კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 გონივრული დანაშაული

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ჟორჟ სიმენონი 


ყველაფერი ერთი  წლის წინ დაგეგმა, როცა სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მოლაპარაკებაზე, საფრანგეთში, როგორც ნაციონალური გალერეის წარმომადგენელი. საუბარია „ცნობილი ქალის პორტრეტზე“, რომელიც რამდენიმე მილიონად იყო შეფასებული. ამერიკელები და ფრანგები შეთანხმდნენ შედევრების გაცვლასა და მათ საჯაროდ გამოფენაზე. მაშინ უკვე შეყვარებული იყო ბერნის ლეკიეზე, შესანიშნავ ახალგაზრდა მხატვარ ქალიშვილზე, რომელიც იშვიათი ოსტატობით ხატავდა ასლებს. იდეა მაშინ გაჩნდა, როცა სრულიად შემთხვევით, საშუალება მიეცა, „ცნობილი ქალის“ რენტგენის სურათები მოეპარა. მოლაპარაკება რომ დასრულდა, ისინი იქვე ელაგა, პატარა მაგიდაზე. ჰოდა, სტაცა ხელი და პიჯაკის შიდა ჯიბეში ჩაიტენა.
ბერნისმა თვალები მოჭუტა.
– აქამდე რამე მოგიპარავს? – ჰკითხა და პორტრეტზე ფუნჯი ფრთხილად დაუსვა.
– ხომ გითხარი, რენტგენის სურათები მოვიპარე-მეთქი. რაც შეეხება იმას, გამომივიდა თუ არა, ფაქტი ამ კონვერტშია. ისინი მე მაქვს.
– ჰო, მაგრამ ნაციონალურ გალერეაში საქმე გაცილებით რთულად იქნება. ნახატს გაძლიერებული დაცვა ეყოლება.
– საყვარელო, მე ხომ პროფესიონალი ვარ, მენდე. შენ მარტო ის გევალება, შედევრის 2-3 კარგი ასლი გააკეთო. დანარჩენზე თავად ვიზრუნებ. წინ ბედნიერი მომავალი გველოდება. ამ შედევრებს ერთი უცნაურობა ახლავს, მაგალითად, რუბენსმა თავის ცხოვრებაში სულ 87 პორტრეტი დახატა და აქედან, 112 შეერთებულ შტატებშია. ასე რომ, მთავარი სამხილი, რენტგენის სურათები, სამუდამოდ ჩემთან დარჩება. ვიცი, ეს როგორც ხდება.
– მომისმინე, მართლა გჯერა, რომ ნახატის მოპარვას შეძლებ?
თვალები ღიმილით მოჭუტა.
– ვინ გითხრა, რომ საერთოდ ვაპირებ ნახატის მოპარვას?
ბერნისმა განცვიფრებით შეხედა, მაგრამ ახალგაზრდა კაცმა საჭიროდ არ ჩათვალა შეყვარებულისთვის რამე აეხსნა.
იმ საღამოს ხელოვნების ნაციონალური ცენტრის ექსპერტს ამოს პულვერს კოლექციონერი უოლტერ ჯეიმსონი ელოდებოდა. ის ამოსს რენუარის მთავარ სპეციალისტად მიიჩნევდა და უნდოდა, თავისი  ახალი შენაძენი ეჩვენებინა. ამოსმა ის ერთ ანტიკვარით მოვაჭრის მაღაზიაში დაინახა. იქ საქმე ჰქონდა და ხალხმრავლობა სჭირდებოდა. ამ საკმაოდ პოპულარულ სავაჭრო ცენტრში  ორიგინალებიც იყიდებოდა და სხვადასხვა ხარისხის ასლებიც. იქვე იყო სპეციალური შტამპელები, რომლებითაც ასლებს ფასს ადებდნენ. პულვერმა, როგორც კი მაღაზიის მეპატრონე და კოლექციონერი საუბარში გაერთნენ, ერთ-ერთი შტამპელი შეუმჩნევლად აიღო და ჯიბეში ჩაიტენა. მასზე სტანდარტული ფასი იყო აღბეჭდილი – 14 დოლარი და ოთხმოცდახუთი ცენტი. რენუარის „ქალბატონი“ არ იყო ორიგინალი, მაგრამ ნამდვილად არ ადარდებდა შეშლილი კოლექციონერის ფული. ამიტომ სწრაფად მოუწონა არჩევანი და დაუდასტურა, რომ ნამდვილად რენუარი შეიძინა. დრო ბევრი არ ჰქონდა, ამიტომ სწრაფად უნდა მოემთავრებინა საქმე.
