კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№41 არის თუ არა დომენიკ მანგო გეი და რა შემთხვევაში დასთანხმდება ის ასაკიან მამაკაცს „სხეულის მიყიდვაზე“

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

დიზაინერი დომენიკ მანგო დაახლოებით წელიწად-ნახევარია, გერმანიაში ცხოვრობს. თუმცა, სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და მისი ვიდეოები, ფოტოები და პოსტები ხშირად შეიცავს სკანდალებს, რის გამოც მას ძალიან ბევრი „საქართველოს შემარცხვენელს“ უწოდებს.
– შენთან დაკავშირებით ხშირად ვკითხულობ – „საქართველოს შემარცხვენელიაო“. რას აკეთებ ასეთს?
– ჩემი მისამართით გაკეთებული შეფასებები სრულიად ადეკვატურია, ის რასაც ვაკეთებ და ისეთი უხეში ფორმით, როგორც ვაკეთებ, ნებისმიერისთვის გამაღიზიანებელი იქნება და ქართველისთვის – მით უმეტეს. მაგრამ რაც არ აღიზიანებთ, ის არცაა შედეგიანი. მე ვეუბნები ქართველ ხალხს, რომ სიძულვილით არიან სავსე, ენაბილწობენ და ამ ყველაფერზე ღიზიანდებიან. თუმცა, ვფიქრობ, მე არ ვარ საქართველოს შემარცხვენელი. ჩემი მესამედი თვითკრიტიკულობა რომ გააჩნდეთ ქართველებს, ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნებოდა.
– მგონი, ლგბტ თემებთან დაკავშირებული შენი განცხადებები იწვევს ხოლმე, ძირითადად, შენდამი უარყოფით დამოკიდებულებას.
– ლგბტ თემებსაც ძალიან ხშირად ვეხები, მაგრამ ცოტა განსხვავებულად. მიმაჩნია, რომ ადამიანს არ უნდა ერქვას: გეი, ლესბი, ტრანსი და ასე შემდეგ. ყველა ადამიანი თავისუფალია და მის პირად ცხოვრებას ჩვენ არ უნდა ვარქმევდეთ სახელს. ეს ჰეტეროსაც ეხება და სხვასაც. ყველა თანაბარია. როცა ამას ვამბობ, გიჟდებიან: რას ჰქვია, თანაბარი ვართ – როგორ მადარებ გეის ან ლესბისო. ამიტომ არიან ჩემ მიმართ აგრესიულები, ყველაზე ხშირად კი, მაგინებენ. ის, რასაც მე ვაკეთებ, ცივილიზებული სამყაროს მაგალითზეა დაფუძნებული. ძალიან ხშირია ისეთი საშინელი მუქარა ჩემი მისამართით, რომ მიკვირს, ადამიანს საიდან აქვს ასეთი საშინელი ფანტაზია. მწერენ ხოლმე: ხეზე მიგაბამ, გამოგფატრავ და ასე შემდეგ. ამის, რა თქმა უნდა, არ მეშინია, სერიოზულადაც არ აღვიქვამ. როცა ამხელა აუდიტორიის წინაშე ასეთ განცხადებას ვაკეთებ, მობილიზებულიც ვარ მსგავსი რეაქციებისთვის.
– შენი ფოტოებიც ხშირად იწვევს გაღიზიანებას. მაგალითად, ფოტო რომელზედაც ორ ბიჭთან ერთად ხარ.
– ბევრ რამეს გამიზნულად ვაკეთებ. მაგრამ, კონკრეტულად, ეს ფოტო სრულიად შემთხვევით გადაიღო მეგობარმა ლაიფციგში. ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც ამ ფოტოზე მკერდს მილოკავს, ჰეტეროა და გერლფრენდიც ჰყავს. მეორე ბიჭს კარგად არ ვიცნობდი. ნასვამი ვიყავი, მეგობარი ფოტოს მიღებდა. ეს ბიჭი მოხტა და ძუძუ ამილოკა, ასე უფრო ლამაზი იქნებაო. ეს ფოტო რომ ვნახე, გადავწყვიტე, სპეციალურად საქართველოსთვის ამეტვირთა. იცი, რატომ? ჩვენთან მხოლოდ იმ ადამიანს შეიძლება მოუსმინო, რომელიც რაღაც სტანდარტებში ჯდება. პიჯაკშია გამოწყობილი და ერთფეროვანი ცხოვრება აქვს – ტიპური კაცია ან ქალი. თუმცა, საქართველოში ისეთი სტერეოტიპია, ქალიც კაცი უნდა იყოს. ეპატაჟურ ნაბიჯებს იმიტომ ვდგამ, რომ ხალხს დავანახვო, აუცილებელი არაა, ადამიანი ჩარჩოებში ჩაჯდეს, იმისთვის, რომ მოუსმინონ. რა გვაცვია და ვინ გვილოკავს ძუძუს – არ ნიშნავს, რომ სხვანაირი ტვინი გვაქვს. ეს უნდა ისწავლოს ქართველმა ხალხმა.
