კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ლუსი ბაბაიანი – წარმატებული დიზაინერი, რომლის კაბებით ნიუ-იორკის მოდის კვირეულს ცნობილი ადამიანები ხსნიან და რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეროვნული სამოსის გაცოცხლებას გეგმავს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი



ლუსინე ბაბაიანი დღეს ამერიკაში მოღვაწე დიზაინერია, რომელმაც თავისი წარმატებული კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. მან წლების განმავლობაში საფრანგეთში, ბელგიაში, სომხეთში, საქართველოში არაერთი ჩვენება, პერფორმანსი მოაწყო. მისი ყოველი გამოჩენა მოდის მოყვარულებში დიდ მოწონებასა და აღფრთოვანებას იმსახურებს. ლუსის შექმნილ სამოსს არაერთი ცნობილი პიროვნება ატარებს. ის უკვე ბევრ ქვეყანაშია პოპულარული და წარმატებული. ცოტა ხნის წინ, ლუსიმ ნიუ-იორკში Couture Fashion Week-ზე წარადგინა თავისი ულამაზესი, დახვეწილი, სექსუალური კოლექცია. ჩვენებამ მოდის კრიტიკოსების, ბაიერების მოწონება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა. მან არაერთი საინტერესო შემოთავაზება მიიღო. მის მიერ შექმნილი ულამაზესი კაბით გახსნა მოდის კვირეული პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა, ნინი წიკლაურმა. ასევე, მისი სამოსით იწონებდნენ თავს ცნობილი მოდელები. ამერიკაში ლუსინე მოდის კვირეულებზე, როგორც მოხალისე, ისე გამოდის და ის ამაში არანაირ ანაზღაურებას არ იღებს. მას ურთიერთობა აქვს ამერიკაში არსებულ ქართულ ცენტრებთან, აკეთებს მათთვის კოსტიუმების ულამაზეს დიზაინს, სადაც ტრადიციულ და ევროპულ მოდელებს აერთიანებს. ამიტომაც, მისი ნამუშევრები მუდმივად იმსახურებს მოწონებასა და აღფრთოვანებას.
ლუსინე ბაბაიანი:
დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ერევანში. დედა მკერავი იყო და მთელი ბავშვობა ვუყურებდი, როგორ ქმნიდა ულამაზესი ქსოვილებისგან მშვენიერ კაბებს. ყოველთვის მიყვარდა ხატვა და ჩემს დახატულ ყველა გოგონას სადედოფლო კაბა ეცვა. ჩემი ასაკის ბავშვები თუ ერთობოდნენ  სათამაშოებით, ჩემი გართობა და სათამაშო იყო: ნემსი, ძაფი, ქსოვილები და თოჯინები ჩემი შექმნილი კაბებით. ჩემი პირველი ნამუშევარი გახლდათ კაბა, რომელიც სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის შევიკერე. ყველა გაოცებული დარჩა, ძალიან მოეწონათ და იმავდროულად, გაუკვირდათ, რომ ჩემი შეკერილი იყო. შემდეგ ჩემს შვილს, ნონას შევუკერე თეთრეული, რომელსაც სხვადასხვა ორნამენტები ჰქონდა და ყველაფერი ხელით იყო შესრულებული. ძალიან მალე, საცხოვრებლად ბელგიაში გადავედი. ჩემი ნამუშევრებით არაერთი ადამიანი დაინტერესდა, მათ განსაკუთრებით მოსწონდათ ჩემი ინდივიდუალიზმი, ხელით შესრულებული ორნამენტები და ძალიან მალე გავხდი ამ სფეროში ცნობილი და წარმატებული. გარდა იმისა, რომ ჩვენებებს ვაწყობდი, ცეკვის ერთ-ერთ ცნობილ ანსამბლთან ვთანამშრომლობდი, რომელსაც გასტროლები ბელგიასა და საფრანგეთში ჰქონდა. მოცეკვავეებისა და მომღერლებისთვის სასცენო კოსტიუმებს ვქმნიდი. შემდეგ გავიცანი ადამიანი, რომელიც დაინტერესდა ჩემი ნამუშევრებით და შემომთავაზა, საფრანგეთში ერთად გაგვეხსნა ატელიე.  ძალიან მალე, პარიზთან ახლოს (Ville De Meudon) გავხსენით ჩვენი ატელიე – მოდის სახლი, რომელსაც 2004 წლიდან 2009 წლამდე ვამუშავებდით,
ვქმნიდით სამოსს და ძალიან მალე გავხდით პოპულარულები. ამ ხნის განმავლობაში გვქონდა რამდენიმე ჩვენება სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დახურულ ღონისძიებაზე, რომელსაც ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. მონაწილეობა მივიღეთ პარიზისა და ბელგიის მოდის კვირეულების შოუ-რუმებზე, სადაც ჩვენი სამოსით არაერთი ცნობილი ადამიანი, ბაიერი დაინტერესდა. გამოხმაურება და შეფასებები სულ დადებითი იყო.
