კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

№40 რა არის ციხე ჯაბა ქარსელაძისთვის და აპირებს თუ არა ის პრეზიდენტობას

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 ჯაბა ქარსელაძის ერთკვირიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მომღერალი მეგობრის ქორწილისა და მამის 70 წლის იუბილეს გამო ჩამოვიდა. როგორც ყველასთვის ცნობილია, ის არა მხოლოდ მუსიკის სფეროში მოღვაწეობს, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სასწავლებლის ლექტორიც არის. ამ ეტაპზე მის კარიერაში მნიშვნელოვანი სიახლეა, რაზეც თავად გიამბობთ.
ჯაბა ქარსელაძე:
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ხალხმა ისე გამიცნო, როგორც მომღერალი, ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებით დავიწყებ საუბარს. ახლახან „ტიტანიკის” სიმღერის ქავერი გავაკეთე, ჩემს მეგობართან, ნიკა ნიკვაშვილთან ერთად. ეს სიმღერა არასდროს  უმღერია კაცს და ექსპერიმენტი ჩავატარე. თუმცა, ზოგადად, ქავერების მომხრე არ ვარ. სამწუხაროდ, საქართველოში დღეს მომღერლები სხვისი სიმღერებით ხდებიან ცნობილი და საკუთარს არ ქმნიან. მიმაჩნია, რომ მომღერალს საკუთარი სიმღერა უნდა ჰქონდეს, რომელიც მხოლოდ მასთან ასოცირდება. ასევე, ახალ წლამდე მინდა, ორი ქართული სიმღერა მოვასწრო, რომელიც მე დავწერე. კიდევ ვაპირებ კლიპის გადაღებასაც.
–  გარდა ამისა, ლექტორი ხარ... ისევ საფრანგეთში ცხოვრობ?
– ბევრმა არ იცის, რომ საფრანგეთში არ ვცხოვრობ. ოთხი თვეა, რაც ლოკაცია შევიცვალე და ესპანეთში გადავედი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრანგეთიდან წავედი. დაზღვევაც და ტელეფონის ნომერიც კი, ფრანგული მაქვს. ეს ჩემი ერთწლიანი ვოიაჟია. ბარსელონაში, „მაიკროსოფტის” ბიზნესსკოლაში კონტრაქტი გამიფორმეს და ამიტომ მიწევს დროებით იქ ცხოვრება. პარიზი ძალიან მიყვარს. საფრანგეთში 7 წელი ვიცხოვრე და ბოლომდე მისი დათმობა ნამდვილად გამიჭირდება. ისე, რეალური მიზეზი, რის გამოც ესპანეთში გადავედი ეს ენა იყო.  ოთხი ენა ვიცი და ძალიან მინდოდა, დამატებით ესპანურის სწავლაც. ამიტომ გადავწყვიტე ბარსელონაში 2-3 თვით წავსულიყავი, დავიქირავე ბინა და ჩავედი. იქ გავიცანი ხალხი და მივხვდი, რომ ჭირს კადრი, ვინც იცის უცხო ენა – განსაკუთრებით ინგლისური. ერთ საღამოსაც სახლში მოვდიოდი, დავინახე ბიზნესსკოლა და უცებ გავიფიქრე, მოდი CV-ს გავგზავნი-მეთქი. ასეც მოვიქეცი. ორ დღეში დამირეკეს. გასაუბრებამაც წარმატებით ჩაიარა და მითხრეს, მაგისტრანტებთან შევსულიყავი ფინანსებზე. ამის გარდა, კიდევ 5 ბიზნესსკოლაში გავაგზავნე ჩემი მონაცემები. აქედან 4-მა დამირეკა, თუმცა ერთის შემოთავაზება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. როგორც მითხრეს, ლექტორი შუა სემესტრიდან წასულა და უნდოდათ, მეორე კვირაშივე შევსულიყავი ლექციაზე. თავიდან დავფიქრდი, შევძლებდი თუ არა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც დავთანხმდი. აღმოჩნდა, რომ ეს სტუდენტები არაფერს სწავლობდნენ. გოგო ლექტორი ჰყავდათ, რომელიც ხშირად ლექციებიდან ადრე უშვებდათ და ასე შემდეგ. მე  ყველაფერი დავიწყე ნულიდან. სტუდენტები მიხვდნენ, რომ აქ, რაღაც კარგად არ იყო (იცინის). თავიდან, რომ შემხედეს, ახალგაზრდა ვიყავი, იფიქრეს, ის ხომ ადრე გვიშვებდა, ეს ალბათ, საერთოდ არ ჩაატარებს ლექციასო. არ ელოდებოდნენ, თუ ასეთი მომთხოვნი ვიქნებოდი. ჩვენი ურთიერთობა ბოლოს ისე დამთავრდა, რომ კონფლიქტიც კი გვქონდა. მიჩიოდნენ და ამბობდნენ, ძალიან მკაცრია, გვსტრესავსო (იცინის).
