კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

№40 რა შეთქმულება მოუწყო მზია ორველაშვილს მომავალმა მეუღლემ – ტატო ხანთაძემ და როგორ მიიყვანა ის გათხოვების გადაწყვეტილებამდე

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ცოტა ხნის წინ მოცეკვავე მზია ორველაშვილი გათხოვდა. მისი რჩეული ასევე მოცეკვავე, ტატო ხანთაძეა. მათ ერთმანეთი გაზაფხულზე გაიცნეს, დამეგობრდნენ და ზაფხულის მიწურულს ერთად ყოფნა გადაწყვიტეს. მომავალში ისინი ოფიციალურად დაქორწინებასაც გეგმავენ.
მზია ორველაშვილი: ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთე შოუ-ბალეტი „ბლექ დაიმონდ“. რეპეტიცია გვქონდა. რაღაც ნივთი მჭირდებოდა, ვისაც ვკითხე, არავის აღმოაჩნდა. ამ დროს დავინახე ბიჭი, რომელიც თავისთვის იჯდა: დავუძახე, ხელი დავუქნიე, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია. ბოლოს ტაში დავუკარი და გამომხედა. ვანიშნე, ჩამოდი-მეთქი. ჩამოვიდა და აღმოაჩნდა ის ნივთი, რაც მჭირდებოდა. შოუში კიდევ ერთი ბიჭი გვჭირდებოდა, თუმცა არც კი ვიცოდი, მოცეკვავე რომ იყო. იქვე იჯდა და გვიყურებდა. შემდეგ წავიდა, გამოიცვალა და დაიწყო ცეკვა. მოგვეწონა მისი ცეკვა და შევთავაზე: არ გინდა, ჩვენს შოუ-ბალეტში იცეკვო-მეთქი. არა, არ მაინტერესებს, მუხლზე ოპერაცია გავიკეთე, ვვარჯიშობ და ჩემს ცეკვის ანსამბლს უნდა შევუერთდეო.
ტატო ხანთაძე: ეს დარბაზი ანსამბლ „სეუს“ ეკუთვნის. არც ვიცოდი, აქ თუ ვინმე დამხვდებოდა. სავარჯიშოდ მივედი და რომ დავინახე ესენი, ჩემთვის დავჯექი. რა თქმა უნდა, ვიცანი, თუმცა იმ დროს არანაირი რეაქცია არ მქონია. ველოდებოდი, როდის დაასრულებდნენ რეპეტიციას. რომ აღარ დაამთავრეს, დავიწყე ვარჯიში. რაც შეეხება შემოთავაზებას, არანაირი სურვილი არ მქონია, ქართულ ცეკვაზე ვფიქრობდი, გასტროლზე და მინდოდა, ფორმაში ჩავმდგარიყავი. მე-4 დღეს ისევ გამიმეორა კითხვა, გადავწყვიტე: რატომაც არა.
– მკაცრი იყო შენ მიმართ?
მზია: არა, ტატოს მიმართ არ ვყოფილვარ მკაცრი. სულ მაგაზე მეჩხუბებოდა: მზიკო, ძალიან რბილად იქცევი, ასე არ შეიძლებაო. სულ შენიშვნას მაძლევდა ამის გამო.
ტატო: ბოლოს ძალიან ახლოს ვიყავით, ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით. ივნისში მზიკოს ბათუმში მოუწია კონკურსზე წასვლა, თავისი ბავშვები წაიყვანა. ერთ დღესაც ჩემმა მეგობარმა მითხრა: ტატო, მოდი, მზიკოსთან წავიდეთო. წავიდეთ-მეთქი და მოკლედ, შუაღამეს წავედით. ერთ-ერთ ბავშვს შევუთანხმდით, დილით რომ დაგირეკავთ, გვითხარი, სად მოვიდეთ, მზიკოს არაფერი უთხრა, სიურპრიზს მოვუწყობთო. მოკლედ, შეთქმულება მოვუწყვეთ. დილით ადრე დავადექით თავზე, ხელი მოვკიდე: ადექი-მეთქი და რომ დაგვინახა, საშინელი ისტერიკა დაემართა, კანკალებდა. რადგან ბათუმელი ვარ, გადავწყვიტე, მეც დავრჩენილიყავი.  ერთ დღესაც ზღვის პირას ვისხედით მე, მზიკო და მისი მეგობარი. მზიკო ცოტა ხნით გავიდა და მისი მეგობარი მეკითხება: ტატო, მზიკოს მიმართ რას გრძნობ, გიყვარსო.
