კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ტერორისტი

თათია ფარესაშვილი არდაშელ თაქთირიძე

ღმერთი შენთანაა, შენ მისი რჩეული ხარ, დღეს, მზის ჩასვლისას, წარსდგები ალაჰის წინაშე, როგორც მუჰამედის არმიის მეომარიო, – მიანიშნებს ზეცისკენ აღმართული საჩვენებელი თითების ტყე.
***
მიჰქრის ავტომანქანა, სულ ცოტა დარჩა მიზნამდე. ხალხში შევარდება და ის გმირია...
ბავშვობა გაახსენდა, აული, ფეხშიშველა რომ დარბოდა თანატოლებთან ერთად. ყველასგან გამორჩეული - უფრო ჭკვიანი და დაფიქრებული. ამიტომაც შეიყვანეს მედრესეში - მეჩეთთან არსებულ სკოლაში. ზეპირდ ისწავლა 114-ვე სურა ყურანიდან, საიდანაც, ყველაზე მეტად, 49-ე სურას 13-ე მუხლი უყვარდა - ადამიანთა წარმომავლობის, ეროვნებისა და კანის ფერის მიხედვით განსხვავება რომ არის უარყოფილი.
– ჩემი ბიჭი მუფთი იქნებაო! - მისით ამაყობდა მამა - ყადი ნური, თავისი სამარლიანობით, მთელს რაიონში რომ ჰქონდა სახელი განთქმული. მეზობელი აულებიდანაც ხალხი მასთან მოდიოდა სამართლის საპოვნელად. დედა - ნაზმი - გულჩვილი, მოსიყვარულე, ერთგული და თავმდაბალი ქალი, მუდამ მოყვასის სიყვარულს, ჩაგრულთა სიბრალულსა და მოძალადის მიტევებას რომ ასწავლიდა.
***
მიჰქრის ავტომანქანა, სულ ცოტა დარჩა მიზნამდე. ხალხში შევარდება და ის გმირია...
გაახსენდა, აულში, ყველას, მაჰმადიანობისთვის მებრძოლის - ალ მუსტაფის სახელი რომ ეკერა პირზე. ამბობდნენ, პირდაპირ სირიიდან არის ჩამოსულიო. მერე, მეზობლების ბიჭებმა დაიწყეს სირბილი და ახლგაზრდების შეგროვება. ახსოვს, მამამ რომ უთხრა:
– იმათთან არ დაგინახოო! - როგორ გაუკვირდა. - რა, თვითონ ვერ გაარჩევდა კარგს და ცუდს? - იმიტომაც მივიდა შეკრებაზე.
– მაჰმადიანობას ებრძვიან, ჯვაროსნული ომი გამოგვიცხადესო! - სიტყვას წარმოსთქვამდა ალ მუსტაფი, - ერაყს დააბრალეს, ატომურ ბომბს ამზადებსო. შევიდნენ, ააოხრეს, დაარბიეს, სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩვეს. მერე გაირკვა, რომ ერაყში ატომური ბომბი კი არა, ქიმიური იარაღიც კი არ ჰქონდათო. ან კიდევ, ლიბანი, რა უყვეს კადაფს, რევოლუცია მოუწყვეს. კაცს თავისი საკუთარი არაფერი გააჩნდა, კარავში ცხოვრობდა, ცოლ-შვილებიანად ამოხოცესო. მაგათ ჰუსეინი, კადაფი და თუნდაც, ბინ ლადენი კი არა, არაბული ქვეყნების კუთვნილი ნავთობის კონტროლი უნდათ, ამისთვის იბრძვიან, ამისთვის გამოგვიცხადეს ომიო. ჩვენთვის, მაჰმადიანებისთვის, ეს, საღვთო ომია! - ტერორიზმს რომ ებრძვიან, სხვა საშუალება დაგვიტოვეს? რით განსხვავდება ტერორიზმი პარტიზანული ომისგან? მხოლოდ იმით, რომ თუ ისინი აწარმოებენ, პარტიზანული ომია, თუ ჩვენ - ტერორიზმიო! – კიდევ ბევრი ილაპარაკა ალ მუსტაფმა საღვთო ომის აუცილებლობასა და მტრის ორმაგ სტანდარტებზე. უსმინა და ბოლოს, ერთ-ერთი პირველი ჩაეწერა სიაში. ორ დღეში კი, ოჯახის გაუფრთხილებლად, ალ მუსტაფს გაჰყვა სირიაში.
***
მიჰქრის ავტომანქანა, სულ ცოტა დარჩა მიზნამდე. ხალხში შევარდება და ის გმირია...
სირიაში ჩამოსვლისთანავე, ბაზაზე წაიყვანეს და სროლაში ავარჯიშეს. ორ თვეში უკვე სრულყოფილი სამხედრო დადგა, ნებისმიერ დავალებაზე შეეძლო წასვლა, მაგრამ მას ტერორისტული აქტი იზიდავდა - საკუთარი სიცოცხლის ფასად, მტრის ათას სიცოცხლეს რომ შეიწირავდა. ეს დღეც მალე დადგა. ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანის საჭესთან ზის, მთელი არმია მას აცილებს. ღმერთი შენთანაა, შენ მისი რჩეული ხარ. დღეს, მზის ჩასვლისას, წარსდგები ალაჰის წინაშე, როგორც მუჰამედის არმიის მეომარიო, – მიანიშნებს ზეცისკენ აღმართული საჩვენებელი თითების ტყე.
***
მიჰქრის ავტომანქანა, სულ ცოტა დარჩა მიზნამდე. ხალხში შევარდება და ის გმირია...
ეზმანა, სოფლის ცენტრში თვითონ ასვენია. თავთან ალ მუსტაფი დგას და მისი გმირობის შესახებ უყვება გარს შემოკრებილ მეზობლებს. აგერ, მამა, განმარტოებით დგას, სიმწრით წვერს იწიწკნის. თავი ჩაუღუნია, ხმას არ იღებს, იმის მაგივრად, რომ იამაყოს, თითქოს მეზობლების რცხვენიაო.
- ეს რა ქენი, შვილო, მე ასე არ გამიზრდიხარო! - ჩურჩულით მოსთქვამს დედა.
მიჰქრის ავტომანქანა,
- საით გაგიწევიაო? - ჩაესმა ფიქრებში წასულს. გვერდით გაიხედა - მგზავრის სკამზე თეთრებში ჩაცმული, წვერიანი მამაკაცი იჯდა.
- შენი გზით მივდივარ, მტერი უნდა გავანადგუროო!
- უდანაშაულო ხალხის ხოცვა ჩემი გზა არ არის, ჩემი გზა, მიტევებისა და სიყვარულის გზააო - უპასუხა მგზავრმა...
***
ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, გაურკვეველი მიზეზით, ქალაქიდან მოშორებით, უკაცრიელ ხევში აფეთქდაო! - გადმოსცა ტელევიზიამ.
***
საღამოს მწუხრზე, მუჰამედის არმიის რიგებს ერთი მეომარი შეემატა.
скачать dle 11.3