– როგორც ჩემთვის ცნობილია, სომხეთსა და საქართველოშიც მოღვაწეობდით.
– 2010 წელს, როგორც უკვე შემდგარმა დიზაინერმა გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი ერევანში, სადაც ჩემი ნამუშევრების მიმართ მუდმივად უდიდესი ინტერესი იყო. ყოველთვის მსურდა მემუშავა ძველ, ეროვნულ სამოსზე და მისთვის ახალი სახე მიმეცა. ერევანში მუშაობისას ავიხდინე უდიდესი ოცნება, სურვილი: დავიწყე ეროვნული სამოსის შექმნა. მალევე მოვაწყვე ჩვენება, სახელწოდებით – „სამეფო ჩვენება,“ რასაც საზოგადოებაში  დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ჩემზე დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ. ბევრი ცნობილი, წარმატებული ადამიანი ესწრებოდა ჩვენებას,  მათ შორის დიზიანერები სომხეთიდან: Lilit Meliqyan, Hasmik Abrahamyan, Ani Manukyan, Varda Martirosyan, Faina Harutunyan და Anahit Simonyan. ასევე ჩემი კოლეგები საქართველოდან: ავთანდილ ცქვიტინიძე, თინათინ მაღალაშვილი, ფატუნა ბუშიჰედი. რადგან საქართველოში ჩემ მიმართ დიდი ინტერესი იყო, ამიტომ გადავწყვიტე, მომავალ წელს თბილისში გამეკეთებინა ჩვენება, სადაც ძველი ქართული სამოსი ახლებური ხედვითა და დეტალებით წარვადგინე. ჩვენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ძალიან მალე, საქართველოში ჩემს სამოსზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. არაერთმა ცნობილმა მსახიობმა, მომღერალმა, პოლიტიკოსმა დამიკვეთა სამოსი, ისინი მნიშვნელოვან შეხვედრებზე, წვეულებაზე მხოლოდ ჩემი დიზიანით შექმნილ სამოსს იცვამდნენ. მეც მათთვის დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი. ხშირად მიწევდა საქართველოში ყოფნა, მუშაობა და ჩვენების მოწყობა. სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, დავიდ მუზაშვილი. ჩვენ 2014 წლიდან ერთად ვცხოვრობთ და ის მუდმივად გვერდში მიდგას.

– დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობთ და მიუხედავად მცირე დროისა, მოდის ქალაქში საზოგადოებას უკვე გააცანით თქვენი ნამუშევრები და მოწონებაც დაიმსახურეთ.
– 2017 წელს, მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით ამერიკაში. ნიუ-იორკი, მილანთან და პარიზთან ერთად, მოდის დედაქალაქია და მინდოდა, აქაური მოდის მოყვარულებისთვისაც გამეცნო ჩემი სამოსი. ის უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. სხვადასხვა ქვეყნიდან ვიღებ შეკვეთებს და მინდოდა, ამერიკელებისთვის შემი ნამუშევრები მეჩვენებინა, მონაწილეობა მიმეღო მოდის კვირეულებზე. გარდა ამისა, მივიღე ძალიან საინტერესო შემოთავაზება: დიმიტრი ჩხეიძემ, რომელიც ნიუ-იორკში რამდენიმე მოდის კვირეულის არტდირექტორია, შემომთავაზა ნიუ-იორკის მოდის კვირეულებზე  გამოსვლა.  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა ცნობილმა და წარმატებულმა მომღერალმა,  ნინი წიკლაურმა სწორედ ჩემი შექმნილი ქალური, სექსუალური კაბით გახსნა Couture Fashion Week. კაბამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის მერე შემოთავაზება მივიღე Bocca Bella Fashion Huis- პრეზიდენტისგან,  Angelo Boccadis-სა და Andres Aquino-სგან, რათა მონაწილეობა მივიღო ნიუ-იორკში სხვადასხვა მოდის კვირეულზე. ახლა ვგეგმავ ჩვენების გაკეთებას ნიუ-იორკში, რათა საზოგადოებას უკეთ გავაცნო ჩემი ნამუშევრები და დავიპყრო ის მწვერვალები, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. გარდა ამისა, ძალიან მინდა, გავაცოცხლო მსოფლიოს ყველა ქვეყნის ძველი, ტრადიციული სამოსი. თანამედროვე სული შთავბერო, ახალი შტრიხები შევმატო და საზოგადოებას მათი ისტორია, კულტურა გავაცნო.
скачать dle 11.3