კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 საოკუპაციო მადა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ გზავნილი ოკუპანტისგან 


ჯავახეთში ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა – ჩვენმა თანამოქალაქე ეთნიკურად სომხებმა კვლავ გაიხსენეს, რომ კუმურდოს ეკლესია, თურმე, სომხურია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჭეშმარიტად ამბობს ბიბლია, რომ სიკეთე დაუსჯელი არ რჩება და ვისაც ჩააცვამ, როგორც წესი, ის გაგხდის.
თუ გავიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტს, დავამატებთ საოკუპაციო მადასაც და იმასაც, რომ ჩვენი მეზობელი სომხეთი ჩვენივე ოკუპანტის სატელიტია სამხრეთ კავკასიაში, ვფიქრობ, რთული ამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ ოკუპანტმა გზავნილი გამოგვიგზავნა.
თუმცა ჩვენი საზოგადოების ყურადღება, ძირითადად, მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგების თემაზეა კონცენტრირებული (და, მართლაც, ვაშლებზე ოხუნჯობა გაცილებით იოლია).
მანამდე კი ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა ელჩად სერგეი მინასიანი შეგვიგულა. ცნობისთვის: ბ-ნი მინასიანი ერევანში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილეა, სხვათა შორის, წარმოშობით ჩვენებურია, ანუ ჯავახეთიდან და ძალათ გადიპლომატებამდე, საკმაოდ ბევრიც უწერია ქართული პოლიტიკის შესახებ (ცხადია, უკმაყოფილო კონტექსტში).
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩობის კანდიდატი დაიწურა (ვფიქრობ, სავსებით მართებულადაც), რამაც ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი გაახარა, მეზობელი სომხეთი კი – არც ისე.
მეორე მხრივ, უცნაურია, რატომ შეგვირჩია სომხეთმა ელჩად არასამთავრობოელი, იმიტომ რომ, დიპლომატზე მეტს იკადრებს?!
ასეა თუ ისე, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ უახლოეს მომავალში ოკუპანტი რფ სომხეთის ფაქტორს აუცილებლად აამოქმედებს და ერთი იმედი ისაა, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს მაინც არ სძინავთ, სანამ ჩვენ ვაშლებით ვერთობით. –

скачать dle 11.3