– ანუ, სტუდენტებისთვის ცუდი ლექტორი ხარ – ჩაგიჭრია სტუდენტი?
– მაგისტრებს ძალიან ვუყვარვარ და ბაკალავრები ვერ მიტანენ. სტუდენტებთან არ ვმეგობრობ, ეს გამორიცხულია. ლექციის შემდეგ შეიძლება მათთან ერთადაც ვისაუბრო, მაგრამ საზღვარი მაინც უნდა იყოს ჩვენ შორის. მაგისტრები არ ჩაჭრილან, ბაკალავრებს რაც  შეეხება, დავიწყე 30 სტუდენტით და დავამთავრე 12-ით. 18-მა ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი. აქედან 3-მა ისეთი ნიშანი მიიღო, რომლითაც გადაბარებას შეძლებდა. ეს იყო დამამთავრებელი კურსი. საბოლოოდ, 30-დან 15-მა ვერ აიღო დიპლომი. რა ჩემი ბრალია. სამართლიანი ვარ, 60 არის გამსვლელი, ვისაც გამოსდიოდა 58, ყველას ვაჩუქე 2 ქულა. 25 და 30  ქულა რომ  აქვს სტუდენტს, ის როგორ უნდა აიყვანო 60-მდე, არ მესმის. საქმე ისაა, რომ ამ ბიზნესსკოლაში სტუდენტები იხდიან ძალიან ძვირს  და ლექტორებს ეშინიათ, ვინმემ არ უჩივლოს. მე რისი უნდა შემეშინდეს, რა უნდა მიჩივლონ, საქართველოში ისეთები მაქვს გადატანილი.
– რას გულისხმობ?
– სტუდენტებმა ორჯერ დამიმიტვრიეს მანქანა – ვერ აბარებდნენ ჩემს საგანს. ერთხელ ჩამოვედი „გეპეისთან” და მანქანაზე დამხვდა სარკე მოხსნილი, შუშა ჩამტვრეული. მერე იძულებული გავხდი, მძღოლთან ერთად მევლო. ახლა დეკანთან რომ მიჩივლეს, გამოცდაზე ისეთი რაღაც გავუკეთე, სულ უარეს დღეში ჩავყარე. მივიტანე წიგნის ამოცანები. ამათაც არ ჰქოდნათ ნამეცადინები და ვერ ამოხსნენ. ძალიან ბევრი ვიცინე. კი არ გამიხარდა ეს ამბავი, უბრალოდ, გამოცდა ვეღარ გააპროტესტეს, რადგან სახელმძღვანელოდან იყო ყველაფერი ამოღებული.
– სტუდენტები სიმპათიურ ლექტორს არ ეპრანჭებიან ხოლმე?
