კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რა იხილა შვიდდღიან კომაში ყოფნისას არქიმანდრიტმა ანთიმოზმა და ვინ იყო ქალი, რომლის გამოც მან ცოლი არ შეირთო

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი შვიდი დღე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის უკვე სახლშია და თავს სტაბილურად გრძნობს. რატომ ჩავარდა კომაში მამა ანთიმოზი, რა ხილვები ჰქონდა ამ შვიდი დღის განმავლობაში და როგორ დაუბრუნა ამ ავადმყოფობამ სიცოცხლის ხალისი, ინტერვიუდან შეიტყობთ.
არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი:
ჩემი მეგობარი კანონიერი ქურდი პაატა თვალჭრელიძე ჩამოასვენეს. ძალიან განვიცადე ეს ამბავი. იქ ვტრიალებდი,  მერე სხვა ნერვიულობაც მქონდა, ხმამაღალი საუბრები. საჭმელი არ მიჭამია, სტრესი მივიღე. 11 სექტემბერს გავხდი ცუდად.  წინა დღეს დასაფლავება იყო.  საჭესთნ ვიჯექი და უცებ გონება დავკარგე, გავითიშე. კიდევ კარგი, მეგობართან ერთად ვიყავი, მან გააჩერა მანქანა, თორემ დავიმტვრეოდი კიდეც. რეანიმაციაში წამიყვანეს გონდაკარგული. რასაც ვწუხვარ, ის არის, რომ ოცდახუთი წლის შემდეგ თმა შემჭრეს და წვერი გამპარსეს. გაირკვა, რომ უეცრად შაქარი დავარდა, რასაც სტრესი იწვევს და ამან გამოიწვია კომა. შაქარს არასდროს შევუწუხებივარ. შვიდი დღე ვიყავი კომაში და მადლობა ღმერთს, ღვთისმშობლობას გამომწერეს. მეორე სართულზე, პალატაში 18 სექტემბერს მოვედი აზრზე. გავიხედე-გამოვიხედე, დარბიან ექიმები, ექთნები. ვიფიქრე, თერთმეტში რაც დამემართა, იმის ბრალია-მეთქი. ის საღამო მეგონა, შვიდი დღე თუ გათიშული ვიყავი, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ახლა სერიოზული გამოკვლევებია საჭირო, რისი ფინანსური საშუალებაც არ მაქვს. ჯერ ისევ სუსტად ვარ. პატრიარქთან ვერ მივდივარ. რომ გაიგო, ცუდად გავხდი, პირველივე დღეს გამოგზავნა მღვდლები და პარაკლისი გადამიხადეს. პატრიარქი თურმე ყოველდღე კითხულობს, როგორ ვარ.
– კომაში ყოფნის დროს ხილვები თუ გქონდათ?
– უამრავი ხილვა მქონდა, რომელსაც ადამიანის გონება ჩვენს ენაზე ვერ აღწერს. უამრავი განსხვავებული მატერია და სამყარო ვნახე. გარდაცვლილიც არ ვიყავი, რომ გარდაცვლილთა სამყაროში გადავსულიყავი. ძალიან ბევრი ულამაზესი ბუნება ვნახე, როგორიც დედამიწაზე არ არსებობს. თან, მე მიყვარს ყვავილები, ბუნება. ქაჯი და ეშმაკი სხვადასხვაა. ერთი თვე ყოველდღე „ვეფხისტყაოსანს” ვკითხულობდი, სანამ კომა მომივიდოდა. „ვეფხისტყაოსანში” რომ ქაჯებია, იმ ქაჯებითაა სავსე მზის სისტემა. ეს ცოდნა, რაც მე მქონდა, ამ შვიდ დღეში განმიმტიკცდა. სატანასა და ზევსთან პირდაპირი ურთიერთობა მანამდეც მქონდა. ბოლოს და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ სატანა ქალია. ერთი-ორჯერ გამომეცხადა კიდეც. შეიძლება, ეს ილუზიაა, აბსტრაქციაა, მაგრამ მე ვნახე, და რაც ვნახე იმას ვამბობ. არის ულამაზესი ქალბატონი, დაახლოებით ცისკრის ვარსკვლავი, ანუ ვენერაა – მიწიერი სიყვარულის, ვნების ქალღმერთი. სატანა, ეს არის ვნების მეფე. რით დაეცა ადამი და ევა? ვნებით დაეცა და მან დასცა ვნებით. გველი რატომ უნდა იყოს კაცი?  აღმოვაჩინე, რომ ქალი გაცილებით ბრძენია კაცზე. მე უკვე ვნახე და ქალების უპირატესობა ვაღიარე. ისიც ვაღიარე, რომ ევას კი არა, ადამის ბრალი იყო, რაც მოხდა. ღმერთმა დაუძახა, სად ხარ, ადამო და აი, შენ რომ ქალი გამიკეთე, იმან მაცდუნაო. გაიგე, რამხელა შეცდომას უშვებს პირველი კაცი? რამხელა სიბრიყვეს აკეთებს? ეს ვაშლის მიღებაც ვნებას ნიშნავს. მე უამრავი ხილვა მქონია – ანგელოზები ჯერ არ მინახავს, სულ ეშმაკები და ქაჯები და არც მინდა... უფალო, იქ რომ მოვალ, იქ მანახვე რა. აქ რომ ვნახო ანგელოზები, ეგრევე ხიბლში ჩავვარდები, სიმდაბლეა მთავარი. ამ სკანდალებსაც ჩემი სიმდაბლისთვის ვაკეთებ. ხალხი რომ მლანძღავს, სიმდაბლე მოდის, ერთ-ერთი ნიუანსი ეგეც არის.
– ბერიც მაგიტომ გახდით, რომ „ვნებისგან“ დაგეცვათ თავი?
– ბერობას არც ვაპირებდი. ხიდის მშენებელ-ინჟინრობა ვისწავლე, რაღაცებს ვწერდი და ვამბობდი, მწერალი უნდა გავხდე-მეთქი და ცოდნის მისაღებად ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. 1990 წელს  ნებისმიერ  ეკლესია-მონასტერს მაბარებდნენ, რომ დავთანხმებულიყავი, მაგრამ არ მინდოდა, თუ გავხდებოდი ბერი და მონასტერში ვიცხოვრებდი, თორემ მღვდლობა, ქალაქი, სულიერი შვილები – ეგ არასდროს მდომებია.  სემინარიადამთავრებულმა ხუთი წელი წითელ ხიდზე ვიმუშავე საბაჟოზე. ბერად უკვე 39 წლისა აღვიკვეცე. დიახ, ბერი იმიტომ გავხდი, რომ ზევსი, ანუ ვნება  დამემარცხებინა, რადგან ქრისტიანობის გარეშე, ვერ ვამარცხებდი. ზევსი რაც არის, იცი? რაც გინდა ვნება მოგივიდეს, უცებ უნდა „გაისწორო.” სატანა სხვა რამაა – სატანა კარგი ტიპია, მას ჩარჩოები აქვს და არ სცდება ამ ჩარჩოებს. თან, რაც აღმოვაჩინე, რომ სატანა ქალია, მას არ ვებრძვი. შინაგანი ჯენტლმენობა მაქვს, ქალებს არ ვებრძვი. სატანა ბოროტია, მაგრამ ბოროტს თავის წესები აქვს – შავია. ზევსი კი წითელია. ძალიან იშვიათად ქალი შემოვიდეს ჩემს სახლში. დამლაგებლადაც ქალი არ მომყავს. რაც უფრო შორს დაიჭერ თავს, მით უფრო ძნელად დაეცემი. კიდევ ეს მღვდლობა და მრევლი, როგორ შეიძლება, ბერს გოგონები და ქალები ჰყავდეს მრევლად? ყოვლად დაუშვებელია. ქალს ას მეტრზე არ უნდა გაეკარო ბერი და შენ იმისგან ისმინო, ლოგინში რას აკეთებს, ხომ ჭკუიდან უნდა გადახვიდე – გაგიჟდე, თუ წმიდანი ხარ?
