კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რას ემსხვერპლა ხუთი ახალგაზრდის სიცოცხლე კუკიაზე და ვინ პატრონობს ჭირისუფლის გარეშე დარჩენილ მიცვალებულებს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

გასულ კვირას, თბილისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. 27 სექტემბერს, ღამის სამ საათზე, კუკიაზე მომხდარ ავარიას ოთხი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი დღის შემდეგ გარდაცვლილების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. მეექვსე კი ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაშია.
მაკა სახურია (გარდაცვლილების მეზობელი):
ეს უბედურება ღამის სამ საათზე მოხდა. ოთხივე ბიჭი ერთ უბანში ცხოვრობდა – ძმები ტატო და დათო ხუნჯუები და ძმები სერგო და ლევან ლაშქარავები. სერგოსა და ლევანს რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალათ დედა სიმსივნით და საერთოდ, ამ ბიჭებს ძალიან ტრაგიკული ოჯახი აქვთ. რაც შეეხება ტატოს და დათოს, მათაც ახლახან გარდაეცვალათ დედა, ჯერ ორმოციც არაა გასული. მათი დედაც სიმსივნეს ემსხვერპლა. უმძიმეს მდგომარეობაში იყო და მთელი უბანი თანაუგრძნობდა. ბიჭები ამ უბანში არიან დაბადებულები და გაზრდილები. ყველასთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი ადამიანები იყვნენ. ორი არაჩვეულებრივი ოჯახი და გამორჩეული ახალგაზრდები. ოთხივე ბიჭი ერთ უბანში ცხოვრობდა. ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. ოთხივე ერთად გაიზარდა და საუბედუროდ, ერთადვე გარდაიცვალნენ. ყოველ საღამოს ძმებივით სულ ერთად იყვნენ.
– როგორ მოხდა ავარია?
– დათო, რომელიც ავარიის დროს საჭესთან იჯდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გახლდათ. ბიჭები მუშაობდნენ და დღე დედის საფლავის გასაკეთებლად ვერ იცლიდნენ. დათო ღამით მისულა უბანში მეგობრებთან დახმარების სათხოვნელად. შვიდი ბიჭი შეკრებილა და ერთ-ერთის ავტომობილით, დიდი ჯიპით წასულან სასაფლაოზე სამუშაოდ. თან, ღვინოც წაუყოლებიათ და ბოლოს, საქმეს რომ მორჩენილან, დაულევიათ. ცაიშის ქუჩა, რომელიც მათ უნდა გამოევლოთ, დაღმართია და ღამის საათებში თითქმის სულ თავისუფალია. იქ დიდი მოძრაობა არ არის. თან, მათი უბანი იყო და როგორც ჩანს, გათამამდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფები. დაღმართზე დიდი სიჩქარით წამოსულან და ჭადრის ხეს შეჯახებიან. ავარია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სამი ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა, მეოთხემ საავადმყოფომდე ვერ მიაღწია და გზაში დაიღუპა. მეხუთე – მიშა, რომელსაც ავტომობილი ეკუთვნოდა, უმძიმეს მდგომარეობაშია. ღმერთმა ქნას, გადარჩეს. მიშა ძალიან ცუდადაა. თავის ქალა გადაუხსნეს და ძალიან ბევრი ოპერაცია გაუკეთეს. უმძიმესი მდგომარეობა აქვს. მთელი უბანი მისი სიცოცხლისთვის ვლოცულობთ. სამი შვილის მამაა, პატარა ბავშვები ჰყავს. ხელოსანია, დღე და ღამე მუშაობდა, რომ ოჯახისთვის არაფერი მოეკლო და იმედია, გამოჯანმრთელდება.
– ლაშქარავებზე თქვით, ისედაც ტრაგიკული ოჯახი აქვთო. რას გულისხმობდით?
