კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რატომ არიან „ჩაქცეული“ მილიარდერები სალომე ბაკურაძე და ლაშა ბასლანძე და რატომ დაუხურეს ლაშას „იმედზე“ გადაცემა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

სალომე ბაკურაძესა და ლაშა ბასლანძეს რომ უყურებ, უსმენ, ხვდები, როგორია სიყვარულზე, მეგობრობასა და ურთერთპატივისცემაზე დაფუძნებული ოჯახი. დარწმუნებული ვარ, არც სალომეს და არც ლაშას ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ მათი ოჯახის ყველაზე უსაყვარლესი წევრი: წლისა და 5 თვის სანტია.
– ლაშა, „იმედზე“ გადაცემა „შინაურების“ პროდიუსერი იყავი, რომელიც დახურეს. რა გახდა ამის მიზეზი?
ლაშა ბასლანძე:
„ტელეიმედის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გადაცემა აღარ უნდა გაგრძელებულიყო და ჩვენც დიდად არ მოგვიკლავს თავი. დავემშვიდობეთ ლამაზად და კარგად. მაისში უკვე იყო ამაზე ლაპარაკი. ახალი ხალხი მივიდა, ახალი პოლიტიკა აქვს და ალბათ, ვერ ავეწყობოდით, ან არ ვიცი. მოკლედ, საბოლოო ჯამში, გადაწყდა, რომ ჯობდა, დამთავრებულიყო ჩვენი გადაცემა წყნარად, მშვიდად. ალბათ, ახალ ხალხს ახალი მოთხოვნები აქვს. 3-4 თვემდე თბილისში არ ვყოფილვარ. ოჯახი მონატრებული მყავს, ამიტომ შემოთავაზებებს ცოტა ვწელავ, რომ მათთან ერთად უფრო მეტი დრო გავატარო. მერე რაღაც გამოჩნდება. სატელევიზიო სივრცე ამოვწურე. თუ გაკეთდება ისეთი რამ, რაც მომეწონება, აპოლიტიკური და არავისი არ იქნება, მაშინ შეიძლება, ვიფიქრო.
– ბევრი პოლიტიკოსი მეგობარი გყავს და აქტიურად ხარ ჩართული პოლიტიკურ ამბებში. შენც ხომ არ აპირებ პოლიტიკაში მოსვლას?
– ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მეგობარი მყავს და არავისთვისაა დასამალი, რომ ამ მთავრობას ვუჭერ მხარს. მგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის. მე ქვეყანას ვეხმარები და არა კერძოდ, ვინმე პოლიტიკოსს. ზაფხულში სალოს ვიღაც გაეხუმრა ამ თემაზე და ტირილი დაიწყო – ისე ინერვიულა, რომ გამორიცხულია. თან, მე ისეთი ღია ტიპი ვარ, ისეთი გული მაქვს, რომ პოლიტიკისთვის არ გამოვდგები.
სალომე ბაკურაძე: ვიღაც გამეშაყირა: ბევრს აჯობებსო. ბევრს აჯობებს, არ ნიშნავს, რომ ყველამ ეს საქმე უნდა აკეთოს. თუ ვიღაცას ჯობიხარ, ეს არ ნიშნავს, რომ მაგარი ხარ. მგონია, რომ ლაშა სხვა სფეროში, სხვა საკითხში ბევრად უფრო კარგი და მაგარი იქნება. თვითონაც არ ყოფილა ამით შეპყრობილი, მაგრამ მე ისე „დავიზმენდი“, ხომ არ გაგიჟდით?! აღარ მომეწონა, რომ სულ მოწკეპილი უნდა ვყოფილიყავი და მენერვიულა, ვინმე სადმე ცუდად თუ შეხედავდა ან რამეს იტყოდა.
– ლაშა, შენ და ბერაც ძალიან კარგი მეგობრები ხართ, ხშირად ჩნდებით ერთად.
