კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 „გიჟი ქალაქს მიდიოდა“

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

თუ „რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა“?! 


რაკი ნათქვამია, მთავარი პირველი მცდელობააო, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს მოსკოვში პირველი ვიზიტის შთაბეჭდილება არ განელებოდათ, ჩვენ კი არც კი მოგვენელებინა, რომ ისინი უკვე მეორედაც ეწვივნენ ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქს.
რაც ყველაზე უცნაურია, პირველადაც და მეორე ჯერზეც, რფ-ის „დუმის“ დსთ-ის კომიტეტის თავკაცი (ლეონიდ კალაშნიკოვი) მოინახულეს (ვითომ უკვე შევბრუნდით დსთ-ში და გვიმალავენ?!), თუმცა, წესითა და რიგით, საგარეო საქმეთა კომიტეტი უნდა დაელაშქრათ, თუ მაინცდამაინც.
„პატრიოტთა ალიანსი“ იქით იყოს და, ხსენებულმა  ლეონიდმა (კალაშნიკოვმა) ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა (მომყავს ციტატა): „ქართველი ხალხი მიესალმება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას და თქვენ გრძნობთ ხალხის განწყობას (იმდენი დაუმშვენდა ცხვირი!)“ და „ალიანსელები“ შეაქო (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „მიუხედავად ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის პანიკისა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა მტკიცე ხასიათი გამოიჩინეს და მოსკოვში მაინც ჩავიდნენ“.  
თავის მხრივ, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემაც (გიორგი ლომაიამ) შესჩივლა უფროს კოლეგას (აი, ციტატაც ჩივილიდან): „გარკვეული ძალები და პოლიტიკოსები თბილისში მიზანმიმართულად ხელს უშლიან, საპარლამენტთაშორისო დონეზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგებას (თორემ, თავად რფ ისეთი მოწადინებულია „დალაგებისა“, რომ, თუ კარგად მოვიქცევით, ერთი-ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებასაც მიაყოლებს)“.
მანამდე კი, გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზეც უსაუბრიათ (აქ სომხური კვალიც იკითხება, მე თუ მკითხავთ). ცხადია, რფ-სთან, განსაკუთრებით, ვინაიდან ოკუპანტია, ლაპარაკი აუცილებელია, თუმცა აი, ის კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, აქვს თუ არა „პატრიოტთა ალიანსს“ ამის პოტენციალი ან ლეგიტიმაცია?!
ასეა თუ ისე, ყველა ისე ცდილობს, იტივტივოს პოლიტიკურ ზედაპირზე, როგორც შეუძლია (და მერე რა, რომ, ვაჟას აზრით, ბილწთ არ შევეკვრი ზავითაო?!). ერთი სიტყვით, ჯერჯერობით გაურკვეველია: „გიჟი ქალაქს მიდიოდა“ თუ „რაც შეიტანა, (არათუ) ისევე ის (გაცილებით უარესი) გამოიტანა“?! –
скачать dle 11.3