კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი – გზა წარმატებული მომავლისკენ!

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

20 წლის წინ, დღეს უკვე „საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა,” „გორგასლის” უნივერსიტეტის სახელით დაიწყო საქმიანობა. მაშინ იქ ეუფლებოდნენ მხოლოდ სამ სპეციალობას: სტომატოლოგიას, იურისპრუდენციასა და ეკონომიკას. ახალბედა უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო საქმიანობის სტარტი  წარმატებით აიღო, რასაც დაუღალავი შრომა და თავგანწირვა უძღოდა წინ. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში თავის დამკვიდრების პროცესი ადვილი არ იყო.  დღეს გაზრდილი და სახეცვლილი უნივერსიტეტი მოღვაწეობას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამით, უამრავი სტუდენტითა და გამოცდილი პროფესორ-მასწავლებლებით აგრძელებს. „საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტს” სათავეში უდგას  ქალბატონი მზია ქათამაძე, რომელიც უნივერსიტეტის განვითარების ისტორიასა და პრიორიტეტებზე გვესაუბრა.
მზია ქათამაძე („საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის” რექტორი):
2015 წლიდან უნივერსიტეტი ახორციელებს რებრენდინგს და შეიცვალა მისი სახელწოდებაც. წარსულში უნივერსიტეტი „გორგასალი” დღეს „საქართველოს საერთაშორისო უნივერიტეტის”, იგივე unigeo-ს სახელს ატარებს. ჩვენ მუდმივად   ვვითარდებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რაც დღეს ასე აქტუალურია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.
– რა არის საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატების მთავარი ფაქტორი?
– 20-წლიანი მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძელით განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვა, ნდობისა და აღიარების მოპოვება. უნივერსიტეტს აქვს  თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა. „საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი” ჩართულია „ტემპუსის” პროგრამაში და კიდევ არაერთ საინტერესო პროექტში, რაც სტუდენტების კიდევ უფრო მეტად განვითარებას და პროფესიონალებად
ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო ბაზარზეც არის წარმოდგენილი. ის ერთ-ერთი ძლიერი სართაშორისო ორგანიზაცია PRIME-ს წევრია. ჩვენი უნივერსიტეტი აბიტურიენტებს საგრანტო კონკურსის STEP FORWARD-ის სახით, უნიკალურ შანსს აძლევს, რომ დაიფინანსონ სწავლა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში სამი საპრიზო ადგილია.
ჩვენი უნივერსიტეტის კარი ღიაა, როგორც ყველა ჩვენი თანამემამულესათვის, ასევე, უცხოელი სტუდენტებისთვის. ინტერნაციონალური პროცესების გაღრმავების მიზნით უნივერსიტეტში მოქმედებს არა მარტო ქართულენოვანი, არამედ ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამებიც, ჯანდაცვის მიმართულებით.
– როგორია თქვენი სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრება?
– ჩვენთან ნამდვილი საუნივერსიტეტო ცხოვრებაა. სტუდენტებს და არა მხოლოდ მათ, ეძლევათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველი სპეციალობის გარდა, დამატებითი ცოდნაც შეიძინონ. აქ ფუნქციონირებს სხვადასხვა სასერტიფიკატო, თუ მოსამზადებელი კურსი; იმართება ლიტერატურული საღამოები; უფასო ტრენინგები; სტუდენტური დებატები; გამოფენები, ფოტოკონკურსები, სპორტული შეჯიბრებები; შეხვედრები საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან; სამეცნიერო კონფერენციები, შემეცნებითი ექსკურსიები და დაახლოების მიზნით, შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენლებთან.
„საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის” პრიორიტეტები:
*    20-წლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში
*    ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია
*    კვალიფიციური კადრები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა
*    სტომატოლოგიური კლინიკა (სადაც უნივერსიტეტის კუსრდამთავრებულებს დასაქმების საშუალება ეძლევათ)
*    იურიდიული კლინიკა (რომელიც პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტთან თანამშრომლობს)
*    საზაფხულო სკოლები, კონფერენციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში
*    უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 50 000-ლარიანი დაფინანსება ნებისმიერი, კრეატიული ბიზნესიდეისთვის
*    საგრანტო კონკურსი Step Forward – აბიტურიენტებისთვის (სამი საპრიზო ადგილი, სადაც ნაწილდება 10 000, 7 000 და 5 000-იანი სასწავლო გრანტები)
*    დასაქმების რეალური შესაძლებლობა (კურსდამთავრებულთა უმეტესი ნაწილი დასაქმებულია)
*    სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკი.
მისამართი:
თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი #21
საკონტაქტო ტელ:
(+995) 32 291 50 33.
ვებ-გვერდი: www.UniGeo.edu.ge
Facebook: UniGeo

скачать dle 11.3