კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (151)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

№40 რატომ დასჭირდა ნინი ონიანს ახსნა-განმარტება იმის გამო, რომ ქალიშვილი არ გათხოვილა და ვინ დააყენა მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

ცნობილი მოდელი, მსახიობი და ტელესახე ნინი ონიანი ქმარს დაშორდა. ის და ვაჟიკო მახვილაძე 2016 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ. მათ ერთმანეთი ეგვიპტეში, გადაღებაზე გაიცნეს.  წყვილმა ქორწილიც გადაიხადა. ნინიმ გვარიც შეიცვალა და შვილი, უსაყვარლესი ლუკაც შეეძინათ. სულ მალე კი, მსახიობი საზოგადოების წინაშე ახალი საქმით წარდგება. ამ ყოველივეზე თავად ნინი გიამბობთ.
ნინი ონიანი:
ოქტომბრის დასაწყისში ვხსნი სტუდიას. ეს არის „სტუდიო ფიგურა“. იქ იქნება ტრენაჟორ-მასაჟორის დანადგარი, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი ფორმების მიღებაში. რაც მთავარია, ამ დანადგარს სამედიცინო დანიშნულებაც აქვს. პირადად მეც, მისი მეშვეობით დავიკელი 17 კილოგრამი მშობიარობის შემდეგ.
– გამოდის, რომ ბიზნესლედი ხდები.
– დიახ, ბატონო (იცინის). ცოტა კი ვღელავ, რადგან არასდროს მქონია ამ სფეროსთან შეხება. თუმცა, თავს ვართმევ. მონდომებული და მასში ჩართული ვარ თავიდან ბოლომდე. ვცდილობ, ნელ-ნელა შევეგუო ამ როლს.
– უკრაინაში ვიზიტმა როგორ ჩაიარა? რას ეხებოდა?
– უკრაინაში იყო კიევის მედიაკვირეული, რომელიც ყოველ წელს ტარდება. მასზე დასასწრებად მსოფლიო მასშტაბით ჩამოდიან, არა მხოლოდ, მედიის წარმომადგენლები, არამედ კინოინდუსტრიისაც. ტარდება სემინარები კინოსთან, პროდიუსინგთან დაკავშირებით. მე მაინტერესებდა, რაც კინოს ეხებოდა. გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი, პროდიუსერები და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
– რაც დედა გახდი, ბევრად აქტიური ცხოვრება დაიწყე...
–  სულ აქტიური ვიყავი. ორსულობის პერიოდში გავხდი პასიური.  ბავშვის გაჩენის მერე,  ერთი თვე დამჭირდა, რომ ფორმაში ჩავმდგარიყავი, აზრზე მოვსულიყავი და დედობას შევგუებოდი. შემდეგ უკვე აქტიურად დავიწყე ჩემს საქმეებზე ფიქრი. ჩემი გასაკეთებელი მე უნდა გავაკეთო, ამიტომ ისევ ჩავები ყველაფერში.
– გაგიჭირდა ფორმაში ჩადგომა?
– არ გამჭირვებია, 15 კილო მოვიმატე ორსულობის პერიოდში და 3 თვეში, დავიკელი 17, ისე, რომ, არც მიდიეტია და არც მიშიმშილია. ერთადერთი, რაც გავაკეთე, ცომეული ამოვიღე რაციონიდან. ვარჯიშიც დამეხმარა, ტონუსში რომ მომეყვანა სხეული და გავმკრივებულიყავი.
– როგორია დედობა?
– დედობას არ ვიცი, სიტყვებით როგორ აღვწერ - ძალიან ამაღელვებელი გრძნობაა. საოცრად დიდი  პასუხისმგებლობაა. სადაც არ უნდა ვიყო, რომელ კუთხეშიც – რომ გავიგო, ჩემს შვილს  სიცხე აქვს, ეგრევე დავჯდები პირველივე რეისზე და გამოვიქცევი სახლში. ენით გადმოუცემელი სიყვარულია.
– უკვე გააცნობიერე, რომ  დედა ხარ, თუ ისევ შეგუების მომენტი გაქვს?
– რომ ამბობენ,  ხელში დავიჭირე თუ არა ბავშვი, მაშინვე ვიგრძენი დედობაო, ეგეთი რამ არ მქონია. ტყუილს ვერ ვიტყვი. ინსტინქტის დონეზე, რა თქმა უნდა, იყო მსგავსი რამ. უფრო მეტიც, მთელი ერთი თვე ხელიდან არ გამიშვია ბავშვი. დედაჩემი მეხვეწებოდა, დაიძინე, ახლა მე მეყოლებაო. პირველი  თვე ჩაბღაუჭებული ვიყავი და ერთი ღამე არ გასულა ისე, რომ არ გამეთენებინა. რაც შეეხება განსაკუთრებულ გრძნობებსა და ემოციებს, ეს ნელ-ნელა მოდის და დარწმუნებული ვარ, ჯერ ბოლომდე არც მოსულა. ჩემი შვილი 4 თვის ხდება და მაინც ვფიქრობ, რომ ეს  ყველაფერი არ არის – წინ კიდევ, ბევრი რამ მელოდება.
– შეცვალა ლუკას დაბადებამ შენი ცხოვრება?
შეცვალა არა,  თავდაყირა დააყენა ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. უფრო მონდომებული გავხდი, მეტი შემართება მაქვს ყველაფრის მიმართ, მოტივირებული და გამოცოცხლებული ვარ.  ვცდილობ, ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გავაკეთო, რათა, მე და ჩემს შვილს, რაც შეიძლება, კარგი მომავალი გვქონდეს.