ლაშა: ბერა ძალიან მაგარი ბიჭი და ძალიან კარგი მეგობარია, მაგარი ქართველი, კარგი ოჯახის შვილი. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო ქორწილში. გავიცანი, მერე საათი მოვიხსენი და ხელზე გავუკეთე. ისე მოვექეცი, როგორც ძმაკაცს. ეს არის ადამიანი, რომლის დანახვა ყოველთვის მიხარია.
– ლაშა, წელს ბათუმში ერთ-ერთ კლუბს ძალიან წარმატებულად ამუშავებდი. თუმცა, მოგიწია გადასახლება. არ გიჭირდა ოჯახის გარეშე ყოფნა?
– ზაფხულში გადავწყვიტე, ერთ-ერთი კლუბის, „სექტორი 26-ის“ აღება. საკუთარი თავი დავტესტე და ვფიქრობ, გამომივიდა. ძალიან გადავიწვი, გადავიღალე. მაგიდასთან არ ვმჯდარვარ, ღამე 14-15 კილომეტრს გავდიოდი, რომ ყურადღება მიმექცია. ისეთი რეჟიმი მქონდა, ოჯახს წესიერად ვერ ვეფერებოდი. ოჯახს ცოტა დავაკელი სითბო და სიყვარული და ახლა ვანაზღაურებ. სალომე „სუპერმენია“, ისეთ ტემპს აჰყვა.
სალომე: და სალომ „პაესტკაც“ დაიმსახურა. წელს ზაფხულში, როგორც ჩვენ საკუთარ თავს მოვექეცით, ამას დასვენება არ ერქვა. ამიტომ, თვის ბოლოს მივდივართ. ლაშას საყვარელი გუნდი „იუვენტუსი“ თამაშობს ლისაბონში და თან, დავისვენებთ. ლაშა თამაშს დაესწრება და მე სადმე, შოპინგმოლში გავივლი.
ლაშა: გეშლება, შენც მოდიხარ თამაშზე.
სალომე: უი, მეც მქონია ბილეთი და ვესწრები თამაშს. არჩევანი არ მაქვს.
– შენ რომ დაგიკავშირა ცხოვრება – „იუვენტუსსაც“ დაუკავშირა. ბავშვიც უკვე „იუვენტუსის“ პატარა ფანია.
ლაშა: „იავნანას“ მაგივრად, „იუვენტუსის“ ჰიმნს ვასმენინებდი. „ფორცა იუვენტუსს“ ყვირის. ალესანდრო ხომ ჰქვია – დელ პიეროს პატივსაცემად. მეც ვთამაშობდი იტალიაში ფეხბურთს, სანამ გავიზრდებოდი, დავილეწებოდი და ქართულ სიზარმაცეს გამოვამჟღავნებდი. მას ყველანაირად შევუწყობ ხელს, რომ ითამაშოს ფეხბურთი, რა თქმა უნდა, თუ ექნება სურვილი. წავიყვან იტალიაში, მაგარ სკოლაში და იქ გავზრდი.
სალომე: ჰოდა, „ლა სკალაც“ იქ არის. მე იმის სურვილი მაქვს, რომ კარგი მსმენელი იყოს. იმღერებს თუ არა, სცენაზე დადგება თუ არა, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რასაც აირჩევს, იმაში იყოს კარგი და შემდგარი.
– თავდაყირა დააყენა თქვენი ცხოვრება.
– კი და სულ შეგვცვალა. განსაკუთრებული ცხოვრება დაგვეწყო.
ლაშა: ჩვენც განსაკუთრებულები გაგვხადა.
– ლაშა, შენც საკმაოდ პოპულარული ხარ, ბევრი გიცნობს, იცნობ...
– არ ვიცი, ასეთი ტიპი ვარ. სხვა თუ მანქანებს, მარკებს აგროვებს, მე მეგობრებს ვაგროვებ. კოლექციონერი ვარ, ბევრი მეგობარი მყავს. მთავარია, სიყვარული, ურთიერთობა შეგეძლოს. ყველაზე მდიდარია  ის, ვისაც ბევრი მეგობარი ჰყავს. ჩვენ ამ მხრივ მილიარდერები ვართ, თან ჩაქცეული.
