიც ყოფილა. უბრალოდ, ადრე, როცა პატარა ვიყავი, ძალიან ვბრაზდებოდი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორი ჭორი იქნებოდა. ვინმე რამეს რომ მეტყოდა, ვურეკავდი: აბა, გაიგე, ეს ჭორი ვინ თქვა-მეთქი. მინდოდა გამეგო, ვისგან მოდიოდა და მერე მეცემა. მაშინ სახლშიც მითხრეს: შენი პროფესია ხომ აირჩიე, ახლა დამშვიდდი და ყველაფერი ჩვეულებრივ მიიღეო. ერთი-ორი წელი გამიჭირდა და მერე მივეჩვიე. ახლა რამე ჭორს რომ გავიგებ, ვამბობ: მართლა? დაე, იჭორაონ. ერთხელ, მახსოვს, გიჟი მილიონერი გამომიყვანეს – პენთაჰაუზი იყიდა ვაკეში, 300 ათასი დოლარი გადაიხადაო. თან, ჩვენი ახლობლისგან წამოვიდა ეს ყველაფერი. მერე გავარკვიე, შინაური იყო, ცოტა რომ გვენათესავება ისეთი. მე და მარიამ როინიშვილიც ორჯერ დაგვაქორწინეს. ბოლოს დედაჩემი მეუბნებოდა: რამეს მალავ? ხომ იცი, როგორ მიყვარს მარიამი, მითხარი, რამე თუ ხდებაო. თამრიკოსაც ულოცავდნენ.
– გოგოსთან მეგობრობა არასდროს გადაგსვლია სხვა გრძნობაში?
–  ვინც მართლა ნამდვილი მეგობრები არიან, ასეთი თითზე ჩამოსათვლელი მყავს. როცა გოგონას უყურებ როგორც შენს ძალიან შინაურს, და მერე უცებ სხვა თვალით შეხედავ, ჩემი აზრით, არც კაცურად, არც მორალურად, არ არის გამართლებული – ცოტა სიმახინჯეა. ზუსტად ვიცი, რომ მეგობარია და იქ სხვა რამე გამორიცხულია. თუმცა, როცა სხვანაირად გიზიდავს, მოგწონს, უკვე იცი, რომ ის შენი მეგობარი ვერ იქნება. ჯულიანა, მაგალითად, ყველანაირად უნაკლო გოგონაა, „პრინცესას“ ვეძახი, მაგრამ ის ჩემთვის მხოლოდ მეგობარია.
– გავიგე, ზაფხულში ნოდიკომ ბათუმში ლამის ცოლი მოიყვანაო.
– კი. მე ხომ არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელს. ბავშვობაში მოვიწამლე. მერვე კლასში ვიყავი და იმდენი დავლიე, რომ სახლში მიმიტანეს და საწოლზე დამდეს. მეორე დღეს ისეთ ცუდ მდგომარეობაში გავიღვიძე, არაფერი მახსოვდა. იმასაც ვერ მივხვდი, სად ვიყავი. ოჯახის წევრები შოკში იყვნენ: მერვეკლასელმა ბიჭმა ასე როგორ დალია, რომ სახლში მოიტანესო. მერე ისეთი ინტოქსიკაცია დამემართა, ორი დღე ცუდად ვიყავი, სიკვდილს გადავურჩი.  ისე გავითიშე და ისე მომასულიერეს, არ მახსოვს. იმის შემდეგ აღარ ვსვამ. ახლა, ბათუმში რომ ვიყავი, ბარმენმა მითხრა: ისეთ მაგარ რამეს დაგალევინებ, ვერც მიხვდები, ალკოჰოლია თუ არაო. სულ რომ დავლიე, მივხვდი, ყველაზე მთვრალი ვიყავი. უცებ რომ გაგეხსნება: ის გავიცანი, ეს გავიცანი და გადავწყვიტე, ამაღამ ცოლი მომყავს-მეთქი. ერთი ძალიან კარგი გოგონა გავიცანი. გვერდზე მივუჯექი, მომიჯდა და ვუთხარი: ჩემი ცოლის მოყვანის დროა, ძალიან მომწონხარ და დღეს ჩემი ცოლი უნდა გახდე, წამოდი, გავიპაროთ-მეთქი. ოქროს გოგო იყო. მეგობრები ხალისობდნენ: წამის მეასედში მოჰყავდა ცოლი, მაგრამ ის გოგო მიხვდა, რომ ძალიან მთვრალი იყოო. ძალიან თბილი გოგონა იყო, მიღიმოდა, ჩამეხუტა, თან მეუბნებოდა: რა საყვარელი ხარ მთვრალიო. მოკლედ მიხვდა, რომ არ უნდა გამომყოლოდა და გადავურჩი იმ ღამეს ცოლის მოყვანას. გამიმართლა: ჭკვიანი, აზრზე მოსული გოგო იყო. თან, განწყობა არ გამიფუჭა, ამყვა ხუმრობაში. თუმცა, სახლში როგორ მივედი, არ მახსოვს. დილით რომ გავიღვიძე, გამახსენდა ყველაფერი და ვფიქრობდი ჩემთვის: რა გაპარვა, აწი ძილში თუ გავიპარები, 30 წლის კაცი ვარ-მეთქი. თან მეცინებოდა: რა სწორია, რომ არ ვსვამ-მეთქი. მერე კიდევ ვნახე ის გოგო, მეუბნებოდა: როგორ მოგყავდი ცოლად. რომ გამოგყოლოდი, მერე რას იზამდიო.
