კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (151)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

№40 რის გამო მოიკლა თავი 41 წლის მამაკაცმა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ბოლო დღეებში, თბილისში კიდევ ერთი თვითმკვლელობა მოხდა. გასულ კვირას, სანზონაში 41 წლის მამაკაცმა, დავით უგულავამ თავი საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. გარდაცვლილი საკუთარ ბინაში, აბაზანაში იპოვეს. გასროლის დროს სახლში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც. გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული ჭრილობა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო, რომელიც უგულავას ოჯახს ჰქონდა. როგორც მისი ნაცნობები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს საკმაოდ ბევრი ვალი ჰქონდა.
დავით უგულავა თბილისის მერიის კომპანია „თბილსერვისის“ თანამშრომელი გახლდათ.
გარდაცვლილის უბნელი: საოცრად კარგი ადამინი იყო, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა და ამან მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ვეღარ გაუძლო ამდენ გაჭირვებას. მატერიალურად ძალიან უჭირდა მის ოჯახს. უამრავი ვალი ჰქონდათ. ბინა, რომელშიც ცხოვრობენ, ბანკშია ჩადებული. თვითონ ნორმალური სამსახური ჰქონდა, დასუფთავებაში მუშაობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში, თავი დაანება. გადაწყვიტა, ისრაელში წასულიყო სამუშაოდ, რომ როგორმე თავი დაეღწია ამ გაჭირვებისთვის. მაგრამ, იქ წასასვლელი ფულიც რომ არ ჰქონდა, საკუთარი ავტომობილი გაყიდა და ისე წავიდა. თუმცა, ისე მოხდა, რომ საზღვარზე არ გაატარეს ეს უბედური და უკან დააბრუნეს. წყალში ჩაეყარა ყველაფერი და ამდენი ვალით, უმანქანოდ, ბანკში ჩადებული ბინით, დარჩა ხელცარიელი. ვეღარ გაუძლო ამდენს და ფაქტია, ამის გამო მოიკლა თავი. უბედურს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში დავით უგულავას სულიერი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. ის, რომ არსებულ მდგომარეობას ძალიან განიცდიდა, კარგად ჩანს თვითმკვლელობამდე სამი დღით ადრე მის „ფეისბუქ-გვერდზე“ გაზიარებული ლექსიდან:
„სიცოცხლეში დააფასეთ,
    სიცოცხლეში გვიყვარდეს,

თორემ მკვდარს ჩვენი სიტყვები
        არაფერში არ არგებს.
სიცოცხლეში მოეფერეთ,
        სიცოცხლეში აკოცეთ,
მკვდარი უკვე ვეღარ იგრძნობს,
    შუბლზე ტუჩს რომ დაადებ”.

          
скачать dle 11.3