კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

№40 რატომ არ იცოდა 8 თვის განმავლობაში მომავალი მეუღლის ვინაობა ვიქტორია კოჩეროვამ და როგორ მიუდგა მას პოლიტიკურად მომავალი მეუღლე – ბათუმის საკრებულოს დეპუტატი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

„ვიცე-მის საქართველო” ვიქტორია კოჩეროვა, რომელიც 2016 წელს „მის მსოფლიოზე“ მონაწილეობდა, ცოტა ხნის წინ გათხოვდა. მისი მეუღლე ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილია. მათი ურთიერთობა თავიდანვე საინტერესოდ განვითარდა და დღეს წყვილმა ლამაზი ოჯახი შექმნა.
ვიქტორია კოჩეროვა: ჩემი მეუღლე ლევან კინწურაშვილია, რომელიც საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი, დაახლოებით, წელიწადისა და 8 თვის წინ. ძალიან დიდი სიმპათიით განვეწყვე მის მიმართ და მალევე გავხდით შეყვარებულები, დავიწყეთ ურთიერთობა. მისი მანერებით, ადამიანური თვისებებით, გარეგნობით, მოვიხიბლე. კარგად გავუგეთ ერთმანეთს და ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა, ჩემს მოსახიბლად.
– სიურპრიზებით არ განებივრებდა?
ძალიან რომანტიკულია და სულ მანებივრებდა სიურპრიზებით. უყვარს ურთიერთობებში სიახლე, პოზიტივის შეტანა, რომ ურთიერთობა ერთფეროვანი არ იყოს. ამიტომ, ამ მხრივ სულ მანებივრებდა.
– სილამაზის კონკურსში რომ მონაწილეობდი, მაშინაც იცნობდით ერთმანეთს?

– სხვათა შორის, პირველად კონკურსზე მნახა. როგორც გავიგე, ესწრებოდა და მაშინ შემათვალიერა – თვალი დამადგა. „ავთერ ფართიზეც“ მოვიდა, მაგრამ, რომ დამინახა, მაშინ საჭიროდ არ ჩათვალა, ჩემთან მოსულიყო და უკან გაბრუნდა. შემდეგ „ფეისბუქზე“ მომწერა და დაახლოებით, 8 თვე ვმესიჯობდით, ოღონდ ისე, რომ არ ვიცოდი, ვინ იყო. სხვა, დაფარული „ექაუნტი“ ჰქონდა. არ უყვარს ფოტოების დადება და სოციალურ ქსელებში აქტიურობა.  არ ვიცი, რა მოხდა, დაფარული „ექაუნტიდან“ რომ მომწერა. მეც ვუპასუხე. ასეთი რაღაცები არ მახასიათებს და დღემდე ყველას უკვირს: როგორ უპასუხე სრულიად უცხო ადამიანსო. მეც მიკვრის, ალბათ, ბედი იყო. დაახლოებით, 8-9 თვე ისე ვმესიჯობდით „ფეისბუქზე“, არც თვითონ მყავდა ნანახი და არც მისი ფოტოები. წარმოდგენაც არ მქონდა, როგორი შეიძლება, ყოფილიყო. ვმეგობრობდით, სიმპათიაც მქონდა, ოღონდ არა ვიზუალური, არამედ პიროვნული. სახელი და გვარიც არ ვიცოდი. არც ის მომითხოვია, შენი ფოტო გამომიგზავნე-მეთქი. მერე, ერთმანეთს რომ შევხვდით და მისი თვალები დავინახე, მეტი აღარაფერი იყო საჭირო.

– დაქორწინების გადაწყვეტილება როდის მიიღეთ?
– ხელი შეყვარებულობის პერიოდიდან, ერთ წელიწადში მთხოვა, მაგრამ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო. ოჯახში მოვიდა და შემდეგ რესტორანში აღვნიშნეთ. ქორწილის გადახდას არ ვაპირებდით, ბავშვობიდან არ მინდოდა თეთრი კაბის ჩაცმა. შეიძლება, იქიდან გამომდინარე, რომ საქორწილო კაბაში ძალიან ბევრი გადაღება მქონდა – დაახლოებით 500-ჯერ ან მეტჯერ მეცვა. იმდენად ვიყავი ამხელა თეთრი კაბებით გადაღებებზე დატანჯული, რომ აღარ მინდოდა მისი ჩაცმა. შემდეგ მშობლების, მეგობრების თხოვნით, გადავწყვიტეთ გრანდიოზული ქორწილის გადახდა. კაბა „მარიონელამ“ შემიკერა და ძალიან ლამაზი გამოვიდა. „მარიაჟმა“ გააკეთა საქორწილო დიზაინი. ყველაფერი ისე მომიწყვეს, როგორც მინდოდა და როგორც ვთხოვე. ანა პატარაიამ გამიკეთა ძალიან კარგი მაკიაჟი და მშვიდად ვიყავი.
– სად გადაიხადეთ ქორწილი?
– ბათუმის „შერატონში“ გადავიხადეთ 400-კაციანი ქორწილი. სასტუმროშივე მოვემზადე, იქ მომაკითხა და შემდეგ საკათედრო ტაძარში დავიწერეთ ჯვარი. ღია ცისქვეშ ვგეგმავდით გრანდიოზული ხელმოწერის გაკეთებას, მაგრამ ამინდმა არ შეგვიწყო ხელი. ამიტომ, ისევ „შერატონში“ გავაკეთეთ. ქორწილიც იქვე გაგრძელდა. გვყავდა ცოცხალი ბენდი, ასევე ანსამბლი „ბათუმი“. მოცეკვავეებიც იყვნენ და ასევე, უმაგრესი თამადა, რომელმაც ძალიან კარგად წაიყვანა საღამო, ყველა აღფრთოვანებული იყო
და კარგად გაერთო. მე და ჩემმა მეუღლემ „ვალსი” ვიცეკვეთ. წინასწარ არ დაგვიდგამს, თუმცა დღემდე ყველა მეუბნება: იტყუები, დადგმული გქონდათო. ლევანმა მითხრა: უბრალოდ, მომენდე და ყველაფერი გამოვაო და მართლაც გამოვიდა.
– რას საქმიანობს შენი მეუღლე?
– ბათუმის საკრებულოს დეპუტატია.
– აშკარად სწორი პოლიტიკა დაგეგმა შენთან ურთიერთობაში.
– ნამდვილად. დიპლომატია გამოიყენა და არა მხოლოდ. ლევანიც თბილისში ცხოვრობს და აქეთ ვაპირებთ ცხოვრებას. სამომავლოდ მინდა, ამერიკაში გავაგრძელო სწავლა. ლევანიც კარიერისტია, მისთვის განათლება უპირველესია და თანახმაა, აქ ყველაფერს დაანებოს თავი და მე გამომყვეს.
скачать dle 11.3