კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№41 რაც ეპატიება ესპანეთს, არ ეპატიება საქართველოს?!

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ დიაგნოზი: არაადეკვატურობა


გასულ კვირას კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა, უფრო ზუსტად, რეფერენდუმის ჩატარება მოისურვეს, ცხადია, ესპანეთიდან გამოყოფის მოთხოვნით, ოღონდ კატალონიელებს, ერაყელი ქურთებისგან განსხვავებით, არ გაუმართლათ: ევროკომისიამ უკანონოდ ცნო კატალონიელების რეფერენდუმი – ესპანეთის კონსტიტუციის მიხედვით, ამის უფლება არ ჰქონდათო!  მაგრამ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა (მხარეებს, ანუ აქეთ – ესპანეთის ხელისუფლებას, იქით – დამოუკიდებლობის მოსურნეებს).
მოუწოდა, ვინაიდან, ევროკომისიის აზრით, კატალონიის დამოუკიდებლობა ესპანეთის შიდა საქმეა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ესპანეთის კონსტიტუციით უნდა გადაწყდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალადობაც დაიგმო (ესპანელმა სამართალდამცველებმა  ბდღვირი გაადინეს ესპანეთიდან გამოყოფის მსურველებს. სახელდობრ, ესპანეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმის დღეს კატალონიაში პოლიციელები მიავლინა, რომლებმაც დალუქეს საარჩევნო უბნები და რეზინის ტყვიებით დაშალეს დამოუკიდებლობისთვის ხმის მიცემის მსურველები).
მე არ შევჩერდები იმის განხილვაზე, რატომ ეპატიება ის ესპანეთს, რაც არ ეპატიება საქართველოს (თუმცა ისიც საქმეა, რომ ესპანეთს ეპატიება, რადგან, ადრე თუ გვიან, ჩვენც გადაგვესხმება მისი წყალი), მაგრამ აი, ის კი შოკისმომგვრელია, რატომ აღაშფოთა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მოვიშვიშე ჩვენი თანამემამულეების ნაწილი, რას მიქვიან, კატალონიელებს დამოუკიდებლობის უფლებას ართმევენო?! –
скачать dle 11.3