კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 გოგრის თესლი – თქვენი ჯანმრთელობის მოსაწესრიგებლად

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


გოგრის თესლი აძლიერებს იმუნურ სისტემას, მისი გამოყენების შემდეგ გაცილებით ნაკლებად შეგაწუხებთ გაციება და ვირუსული დაავადებები, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცეტრაციის უნარს, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. კარგი საშუალებაა სტრესის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - გოგრის თესლის ზეთს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და მოქმედებს, როგორც ინდომეტაცინი – შველის სახსრების ტკივილს და არ აქვს გვერდითი ეფექტები.
ის მაღალი ხარისხის ცილების წყაროა. 100 გრამი გოგრის თესლი  30 გრამ ცილებს შეიცავს, რაც დღიური საჭიროების  50 პროცენტია.  ეს მახასიათებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ცხოველურ ცილებს არ იღებს სხვადასხვა მიზეზით.
სტრესისა და ასაკობრივი ცვლილებებისგან გამოწვეული სისუსტის აღმოსაფხვრელად: დაფქვით 100 გრამი გოგრის თესლი, დაამატეთ დაფქული ბრინჯის ფხვნილი, 150 გრამი კარაქი და 150 გრამი თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ 2 ჩაის კოვზი ყოველ საათში, მთელი დღის განმავლობაში.
მშვიდი ძილისთვის – გოგრის თესლი შეიცავს ტრიფტოფანს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება სეროტონინად და მელატონინად. ეს კი აუცილებელია ძილისთვის. თუთიის მაღალი შემცველობის გამო კი, ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით პროსტატის სამკურნალოდ. ასევე, ამცირებს  პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარებას.
თირკმელებისთვის სასარგებლოა გოგრის თესლის ჩაი. გამომშრალი თესლი დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჩაის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და მიირთვით.
გოგრის თესლი B ვიტამინის კომპლექსის წყაროა – შეიცავს რიბოფლავინს, თიამინს, ნიაცინს, პირიდოქსინს, პანტეტონის მჟავას და ფოლიუმს. ეს ვიტამინები თითქმის ყველა სასიცოცხლო ფუნქციაშია ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის.
გოგრის თესლი შეიცავს ფიტოექსტროგენებს, რაც ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის პოსტმენოპაუზის პერიოდში.  ამ დროს ვითარდება ესტროგენების დეფიციტი, რაც უარყოფითად მოქმედებს ქოლესტერინზე, სისხლის წნევაზე, იწვევს ალებს, თავისა და სახსრების ტკივილს.
აძლიერებს იმუნიტეტს – გოგრის თესლი შეიცავს თუთიას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვის. შარდის ბუშტის პრობლემების დროს  მიიღეთ გასუფთავებული ნედლი გოგრის თესლი ყოველდღიურად. გოგრის თესლი აძლიერებს კუნთებს და არბილებს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს.
თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს კარგია გოგრის თესლისგან მომზადებული რძე. მის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის ჭიქა გარჩეული თესლი, ბლენდერით ათქვიფეთ და თანდათან დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გაწურეთ კარგად. მიიღეთ სამ ულუფად მთელი დღის განმავლობაში.
მისი საშუალებით კურნავენ ჭიებს და სხვა პარაზიტებს. ამისთვის მიიღეთ 300 გრამი გამხმარი და გარეცხილი თესლი, დაფქული სახით. დაამატეთ 50 მილილიტრი მდუღარე წყალი და 15 გრამი ტკბილი თაფლი. ბავშვებში მისი მიღების დოზაა 30-75 გრამი დღეში, ხოლო ზრდასრულებში – 150-300 გრამი.
გოგრის თესლი შეიცავს სხვადასხვა სახის ნუტრიენტებს: მაგნიუმს, მანგანუმს, სპილენძს, თუთიას, პროტეინებს, რაც ორგანიზმისთვის აუცილებელია.

