კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ აღმოჩნდა ლიკა მაისურაძე „მძარცველი დედაოს“ როლში და წამოვიდა თუ არა ის ეკლესიიდან იმედგაცრუების გამო

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

„ეკლესიის დაცინვა, სასულიერო პირების აბუჩად აგდება, მათი დაკნინება და რეპუტაციის შელახვა“ – ეს და კიდევ მრავალი კომენტარი მოჰყვა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონზე ბანკის შენობაში გასაძარცვად შეჭრილ, სასულიერო პირების ფორმებში გამოწყობილი ყაჩაღების სცენას. ყაჩაღებს შორის, ერთადერთი ქალის როლს მსახიობი ლიკა მაისურაძე ასრულებს.
ლიკა მაისურაძე:
24 წლის ვარ. ახლა თეატრალურის სტუდენტი ვარ და ოქტომბრის შუა რიცხვებში ვამთავრებ სწავლას. თუმცა, თავიდან არქიტექტურულზე ვსწავლობდი. მსახიობობა ბავშვობიდანვე მინდოდა, მაგრამ პრინციპულად არასდროს დამიყენებია საკითხი, აუცილებლად მსახიობი ვიქნები-მეთქი. უბრალოდ, ყველაფერს ვუსმენდი, რაც კი თეატრალურ სამყაროს ეხებოდა. არქიტექტურულზე იმიტომ ჩავაბარე, რომ ტექნიკური აზროვნება მაქვს, თან, შემოქმედებითი ნატურა ვარ. ამიტომ, ასე თუ ისე, მაინტერესებდა ეს სფერო. თუმცა, ორ წელიწადში მივხვდი, რომ სხვა რამის კეთება უფრო გამიხარდებოდა. ამიტომ, ჩემი ბავშვობის სურვილებს დავუბრუნდი და თეატრალურში ჩავაბარე. ამ სფეროში აბსოლუტურად არავინ მყავს ოჯახიდან ან ახლობლებიდან. „ჩემი ცოლის დაქალების“ ქასთინგმენეჯერი, ეკა მჟავანაძე, სერიალამდეც მიცნობდა, ჩემი სპექტაკლი აქვს ნანახი. ერთხელაც დამირეკეს და ქასთინგზე დამიბარეს. მაგრამ, აბსოლუტურად სხვა როლზე – ზინიკო უნდა მეთამაშა. გოგო, რომელიც ერთ-ერთ მძარცველს ეპრანჭებოდა, რომლის როლიც შემდეგ სალომე ფაღავამ შეასრულა. ამ როლზე მივედი, მაგრამ შემდეგ ანანოს სცენარი წამაკითხეს და მოეწონათ. ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. ეს ჩემთვის პირველი ნამუშევარია. აქამდე ეკრანზე არ გამოვჩენილვარ. შესაბამისად, დიდი პასუხისმგებლობა მქონდა.
– შენი პერსონაჟი ნაკლებად ქალური გოგოა. შენ ჰგავხარ რამით?
– თამამი, ცოტა უხეში და ძალიან გაბრაზებული გოგოა. მე დიდად არაფრით ვგავარ. აქტიური ვარ, მაგრამ ბრაზიანი – არა. ყვირილი და ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება ჩემთვის უჩვეულოა. ის, მგონი, იმდენად გაბრაზებულია, რომ ქალურად მოქცევაზე საერთოდ აღარ ფიქრობს. მე, უბრალოდ, აგრესიული ვხდები, როცა წყობიდან გამოვდივარ (იცინის).
– დალოცვას გთხოვენ მეგობრები ამ როლის შემდეგ?
– კი, დალოცვას ძალიან ხშირად მთხოვენ (იცინის).
– თქვენ მიერ განსახიერებული როლები ბევრმა ეკლესიის დაცინვად მიიღო და უარყოფითი შეფასებაც წამოვიდა. ეს ყველაფერი, ალბათ, შენამდეც მოვიდა.
– ძირითადად, არა, იმიტომ რომ, მე სოციალურ ქსელში კომენტარებს არ ვკითხულობ. ახლობლები კი  ჩემ შესახებ ცუდ სიახლეებს არ მეუბნებიან, მინდობენ ხოლმე (იცინის). სინამდვილეში, ესენი ხომ სასულიერო პირები არ იყვნენ – გადაცმული ყაჩაღები არიან, რომლებზეც, მაქსიმუმ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ითავხედეს: პატივი არ სცეს ამ სამოსს და ქონების მოსახვეჭად გამოიყენეს.  მათ ღვთის წინაშე არ აუღიათ პასუხისმგებლობა, რომ ამ სამოსს პატივისცემით მოეპყრობოდნენ. შესაბამისად, ალბათ, ნაკლებად მოეკითხებათ.
– რეალურად, როგორი დამოკიდებულება გაქვს სარწმუნოებასთან?
– ძალიან რთული თემაა. ყველა სარწმუნოებას დიდ პატივს ვცემ, თუ ადამიანები თავად სცემენ თავს საკუთარ რწმენას. ჩემთვის მიუღებელი სარწმუნოება არ არსებობს. მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. მონათლულიც ვარ და მამაოც მყავს. ეკლესიურადაც ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა – ნაკლებად. ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი, მაგრამ მოკლე პერიოდი.
– რატომ? რამე მოხდა შენს ცხოვრებაში, რამაც რწმენა დაგაკარგვინა?
