კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 სელის თესლი ბუნების ნამდვილი საჩუქარია

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


სელის თესლს აქვს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება. საკვებში მისი გამოყენება ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, დაბლა წევს არტერიულ წნევას, მცირდება არითმიების, გულის სარქველებთან დაკავშირებული დაზიანებების წარმოქმნის ალბათობა. სელის თესლი გამოიყენება ათეროსკლეროზის, კორონარული და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, თავის ტვინის სისხლძარღვებისა და სხვა ჰიპერლიპიდემიით მიმდინარე დაავადებების კომპლექსური მკურნალობისას.
სელის ზეთის რეგულარული  მიღება რეკომენდებულია ბავშვებში ორგანიზმის სრულყოფილი  გავითარებისთვის. ის განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი პროდუქტია ქალის ორგანიზმისათვის. ეს ზეთი აუცილებელად უნდა  შედიოდეს  ორსულთა რაციონში, რადგან კომპონენტები დადებითად  მოქმედებს  ბავშვის თავის ტვინის განვითარებაზე;  სელის ზეთი ამსუბუქებს ორსულობის პერიოდს და მშობიარობას. სელის თესლის ზეთის ყოველდღიური მოხმარება აწესრიგებს ჰორმონულ ფონს, ამსუბუქებს წინამენსტრუალურ სინდორმს და აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას კლიმაქსის პერიოდში.
სელის თესლი – პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ომეგა 3-ის, ომეგა 6-ისა და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი მცენარეული წყაროა. ეს ის მნიშვნელოვანი მჟავებია, რომელსაც ორგანიზმი თვითონ ვერ აწარმოებს და მათ საკვებთან ერთად ვიღებთ.
სელის თესლი, ასევე, შეიცავს ვიტამინებს: D, E, B2, B3, B4, B5, B6, B9, ტოკოფეროლებს, ბეტა-კაროტინს, მინერალებს, მაკრო და მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, სპილენძს, ქრომს, სელენს, ალუმინს, ნიკელს, იოდს, ბორსა და თუთიას.
სელის თესლი სასარგებლოა ჩვენი ნაწლავებისითვისაც.  აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ანელებს დაჟანგვის პროცესს.
სელის თესლის 30-42 პროცენტი საკვები ბოჭკოვანასგან შედგება, რომლის 7 პროცენტი უჯრედშორისია. ის აუცილებელი კომპონენტია ადამიანის საკვებ ნივთიერებებს შორის; უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ ფუნქციას, რითაც ეფექტურად ასუფთავებს ორგანიზმს.
ამ საშუალების მიღება ძალიან სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც ნაწლავის პრობლემები აქვთ. მას შემდეგ, რაც კუჭში სელის თესლი მოხვდება, ის მაშინვე იწყებს მოქმედებას. აუმჯობესებს მდგომარეობას და ასუფთავებს ნაწლავებს ტოქსინებისგან.
სელის თესლი ლიგნანების უმდიდრესი წყაროა. ლიგნანები აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას კონცეროგენეზის სხვადასხვა ეტაპზე. სელის თესლში შემავალ ლიგნანებს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. ამის გამო, რეკომენდებულია ათეროსკლეროზითა და გულის უკმარისობით დაავადებულთა სამკურნალოდ.