მზია: რადგან სულ ერთად ვიყავით, ყველა მაგას გვეკითხებოდა. გვეუბნებოდნენ: თავს მოვიჭრით, ბოლოს თქვენ ერთად თუ არ იქნებით, ერთმანეთი მოგწონთო.
ტატო: ეს რომ მითხრა, ცოტა გავბრაზდი: რატომ მეკითხება, ამას ჰგონია, რომ რაღაცებს ვმალავ-მეთქი და ვუპასუხე: მიყვარს, როგორც მეგობარი და პატივს ვცემ-მეთქი. შემდეგ მე გავედი, მზიკო მოვიდა და მათ შორის საუბარი გაიმართა. რომ დავბრუნდი, მზიკო სხვა თვალით მიყურებდა, რაღაც სიცივე ვიგრძენი მისგან. თუმცა, იმ მომენტში ამით არ დავინტერესებულვარ. როგორც მერე გავიგე, მზიკოსთვის უთქვამს: როგორ გადაგირევია ეს ბიჭი, სიგიჟემდე უყვარხარო და მზიკოს ის მომენტი „გაუტყდა“, მე რატომ არ მეუბნება, სხვისგან რატომ ვიგებო.
მზია: ძალიან მეწყინა, გაშტერებული დავრჩი: მე რატომ არ მეუბნება-მეთქი.
– მზია, არც შენ გქონდა იმ დროს ტატოს მიმართ სხვა ემოცია?
– არა, რადგან ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით და არც ამის დრო იყო. ვერ ვიტყვი, რომ იმ პერიოდში მქონდა რამე მის მიმართ, ან შეიძლება, მქონდა და ვერ ვხვდებოდი.
ტატო: დასამალი არაფერია, მაგრამ იმ დროს არ მქონდა მის მიმართ გრძნობა.
მზია: ალბათ, არც მე. სხვა დღე, სხვა მომენტი იყო, როცა რაღაც გაგვეხსნა ერთმანეთის მიმართ.
ტატო: ამის მერე მერიდებოდა. ცდილობდა, თავი შორს დაეჭირა ჩემგან. თურმე, ცდილობს ამ მოქმედებებით რაღაც მაგრძნობინოს, მაგრამ არ გამოსდის. მე ჩემთვის ვერთობოდი.
მზია: ეს საშინლად მაღიზიანებდა: ყველამ რაღაც იცის და მე არაფერს მეუბნება-მეთქი. თან, ძალიან ყურადღებიანი ტიპია. ქართველ კაცებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ პირველად შემხვდა საქართველოში ისეთი მამაკაცი, რომელიც მომწონდა და გვერდში მედგა. ასეთი რომ იყო და უცებ ყურადღებას აღარ მაქცევდა, რაღაც მოხდა ჩემში: დავიწყე ეჭვიანობა – იქით რატომ მიდის, ქალური რაღაცები ჩაერთო. ჩემში უკვე გაიღვიძა გრძნობებმა და მინდა, აღიაროს ის, რაც ჩემს მეგობართან თქვა.
