კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რა ოდენობის იპოთეკური სესხი აიღო ადა მარშანიამ 2017 წელს და რა ქონება აქვს მას თბილისსა და აფხაზეთში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით, ადა მარშანია 1961 წელსაა დაბადებული სოხუმში. უმაღლესი განათლება ჟდანოვის სახელობის ლენინის ორდენისა და შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და სპეციალობით სამართალმცოდნეა.
მისი შრომითი ბიოგრაფია 1983 წელს დაწყებულა უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეების კოლეგიაში, სადაც კონსულტანტად 1986 წლამდე იმუშავა. 1986–1996 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 1995 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნებული მისი ბიოგრაფია არასრულყოფილია (არასრულყოფილება და საინფორმაციო შიმშილი პარლამენტის ელგვერდის ლამის სავიზიტო ბარათად აქცა). ამიტომ ხარვეზი დეკლარაციების მეშვეობით შევავსეთ: ადა მარშანია 1998–2003 წლების მოწვევის პარლამენტის წევრიც გახლდათ, 2008 წელს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი – 2016 წლამდე, 2016 წლიდან კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოს პარლამენტის წევრია.
შესაბამისად, ადა მარშანიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1998 წლით თარიღდება, რომელიც მან პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა, მშობლები და ძმა. იმხანად ოჯახის საკუთრება იყო 50 000 ლარად ღირებული ბინა თბილისში და 25 000 ლარამდე ღირებული ნივთები. თუმცა დეკლარაციის შევსების მომეტში, ანუ 1998 წელს დეპუტატს ნაღდ ფულად 2 000 აშშ დოლარი ჰქონდა.
ადა მარშანიას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან, ასევე, შეავსო, როგორც პარლამენტარმა და ოჯახის წევრად მიუთითა 1969 წელს დაბადებული მეუღლე ევგენი ქოჩლაძე.
ადა მარშანიას საკუთრებაა: საცხოვრებელი ბინა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე (22 კვ. მ.), ამას გარდა, საცხოვრებელი სახლი (200 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (600 კვ. მ.) სოხუმში, ტემირიაზოვის ქუჩაზე. ასევე, მიწის ნაკვეთი (5 000 კვ. მ.) გულრიფშის რაიონის, სოფელ ქვემო ფშაფში და მიწის ნაკვეთი (1 000 კვ. მ.) გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში.
დეკლარაციის შევსების მომენტში ადა მარშანიას ნაღდ ფულად ჰქონდა 7 018 ლარი, როგორც თავად მიუთითებს – „საბანკო კრედიტი და ხელფასი“.
2017 წელს მან „თი ბი სი ბანკიდან“ იპოთეკური სესხი აიღო – 83 000 ლარის ოდენობის, რომლის მომსახურებაც 3 720 ლარი დაუჯდა. რატომღაც, დეკლარაციაში დეპუტატს არ მიუთითებია 2016 წელს მიღებული შემოსავლები, თუმცა 2015 წლის განმავლობაში, მან, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, 33 060 ლარი მიიღო. 2014 წელს – 26 743 ლარი, 2013 წელს – 27 675 ლარი, 2012 წელს – 26 843 ლარი, 2011 წელს – 27 720 ლარი, 2010 წელს – 26 730 ლარი, 2009-ში – 22 242 ლარი, 2008-ში კი, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭის დეპუტატმა – 28 403 ლარი.
скачать dle 11.3