როგორ გამოვიყენოთ სელის თესლი სხვადასხვა დაავადების დროს:
ლარინგიტის დროს
1 სადილის კოვზ სელის თესლს დაასხით 200 გრამი წყალი ან რძე. ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ. მიიღეთ დილითა და საღამოს 2-3 სადილის კოვზი პატარა ყლუპებით.
კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას
1 სადილის კოვზ სელის თესლს დაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. პერიოდულად შეანჯღრიეთ და შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ ჭამის წინ, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, ასევე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობისთვის, როგორც საფარი და მსუბუქი საფაღარათო საშუალება: 2 სადილის კოვზ სელის თესლს, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 10 წუთი. პერიოდულად ურიეთ. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ჭამის წინ.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისთვის, მკერდისა და პროსტატის კიბოს შემთხვევაში, 2 სადილის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და მიიღეთ.
ხველის დროს
2-3 სადილის კოვზ სელის თესლს დაასხით 1,5 ჩაის სჭიქა ცხელი წყალი, ანჯღრიეთ 10 წუთი და შემდეგ გადაწურეთ. მიღებულ სითხეს დაამატეთ 5 ჩაის კოვზი ძირტკბილას ფესვი, 1,5 ჩაის კოვზი ანისი, 400 გრამი თაფლი (უმჯობესია, ცაცხვის) და კარგად აურიეთ. შემდეგ ეს ნარევი ხარშეთ 5 წუთი, გააგრილეთ და გაწურეთ. მიიღეთ 2/3 ჭიქა, დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.
მწვავე ბრონქიტის დროს:  
100 გრამი სელის თესლს შეურიეთ 500 გრამი თაფლი. 1 ჩაის კოვზი ნარევი თბილ წყალთან ერთად, დღეში 8-10-ჯერ მიიღეთ. ხველის შერბილების შემდეგ, ნარევს დაუმატეთ ანისულის ნაყოფი, კამისა და ჯანჯაფილის ფხვნილი, თითო ჩაის კოვზის ოდენობით და საკვების მიღების შუალედებში, დღეში 4-6-ჯერ დალიეთ.
შეკრულობის დროს:
უნდა მიიღოთ 1 სადილის კოვზი ზეთი 30 წუთით ადრე საუზმემდე და ვახშმამდე. მსუბუქი და საშუალო ფორმის შეკრულობის დროს ამზადებენ შემდეგ ნარევს: შეურიეთ 1 სადილის კოვზი სელის ზეთი უცხიმო იოგურტს. ეს ნარევი მიიღეთ დაძინებამდე 1 საათით ადრე.
წონაში დასაკლებად:
სელის თესლის გამოყენება წონაში დასაკლებად განსაკუთრებით ეფექტურია. ამის მიზეზი კი, შიმშილის გრძნობის დაკმაყფილებაა, რომელიც სელის თესლს შეუძლია. დროთა განმავლობაში, კი სელის თესლის ზემოქმედების შედეგად, კუჭი იწყებს დაპატარავებს, რაც წონის რეგულირებაში დაგეხმარებათ.
1 სადილის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე 30 წუთი და ქვაბს მჭიდროდ დაახურეთ. შემდეგ გააგრილეთ, დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი და 1 სადილის კოვზი თაფლი. მიიღეთ 150 მილილიტრი, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ეფექტურობისთვის, ძილის წინ დალიეთ ერთი ჭიქა კეფირი ან ნატურალური იოგურტი, რომელშიც დაამატებთ 1 ჩაის კოვზ სელის თესლს. ეს ზედმეტი კილოგრამების სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ.
პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია სელის ზეთი ყოველდღიურად. უზმოზე (ჭამამდე 30-40 წუთით ადრე) უნდა მიიღოთ 1 სადილის კოვზი  სელის ზეთი, ან  1 ჩაის კოვზი,  2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.  მოკლე დროში თქვენ შეამჩნევთ, ზოგადად, ჯანმრთელობის, ასევე თმის, ფრჩილებისა და კანის  გაუმჯობესებას.
სელის სასარგებლო თვისებები უფრო სრულყოფილად მარცვლებში ნარჩუნდება, ვიდრე სელისგან მიღებულ ზეთში.
სამკურნალო  თვისებების შესანარჩუნებლად, აუცილებელია, სელის ზეთი შეინახოთ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში, გრილ ადგილას. არ შეიძლება, მისი თერმულად დამუშავება. შენახვის ვადა 1 წელია.

კლდის დუმის სამკურნალო შესაძლებლობები
კლდის დუმა ძალიან ბევრ სამკურნალო მცენარეს შეიცავს. მათ შორის: ნახშირწყლებს, გლუკოზას, ფრუქტოზას, სახაროზას, საპონინებს, ალკალოიდებს, მჟავებს, ვიტამინებს, ეთერზეთებს. ნახარშები და ნაყენი გამოიყენება არითმიის, ტაქიკარდიის, სახსრების ტკივილის, ძვლის ტკივილის, უშვილობის, რევმატიზმის, ჭრილობების, კანის დაავადებების, ნუჟრების, ბუასილის სამკურნალოდ. ხალხურ მედიცინაში ამ მცენარის დახმარებით, მკურნალობენ მალარიას, ბოტკინს, ეპილეფსიას. იყენებენ შარდმდენად და ჭრილობების დასამუშავებლად.