სალომე: მეგობრების სიყვარულითა და რაოდენობით ვართ მილიარდერები.
– ბევრ რამეში ჰგავხართ ერთმანეთს.
– კი, ვგავართ. საერთო ინტერესები, ღირებულებები ემთხვევა ჩვენს შემთხვევაში. ესეც გვიწყობს ხელს, რომ ერთმანეთს გავუგოთ. საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება, კიდევ უფრო მეტად გვამსგავსებს ერთმანეთს.
ლაშა: სალოსთან ურთიერთობა ისეთი დიდი კომფორტია, რომ ყველაფრის საშუალებას გაძლევს. სულ ვამბობ: სალო რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, საერთოდ არ ვყოფილიყავი. ენერგიით რომ გტენის, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, განვვითარდეთ და რაღაცას მივაღწიოთ ცხოვრებაში.
სალომე: დიდი ძალა აქვს, ბევრი ენერგია, მხოლოდ სწორი მიმართულება სჭირდება. თვითონაც არ ეშლება, მაგრამ მუდმივად გვერდში რომ გიდგას ადამიანი, ვინც ამაში გეხმარება, უფრო კარგია. რატომ მოვაკლებ ამას? თვითონაც არ მაკლებს. მეც მჭირდება დაქოქვა, მიმართულების მიცემა, გამხნევება და მუდმივად გვერდით მყავს.
ლაშა: ყველაზე დიდი კომფორტია ის, რომ ჩემი მეგობარია. ყველაფერს ერთად გავდივართ, ერთად ვგეგმავთ. იმაზე მეჩხუბება, რომ „ფრისტაილერი“ ვარ, არასდროს არაფერს ვგეგმავ.
სალომე: რაღაც გეგმა აქვს, მაგრამ გზადაგზა არ გელაპარაკება – შენ უნდა იცოდე მიზანი. მაგალითად, სადღაც მივდივართ, მაგრამ როდის წავალთ, ვისთან ერთად წავალთ – ეს არ იცი. ამ ზაფხულს ვუთხარი კიდეც, ასე უგეგმოდ ცხოვრება შეიძლება, გაგვიჭირდეს, რადგან უკვე სამნი ვართ. ბავშვი გვყავს, რომელსაც კონკრეტული გეგმა სჭირდება, წინა დღეს ეს ვერ გადაწყდება. ხომ იცი, მაინც გამოდისო და მაინც გამოვიდა.
– თქვენმა სიყვარულმაც განიცადა რაღაც ეტაპები?
– მე შეყვარებულობის პერიოდს ვერ ველევი და ვერასდროს შეველევი. ისევ რაღაცაზე ვიბუტები. ლაშამ ისეთი სიყვარული მასწავლა, იმხელა სიყვარულს, ყურადღებას ვიღებდი მისგან, რომ მინდა, ისევ ისე იყოს, სხვანაირს ვერც შევეგუები.
ლაშა: ვერც მე ველევი. იცი, როგორ მაკლია ხოლმე? ზაფხულში მართლა გადავიწვი. სადაც დავჯდებოდი, იქ მეძინებოდა. ბოდიში და სალომე სულ „მიტრაკებს“: ისე აღარ მეფერები, ისეთ ყურადღებას აღარ მაქცევო და მე ვმწარდები, ვგიჟდები, რადგან არ არის ასე. ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდება, მაგრამ ქოფაკია.
სალომე: სიყვარულის ქოფაკი ვარ.
– უკვე გაჩნდა კითხვები: მეორეს როდის აჩენთო?
ლაშა: მე ვიცი, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც პერიოდის გატარება ამერიკაში მინდა და ალბათ, მეორეზე იქ ვიფიქრებთ.
სალომე: მეც თანახმა ვარ, რატომაც არა, ცოტა ხნით, შეიძლება.
скачать dle 11.3