კი, როგორ არა. ერთ-ერთ ბიზნესსკოლაში რომ მივედი, შევხდი ლექტორს, რომელიც, უკვე 25 წელია ასწავლის. მან მომცა რჩევა. სტუდენტი არასოდეს შეგიყვარდესო. მე დამემართა ერთხელ და ძალიან ვინანეო. მერე მივხვდი, რატომ მეუბნებოდა ამას. „მაიკროსოფტის” ბიზნესსკოლაში იყო ასეთი შემთხვევა. ერთ ლექტორს შეუყვარდა სტუდენტი გოგონა. ეს კაცი სტუდენტებთანაც მეგობრობდა. ერთ საღამოს სტუდენტები და ლექტორი კლუბში გასართობად წავიდნენ. მერე ისე აღმოჩნდა, რომ მათ შორის რაღაც მოხდა. მეორე დღეს მთელი სკოლა მათზე ლაპარაკობდა. ამ კაცმა დაკარგა პატივისცემა. აქედან გამომდინარე, როცა სერიოზულ ბიზნესსკოლაში ასწავლი, თავი უნდა გააკონტროლო.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– არაფერი. ზოგადად, ამ თემას არასდროს  ვმალავ, რადგან ძალიან ემოციური ვარ.   როცა შეყვარებული ვარ, „ფეისბუქზეც“ ვტვირთავ ფოტოებს და რომანტიკულ პოსტებსაც ვწერ. სულ სამჯერ მქონდა შემთხვევა, როცა სერიოზულად მიყვარდა. მაგრამ, დღემდე არ ვიცი, ამ სამიდან, რომელიმე რეალური სიყვარული თუ იყო. რეალური რომ ყოფილიყო, ალბათ, ახლა მარტო არ ვიქნებოდი.
– რატომ დასრულდა ეს ურთიერთობები და  პირველად როდის შეგიყვარდა?
ბოლომდე სტაბილურობა ცხოვრებაში არ მაქვს, ანუ არ ვიცი, ერთი წლის შემდეგ სად ვიქნები, მიზეზიც ესაა. ამ არასტაბილურობას ჩემი პროფესია იწვევს. პირველად თანაკლასელი მიყვარდა, რომელსაც ნინო ერქვა. მახსოვს, მის გვერდზე არ დამსვევს და ძალიან მეწყინა (იცინის). რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ადრე ძალიან მორცხვი ვიყავი, მერე შევიცვალე. ნატო დუმბაძე, ჩემი პროდიუსერი რომ იყო, შეიძლება ითქვას, მან ცოტა გამხსნა. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ და დედა-შვილს ვეძახით ერთმანეთს. ევროპამ და დამოუკიდებელმა ცხოვრება ძალიან თავისუფალი გამხადა. ცალმხრივადაც მყვარებია. ცალმხრივად მიყვარდა ნინი ბადურაშვილი. ეს არ იყო ხუმრობა, მართლა გულით მიყვარდა. ჩემი ბიძაშვილია მოწმე. როცა ღამის 4 საათზე ადგები, წახვალ და ყვავილს უყიდი ადამიანს, ეს სიყვარული თუ არ არის, მაშინ რაღაა, ვერ ვხვდები.
– ნინისგან არ იყო საპასუხო გრძნობა?
მე მგონი, ნინი ცოტა არასერიოზულად აღმიქვამდა. ისედაც ბავშვური ვარ და იმ პერიოდში, ბევრად ბავშვური ვიყავი. ვფიქრობ, ორივესთვის ცუდ პერიოდში შემიყვარდა. ალბათ, ახლა რომ მქონდეს იგივე გრძნობა, შეიძლება, ერთად ვყოფილიყავით.
– დანარჩენ ურთიერთობებზე რას გვეტყვი?
– პირველად ორმხრივად 2010 წელს, 24 წლის ასაკში შემიყვარდა, თუმცა 6 თვეში დასრულდა ეს ურთიერთობა. ორივე პატარები ვიყავით და ალბათ, ამიტომ. მეორე სერიოზული ურთიერთობა მქონდა 2012 წელს, რომელმაც ერთი წელი გასტანა. ეს ხდებოდა ჩეხეთში, შემდეგ მომიწია ქვეყნის შეცვლა, რის გამოც ყველაფერი დასრულდა. ზოგისთვის დისტანციური ურთიერთობა კარგია, აი, ჩემს შემთხვევაში კი, არა. მაინც მაქვს კავკასიური კაცის თვისებები, ეჭვიანი ვარ. თუმცა, უფრო მესაკუთრეს დავარქმევდი ჩემს თავს. ეს შეიძლება, იმანაც განაპირობა, რომ დედისერთასავით ვიზრდებოდი – 6 წლის ვიყავი, როცა ჩემი და გათხოვდა.  მესამე ურთიერთობა მქონდა პარიზში, რომელიც გაგრძელდა 6 თვე –  ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს.