– სხვა დროსაც გდომებია ოჯახის შექმნა?
– 18 წლისაც მზად ვიყავი, რომ ცოლი მომეყვანა და მინდოდა კიდეც. მაშინ რომ მიყვარდა, იმის მერე ისე არავინ მყვარებია. მაგრამ რაღაც დაიწყო და დამთავრდა, თან, ბევრი წელი გრძელდებოდა. ხან მეგონა, რომ მასაც ჩემ მიმართ რაღაც ჰქონდა, ხან მეგობარი ვიყავი მისთვის, ხან ძმა. მაგრამ, მე ზუსტად ვიცოდი, რომ მისთვის ძმა ვერასდროს ვიქნებოდი. ჭკვიანი, ნიჭიერი გოგო იყო. დღეს თუ ვხვდებით ერთმანეთს, ამ ყველაფერზე ვიცინით. თან, იმდენი რამ მაქვს გაკეთებული – ერთხელ ოთახი მოვურთე. უცხოეთში ვიყავი და მისთვის ერთი ჩემოდნით სათამაშოები ჩამოვიტანე, ჟელატინის სანთლები. მისი ოჯახის წევრის დახმარებით, ოთახში შევიპარე, მოვურთე და რომ ნახა, ძალიან გაუხარდა. ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ, როცა მივხვდი, რომ არაფერი გამოვიდოდა, დამთავრდა. როცა მეორე ადამიანი გეუბნება, არ მიყვარხარო, რა უნდა გააკეთო?! რა თქმა უნდა, გულისტკენა მქონდა, იმედგაცრუებულიც ვიყავი, დეპრესიაც მქონდა. თუმცა, ეს სხვებთან არ გამომიხატავს, რადგან „მორიელის“ ის კატეგორია ვარ, რომელიც საკუთარ თავს ჭამს. კიდევ კარგი, მეორე კატეგორია არ ვარ – სხვებს რომ ჭამს, თორემ დღეს იმდენს შევჭამდი, იმდენი მეყოლებოდა შეჭმული... მოკლედ, მერე რაღაც დაიწყო, იმაზე გადავერთე, შემდეგ ის დამთავრდა, სხვა დაიწყო და ასე შემდეგ. მეგონა, რომ ზოგი ურთიერთობა სერიოზული იყო, ზოგი – არა. ერთ-ორჯერ ვიფიქრე – ეს სწორედ ის ქალია, ჩემი ცხოვრების მეგზური რომ უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ შევცდი.  მეც მტკენია გული და სხვასაც.  შეგნებულად არ მდომებია ვინმესთვის გულის ტკენა, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც ყოფილა: რაღაც ურთიერთობა დამიმთავრებია დროზე ადრე. მერე, რომ უხსნი: ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით ერთადო. არ მოწმონს, როცა ადამიანები ძალიან ეჭვიანები არიან და ასე შემდეგ. თუმცა, ბოლო დროს, ახსნამდეც აღარ მივდივარ. ადრე უცებ ვიცოდი ურთიერთობაში შეტოპვა:  ბრახ, ბრახ, „ვსიო” და მერე ვიჯექი და ვფიქრობდი: ძალიან გავტოპე, შორს წავედი და რა ვქნა-მეთქი. ახლა ასეთ შეცდომებს აღარ ვუშვებ.
– ახლა რამე ხდება შენს პირადში?
– კი, ხდება. ადრე ერთი სული მქონდა, როდის ვეტყოდი: ძალიან მომწონხარ, როგორ მომწონხარ-მეთქი. მაგრამ, ახლა მივხვდი, დრო სჭირდება ურთიერთობას. ახლა ის შემთხვევაა, როცა ორივესთან რაღაც ხდება, მაგრამ ერთმანეთს ჯერ არ ვუტყდებით – ეს საუკეთესო პერიოდია. შეყვარებულობის პერიოდი ხომ სასწაულია, მაგრამ სანამ იქამდე მიხვალ, ცოტა რომ ფლირტაობ, ასეთი სიამოვნება, არ ვიცი მე. ჯერ ამ დონეზე, საკუთარ თავს გამოვუტყდი:  ვიცი, რომ მომწონს და მასაც ძალიან მოვწონვარ. მაგრამ, ჯერ არ ვაპირებ არაფრის თქმას, რადგან ეს მდგომარეობა ძალიან მომწონს.  შეყვარებული არ ვარ, მაგრამ ორივე სასიამოვნო მდგომარეობაში ვართ.
скачать dle 11.3