კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ ვაქციოთ სახლი სიყვარულისა და სიმდიდრის ზონად, მარტივი წესების დაცვით

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

თუ გინდათ, ხელი შეუწყოთ ოჯახში ფულის შემოდინებას, მაშინ, რაც შეიძლება ლამაზად მოაწყვეთ სახლის შესასვლელი. გააპრიალეთ კარი, შეაკეთეთ გაფუჭებული ზარი, კარზე ლამაზი, დეკორატიული ყვავილი დაკიდეთ. ეს თქვენც გაგიხალისებთ სახლში მისვლას. ყურადღება მიაქციეთ, ასევე იმას, რომ ფეხსაწმენდი შესასვლელში ყოველთვის სუფთა იყოს. სულ მალე ნახავთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი მატერიალური მდგომარეობა.
ზოგ ბინაში შესვლისას გვხვდება ვიწრო და გრძელი დერეფანი. ასეთ შემთხვევაში, ნეგატიურ ენერგიას გასვლას, ხოლო დადებითს – შემოსვლას უშლის ხელს ასეთი განლაგება. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, გავაფართოოთ ვიზუალურად მაინც ეს ადგილი. ამისთვის კი, შეიძლება, შემდეგი მეთოდები გამოვიყენოთ: კედლები შევღებოთ ღია ფერებში,  თუ ბუნებრივი არ გვაქვს; ხელოვნური განათება უნდა იყოს მუდმივი და დერეფანი – განათებული. ეს დადებითად იმოქმედებს თქვენზეც და თქვენ პირად ენერგიას გაააქტიურებს. კედელზე აუცილებელია ერთი დიდი სარკე. თუ სურვილი გაქვთ, ორივე მხარეს შეგიძლიათ, ისე ჩამოკიდოთ სარკეები, რომ ერთმანეთს არ ირეკლავდეს. ესეც გაწმენდს ნეგატივს და დაეხმარება დადებით ენერგიას ცირკულირებაში. შეგიძლიათ, ასევე, კედელზე შექმნათ ვიტრაჟი – ფერადი შუშებისგან შემდგარი კომპოზიცია, ნახატი, შესაბამისი ჩარჩოთი, რომელიც შექმნის ფანჯრის ილუზიას. ეს, რა თქმა უნდა, თქვენი გემოვნებით გააფორმეთ, რისი ყურებაც გესიამოვნებათ დღის განმავლობაში.
ასევე, არსებობს ასტროლოგიური წესები ფულისა და სიყვარულის მოსაზიდად. ამიტომ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა აფრთხობს სიყვარულს და როგორ გავზარდოთ შემოსავალი, მწვანე კედლების მეშვეობით; რა შეიძლება, გამოიწვიოს არეულმა სამზარეულომ და როგორ ვიცხოვროთ სიყვარულსა და დოვლათში.
დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ იქნება მოწყობილი ჩვენი ბინა ასტროლოგიური სწავლების მიხედვით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მატერიალური და  სულიერი კომფორტისთვის. იმისთვის, რომ სახლში სიყვარული და სიმდიდრე მოვიზიდოთ, საკმარისია, რამდენიმე წესი დაიცვათ.
თუ სიყვარულის მოზიდვა გსურთ,  ამ შემთხვევაში ოთახის პერიმეტრზე განლაგებული ავეჯი არ გამოგადგებათ. სტუმრებისთვის ურთიერთობა კომფორტული უნდა იყოს. ეს კი მით უფრო მოსახერხებელია, რაც უფრო მჭიდროდაა განლაგებული ავეჯი. სასურველია, ოთახში იყოს ხალიჩაც, რომელზეც მოთავსებული იქნება სავარძლისა და დივნის წინა ფეხები. ასე გაწყობილი ავეჯი, ადამიანებს შორის ურთიერთობას უფრო კომფორტულს გახდის.
