კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ვარ რამდენიმე თვის ორსული. სამწუხაროდ, არც მე და არც ჩემი მეუღლე ეკლესიურად არ ვცხოვრობთ. არც არასდროს ვზიარებულვართ. ხომ არ აისახება ეს ჩვენს შვილზე?
პასუხი:
უფალი დედობის სიხარულით გასაჩუქრებთ და თუკი აქამდე არ დადიოდით ეკლესიაში, ახლა აუცილებლად უნდა იაროთ. ხოლო თუკი ქრისტეს ხორცსა და სისხლს ეზიარებით, თქვენს პატარას მისი მადლი გადაეცემა და ჯანმრთელი დაიბადება. ზოგადად, ორსულებს ეკლესია მარხვას უადვილებს, მათ შეუძლიათ ყოველკვირა ეზიარონ.
კითხვა: წლების წინ ჩემი გარდაცვლილი ბებიისთვის წესის ასაგებად მოიყვანეს მოძღვარი, რომელმაც გვერდით ოთახში მე და ჩემი მოუნათლავი და მოგვნათლა. მართებულია თუ არა ასეთი ნათლობა და ვითვლებით თუ არა მონათლულებად?
პასუხი:
რასაკვირველია, მართებულია და თქვენ მონათლულები ხართ, თუ რა თქმა უნდა, ნათლობა ყველა წესის დაცვით ჩატარდა, სულერთია, ნათლობა ეკლესიაში შესრულდა თუ ოჯახში. არც იმით დარღვეულა რამე, რომ თქვენ იმავე მოძღვარმა მოგნათლათ, რომელმაც გარდაცვლილ ბებიას აუგო წესი. ასე რომ, მშვიდად იყავით და იცხოვრეთ ეკლესიური ცხოვრებით.
კითხვა: შეიძლება თუ არა მრისხანება მართებული იყოს?
პასუხი:
მრისხანება მაშინ არის მართებული, თუ ის ცოდვისკენ არის მიმართული და რჯულის დარღვევის, დანაშაულის წინააღმდეგ ბუნებრივად დაიბადება ჩვენში. გარდა ამისა, მას არ უნდა ახლდეს სიძულვილი და ბოროტება, სიყვარული და თანაგრძნობა უნდა გააჩნდეს. მართებულია მრისხანება, როდესაც მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ცოდვილი ადამიანის ხსნაა.
კითხვა: რას ნიშნავს გამომეძიებლობის ცოდვა?
პასუხი
: ეს არის ცოდვა, როდესაც ადამიანი ინტერესდება იმით, რაც მის გონებას აღემატება და რის ცოდნასაც უფალი მისგან არ მოითხოვს. მაგალითად, სად მდებარეობს ჯოჯოხეთი (და არ ინტერესდება ადამიანი, როგორ დაიხსნას თავი ჯოჯოხეთისგან)? როგორ მოქმედებს მადლი ხატის მეოხებით? როგორ იქცევა ზიარებისას პური და ღვინო ქრისტეს ხორცად და სისხლად და ასე შემდეგ.
კითხვა: რით განსხვავდება „იმედი“ და „სასოება“ ერთმანეთისგან?
პასუხი:
იმედს ადამიანი საკუთარ გეგმებზე, სურვილებზე აგებით ქმნის და შესაძლოა, მან არ გაამართლოს. ხოლო სასოება უფლის იმედია, უფლისადმი მუდარა და მისთვის ნუგეშის თხოვნაა. უფალი კი იმ ადამიანებთან არის, ვისაც მისი იმედი ანუ სასოება აქვთ.
კითხვა: არსებობს თუ არა „მამის ლოცვა“?
პასუხი:
მოგეხსენებათ, არსებობს „დედის ლოცვა“, რომელიც არასწორად არის დამკვიდრებული, რადგან ის მშობლის ლოცვაა და მისი წაკითხვა შეუძლია როგორც დედას, ასევე მამას. შეგიძლიათ, ეს ლოცვა წაიკითხოთ ნებისმიერ დროს.
კითხვა: როგორ მოვთოკოთ თავი ტრაპეზობისას?
პასუხი:
ტრაპეზობისას (სადილობისას) გაიხსენეთ თქვენი ცოდვები და ეს დაგიცავთ გემოთმოყვარეობისგან.скачать dle 11.3