– ურთიერთობის დასრულებას განიცდი?
– ამ პერიოდის მერე, თუ მარტო დავრჩი, სევდა მიპყრობს. ვერ გამოვხატავ ჩემს ემოციებსა და ვითრგუნები. არცერთი ჩემი განშორება არ დამთავრებულა სკანდალითა და წივილ-კივილით. ყველა შემთხვევაში დავილაპარაკეთ და ყველაფერი მოვაგვარეთ. რაც მთავარია, არც ერთ ურთიერთობაში არ ყოფილა ღალატი. არ დასრულებულა ჩვენი ერთად ყოფნა ისე, რომ მე წავასწარი ვინმესთან, ან მან წამასწრო. ვარ ძალიან ერთგული.  იმავდროულად, პირდაპირი. თუ დავინახე, რომ ურთიერთობა ცივდება, მაშინვე ვიტყვი. ვერ ვიქნები ვიღაცასთან იმის გამო, რომ ვალდებულება მაქვს. თუ ცოლი შევირთე და შვილი გვეყოლა, თუმცა ორი წლის მერე აღმოვაჩინეთ, რომ სიყვარული გაქრა, მხოლოდ ბავშვის გამო, არ დავრჩები მასთან. ვიქნები მისი მეგობარი, მაგრამ, როგორც ქმარი, ვეღარ შევძლებ მასთან ურთიერთობას. მე ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ და ჩემთვის ციხეა, როცა რაღაცას მიკრძალავენ, რამეში მზღუდავენ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ურთიერთობები მირთულდება. ძალიან მინდა, ოჯახი და ერთი შვილი რომ მაინც მყავდეს. თუმცა, ესეც ღმერთის ნებაა.
– შენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, მოგზაურობა გიყვარს.
– ვარ მოგზაურობის ნარკომანი. არასდროს გამისინჯავს არანაირი ნარკოტიკი. ჩემი ნარკოტიკი თვითმფრინავია. ბევრი პილოტი მეგობარი მყავს. ერთი პერიოდი, ფრენის მეშინოდა, მაგრამ ახლა, ყველაფერი ვიცი, რა შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცე. ბოლოს, ერთი მფრინავი რომ გავიცანი, მითხრა, შენგან კარგი პილოტი დადგება. 2 წელი ისწავლე და თავისუფლად შეძლებ თვითმფრინავის მართვასო. თუმცა, ეს პროფესია ამ ეტაპზე არ მინდა (იცინის).
– საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?
– 3-4 წელი ნამდვილად არ მინდა, ვერ ვხედავ ჩემს თავს. ოთხი უნივერსიტეტი მექნება ზაფხულში დამთავრებული და სად გამოვიყენო ეს განათლება? ჩამოვედი კარგი, მაგრამ რა გავაკეთო?!
– პოლიტიკაში წასვლას ხომ არ გეგმავ?
– პოლიტიკაში არ ვაპირებ, ძალიან შორს ვარ პოლიტიკისგან, მაგრამ მომწონს პრეზიდენტის პოსტი. ყველა ქვეყნის პოლიტიკა ბინძური და დიდი თამაშია. თუმცა, პრეზიდენტს ისეთი კარგი ფუნქციები აქვს, რომ მომწონს. ვისურვებდი პრეზიდენტობას. თუმცა, ამაზე არ ვმუშაობ. პოლიტიკაში მხოლოდ ამ განხრით წავალ, თორემ პარლამენტარობა ნამდვილად არ მინდა.
скачать dle 11.3