კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ვის არ ეჩხირება თვალებსა და კბილებში კოტე მათითაშვილი და რის დაბალანსებას ვერ ახერხებს ის

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

თბილისში ჭორი გავრცელდა შოუ „ექიმები” „რუსთავი 2-იდან” „იმედზე” გადადისო. ეს ჭორი განსაკუთრებით მაშინ გახდა აქტუალური, როცა ერთ-ერთი წამყვანი, ექიმი კოტე მათითაშვილი „იმედის” გადაცემაში სტუმრად მიიწვიეს.
– „იმედის” გადაცემაში თქვენი გამოჩენის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, გადაცემა „ექიმები” „იმედზე” გადადისო და მართალია?
კოტე მათითაშვილი
: ჯერჯერობით, რაც გადაცემის წამყვანებმა ვიცით იმ გუნდისგან, ვისთან ერთადაც ვმუშაობდით „რუსთავი 2-ში,” არის ის, რომ, სავარაუდოდ, გადაცემა „ექიმები” განახლდება „იმედზე”. თუმცა, ამას არ ვადასტურებ, უბრალოდ, ინფორმაციის სახით ვიცი, საუბრის დონეზე. ჯერჯერობით, საქმიანი შეხვედრა არ გვქონია. თუმცა, მაყურებელიც ხედავს, რომ „იმედზე” იწყება „რუსთავი 2-ზე” არსებული პროექტები. გამომდინარე რეიტინგებიდან, განვლილი სამწლიანი, საკმაოდ კარგი მუშაობიდან, ვფიქრობ, ეს არ არის დასაკარგი გადაცემა. სავარაუდოდ, არცერთი არხი არ იტყვის ამაზე უარს. მათი ძირითადი ნაწილი, ვინც ამ გადაცემაზე მუშაობდა, გადავიდა „იმედზე”. ვფიქრობ, ჩვენი სამომავლო პერსპექტივაც „იმედისკენაა”, ვიდრე „რუსთავი 2-ისკენ.” თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის დრო, რომელიც „რუსთავი 2-ში” გავიარეთ, ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი წარმატების მომტანი.
– თქვენთვის კომფორტული იქნება სხვა ტელევიზიაში გადასვლა?  ეს ხომ არ გამოიწვევს კონფლიქტს, დაპირისპირებას?
– ჩვენ არ ვმართავთ სატელევიზიო სივრცეს. ჩვენი პროფესიიდან, ასევე სატელევიზიო სტრუქტურიდან გამომდინარე, კონფლიქტურ მდგომარეობებს, საემოციო სიტუაციებს, საერთოდ ვერ ვხედავ. არ არის ამისი არანაირი საფუძველი. ჩვენ არავის კონკურენტები არ ვართ და არც არავის ვეჩხირებით თვალებსა თუ კბილებში. რადგან, რასაც ვაკეთებთ, იმას კარგად ვაკეთებთ, იმედია, ეს გაგრძელდება „იმედშიც”.
– რის მომტანი იყო თქვენთვის ეს სამი წელი?
– ჩემთვის ეს იყო ცხოვრების ახალი, სხვანაირი სივრცე, ძალიან კარგი განტვირთვის  ფორმა – ცხოვრების გარკვეული ნაწილის დიდი ბედნიერება, რამაც კარგი კვალი დატოვა და იმედია, კიდევ გაგრძელდება.
– თქვენმა ახალმა ვაცხნილობამაც გამოიწვია გამოხმაურება.
– ვარცხნილობაზე იყო სხვადასხვა აზრი. მომწერეს: ის უფრო გიხდებოდა, ან ეს უფრო გიხდება. ის ასაკს გმატებდა, ეს არ გმატებს – იუმორისტული გადახრები, სხვა არაფერი. ვარცხნილობა იმიტომ შევიცვალე, რომ ჩემს შვილს მოსწონს და გარკვეული სოლიდარობა გამოვუცხადე. უცებ, სახლის პირობებში, გადავწყვიტე, შემეცვალა თმის ვარცხნილობა. კარგად გავერთეთ.
– ინტერვიუს ჩაწერამდე მითხარით: ნევროზის მკურნალობის კარგი საშუალებაც იყოო.
– როგორც საყიდლებზე წასვლა,  კარგად ვაჭრობა ამშვიდებს ნერვულ სისტემას, თმის შეჭრაც, საკუთარ თავზე სახეცვლილებების შეტანა, ამბობენ, დადებითად მოქმედებსო. ასეთი მოკლე, მგონი, სტუდენტობის დროსაც არ მქონია თმა და ესე იგი, მკურნალობამ კარგად ჩაიარა.
– მეუღლეს, შვილებს მოეწონათ?
– არ ვიცი, ინდივიდუალურად არ გამომიკითხავს აზრი. მთავარია, მე მომწონს და ჩემს შვილებს, სხვა არაფერი მაინტერესებს. მეუღლეს ყველაფერი ისე მოსწონს, როგორიც  ვარ.
– ოჯახში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ალბათ, ორივე ერთად იღებთ.