– გაჭირვებაში გაზრდილი, უკეთილშობილესი ბიჭები იყვნენ. ხალასი, გულღია ახალგაზრდები 35 წლამდე. დედა ცუდად რომ გახდა, თვითონ უვლიდნენ. მამა წლების წინ გარდაეცვალათ. დედამ დიდი გაჭირვებითა და ტანჯვა-წამებით გაზარდა სამი შვილი უმამოდ. მკერავი იყო და ამით ირჩენდა თავს. მერე, ბიჭები რომ წამოიზარდნენ, მუშაობა დაიწყეს და დედას ეხმარებოდნენ. უფროსი ბიჭი ბოლო პერიოდში საქართველოში არ იყო. რუსეთში წავიდა სამუშაოდ. ოჯახში ორი გოგონა ეზრდებათ. უფროსი ბიჭის – გოგიტასა და ლევანის (ერთ-ერთი გარდაცვლილი) ქალიშვილები. თუმცა, დედა არცერთს არ ჰყავთ. გოგიტას მეუღლე ავადმყოფობს, როგორც ვიცი, ფსიქიური პრობლემები აქვს და ერთმანეთს დაშორებულები არიან. თავად გოგიტა კი, როგორც გითხარით, რუსეთშია წასული. რაც შეეხება ლევანს, მის ყოფილ მეუღლეს ახლა სხვა ოჯახი აქვს. გათხოვდა, ბავშვი მამას დაუტოვა და ახლა შვილთან ურთიერთობა არ აქვს.
– რამხელები არიან ბავშვები?
– პატარები არიან. მეხუთე-მეშვიდე კლასში სწავლობენ. აქამდე ბებია, მამა და ბიძა ზრდიდნენ. ხელმოკლე ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ ბიჭები თავს არ ზოგავდნენ. ხან სად მუშაობდნენ და ხან სად. მაგრამ, ცოტა ხნის წინ ბებია, ახლა კი მამა და ბიძაც გარდაეცვალათ და ოჯახში ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს. ორი ახალგაზრდა მიცვალებულია და დამტირებელი არავინ ჰყავთ. ტრაგიკულად დაღუპულ ძმებს ჭირისუფალი არ ჰყავთ. ბავშვები შოკში არიან, სულ მარტო დარჩნენ. ჯერ ბებიის გარდაცვალება ძლივს გადაატანინეს და გამოიყვანეს მდგომარეობიდან. მათთვის ხომ ის მარტო ბებია არ იყო, დედა იყო, რომელმაც გაზარდა. ახლა მამა და ბიძაც გამოეცალათ ხელიდან და საშინელება ხდება მათ თავს. დედები მათ არ ჰყავთ, ახლა აღარც მამებიც და უმძიმეს მდგომარეობაში დარჩნენ ბავშვები. ბებიის სიკვდილის შემდეგ, ბიძა – სერგო (ერთ-ერთი გარდაცვლილი) საჭმელს თავის ხელით უმზადებდა მათ და ყველანაირად უვლიდა. ბავშვები მაღაზიაში პროდუქტებს რომ ყიდულობდნენ, ამბობდნენ, ახლა სერგო ბიძია მოგვიმზადებს სადილსო. ცოტა ხნის წინ მიიყვანეს ბავშვები სახლში და მამისა და ბიძის ცხედრებს ვერ აშორებდნენ. სასწრაფო სასწრაფოზე მოჰყავთ, ისეთ დღეში არიან.
– თვითონ სერგი არ იყო დაქორწინებული?
 – თვითონ საცოლე ჰყავდა. ძალიან დიდი ხანი იყვნენ შეყვარებულები, მაგრამ ცოლად ვერ მოჰყავდა. იმიტომ რომ, ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდნენ. თუმცა, ახლა დიდი იმედი ჰქონდათ. ის ზონა, სადაც ამ ბიჭების სახლი დგას, უნდა დაანგრიონ და დიდი, საცხოვრებელი კორპუსის აშენებას აპირებენ. მართალია, მათ ოჯახს, პატარა და ღარიბული სახლი აქვს, მაგრამ საკმაოდ დიდი ეზოს პატრონები არიან და ამიტომ როცა მრავალსართულიანი სახლი აშენდებოდა, ისინიც მიიღებდნენ მასში ბინას. დიდი იმედითა და სიხარულით ელოდნენ ამ დღეს, მაგრამ ამ საშინელმა ტრაგედიამ სიცოცხლე მოუსწრაფათ. მათი წასვლა აუტანლად მტკივნეულია, ბავშვებს ამქვეყნად აღარავინ ჰყავთ.