– ვინ გეხმარება ბავშვის აღზრდაში?
– დედაჩემი, ჩემი დედამთილი და მამამთილი. მთელი ოჯახი ჩართულია ამ პროცესში. ბებია და ბაბუა ლუკას მამის მხრიდან, ძალიან მეხმარებიან. უვლიან ბავშვს და ზედ გადაყოლილები არიან. ასევეა, დედაჩემიც. მე, დილით რომ გავდივარ, ფაქტობრივად, ღამე შევდივარ სახლში. შუადღით, თუ შემოვირბენ, ხოლმე, რომ ბავშვს დავხედო და ისევ გავრბივარ.
– როგორ ართმევ თავს ამ ყოველივეს? არ იღლები?
– ძალიან რთულია, წარმოიდგინე, მთელ ღამეს ვათენებ. როცა ჭამის შუალედი აქვს, მაშინაც ვერ ვიძინებ, რადგან მეშინია, ცუდად არ დაწვეს. უკვე გაიზარდა და გამაიმუნდა, ისწავლა გადაბრუნება-გადმობრუნება. ამიტომ, სულ ფხიზლად ვარ. დილით 9 საათიდან  გავდივარ და საქმეებს ვაგვარებ. მოტივაცია მაქვს იმხელა, რომ მართლა ვართმევ თავს ყველაფერს. თან, ჯერ ახალგაზრდა ვარ და ჩემი ენერგიაც ხელს მიწყობს.
– რთული მშობიარობა გქონდა?
– კი, გამიჭირდა. 14 საათი ვმშობიარობდი. სამშობიაროდ რომ შევედი, ჩემს მერე შემოვიდა გოგონა, რომელმაც 4 საათში გააჩინა და თავს ბედნიერად  გრძნობდა. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ფიზიოლოგიურად უნდა გამეჩინა. არანაირი შიში არ მქონია და არ მეგონა, ასე თუ გამიჭირდებოდა, რადგან არ მქონდა ამის არანაირი წინაპირობა. თუმცა, მერე, როგორც მითხრეს, პირველი  ბავშვის გაჩენა უფრო რთულია, ვიდრე მეორის. მეც, ცოტა ვიჭირვეულე და მტკივნეულად გადავიტანე.
– როგორი დედა ხარ?
–  ფეთიანი დედა არ ვარ. ყველა მეუბნებოდა, ნახავ, თუ არ დაფეთდებიო და ასე შემდეგ. ყოველგვარი პანიკისა და ისტერიკის გარეშე ვზრდი შვილს, არც ზედმეტად ვაცმევ. ერთი ძაღლი მყავს და ორი კატა სახლში. სამი დღის იყო ჩემი შვილი, რომ მოვიყვანე და მათთან ერთად იზრდება.
– ჭირვეული ბავშვია?
– არა, მაგაშიც გამიმართლა. ძალიან  კარგი ხასიათისაა. თუ არ შია ან რაიმე არ აწუხებს, არ არსებობს, იტიროს. თუ ღვიძავს, სულ იცინის. ერთ რაღაცას ეტყვი და კვდება სიცილით ისე  ხარხარებს.  კეთილი ბავშვია.
– ვის ჰგავს?
– მამას ჰგავს. თავიდან მგავდა, მაგრამ ახლა მამას დაემსგავსა. მე ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში. მამამისი კი ამბობს, მე არ მგავსო, მაგრამ ფაქტია, რომ ჰგავს (იცინის).
– მართალია, რომ ქმარს გაშორდი?
– კი, ქმარს გავშორდი, მაგრამ ამ თემაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. მიზეზებზე არც ახლა ვისაუბრებ და არც არასდროს. არავის საქმე არ არის, სხვის პირად ცხოვრებაში რა ხდება.
– ყოფილ მამამთილთან და დედამთილთან, როგორც ჩანს, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნე.
– არაფერი შეუცვლია ჩვენ დაშორებას მათთან ურთიერთობაში. მაქსიმალურად მეხმარებიან. ორივე მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. მათაც ძალიან ვუყვარავ. ჩვენ შორის რა მოხდა, ეს ჩვენი პრობლემაა და რატომ უნდა აისახოს მშობლებზე?!
– სოციალურ ქსელში თითქოს აგრესია წამოვიდა შენ მიმართ.
– 9 თვე ხომ შესვენება მქონდა, ჰოდა, აქტიური ფაზა რომ დამეწყო, ისევ წამოვიდა შეტევა ხალხისგან. არ ვიცი, საქართველოში რატომ არის ეს ტენდენცია, მაგრამ, როცა დაინახავენ, რომ ვიღაც თავს კარგად გრძნობს, აუცილებლად ცდილობენ, რაღაც დაუშაონ. ამაზე რამდენჯერმე ვუპასუხე. ეს როგორც ადრე იყო, ისე გრძელდება დღესაც.
– იმის ახსნა-განმარტება რატომ დაგჭირდა, რომ ქალიშვილი არ გათხოვილხარ?
–  იმიტომ, რომ საშინელი კომენტარები წავიკითხე, ქმარს რომ გავშორდი იმ თემაზე. თურმე, აგენტი ვარ (იცინის). ნახევრად ირონიულად იყო ჩემი სტატუსი დაწერილი. ცნობისმოყვარე ადამიანები ძალიან შემაწუხებლები არიან. მათ გავაგებინე, რომ ასე იყო. პირდაპირობა კიდევ უკვირთ და ხმას ვეღარ იღებენ ხოლმე. იმის მერე, არავის არაფერი არ უთქვამს,  ანუ გაჭრა.
– ეს ქორწინება შეცდომა იყო?
– არა, რას ამბობ! როგორ უნდა ვთქვა, რომ შეცდომა იყო, როცა ანგელოზვით შვილი მყავს, ან რას უნდა ვნანობდე?! შანსი რომ მქონდეს, საერთოდ არაფერს შევცვლიდი.


скачать dle 11.3