კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№41 „ნიუჰოსპიტალსის“ გუნდს ლიტველი პროფესორი საულიუს ვაიტკუსი შემოუერთდა!

თათია ფარესაშვილი ნინო აბაშიძე

 ლიტვის ოტო-რინო-ლარინგოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრი,  კაუნასის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, საულიუს ვაიტკუსი „ნიუჰოსპიტალსის“ თანამშრომელია და ის ენდონაზალური ქირურგიის მიმართულებას განავითარებს. საულიუს ვაიტკუსი 22 წლის წინ, ლიტვაში პირველი ქირურგი გახლდათ, ვინც ეს მიმართულება დანერგა. ენდონაზალური ქირურგია გულისხმობს, ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიას კანის გარეგანი კვეთის გარეშე, ხორციელდება სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოების გამოყენებით, რაც ქირურგს კონკრეტული დაზიანებული უბნის კარგი ვიზუალიზაციის საშუალებას აძლევს. ეს მეთოდი ნაკლებ ტრავმულია, ხოლო შედეგები ბევრად უკეთესი, ვიდრე ტრადიციული მეთოდის გამოყენებისას.
  „ნიუჰოსპიტალსის“ ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების ცენტრში პროფესორი საულიუს ვაიტკუსი, ამავე განყოფილების ხელმძღვანელი ბერდია ბერიძე და მისი გუნდი, ყველა ასაკის პაციენტებს სთავაზობენ მაღალტექნოლოგიურ და პროფესიულ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.
  ჟურნალი „თბილისელები“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს პროფესორ საულიუს ვაიტკუსთან:

