კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ნასვამმა მძღოლმა, მოსახვევში მანქანა ვერ დაიმორჩილა და პირდაპირ სახლში შეუვარდა გურულს. გურული გაოგნებული უყურებს. მძღოლი ეკითხება:
–  ბიძია, თბილისამდე როგორ მივიდე?
–  როგორ ბიძია და... ა, ასე გადახვალ მოკლეზე, „ჩერეზ კუხნით“.
***
პატარა მიხო, სკოლიდან მშენებლობაზე წაიყვანეს ექსკურსიაზე. მშენებლობის ხელმძღვანელი ბავშვებს ჩაფხუტების აუცილებლობასა და უსაფრთხოებაზე ესაუბრება:
– ამ რამდენიმე თვის წინ, აქ ერთი თქვენსავით პატარა და საყვარელი გოგონა იყო ექსკურსიაზე. თავზე „კასკა“ ეხურა და რომ ჩამოვარდა მაღლიდან აგური და თავში დაეცა, გაეცინა და უვნებელი წავიდა სახლში.
–  მე ვიცნობ მაგ გოგოს! – წამოიყვირა მიხომ, – ჩემს სოფელში ცხოვრობს და სულ იცინის, დღესაც „კასკით“ დადის.
***
სასამართლოში:
– თქვენ მასზე ძალა იხმარეთ?
– არანაირი ძალდატანება არ ყოფილა. ეს ყველაფერი ექსტაზში მოხდა.
– რა ექსტაზში, არ დაუჯეროთ, ბატონო მოსამართლევ! ზუსტად მახსოვს, სარდაფში მოხდა.
***
ოსს ეკითხებიან:
– კოსტა, რა მოხდება, თუ მდივანი გენერალური დირექტორისგან დაფეხმძიმდება?
– რა მოხდება და, დაიბადება გენერალური მდივანი, სენი წილიმე.
***
ორი ქალი საუბრობს:
–  როგორ მომრავლდა განქორწინებები. ამბობენ, მხოლოდ ყოველი მეათე ქორწინებაა იღბლიანიო. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
–  ვერ გეტყვით, მე ჯერ მესამე ქორწინებაში ვარ.
***
შვილი ეკითხება დედას:
– დედიკო, მამაჩემი მორცხვი კაცია?
– მორცხვია აბა რა, თორემ ახალა შენ, ხუთი წლით უფროსი იქნებოდი.
***
რაჭველ ექიმთან, შვილიშვილებმა მიიყვანეს ბაბუა. ექიმი ეკითხება:
– რა სჭირს, ბოშო, ამას?
– ვერ შარდავს.
– რამდენი წლისაა?
– ოთხმოცდაათის გახდა ახლახანს.
– ოთხმოცდაათის? გამოელია ალბათ, ქვე შენი ჭირიმე.
***
გადაპრანჭული ქალი მივიდა ვოკალის პედაგოგთან, წაიმღერა და ეკითხება:
–  შეიძლება, ჩემი მონაცემებით ოპერაში მოვხვდე?
– რა თქმა უნდა, თუ ბილეთს აიღებთ.
***
გურულმა სპექტაკლზე დააგვიანა, გიჟივით შეაღო კარი და გარბის. კორიდორში დაეწია კარისკაცი და ეუბნება:
– იცით, სპექტაკლი უკვე დაიწყო და გთხოვთ ფეხაკრეფით შეხვიდეთ.
– რავა, ძინავენ უკვე თუ?
***
ჟურნალისტი ეკითხება ქუთაისელ რესპონდენტს:
– რა მოგწონთ ქალში ყველაზე მეტად?
– რა თქმა უნდა, ენა.
– როგორი უნდა იყოს – თეთრი, წითელი, რბილი თუ?
– მოკლე!
***
სასამართლოზე, სვანს ეკითებიან:
– თქვენ მიერ გაუპატიურებულ ქალს ტყუპები შეეძინა.
– მერე, ხომ ვაღიარებ ერთს?
– ვერ გაიგე? ტყუპები შეეძინა! ორი ბავშვი.
– გასაგებია, მაგრამ მეორე ჩემი არ არის.
– ვითომ რატომ?
– მაგ ქალთან, მხოლოდ ერთხელ ვიწექი და...
***
სიდედრი მივიდა სიძესთან და ხედავს, სამზარეულოში ჭურჭელი დამტვრეულია. მიუბრუნდა სიძეს და ეკითხება:
– რა ხდება? რატომ არის ჭირჭელი დამტვრეული?
– შენი შვილი და მე ვჩხუბობდით.
– და დივანი რატომღაა ჩანგრეული?
– ვრიგდებოდით!
***
ქუთაისელმა პატრულმა გააჩერა მანქანა და მძღოლს ეკითხება:
– ვერ დაინახეთ, სიჩქარის 40 კილომეტრამდე შეზღუდვის ნიშანი?
– როგორ არა.
– აბა, რატომ მიქროდით 100 ლარით მეტი სიჩქარით?скачать dle 11.3