– ერთ-ერთის მამა ხომ ცოცხალია, რუსეთში ცხოვრობსო, რომ აღნიშნეთ?
– ერთ-ერთის მამა კი ცოცხალია, მაგრამ როგორც გითხარით, რუსეთშია და ამბობენ, იქიდან ვერ წამოვაო. ახლა კი აპირებს ჩამოსვლას, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოახერხებს. როგორც გავიგე, იქ ოჯახიც ჰყავს და ახლა შვილიც ეყოლა. რეალურად, სერგოსა და ლევანს დამმარხველი არ ჰყავთ. უბანი ტრიალებს და ყველაფერს მეზობლები აკეთებენ. ხალხი თავდახრილი და განადგურებული დადის. ყველას თვალწინ გაზრდილი უსაყვარლესი ბიჭები იყვნენ.
– არავინ ჰყავთ ახლობელი, ნათესავი, რომ ბავშვებს გვერდში დაუდგნენ?
– როგორ არა, ნათესავები ჰყავთ. ახლაც ძალიან ახლო მეგობრის მეუღლეს უთქვამს, სამი შვილი მყავს, ამ გოგოებსაც წავიყვან და დედობას გავუწევო.
– მეორე ოჯახზე რას იტყვით, რომელმაც ასევე, ორი ძმა დაკარგა.
– ისინი წარმოშობით სამეგრელოდან არიან. ოთხი და-ძმანი იყვნენ. ორი ქალიშვილი და ორი ბიჭი. ძმები ამ საშინელი ავარიის გამო დაიღუპნენ: ტატო და დათო. ისინი კარგ პირობებში ცხოვრობდნენ. ოთხივე შვილს ასწავლეს, კარგი ოჯახი ჰქონდათ. ეს ბიჭები უსაყვარლესები იყვნენ. მათზე წარსულ დროში ლაპარაკი ტანჯვაა. ტატო განსაკუთრებით მგრძნობიარე იყო. ტატო ბარათაშვილს მაგონებდა თავისი ბუნებით. სათნო და მოსიყვარულე ბიჭი – 30 წლამდე იქნებოდა, დათო – 35-ამდე. ცოლ-შვილი არცერთს არ ჰყავდა. ერთი და ჰყავთ გათხოვილი, წარმატებული კარიერა აქვს. მეორე და გასათხოვარია. როგორც ვიცი, ტატოს საცოლე ჰყავდა და მალე დაქორწინებასაც აპირებდა. მაგრამ, ბოლო დროს განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდა. თურმე, სულ იმას იმეორებდა მალე მოვკვდებიო. არ ვიცი, რატომ. როგორც ჩანს, რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა, თორემ ჯანმრთელ ბიჭს სასიკვდილო რა სჭირდა?!.
მათი დედა დიდხანს ავადმყოფობდა. უნდა გენახათ, როგორ უვლიდნენ, არაფერს აკლებდნენ, ხელის გულზე ჰყავდათ. ის საწყალი ქალი სიკვდილის წინ ამბობდა, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილები მყავსო. მართლა ბედნიერი ყოფილა, რომ მისი შვილების ასეთ უბედურებას ვერ მოესწრო. მამა ისეთ დღეშია, გული გაგისკდებათ. საწყალი კაცი ტირის, მე ჩამაწვინეთ იმ კუბოში, როგორ უნდა ვიცოცხლო ორი შვილის სიკვდილის შემდეგო?! ორი ანგელოზივით ბიჭი დაკარგა.
ავარიიდან ერთი დღის შემდეგ, გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი ბიჭი, რომელიც ტატო და დათო ხუნჯუებს, დედის საფლავის გაკეთებაში ეხმარებოდა. საერთო ჯამში, შვიდი ბიჭიდან, ხუთი დაიღუპა, ერთი უმძიმეს მდგომარეობაშია და მხოლოდ ერთის სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რუსეთიდან დაბრუნდა სერგო და ლევან ლაშქარავების ძმა – გოგიტა ლაშქარავა.
скачать dle 11.3