კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ლახვარდასობილები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „სამნი ძმანი…“?! 


იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთი სრულიად დასავლეთს შეუწყრა, ჩვენი შორეული მეზობელი ირანი კი კარგა ხანია, შემწყრალია, ხოლო რუსეთი – ლამის შექმნის დღიდან, ეს სამნი ფრიად დაახლოვდნენ. თუმცა მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული იმდენჯერ უომიათ ერთმანეთთან, ერთი ხელის თითებზე ვერ დაატევ.
დაახლოვდნენ, რადგან, თუმცა ყველას თავისი პეიზაჟი აქვს, საერთო მოწინააღმდეგემ მათი ინტერესები ერთმანეთს დაამთხვია. მას შემდეგ, რაც თურქეთის პირველი პირი გაეროს 72-ე ასამბლეაზე გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობების აღდგენა რეგიონში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზააო (ანუ კენჭი კი არადა, კარგა მოზრდილი გოროზი სტყორცნა რფ-ის ბოსტანში), პრ. პუტინთან ორ საათს პირისპირ ისაუბრა.
გასულ კვირას კი ბ-ნი ერდოღანი ოფიციალურად ეწვია თეირანს და კოლეგა ბ-ნი როუჰანი არათუ მოინახულა, შეთანხმდნენ, გააფართოონ თანამშრომლობა საბანკო სექტორში და ერთმანეთთან, განა აშშ დოლარში, ნაციონალურ ვალუტებში ივაჭრონ.
მომყავს ციტატები: „ანკარა მზადაა, კიდევ უფრო მეტი ნავთობი და გაზი იყიდოს“. „თურქეთს შევთავაზეთ, დამატებითი ინვესტიცია ჩადოს ირანის ნავთობისა და გაზის სექტორში. ანკარა ამისთვის მზადაა (ამ ორის დაძმობლების მოტივი ფრიად მერკანტილურია: ქურთისტანის რეფერენდუმი ლახვრად დაესოთ).“
რაკი საქმეს კოჭებში ეტყობა, რომ ზემოხსენებული სამნი (ორი ძველი და ერი აწმყოშიც მტერი) საეჭვოდ დაძმობილდნენ, მგონი, დროა, გუდაში ნაცარი, ჭყინტი ყველი და სადგისები გავიმზადოთ. –
скачать dle 11.3