კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

№41 ნიკა არაბიძის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


ქმარი უყურებს ცოლს, როგორ იწვეთებს თვალის წვეთებს – ორი წვეთი მარჯვენა თვალში, ორი წვეთი მარცხენაში... და ორი წვეთი ფეხებშუა დაიწვეთა.
ქმარი გაოცებული ეკითხება:
– ეგ რა გააკეთე?
– ეჰ, საყვარელო, კაი ხანია, ესეც ვერაფერს ხედავს და...
***
ქმარი ურეკავს ცოლს:
– ეკა, საყვარელო, ზღვის ჰაერი გირჩევნია ისუნთქო თუ მთის?
– ვაიმე, ჩემო საყვარელო, დასასვენებლად მიგყავარ? რა თქმა უნდა, ზღვის ჰაერი მირჩევნია და სად მივდივართ?
– არსად არ მივდივართ. ტუალეტისთვის დეზოდორანტს ვარჩევ.
***
მეგრელი შეყვარებულს ეუბნება:
– მართლა ლოთი კი არ ვარ, გოგო, ვოცნებობ, რომ სმას თავი დავანებო.
– მერე, შენც მოინდომე და დაანებე.
– მერე, ოცნების გარეშე, როგორ ვიცხოვრო?
***
კორპუსის წინ ჩოჩქოლია. ბინა გაქურდეს. მოვარდა ბინის მეპატრონე და ხედავს პატრულის თანამშრომელი კითხავს მეზობლებს. ისინიც, პასუხობენ, არაფერი დაგვინახავსო. გამწარდა დაზარალებული:
– აბა, უყურე ახლა ამათ! საყვარელი რომ მოდის ჩემთან, არავის გამოეპარება წუთი და წამი და ქურდები რომ შემოვიდნენ სახლში, არავის დაუნახავს ხო?
***
ზარია ტელეფონზე:
– აუ, ლიკი, ზურა მართლა დაიჭირეს?
– კი, ეკუშ.
– აუ, რა მატყუარაა. დამირეკა და მითხრა, ძმასთან მივდივარო.
– არ მოუტყუებიხარ, გოგო, ძმა უფრო ადრე დაიჭირეს.


მერაბ სეფაშვილის ანეკდოტები
გოგომ განცხადება მიიტანა გაზეთში გამოსაქვეყნებლად, სადაც ასეთი ტექსტია: „ვეძებ ქმარს! პრინცებმა თავი შეიკავეთ და ნუ შემეხმიანებით!“ .
ჩაიკითხა ტექსტი რედაქტორმა და გაკვირვებულმა ჰკითხა:
– კი, მაგრამ, გოგონი, პრინცებმა რატომ შეიკავონ თავი?
– რადიკულიტი მაწუხებს და ცხენზე ვერ ავალ.
***
– რეზოია ბიჭო, ცოლი რატომ არ მოგყავს?
– დიაგონალზე ძილი მიყვარს და იმიტომ!
***
ერთ არაბ ნავთობმაგნატს, სისხლი დასჭირდა.  შესაბამისი სისხლი ვერსად იშოვეს. ბოლოს, ერთ სომეხს აღმოაჩნდა. გადაუსხეს, არაბი გამოჯანმრთელდა და სომეხს ძვირად ღირებული მანქანა და მაგარი სახლი აჩუქა. ერთი წლის შემდეგ, ისევ დასჭირდა არაბს სისხლის გადასხმა. სომეხმა სიხარულით მიირბინა და გადაუსხა. ამისთვის კი, მან საჩუქრად, ყუთით ნამცხვრები მიიღო. სომეხს გაუკვირდა:
– კი, მაგრამ, მაშინ სისხლი რომ გადაგისხი, მანქანა და სახლი მაჩუქე და ახლა მხოლოდ ნამცხვარი?
– ჰო, მაშინ, სომხური სისხლი არ მქონდა.
***
კაცი მივიდა ექიმთან და შესჩივის:
– ექიმო, ჩემმა ცოლმა ხმა დაკარგა. ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. რას მირჩევთ?
– მაშინ, სცადეთ – ღამის სამ საათზე დაბრუნდით სახლში, ნასვამი, ქალის სუნამოს სუნით და ლოყაზე პომადით.
***
ტიპმა ოქროს თევზი დაიჭირა და სამი სურვილის შესრულება მოინდომა:
– მინდა, ქარხანა, სახლი და მანქანა!
– კრედიტით თუ ლიზინგით?
– კარგი, რადგან ამოსარჩევადაა საქმე, შენც ამოირჩიე – ტაფაზე ზეთში თუ მარილწყლიან ქვაბში?





скачать dle 11.3