– ალბათ, ამ ფოტომ გაამწვავა შენს ორიენტაციაზე საუბარი. გეი ხარ?
გეი არ ვარ. უბრალოდ, ეს ხალხი ჩემგან იმდენად დიდ თანაგრძნობას ხედავს, რომ ფიქრობენ, მეც გეი ვარ. „შე პიდარასტო, როგორ თუ არ ხარ გეი“... ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს. თითქოს, ამ ხალხს უნდა, რომ გეი ვიყო, მაგრამ არ ვარ. ჩვენი ქმედებები პირადი სექსუალური ორიენტაციის გამოხატვას არ ნიშნავს. შეიძლება, ძუძუც გვილოკონ, კაბაც ჩავიცვათ, მაგრამ ამით ვერავინ დაასკვნის, გეი ვართ, თუ ლესბი. ამის ცოცხალი მაგალითი მე ვარ. ჩემი იმიჯი შთაბეჭდილებას ქმნის, რომ გეი ვარ, მაგრამ სინამდვილეში, ასე არაა.
– სხვათა შორის, კაბით რომ დადიხარ, ამის გამოც გაკრიტიკებენ.
– ჩემმა რუსმა მეგობარმა ვიდეოთი სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს, ამბობს, მრცხვენია, რუსი რომ ვარო. ქართველებს ეს ვიდეო არც უნახავთ, მაგრამ რუსეთში ძალიან სკანდალურია. საქართველოს მადლობაც არ უთქვამს. სამაგიეროდ, კაბა თუ დაანახვე, ენას გადაიძრობენ. პატრიოტიზმის გამო ერთ მადლობას არ გეტყვიან. რაც შეეხება კაბას, მე გარდერობში უამრავი კაბა მაქვს. დიზაინერი ვარ და გამორჩეული ჩაცმის სტილი მაქვს. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ბუნებრივი ვარ. მაგრამ, ხალხი აღიქვამს ამას ეპატაჟად. არადა, გერმანიაში ჩემი სტილი უცებ აიტაცეს.
– როგორც ვიცი, ბევრ ტრანსგენდერსა და გეის ეხმარები.
– აქ ლგბტ ორგანიზაციის ხელმძღვანელი გავიცანი და საქართველოს პრობლემების შესახებ მოვუყევი. საქართველოში ლგბტ ორგანიზაციებთან ძალიან ცუდად ვიყავი, რადგან ისინი მხოლოდ ჭორაობენ და საქმეს არ აკეთებენ. ვიღაც ბიჭი სოფლიდან რომ ჩამოვა და მათ დახმარებას სთხოვს, მერე საკუთარ სოფელში უვრცელდება ინფორმაცია ორიენტაციის შესახებ. დახმარების ნაცვლად, უამრავ ადამიანს გაუნადგურეს სიცოცხლე. აქაური ორგანიზაციის ხელმძღვანელს ავუხსენი ეს მდგომარეობა და დახმარება ვთხოვე. იმ დროიდან მოყოლებული, მეხმიანებოდნენ ისინი, ვისაც საქართველოში ორიენტაციის გამო პრობლემები შეექმნათ და აქ უნდა წამომეყვანა. სამი თვის წინ დავიწყე ამ ადამიანების ჩამოყვანა. ბოლოს ჩამოვიყვანე ერთი ბიჭი – გიორგი. მწერდა, თუ საზღვარზე არ შემომიშვებენ, თავს მოვიკლავო. აივინფიცირებულია და წარმოიდგინე, საქართველოში როგორ უბზუებენ ცხვირს. ნათესავების საშინელ მტრულ გარემოცვაში იყო ორიენტაციის გამო – ის საკუთარ თავს ტრანსგენდერ ქალად მიიჩნევს. ამ ყველაფრის გამო გაუსაძლის პირობებში იყო და აქ ჩამოვიყვანე. ბედნიერი ვარ, რომ აქ, ახალი ცხოვრების დაწყება შეძლო, მან და სხვებმაც. ახლა კიდევ ორი გეი ჩამომყავს. ოჯახში ემუქრებიან, მოგკლავთ, აქედან გაიქეციო. მე ვარ ქართველი, რომელიც წამოვიდა გერმანიაში, აქ შედარებით ბევრ ფულს და შესაძლებლობებს შეეხო და თავის ქვეყნისთვის იყენებს. აქ მილიონობით ემიგრანტია, რომელთაც ვერ გავამართლებ იმის გამო, რომ საწყლად მუშაობენ. მათ შეუძლიათ, ამ ცივილიზებული სამყაროდან რაღაც გააკეთონ თავიანთი ქვეყნისთვის. აქ ხედავენ, რომ მეტი თავისუფლებაა და ეს თავიანთ ხალხსაც უნდა დაანახვონ. მათ უმოქმედობას არანაირი გაჭირვება არ ამართლებს.