კიბოს საწინააღმდეგოდ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ, გამოიყენეთ ხურმა

ხურმა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ხილია. მედიცინა მას კიბოს საწინააღმდეგო ხილად აღიარებს. მეცნიერების მტკიცებით, ხილი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს  A ვიტამინს (ბეტა-კაროტინი), ყველაზე ეფექტურ გავლენას ახდენს ადამიანის მხედველობაზე.
ხურმა საუკეთესო საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის საკმარისია ყოველდღიურად 100 გრამი ხილი  მიირთვით. ხურმა ბევრ კალიუმს შეიცავს. ვინც შარდმდენ პრეპარატებს სვამს, რომლებსაც ორგანიზმიდან კალიუმიც გამოაქვს, პერიოდულად ამ ნივთიერების შემცველი პრეპარატის მიღებაც უწევს.
ზამთარში მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს. ხურმას აქვს განსაკუთრებული თვისება – დაკრეფის შემდეგ დამწიფებისა. ის სამკურნალო თვისება კი, რაც ხურმაშია, გამოვლინდება სრული სიმწიფისას. შეძენისას გაითვალისწინეთ, თუ გინდათ, რომ ხურმა მალე დამწიფდეს, მოათავსეთ დღე-ღამის განმავლობაში თბილ წყალში (40 გრადუსი). ასევე, ნაყოფს დაასხით 10-პროცენტიანი კირის წყალხსნარი და რამდენიმე დღეში დამწიფდება.
სასარგებლოა ხურმა შარდკენჭოვანი დაავადებების დროსაც, რადგან ნაყოფში შემავალი მაგნიუმი მნიშვნელოვნად აქვეითებს ქვების წარმოქმნის რისკს. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნატრიუმის მარილების გამოდევნას. ეს კი თირკმელებს განტვირთვაში ეხმარება.
ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აქვს, გაითვალისწინეთ, ეს ხილი მეტად კალორიულია და არ არის რეკომენდებული მისი მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც. ის დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. ეს არაჩვეულებრივი ხილი, სწორედ შაქრით ასაზრდოებს გულის კუნთებს, ამცირებს არტერიული ჰიპერტენზიის რისკს და არეგულირებს არტერიულ წნევას. ხურმის ამ თვისებას დიდი მნიშვნელობა აქვს გულის მანკით დაავადებულთათვის. ორგანიზმი ხურმის შაქარს გულის კუნთის საკვებად იყენებს, ისე რომ, სისხლში გლუკოზის დონე პიკს არ აღწევს, როგორც ეს რაფინირებული შაქრის გამოყენებისას ხდება.
ხურმას ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს. მისგან შეგიძლიათ, ნაყენი დაამზადოთ, რომელსაც ანგინის დროს გამოიყენებთ. ამისთვის ხურმის წვენი თბილი წყლით უნდა გააზავოთ (1:1). ის გაციებისას, სიცხის დროს ტემპერატურასაც დაგირეგულირებთ.
ხურმა, ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზასა და ფრუქტოზას. ასე რომ, ორი-სამი ცალი ნაყოფით თავისუფლად შეიძლება, შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილება.



