კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 დიდოსტატის მარჯვენა!

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ რა დაუმატა ღმერთმა ქართველ დედაკაცს 


სანამ ჩვენ და განა მხოლოდ ჩვენ, ამომრჩევლები, ასარჩევებიც დიდ გაწამაწიაში არიან; ან კი როგორ არ იქნებიან (ან ვიქნებით), როდესაც ერთობ დაქიჩმაჩდნენ, იმ მარტივი მიზნით, რომ როგორ მოხვდნენ ხელისუფლებაში ან, უარეს შემთხვევაში, რაკი ვერ მოხვდებიან, როგორ დაამახსოვრონ თავი, განა უახლეს ისტორიას, უახლოეს გარემოცვას, დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა კი, არც მეტი, არც ნაკლები, მესამე დიდოსტატობის ნორმა შეასრულა (გადააჭარბა 2 500-ან რეიტინგს) და ფიდეს უახლოეს კონგრესზე ჭადრაკში უმაღლეს წოდებასაც მიანიჭებენ!
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭადრაკის ისტორიაში ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქალი მოჭადრაკეა, რომელსაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა – ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ძაგნიძისა და ბელა ხოტენაშვილის შემდეგ.
რაც მთავარია, ნინო ბაციაშვილის მეტოქეთა უმრავლესობა მამაკაცი მოჭადრაკეები იყვნენ (განა ხელწამოსაკრავები?!) – წამყვანები, რომლებიც, როგორც ერთმა საჭადრაკო ექსპერტმა თქვა, ჩვენმა ნინომ „შემაძრწუნებლად“ დაამარცხა.
ჰოდა, რაკი ჭადრაკის დედოფლობა ქართველი ქალების ლამის ბუნებრივი როლია (იმას გარდა, რომ წარმატებით შეითავსეს თითქმის ყველა მამაკაცური მისია), ვფიქრობ, შემოქმედმა ქართველი მამაკაცისთვის დედაკაცის გამოძერწვისას სპეციფიკურ მასალას რაღაც განსაკუთრებულიც დაუმატა. –
скачать dle 11.3