– არა, ეკლესიიდან იმედგაცრუების გამო არ წამოვსულვარ. უბრალოდ, მივხვდი, რომ ეს არის ცხოვრების წესი, რომელსაც ან ბოლომდე უნდა მიჰყვე და ყველაფერი გააკეთო, ან ნაწილობრივ აქეთ-იქით ყოფნას, ჯობია, ჯერ საკუთარ თავთან ჩამოყალიბდე. მიხვდე, რა გინდა და მერე გადადგა რაიმე ნაბიჯი. ძალიან ღრმად შესული არ ვყოფილვარ საეკლესიო ცხოვრებაში, მაგრამ მიყვარდა ქადაგებაზე ყოფნა, თუ ძალიან არ ხმაურობდნენ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე.
– და როგორ მიხვედი, რამე კონკრეტული მიზეზი გქონდა თუ?
– სიმართლე რომ ვთქვა, არ მახსოვს. ეს არ იყო გააზრებული და პრინციპული გადაწყვეტილება. 12-13 წლის ვიყავი, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მაინტერესებდა, რა იყო ზიარება, მარხვა და საეკლესიო რიტუალები. მერე, უბრალოდ, ამ ყველაფრით დაინტერესებული აღარ ვიყავი. ახლა აღდგომას გავდივარ სასაფლაოზე და კვერცხს ვაგორებ. სხვათა შორის, ეს ჩემი საყვარელი დღესასწაულია (იცინის). თუ გინდა, რაღაც გწამდეს, იწამებ, თუ აღარ გინდა – არა. არაფერს არ შეუძლია, რწმენა გაგიქროს, არც მის შეუფერებელ წარმომადგენელს. პრინციპში, ამ საკითხში საშინლად არაკომპეტენტური ვარ. ამიტომ, არ მინდა, რაღაც „დასკვნები“ დავდო.
– წინასწარ არ გიფიქრია, რომ მორწმუნეები ამას დაცინვად აღიქვამდნენ? როლზე დათანხმებისას ხალხის მოსალოდნელი რეაქცია არ იყო შენთვის პრობლემა?
– ეგ საკითხი არც დამდგარა, იმიტომ რომ, ჩემთვის ეს სანახაობა ეკლესიისა და რწმენის შეურაცხყოფის კატეგორიაში არ გადიოდა. არც ჩემს საახლობლოში ყოფილა ვინმე ისეთი, ვინც ეს დაცინვად მიიღო.
– შენმა მოძღვარმა თუ გითხრა რამე? გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპატრიარქო ჩივილს აპირებს ამ სცენების გამო.
– არა, იმიტომ რომ, ჩემი მოძღვარი ძალიან დიდი ხანია, არ მინახავს და სავარაუდოდ, ვერც მიცნობდა. რაც შეეხება საპატრიარქოს, მსგავსი ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა.
– მომიყევი შენი სხვა ინტერესების შესახებ.
– მიყვარს ხატვა და მეგობრებთან ურთიერთობა. ბოლო დროს იშვიათად ვხატავ, მაგრამ იყო დრო, იმდენად ხშირად ვიყავი ამით დაკავებული, მექანიკურ ქცევაში გადამეზარდა. მაგრამ, ეს ყოფილიყოი ჩემი პროფესია, არ მიფიქრია. ეს, უბრალოდ, ჩემი სიამოვნების წყაროა.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– გათხოვილი არ ვარ, თუმცა შეყვარებული მყავს. ერთმანეთი საზაფხულო სამუშაოზე გავიცანით. აუზზე იყო წვეულება: მე წამყვანი ვიყავი, ის – დიჯეი. თავიდან მეგობრობით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, თუმცა ძალიან მალე – ორ თვეში, მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. უკვე წელიწადი და სამი თვეა, ერთად ვართ.
– შეყვარებული როგორი ხარ?
ზოგადად, ყველასთან მძიმე ხასიათი მაქვს და მათ შორის, შეყვარებულთანაც. ზოგჯერ რთული გასაძლები ვარ. ხშირად არა, მაგრამ როცა ეს მომენტი დგება, მაშინ ჩემთან მეგობრობაც ძალიან რთულია და სიყვარულიც. არ ვჩხუბობ, მაგრამ მაქვს ჩემი შეხედულებები, რომელსაც შეიძლება, თვითონაც არ ვეთანხმებოდე. გააჩნია, როგორ განწყობაზე ვარ. ამიტომაა, რომ ზოგს ჰგონია, არასდროს ვარ სერიოზული: ზოგი ფიქრობს, რომ სალი კლდე ვარ, რომელსაც დედამიწის ზურგზე არაფერი გააცინებს.
– ეს ეტაპი – როცა პოპულარობა მოიპოვე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია შენს ცხოვრებაში. რთული პერიოდების შესახებაც მოგვიყევი.
– არ მიმაჩნია, რომ პოპულარული ვარ და სიმართლე რომ ვთქვა, პოპულარობა არც მინდა. მთავარია, საჭირო ხალხმა იცოდეს, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, თორემ მსახიობისთვის პოპულარულობა საჭირო არაა. თუმცა, ეს ნამდვილად წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. რთული პერიოდი, ალბათ 90-იან წლებს, უშუქობას, უგაზობას და უყველაფრობას უკავშირდება. ეს წლები იყო ჩემთვის ფიზიკურად რთული გადასატანი, თორემ სხვა მხრივ, ტრაგიკული ცხოვრება არ მქონია.
– რაც შეეხება ოჯახს?
– სამი ძმა მყავს, უფროსი – 26 წლის და ორი უმცროსი – 16-17 წლისები. მშობლები გაშორებულები არიან. სხვათა შორის, დედა ძალიან მაქებს სერიალის გამო, მაგრამ ძალიან არგუმენტირებულად. ცდილობს, არ მაწყენინოს. მამასთან ჯერ არ დამირეკავს, მაგრამ აუცილებლად დაველაპარაკები, რადგან მისი აზრი მაინტერესებს.
скачать dle 11.3