– სოციალურ ქსელში, შენს გვერდზე წავიკითხე ისტორია ბიჭზე, რომელიც თავის სხეულს ასაკოვან, ფულიან მამაკაცებზე ყიდდა.
– ნიურნბერგში ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი ტყუპისცალი და ანგელოზი, ნინო მოზესი ცხოვრობს. მასთან ძალიან ხშირად ჩავდივარ. ერთ ბარში დავდივართ ძალიან ხშირად და ბევრჯერ დავინახეთ საოცრად სიმპათიური და სინათლით სავსე ბიჭი, რომელიც სულ იღიმება და საოცრად პოზიტიურია. ერთხელაც ვხედავ, მასთან მოხუცი კაცი მივიდა და ფულზე „ეჩალიჩება“. აღმოჩდა, რომ ეს ბიჭი ათი ევროს სანაცვლოდ, მუშაობდა სექსმუშაკად. ეს მიღრძუებული კაცი, გახრწნილი ბებერი კი, თავის თანატოლ ბებრებთან „მარიაჟობდა“: ნახეთ, რა ბიჭი მყავს „აგდებული“ ათ ევროდო. ასეთი უსამართლოა ცხოვრება. ის გაღრძუებული ბებერი ვერასდროს მივა იმ სექსმუშაკის დონემდე. მაგრამ ჩვენი ბნელი და ჩამორჩენილი ხალხი ამას ვერასდროს გაიგებს.
– შენ არ მიგიღია ასაკიანი და ფულიანი ქალის ან მამაკაცისგან შემოთავაზება?
– რამდენიც გინდა. იცი, რამდენი თაყვანისმცემელი მყავს? ძალიან ბევრი – ქალიც და კაციც. მატერიალურად მყარად რომ არ ვიდგე ფეხზე, აუცილებლად გადავდგამდი ამ ნაბიჯს. ეკონომიური პრობლემები რომ მქონდეს, მეც ვიქნებოდი კლიენტთან და სექსის სანაცვლოდ, ფულს ავიღებდი. გერმანიაში ასეთი რამ ძალიან გავრცელებულია. სტუდენტებს სექსუალური ურთიერთობები აქვთ ხანშიშესულებთან, იმიტომ რომ, ფული სჭირდებათ. მაგრამ, მე არ მჭირდება ეს. ხშირად დავდივარ ჯაზკლუბში, მოგეხსენება, იქ ყველაზე მდიდარი ხალხი დადის. ორი ძალიან მდიდარი კაცი მთავაზობდა სექსის სანაცვლოდ ფულს. ერთი „როლექსის“ საათს მჩუქნიდა, სხვათა შორის, ასაკიანიც არ იყო, ლეიტენანტი გახლდათ და მითხრა, განტვირთვა მჭირდება, წამოდიო. ღარიბი რომ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, დავთანხმდებოდი. დებილი ხომ არ ვარ „როლექსის“ საათზე უარი მეთქვა? წავყვებოდი კი არა, ერთი კვირა მასთან ვიქნებოდი.
– საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
– საქართველოში შემოდგომაზე ვაპირებ ჩამოსვლას და  აუცილებლად გავაკეთებ ჩვენებას, რომელზედაც მამაკაცებს კაბას ჩავაცვამ. ამით დავანგრევ აბსურდულ  სტერეოტიპს, რომ კაცს არ უნდა ეცვას კაბა. ტანზე რა გაცვია, ეს ორიენტაციასთან არაფერ შუაშია. ეს სიბნელის გადმონაშთია, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავკლათ.
скачать dle 11.3