კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 წერილები სულიერ შვილებს

ადამიანს, რომელსაც სიკეთეზე ბოროტებით პასუხობენ
ჩივიხარ, რომ ადამიანები გაბოროტდნენ და შეუძლებელია, კეთილ ადამიანს შეხვდე.  თანაც გიკვირს, უფალი ამგვარ ადამიანებს როგორ ითმენს და მათ არსებობას წერტილს არ უსვამს. გაოცდი, როდესაც მეზობლისგან ზუსტად ასეთივე საჩივარი გესმის. ის იგივეს ამბობს, რომ კეთილი ადამიანები აღარ არსებობენ და სიმართლისა და ჭეშმარიტების გზით მიმავალი მარტოობას გრძნობს. ე. ი. ის შენ არ გიცნობს და შენ იმას. ამ ორ კეთილ ადამიანს რომ ერთმანეთი გაგეცნოთ, ორივენი აზრს შეიცვლიდით და თქვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლებოდა. ქრისტე თავის მოწაფეებს ასწავლიდა: „სტიროდეთ და გოდებდეთ თქვენ, არამედ მწუხარებაი თქუენი სიხარულად გადაიქცეს“ (ინ. 16,20).
შენს ქალაქში სხვა კეთილ ადამიანს დაგისახელებ და როდესაც ლოცვაზე ერთად დადგებით, უფალს შეევედრეთ, რომ მან თქვენს სიახლოვეს მცხოვრები სხვა კეთილი ადამიანებიც გამოგიჩინოთ. მწამს, რომ მრავალი ასეთი ადამიანი გამოჩნდება, რომელთაც ამჟამად არ იცნობთ. ადამიანები ოქროს საბადოს ჰგვანან. მის მოსაპოვებლად კი, როგორც ცნობილია, მიწა ღრმად უნდა გათხარო, რათა მის სიღრმეში დამარხული საბადო აღმოაჩინო. ამგვარია სამყაროს კანონი: ნივთი რაც უფრო ძვირფასია, ის მით უკეთ არის დაფარული. ის, რაზეც თქვენ ჩივიხართ, მართალ ლოთს რომ დაეჩივლა, მას დაუჯერებდნენ, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, ქრისტიანულ ქალაქში, სადაც სახარება იქადაგება და წირვა აღესრულება, ერთი კეთილშობილი ადამიანიც აღარ მოიპოვებოდეს.
ამბობ, რომ მეზობლებს არ უყვარხარ. შენ მიერ აღსრულებულ ყოველ კეთილ საქმეს დასცინიან და არასწორად აფასებენ. გქირდავენ, სადაც უნდა გამოჩნდე. ნაწყენი გვეკითხები: „რისთვის? რატომ და სადამდე გაგრძელდება ასე?“ იმიტომ, რომ მათ ჭეშმარიტება არ შეუცვნიათ, მას არც ეძიებენ, არ სურთ ის. ისინი სიცრუის, ცრუ ზრახვებისა და გრძნობების, წამხთარი თვისებების მონები არიან. უფალი ამბობს: „სცნათ ჭეშმარიტება, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (ინგ. 8,32). ეს შენს მეზობლებსაც ეხება. მათ ჭეშმარიტება რომ შეეცნოთ, შენი სიკეთე გაახარებდათ. ისინი რომ იმისი მონები არ იყონ, ვისაც მაცხოვარმა სიცრუის მამა უწოდა, საღმრთო თავისუფლება ექნებოდათ, რათა შეეცნოთ ჭეშმარიტება, განესაჯათ სიმართლით, და განეხარათ ყოველი კეთილი ადამიანის გამო. უფლის ეს წმინდა სიტყვები შენც გეხება. თუ ჭეშმარიტებას უფრო ღრმად შეიცნობ, მაშინ იმათ, ვისაც სძულხარ, გლანძღავს, დაგცინის და შეურაცხგყოფს, ყურადღებას აღარ მიაქცევ. ძველ დროში ერთ ბრძენს სხვა მოწაფეთა შორის ერთი მდიდარი და ამპარტავანი მოწაფე ჰყავდა, რომელიც ყოველი შეურაცხმყოფელი სიტყვისთვის მზად იყო, ეჩხუბა. ამპარტავნებისა და ზესთმჩენობისაგან განსაკუთრებულად ბრძენმა მას ამგვარი ეპიტიმია დააკისრა: უბრძანა სამი წლის განმავლობაში ქვეყანა შემოევლო და ადამიანებისთვის ეთხოვა, მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ხოლო შეურაცხმყოფელთათვის ფული გადაეხადა. ჭაბუკი მოძღვრის ბრძანებას დამორჩილდა და გზას გაუდგა. დადიოდა და ფულს უხდიდა იმათ, ვინც დათანხმდებოდა, მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. სამი წლის გასვლის შემდეგ მოძღვართან დაბრუნდა, მაგრამ კარში ფარგალიტი დახვდა, რომელიც სხვაზე იყო გაბრაზებული და ჩხუბი მას დაუწყო. ჩვენმა მოგზაურმა გაბრაზების ნაცვლად მხიარულად გაიცინა. გაკვირვებულმა ფარგალიტმა ჰკითხა, რა გაცინებსო. გამოწრთობილმა მოწაფემ კი მიუგო: „სამი წელი ნებისმიერ ადამიანს ფულს ვუხდიდი, რომ გაველანძღე, შენ კი ყველას გადააჭარბე ჩემს ლანძღვაში და თანაც სრულიად უსასყიდლოდ“. როდესაც ბრძენმა იხილა, რომ მისმა მოწაფემ საკუთარი შეცდომა შეიცნო და გამოსწორდა, გაიხარა და ყველას წინაშე შეაქო.
შენ კი მთაზე წარმოთქმული ქადაგებიდან მეთერთმეტე მუხლი წაიკითხე, განიხარე და მხიარულ იყავ, რამეთუ სასყიდელი შენი ფრიად იქნება ცათა შინა.

скачать dle 11.3