ტატო: მეოთხე დღეს საქმიან შეხვედრაზე წავედით. ბულვარში ხელი მომკიდა და გაღიზიანებული მეუბნება: შენ ასე ცუდად რომ არ მოქცეულიყავი, რომ არ გელაპარაკა რაღაც-რაღაცები, ჩვენ ერთად ვიქნებოდითო. აქ მოხდა ჩემში რაღაც საშინელება, სრული ქაოსი. დავიბენი, სკამზე დავჯექი: რა ხდება, მითხარი-მეთქი. მეუბნება: ჩემს დაქალთან გითქვამს, რომ გიყვარვარ და თუ რამე გრძნობა გაქვს, მე რატომ არ მეუბნებიო. შემდეგ შეხვედრაზე წავედი. იქიდან გამოვედი და ვუთხარი: არ მიყვარხარ, შენნმა მეგობარმა მოგატყუა, ეს მე არ მითქვამს-მეთქი. ამ სიტყვების თქმისას, რაღაც გასკდა ჩემში. საღამოს მეგობრებთან ერთად წავედით სადღაც. სულ მის სიტყვებზე ვფიქრობდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი, თითქოს არაფერი მომხდარა. ამ დროს ის მეუბნება: მაღიზიანებო. ეს „გავუტარე” და კიდევ მიმეორებს: ძალიან მაღიზიანებ, ბავშვს ვფიცავარო. მაგრად „გამიტყდა“, 2 წუთით და წავალ-მეთქი.
–  როდის გამოუტყდით ერთმანეთს გრძნობებში?
მზია: ჩინეთში წასვლის წინ. მანამდეც კი გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ ძირითადად, ერთმანეთს „ვკბენდით“ – „გველურად“ რომ ელაპარაკები.
ტატო: ჩინეთში წასვლის წინ ვეღარ გავუძელი და ვუთხარი: მიყვარხარ-მეთქი. თავადაც ანალოგიური პასუხი დამიბრუნა.
მზია: ჩინეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, ჩემებს დაელაპარაკა და მოკლედ, ასე გადავწყვიტეთ.
ტატო: ახლა ელემენტარულ პრობლემებს ვაგვარებთ და  მერე ვაპირებთ ქორწილს, როდის? – ჯერ არ ვიცით. არ ვჩქარობთ, ყველაფერი თავის დროზე იქნება.
მზია: ბევრია ისეთი, ხელს რომ გვიშლიდნენ. არ უნდოდათ ჩვენი ერთად ყოფნა, მაგრამ დავამარცხეთ.
ტატო: რადგან გათხოვილი იყო და ბავშვიანია,  ეს არ ნიშნავს, რომ ბედნიერებას არ იმსახურებს.
მზია: ერთად ძალიან ბედნიერები ვართ. ეს არის ადამიანი, რომელმაც დამანახვა, რა არის ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი მამაკაცი. ამიტომ, გავბედე და გადავდგი ეს ნაბიჯი. ვიღაცებს არ მოეწონებათ, ვიღაცებს გაუხარდებათ, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად იქნება. ცხოვრებას სუფთა თვალებით ვუყურებ. ყველაფერი ხდება: გამართლებაც, არგამართლებაც და მე მინდა, ეს ურთიერთობა ცხოვრების ბოლომდე შევინარჩუნო – ამ ადამიანთან გავატარო მთელი ჩემი ცხოვრება. ღმერთს ვევედრები, რომ ერთმანეთს ბოლომდე შეგვაბეროს.
– როგორი მეუღლეა მზია, გიმზადებს გემრიელ კერძებს?
ტატო: ყოველი მის მიერ მომზადებული კერძის შემდეგ, ზოგჯერ გასინჯულიც არ მაქვს და სუნით ვგრძნობ, როგორი გემრიელია, ხელებს ვუკოცნი. ჩვენი პირველი გადაკოცნა ჩხუბით და ხელზე სილურჯით დაიწყო.
მზია: ჩვენი ყოველი კამათი მთავრდება ღიმილით, ჩახუტებით. სახლში რომ დავიწყებთ ვითომ წაკინკლავებას, ბებიაჩემს, ჩემს ძმას უკვე ეცინებათ, რადგან ვითომ ვჩხუბობთ და თან, ვიცინით. თამაშივით გვაქვს. მიხარია, რომ ჩემს შვილთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ამანაც განაპირობა ბევრი რამ. ტატოს „მამას“ ეძახის და ესეც მამობას უწევს.

скачать dle 11.3