– ოჯახი ძალიან რთული ბირთვია, ხან ისეა, ხან – ასე. როგორც ყველგან, ისეა ჩემთანაც. პერიოდულად, დომინატობაც არსებობს – ხან ისეა, ხან ასე. ამ თემატიკაზე არ მიყვარს საუბარი.
– წლებთან ერთად, სიყვარულიც გადის ეტაპებს?
– რა თქმა უნდა, ოჯახში ყოველთვის არსებობს სიახლეც, კრიზისიც, ცდომილებაც, კარგიც და ცუდიც. ეს ყველას ოჯახში ხდება, მაგრამ ამას დრო ალაგებს – პატივისცემა, რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ოჯახი ჭეშმარიტებაზე, სიმართლეზე უნდა იყოს დაფუძნებული და რეალურად უნდა უყურებდეს ადამიანი ცხოვრებას.
– სიყვარული რომ ადამიანი იყოს და თქვენთან მოვიდეს, როგორც პლასტიკურ ქირურგთან, რას გაუკეთებდით, რას შეცვლიდით მის ვიზუალში?
– სიყვარული იყოს ადამიანი? რა საინტერესოა. სიყვარული არის კიდეც ადამიანი და ზოგადად, ყველაფერია სიყვარული. რას გავუკეთებდი და უფრო მოქნილს გავხდიდი. ძალიან მკაცრია ხოლმე. ზოგჯერ ადამიანს გულს ტკენს – უფრო მოქნილს და ლაბირულს გავდიდი, ნაკლებად მტკივნეული რომ ყოფილიყო. შეიძლება, ერთ წუთში ძალიან შეყვარებული იყო, გიხაროდეს და მეორე წუთს ეს ყველაფერი დაიმსხვრეს. ეს სიყვარულის უხეში კუთხეებია. ცოტა დავარბილებდი და უფრო სასიამოვნოს გავხდიდი.
– ორი ბიჭის მამა ხართ. ეს გარკვეული სირთულეა?
– არ არის რთული ორი ბიჭის მამობა, გააჩნია, როგორ არიან გაზრდილები. ორივე გარდატეხის ასაკშია, მაგრამ ხისტი ურთიერთობა არ გვაქვს: მათ რომ ჩემი არ ესმოდეთ და მე – მათი. ზოგჯერ ვდავობთ, მაგრამ, საბოლოოდ, კამათი კონსენსუსით მთავრდება, ჩემსა და მათ სასიკეთოდ. მაგალითად მე, მათი თავდაუზოგავი შრომის, ფსიქიკური, მორალური, ფინანსური ზეწოლის შედეგად, სიგარეტს თავი დავანებე და ბედნიერი ვარ.
– მათი მხრიდან ფინანსურ ზეწოლაში რას გულისხმობთ?
ყოველ მოწევაზე ვჯარიმდებოდი და ამას განვიხილავ მატერიალურ ზეწოლად. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და მე ბედნიერი ვარ. დღეს ბევრად ჯანმრთელი წესით ვცხოვრობ, ვიდრე 4 წლის წინ.
– ზაფხულში სამივე ერთად ამერიკაშიც იყავით.
– დიახ. ორივე შვილი დასავლეთისკენ ორიენტირებულია განათლების კუთხით. ჩემი საყვარელი ქვეყანა ამერიკაა. იქ ცხოვრება ბევრად კარგია და ბევრი კარგი რაღაცის მომტანი. ამიტომ, მინდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიეჩვიონ. ის ემოცია, რომელსაც მე მიტოვებს ეს ქვეყანა, ამათაც დარჩათ. ორივე კარგად სწავლობს და ამ სწავლას კარგი განვითარება სჭირდება. გიორგის სურვილი ურბანული არქიტექტურაა, რაც შეეხება უმცროსს, რეზიკოს, ჯერ ფიქრობს.
– რატომ არა ექიმობა?
– იმიტომ რომ, ექიმობა რთულია, ბევრი შრომა და დრო მიაქვს – ის დრო, რასაც ცხოვრება ჰქვია. ცხოვრება რომ დროს გაატანონ, ამისთვის  მეცოდებიან ჩემი შვილები. თვითონაც არ გამოუთქვამთ სურვილი.
– თუმცა, ალბათ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს არჩევანს ნანობთ.
– არა, რადგან მაქვს იმის საშუალება, ასე თამამად ვისაუბრო შვილების განათლებასა და კარგად ყოფნაზე. ადამიანი მაშინ ხარ ყველაზე ბედნიერი, როცა ოჯახს, თავისუფალ დროს, პირად სივრცეს, მეგობრებს, სამსახურს ერთმანეთთან აბალანსებ. ექიმებს ამის კეთება გვიჭირს. ალბათ, საპენსიო ასაკში იქნება ეს შესაძლებელი, როცა ცოტა მოვიკოჭლებთ და სიარული გაგვიძნელდება.
– წარმოდგენილი გაქვთ თქვენი სიბერე?
– წარმომიდგენია და ვხედავ ქალაქგარეთ, სადმე სახლში. მიწა, ყვავილები, ბაღი, ტყის პირას სახლი, სიგიჟემდე მიყვარს. ტყისპირა სახლში წარმომიდგენია ჩემი საპნესიო ასაკის გატარება. მერე, ალბათ, წერასაც დავიწყებ.
скачать dle 11.3