ორი დღის შემდეგ ნაციონალური ხელოვნების მუზეუმში სერიოზული ალიაქოთი ატყდა. ყველა ცნობილი შედევრის მისაღებად ემზადებოდა. ყველაზე დიდ და ვრცელ დარბაზში სენსორული სიგნალიზაცია დააყენეს და იმ ნიშის წინ, რომელშიც „ცნობილი ქალი“ უნდა გამოეფინათ, რკინის ცხაური ჩამოუშვეს ჭერიდან, რომელსაც საღამოს ნახატი დანარჩენი სივრცისგან უნდა გამოეყო და უკეთ დაეცვა. მაგრამ, ამოსი ძალიან სერიოზულად იყო მომზადებული. რადგან მას გალერეაში ბევრის უფლება ჰქონდა, თავისუფლად გადაადგილდებოდა დარბაზში. მუშები ხმაურით აკეთებდნენ თავის საქმეს და პულვერსაც სწორედ ეს უნდოდა. დარბაზში რამდენიმე ადგილას კვამლსადენი ასაფეთქებლები ჩაამონტაჟა. ამისთვის მას პატარა ხვრელების გაკეთება დასჭირდა ხელის ბურღით და მერე, მძიმე ხავერდის ფარდებით შენიღბა. ეს ასაფეთქებლები საჭირო მომენტში პულტით ამოქმედდებოდა. ამას რომ მორჩა, მუშებს რამდენიმე მითითება მისცა და როცა დაცვის სისტემებისთვის კედლების გამოთხრა დაიწყეს, გამაყრუებელი ხმაურით ისარგებლა და რკინის ცხაურთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა, მცირე მუხტითა და დიდი ეფექტით.
გამოფენა საზეიმო ვითარებაში გახსნა. ვინ არ იყო აქ. წითელი ხალიჩა გაიარეს გუბერნატორმა და მისმა მეუღლემ, საფრანგეთიდან ჩამოსულმა დელეგაციამ... ერთმანეთში ირეოდნენ კოლექციონერები, ხელოვნებათმცოდნეები, უბრალოდ, ხელოვნების მოყვარულები... დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით და პულვერიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინასწარ შეგულებული ადგილისკენ. როგორც კი მას მიაღწია, ჯიბიდან პულტი ამოიღო და თითი დააჭირა. გაისმა გამაყრუებელი გრუხუნი. რკინის ცხაური ჭერს მოსწყდა და პარკეტს გრუხუნით დაენარცხა. ზუსტად იმ მომენტში აფეთქდა კვამლმდენებიც და დარბაზი სრულიად დაიფარა სქელი კვამლით. მთელი ხმით აყვირდა საგანგაშო სიგნალები. პულვერს დრო არ დაუკარგავს. სასწრაფოდ მივარდა შედევრს, ჯიბიდან ამოიღო შტამპელი და ნახატს უკანა მხრიდან მჭიდროდ მიადო. მერე ისევ სამალავს დაუბრუნდა. სიტუაცია სწრაფად დაექვემდებარა კონტროლს. ხალხი გაიყვანეს და ყველამ შვებით ამოისუნთქა – ნახატი ადგილზე იყო. რა თქმა უნდა, გალერეის მესვეურები, ფრანგი ექსპერტები და სამართალდამცველები გულდასმით ათვალიერებდნენ ნახატს. აფეთქებამ ხომ არ დააზიანაო და უცებ ვიღაცამ დაიყვირა: „ღმერთო, ეს რა არის, ორიგინალი ასლით შეუცვლიათ, ქურდმა მაინც მოახერხა გავეცურებინეთ!“
გალერეა მაშინვე ჩაიკეტა. დაიწყეს ჩხრეკა, მაგრამ ვერც ქურდს მიაკვლიეს, ვერც ნახატს. შეიკრიბა ექსპერტთა კონსილიუმი. ნახატზე უკან, გარკვევით ეტყობოდა „14 დოლარი და ოთხმოცდახუთი ცენტი”. რამდენიმედღიანი ცხარე კამათის შემდეგ, ექსპერტთა აზრი ორად გაიყო: ერთი ამტკიცებდა, ნახატი ორიგინალიაო. მეორენი ედავებოდნენ – არა, ეს მხოლოდ კარგად შესრულებული ასლიაო. სიმართლის დადგენა რენტგენის სურათებით თუ მოხერხდებოდა, მაგრამ ისინიც უკვალოდ გაქრა.
ამოს პულვერმა პირველი „ცნობილი ქალი“ სწორედ იმ რენუარებისა და შედევრების მოყვარულ კოლექციონერს მიჰყიდა 80 ათას დოლარად, თან, სასტიკად გააფრთხილა, ნახატი არსად გამოეფინა და არავისთვის ეჩვენებინა. კოლექციონერი მაშინვე დაეთანხმა. ის დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ორიგინალი შეიძინა. ორი კვირის შემდეგ კიდევ ერთმა ამერიკელმა ექსცენტრულმა მილიონერმა შეიძინა „ცნობილი ქალის“ „ორიგინალი“. ამჯერად პულვერმა „შედევრში“ ასი ათასი დოლარი აიღო. გასაყიდად გამზადებული იყო ბერნისის კიდევ ერთი ასლი „ცნობილი ქალისა“, რომელსაც კლიენტი იაპონიაში ელოდებოდა...
ბერნისმა ჩემოდანი დაკეტა და საქმროს მოეხვია.
– როგორ ფიქრობ, ბრაზილიაში მომეწონება?
პულვერმა გაიცინა.
– მე იმას ვფიქრობ, კიდევ ერთი ასლი უნდა დახატო, რაღაც ძალიან დიდი მოთხოვნაა ამ შედევრზე.
скачать dle 11.3