– ბატონო საულიუს, თქვენ უკვე საკმაოდ პოპულარული ხართ საქართველოში.  ჟურნალ „თბილისელების” მკითხველები გვირეკავენ  და გვთხოვენ, მოვამზადოთ სტატია თქვენ შესახებ. საზოგადოება დაინტერესებულია თქვენი პროფესიული გამოცდილებით. გვიამბეთ ამის შესახებ – რა გზა გაიარეთ პროფესიულ წარმატებამდე?
1989 წელს დავამთავრე „კაუნასის სამედიცინო აკადემია“ (Kaunas Medical Academy) და ორწლიანი რეზიდენტურის გავლის შემდეგ, 1992 წელს გავხდი ოტო-რინო-ლარინგოლოგი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე „კაუნასის სამედიცინო აკადემიის“ ოტო-რინო-ლარინგოლოგიის დეპარტამენტში. აკადემიას ამჟამად „ლიტვის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსისტეტი“ (Lithuanian University of Health Sciences) ეწოდება, სადაც ამჟამად ოტო-რინო-ლარინგოლოგიის მიმართულებას ვხელმძღვანელობ. დისერტაცია 2003 წელს დავიცავი და გავხდი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 2016 წლის იანვრიდან ვარ „ლიტვის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსისტეტის“ პროფესორი. 2011 წლიდან კი, კოორდინირებას ვუწევ სარეზიდენტურო პროგრამას უნივერსიტეტის ოტო-რინო-ლარინგოლოგიის დეპარტამენტში.
– როგორ აღმოჩნდით „ნიუჰოსპიტალსში“, რომელიც ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა?
– ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმა მთხოვეს, ჩამოვსულიყავი საქართველოში და გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება. ჩემთვის დიდი პატივია ქართველ პროფესიონალებთან, „ნიუჰოსპიტალსის“ გამოცდილ გუნდთან ერთად, მუშაობა.
– ბატონო საულიუს, ევროპის წამყვან კლინიკებში 22-წლიანი გამოცდილება გაქვთ და მკურნალობთ, როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს. რა სირთულის ოპერაციებს აკეთებთ და აკმაყოფილებს თუ არა „ნიუჰოსპიტალსის“ ტექნოლოგიური რესურსი ოპერაციების მაღალ დონეზე ჩატარებას?
– ჩემი პროფესია - ოტო-რინო-ლარინგოლოგია, გულისხმობს ყელ-ყურ-ცხვირის მკურნალობას. სწორედ ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიულ ოპერაციებს ვაკეთებ. ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ ოტო-რინო-ლარინგოლოგი, არამედ თავისა და კისრის ქირურგი ვარ, რადგან, რიგ შემთხვევებში, კისრის პათოლოგიებსაც ვმკურნალობთ. ჩემი პირადი ინტერესის სფეროა რინოლოგია და ქალა-ფუძის ქირურგია. „ნიუჰოსპიტალსს“ ულტრათანამედროვე აპარატურა აქვს, რაც საშუალებას იძლევა, უახლესი მეთოდებით ჩატარდეს სხვადასხვა სიმძიმის ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების მკურნალობა და ფუნქციონალური რეკონსტრუქცია. ჩვენ ვმუშაობთ ყველანაირი სირთულის პაციენტებთან, მათ შორის, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადების მქონეებთანაც. მოხარული ვარ, რომ „ნიუჰოსპიტალსს“ ყველანაირი სირთულის ოპერაციის მაღალ დონეზე ჩატარების რესურსი აქვს, ის,  რისთვისაც პაციენტები სხვა ქვეყნებში მიდიან
და იქ იკეთებენ ოპერაციებს, დღეს უკვე „ნიუჰოსპიტალსშია“ შესაძლებელი!
– ბატონო პროფესორო, ორი ათეული წლის წინ, ლიტვაში ენდონაზალური ქირურგია დანერგეთ, რაც გულისხმობს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიას კანის გარეგანი კვეთის გარეშე. რა ინოვაციური მეთოდების დანერგვას აპირებთ „ნიუჰოსპიტალსში“?
– „ნიუჰოსპიტალსში“ ამჟამად მრავალი სახის თანამედროვე მკურნალობის მეთოდია დანერგილი. პაციენტთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება თანამედროვე აპარატურა და ტექნოლოგიები. ტარდება ყველა სახის ოტო-რინო-ლარინგოლოგიური ოპერაცია. ქირურგიულ ჩარევებს ვახორციელებთ ენდონაზალური და ენდოსკოპიური მიდგომით. ვმუშაობთ თანამედროვე ტექნოლოგიური მეთოდების გათვალისწინებით – დიოდური ლაზერით, შეივერით. ოპერაციები ტარდება უახლესი მეთოდებით – „ცეისის“, „მედტრონიკისა“ და „შტროიცის“ თანამედროვე აპარატურის გამოყენებით. ენდონაზალური ენდოსკოპიური ქირურგია ყველაზე თანამედროვე და ნაკლებინვაზიურ მეთოდებს მიეკუთვნება. თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიის საშუალებით, უფრო მარტივი ხდება ცხვირიდან ცალკეული ოპერაციების ჩატარება. მათ შორის, ადენოიდებისა თუ ტონზილების (გლანდების) ამოჭრა.
– თქვენი დაკვირვებით, რომელი დაავადებებია საქართველოში გავრცელებული და რა პრევენციას გვთავაზობთ?
– დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში ვარ და ვფიქრობ, ჩემთვის ადრეა დასკვნების გაკეთება. თუმცა, პირველი შთაბეჭდილებით, ხშირია ალერგიის შემთხვევები, განსაკუთრებით ბავშვებში. რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს, როგორც კვების რაციონის, ისე ჰაერის დაბინძურებისგან. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგანაა გავრცელებული – ანტიბიოტიკებით მკურნალობის ხშირი დანიშვნა.
– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო და რას ურჩევდით ქართველ ექიმებს?
– ჩემი აზრით, იმისთვის რომ პროფესიონალი გახდე, ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, რაც მუდმივ სწავლას და განვითარებას გულისხმობს. როგორც გითხარით, მე რეზიდენტების კოორდინატორი ვარ, რაც ნიშნავს, რომ მუდმივად მაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, რომლებსაც ჩემს ცოდნას ვუზიარებ და წვლილი შემაქვს მათ პროფისულ განვითარებაში. ეს ძალიან საინტერესო და სასიხარულო პროცესია.
– რამდენად განსხვავდება სხვებისგან ქართველი პაციენტი?
– ყველა ერს თავისი მენტალობა აქვს, მათ შორის, ქართველებს. მაგრამ მე დიდი დრო არ დამჭირვებია, რომ ქართველებისთვის გამეგო, მომწონს თქვენი ქვეყანა, ქართული ხასიათი. ზოგადად, მთელ მსოფლიოში ხშირ შემთხვევაში პაციენტები არ „თანამშრომლობენ“ ექიმებთან, რაც ნიშნავს, რომ სრულად არ ითვალისწინებენ ექიმის რჩევებს. ამას ყველგან ვამბობ და ქართველ პაციენტებსაც იმავეს ვურჩევდი: საჭიროა მეტი კოლაბორაცია, რადგან „ტაბლეტი“ ყოველთვის არ არის გამოსავალი.
– როგორ უნდა მოვიდეს თქვენამდე პაციენტი და რამდენ ხანს დარჩებით საქართველოში?
– პაციენტებს „ნიუჰოსპიტალსში“ ვუწევ კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიულ ოპერაციებსაც „ნიუჰოსპიტალსში“ ვაკეთებ. რაც შეეხება ჩემს საქართველოში დარჩენას, აქ ვიქნები, სანამ საქართველოს და ქართველ პაციენტებს დავჭირდები.
скачать dle 11.3