იმისთვის, რომ გააძლიეროთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, კეთილმოაწყვეთ საძინებელი ოთახი ფანჯარასთან, ერთმანეთის საპირისპიროდ დადგით ორი სავარძელი. საწოლზე მიმოფანტეთ დეკორატიული ბალიშები. სასურველია, საწოლის ორივე მხარეს პატარა ხალიჩების დაფენაც. თუ სტუდიოს ტიპის ბინა გაქვთ, საძინებლის ზონა, საერთო ფართიდან ფარდებით  გამოყავით. თუ საძინებელი მოწყენილად გეჩვენებათ, დაუმატეთ რაიმე სახალისო აქსესუარი – ხალასი ფერის სანათი, მკვეთრი ფერის ზარდახშა. ეს დაგეხმარებათ, სახლში პოზიტივის მობილიზებაში.
მარტო საძინებელი არ არის ის ოთახი, რომელიც ადამიანებს სიყვარულისა და ალერსისთვის განაწყობს. ყურადღება მიაქციეთ, სასადილო ზონასაც. უპირატესობა მიანიჭეთ მრგვალ მაგიდას. დაიმახსოვრეთ, ის აერთიანებს ოჯახის წევრებს. არ დაღონდეთ იმის გამო, თუ გრაფიკი არ გაძლევთ ერთად შეკრების საშუალებას. მრგვალი მაგიდა, თავისთავად ერთიანობის ნიშანია.
ზოგადად, ასტროლოგიური წესების მიხედვით, სამზარეულო მჭიდროდ არის დაკავშირებული სიმდიდრესთან. კარადები და მაცივარი ყოველთვის დალაგებული უნდა იყოს. არ დაგავიწყდეთ, მაცივრის პროდუქტით შევსება. შემდეგი ნაბიჯი სუფთა გაზქურა და მაგიდაა. არ გამოგეპაროთ ნამცეცები და ცხიმის ლაქები. დაიმახსოვრეთ, ფულს არ უყვარს მოუწესრიგებელი პატრონი.
ფერი ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ხასიათს. ამიტომ, გამოიყენეთ ის თქვენს სასარგებლოდ. მაგალითად, წითელი ფერი ადამიანს გამბედაობას მატებს და შინაგან ენერგიას ზრდის. იასამნისფერი და მწვანე აყვავებისკენ გიბიძგებთ. ეს ფერები ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. რა თქმა უნდა, ჰარმონიულადაც უნდა ერწყმოდეს დანარჩენ ინტერიერს.
თუ ახალ ურთიერთობებსა და ნაცნობობაზე ოცნებობთ, პრიორიტეტი მიანიჭეთ წყვილ საგნებს. მოერიდეთ ოთახის კუთხეში ცალი სავარძლის განთავსებას. ასევე, უარი თქვით ისეთი სურათის დაკიდებაზე, რომელზეც მარტოხელა ადამიანები იქნებიან გამოსახულნი. ეცადეთ, თქვენ ირგვლივ წყვილების ენერგეტიკა იგრძნობოდეს. წიგნების თარო წყვილი აქსესუარებით დაამშვენეთ, შეარჩიეთ ლამაზი, შეყვარებული წყვილის კედლის სურათი.
დადებით, სასიამოვნო ემოციებს, აღძრავენ ადამიანები და გარკვეული საგნები. იმისთვის, რომ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დათბეს, ირგვლივ ფოტოები დაკიდეთ, რომლებზეც თქვენი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო და ბედნიერი მომენტები იქნება აღბეჭდილი. ეს დადებითი ენერგეტიკა თქვენი თანამგზავრი გახდება.
და ბოლოს, იმისთვის, რომ თქვენი საბანკო ანგარიშები იზრდებოდეს, ყურადღება მიაქციეთ სახლში ონკანებსა და მილებს. წყალი არსაიდან არ უნდა ჟონავდეს. ფული,  წყალთან ასოცირდება. თუ გინდათ, რომ ის წყალივით არ გაიპაროს, საკანალიზაციო პრობლემები უნდა მოაგვაროთ.скачать dle 11.3