– არასდროს გინანიათ, ამ გზას რომ დაადექით და ცოლი, შვილები არ გყავთ?
– ოცი წლიდან ისეთი ქალი მიყვარდა, არ მაძლევდა ამის უფლებას... ფრანგი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა შემიყვარდა და ისე საშინლად შემიყვარდა, ცოლი რომ მომეყვანა, იმას ერთ თვეში ვეტყოდი, სხვა მიყვარს-მეთქი, ადგებოდა და გაიქცეოდა. შორიდან მიყვარდა თუ გარედან, სიყვარული სიყვარულია.  მაგარი რომანტიკული ვიყავი. ოცი წლიდან რომ შემიყვარდა, ახლაც მიყვარს. არ მინანია, ცოლი რომ არ მოვიყვანე. თუ მოვიყვანდი ან იმას, ან არავის. რატომ ეჩვენებათ ადამიანებს შეუძლებელი – მერე რა, რომ ფრანგი მსახიობია, თუ კაცი მოინდომებ და ნორმალური ხარ, ნებისმიერ ქალს „დააბამ.” ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან...
– ეკლესიიდან რატომ წამოხვედით?
– ყველას ჰგონია, რომ იქიდან გამომაგდეს. განცხადება დავწერე: ქალბატონო შორენა, პატრიარქს შეუტანეთ, გთხოვთ, პენსიაზე გამიშვით-მეთქი. რომ შევუტანე, შორენამ თავზე კინაღამ დამახია. სამი თვის მერე მეორედ დავწერე. მეორე მიზეზი ის იყო, რასაც ახლა ყველა ვხედავთ – ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები. მე ხომ მაშინაც ვხედავდი. ოხანაშვილს ისე აუვარდა თავში, დაცვის უფროსი კი არა, პატრიარქი გახდა სრულიად საქართველოსი. ვინ ხარ, რა გინდა, შენი პატრიარქი როგორ შეარცხვინე. რას წარმოადგენ საერთოდ?! ოხანაშვილი ერთი-ორჯერ კინაღამ გავიყვანე საკურთხევლიდან, ვიფიქრე, გავხევ ცემაში-მეთქი. მაგრამ, მერე პატრიარქამდე უნდა მისულიყო ეს ამბავი და ისევ მე მომიტრიალდებოდა. ჯერ ახალაიებთან იყო, მერე „ოცნება” მოვიდა, აქეთ გადმოვიდნენ, მაგრამ ვერ გადმოვიდნენ, ეტყობა, მთლად. მამალაძესაც ვიცნობდი...  მამალაძე ისეთი ტიპი იყო, რომ იტყვიან – „ნი რიბა, ნი მიასა“...
– შეიძლება, ეკლესიაში ისევ დაბრუნდეთ?
– ამ ავადმყოფობის შემდეგ სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა. მანამდე, რაღაც ისე ვცხოვრობდი, თითქოს დრო გამყავდა. ახლა კი, ბევრი რამის გაკეთება მინდა.  ჯერ „გრიჟის” ოპერაცია უნდა გავიკეთო, მუხლებზე ართროზი მაქვს, ეს შაქარი... უნდა მივხედო თავს. ადრე არ ვხედავდი და ჰაერში ვიყავი. მიზნები მაქვს – მარტო მე არა, მთელი „ნახალოვკა” ვაშენებთ ანთიმოზ ივერიელის  მონასტერს ზღვაზე. რომ აშენდება, მერე შეიძლება, მღვდლობა დავიბრუნო, იმისთვის რომ, წირვა ჩავატარო და არა იმისთვის – სულიერი შვილები მყავდეს. ეს რომ მინდოდეს, ათასი სულიერი შვილი მეყოლებოდა დღეს, მაგრამ ჩემი თავისთვის ვერ მიმიხედია.
скачать dle 11.3