გამოიყენება მეჭეჭებისა და კოჟრების მოსაცილებლად, აგრეთვე, ჭრილობებისა და დამწვრობის სამკურნალოდ. ეპილეფსიის სამკურნალოდ კი, მცენარის წვენია მიზანშეწონილი. ჭრილობებსა და დამწვრობის კერაზე სუფთად გარეცხილ, ნედლ ფოთლებს იდებდნენ. დანაყილი, ნედლი ფოთოლი მართლაც კარგად აცილებს კოჟრებს ფეხზე. ხანგრძლივი ხმარების შემთხვევაში, კოჟრი უვნებელი ხდება, თეთრდება და ადვილად ვარდება კანის სიღრმიდან.
ხალხური მედიცინა გვირჩევს, ნედლ დანაყილ კლდის დუმას  მტკივნეულ სახსრებზე შემოსაფენად. ამავე მიზნით, ხმელი ბალახის ნახარშის ცხელი საფენებიც გამოიყენება. ამ საშუალებებს უფრო მეტად ქრონიკული რევმატიზმის დროს, სახსრებში ტკაცანისებრი ხმაურიანი ტკივილების დასაწყნარებლად იყენებენ.


კოთხუჯი – კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალო საშუალება

კოთხუჯის ფესვები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, სახამებელს. მისგან დამზადებული პრეპარატები საუკეთესოა მადის მოსაყვანად, საჭმლის მონელების გასააქტიურებლად. არის ნაღველმდენი, უხვად შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებას, ანტისეპტიკურია და გამოიყენება ბაქტერიოციდულ საშუალებად. კოთხუჯის ფესვების ღეჭვა სასარგებლოა ქოლერის, ტიფისა და გრიპის ეპიდემიის მკურნალობის პროცესში. მის ფესვებს გამხმარ და დაფქულ მდგომარეობაში იყენებენ ჩირქოვანი წყლულების მოსაშუშებლად. ამისთვის დაფქული ფესვები უნდა დაიყაროთ წყლულზე.
კოთხუჯის ფესვები ასევე გამოიყენება: კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, თირკმლისა და შარ-საწვეთი გზების ანთებითი დაავადებების და მადის დაქვეითების დროს.
წყულილის, მეტეორიზმისა და არარეგულირებული მენსტრუაციის დროს, ერთ სადილის კოვზ გამხმარ კოთხუჯის ფესვების ფხვნილს დაასხით ერთი ჩაის კოვზი მდუღარე წყალი და დააყოვნეთ ორმოცი წუთი ორთქლზე. შემდეგ დაელოდეთ, სანამ არ გაგრილდება და მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
 კოთხუჯის ფესურიდან ხდიან ეთეროვან ზეთს, რომელსაც პარფიუმერიასა და საკონდიტრო წარმოებაში იყენებენ. ფესურიდან მიღებული პრეპარატები, ასევე, იხმარება მადის აღმძვრელ და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.

ფაღარათისა და ანემიის დროს შოთხვი დაგეხმარებათ
შოთხვის ნაყოფი შეიცავს შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებას, ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, ფლავონოიდებს და ეთერზეთს. მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარ ნაყოფს შემკვრელ საშუალებად იყენებენ კუჭის აშლილობის დროს. ფოთლები შეიცავს  C ვიტამინს და ეთერზეთებს. შოთხვს იყენებენ არაინფექციური ბუნების ფაღარათისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის მოშლის  დროს. ამ მიზნით გამოიყენება ნაყოფების ნახარშიც და ნაყენიც. მისგან ამზადებენ გამაგრილებელ სასმელებს.
ხალხურ მედიცინაში შოთხვის ქერქი ოფლმომგვრელ და შემკვრელ საშუალებად მიიჩნევა. ფოთლების ნაყენს ზოგჯერ ფაღარათიანობისა და ბრონქიტის დროს იყენებენ, ყვავილების ნაყენს კი – ნივთიერებათა ცვლის მოშლისას. ანემიისა და ლორწოვანი გარსის ანთებისას კი, მცენარის ყველა ნაწილი გამოიყენება.

ფაღარათიანობისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის მოშლის სხვა შემთხვევებში, იყენებენ ნაყოფის ნახარშს. ერთ სადილის კოვზ შოთხვის ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 20 წუთის ნელი დუღილით ხარშეთ, რის შემდეგაც გადაწურეთ. მოზრდილებს უნიშნავენ 1/4 ჭიქას, დღეში ორ-სამჯერ.
კარგია შოთხვის ნაყოფის ნაყენიც: ერთ სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 5 წუთს ნელი დუღილით ადუღეთ, შემდეგ დადგით 2 საათის განმავლობაში. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.скачать dle 11.3