ექინაცია – საოცარი სამკურნალო თვისებების მქონე მცენარე

ამ მცენარის ფესვების შემადგენლობაში შედის: გლუკოზა, ინულინი, ცხიმები და ეთერზეთები, ფისი; ნივთიერება ბეტაინი, რომელიც აფერხებს ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას; ფენოლკარბონის მჟავა, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს  და აქვს შარდმდენი მოქმედების უნარი.  მცენარის ყველა ნაწილში უხვად არის მინერალური ნივთიერებები, მათ შორის, იშვიათი მინერალებიც. ესენია: კალციუმი, კალიუმი, სელენი, მანგანუმი, თუთია, მოლიბდენი, ვერცხლი, ქლორი, რკინა, მაგნიუმი, ბერილიუმი და სხვა.
აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიალერგიული, ანტირევმატული, სოკოს საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური მოქმედება. ექინაცია, გარდა იმისა, რომ აძლიერებს იმუნიტეტს, ანადგურებს მრავალ  ბაქტერიასა და ვირუსს. მისი ექსტრაქტი  აფერხებს სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ნაწლავის ჩხირის, ჰერპესვირუსისა და გრიპის გამომწვევი ვირუსების გამრავლებას.
ექინაციას იყენებენ უმეტესად ინფექციების  საწინააღმდეგოდ.  გაციების, სასუნთქი გზების ინფექციების დროს – გაციებისა და გრიპის სიმპტომების მოსახსნელად. საშარდე და სოკოვანი გენიტალიური ჰერპესის,  სისხლის ინფექციებისა და ტონზილიტის დროს, სიფილისის,  დიფტერიისა და მალარიისას.
ყველაზე მეტად ცნობილია მასში შემავალი პოლისაქარიდების – სახამებლის, ცელულოზას, ჰემიცელულოზას, ინულინისა და პექტინის მოქმედება, რაც ასტიმულირებს ლიმფოციტების გამომუშავებას და ზრდის ლეიკოციტების აქტივობას. ამით ეხმარება ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში და ქსოვილებს დაზიანებული უჯრედებისგან წმენდს. ამ ნივთიერებათა წყალობით, ჩვენი ორგანიზმი დაცულია ინფექციისგან. სწორედ ამით ვლინდება ექინაციის იმუნომოდულაციური მოქმედება.
ექინაცია ეფექტურია ანტიბიოტიკებით მკურნალობის, ოპერაციის და მძიმე დაავადებათა გადატანის შემდგომ პერიოდში.
კოფეინის მჟავას გლიკოზიდების წყალობით, ექინაცია ხელს უწყობს ორგანიზმის გამოჯანმრთელებას. კოფეინის მჟავა და მისგან წარმოებულები, ზოგადად, მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით გამოირჩევა – ანტიოქსიდანტურ მოქმედებასთან ერთად, ანტიკანცეროგენული ეფექტიც აქვს. აფერხებს მეტასტაზების განვითარებას, ანადგურებს სოკოს, ამცირებს ორგანიზმში ტოქსინების დონეს. ექინაციაში შემავალი ინულინი ანადგურებს ვირუსებს და ააქტიურებს ლეიკოციტებს.
გაითვალისწინეთ, რომ არ არის მისი გამოყენება მიზნშეწონილი იმ შემთხვევაში, თუ ალერგიული ხართ.

გრეიპფრუტი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
გრეიპფრუტი ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლო ხილია. ის აუმჯობესებს საკვების მონელებას, აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს. თუ ნორმალურად იკვებებით და რეგულარულად მოიხმართ გრეიპფრუტს, ჭარბი წონის შემთხვევაში შესაძლოა, თვეში 5-7 კილოგრამი დაიკლოთ. მასში შემავალი ბიოფლავონოიდები ელასტიკურს ხდის სისხლძარღვებს, თავიდან გვაცილებს სისხლჩაქცევებს.
გრეიპფრუტი კარგია კუჭის დაბალი მჟავიანობის დროს. ასაკოვანი ადამიანისთვის გრეპიფრუტი წნევის დამწევი და ათეროსკლეროზთან ბრძოლის კარგი
საშუალებაა. გრეიპფრუტი ასევე, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და კარგია თავის ტკივილის დროს. მასში შემავალი ვიტამინები ამაღლებს იმუნიტეტს და ხსნის შეშუპებას.
გრეიპფრუტი აუმჯობესებს განწყობას, ამხნევებს, ორგანიზმზე ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას. ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ძალას მატებს ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას, აუმჯობესებს მეხსიერებას.
გრეიპფრუტი შეგიძლიათ, გამოიყენოთ სახის კანისთვის ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად. ის საუკეთესო საშუალებაა ასთმით დაავადებულთათვის.
გრეიპრუტი გამოიყენება ორგანისზმის დასატენიანებლად მისი გამოშრობის შემთხვევაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გრეიპფრუტი საუკეთესო საშუალებაა სიმსივნის პრევენციისთვის.
გრეიპფრუტის ნაყოფი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, C, P, B ვიტამინებს, კალიუმსა და მაგნიუმს. აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, აუმჯობესებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობას, აღვიძებს მადას, ახდენს საჭმლის მონელების სტიმულირებას. მისი კანქვეშა ნაყოფის თხელი აპკი შეიცავს ნივთიერება ნარინგინს, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას; შედეგად – ცხიმის წვას, რის გამოც გრეიპფრუტის რეგულარული მიღებისას, ბუნებრივად ქრება ზედმეტი კილოგრამები.
გრეიპფრუტის ზეთი წარმატებით გამოიყენება ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში, როგორც ანტიცელულიტური საშუალება. ამ ციტრუსის შემცველი სახის ნიღბები გამოიყენება პიგმენტაციის წინააღმდეგ. გრეიპფრუტის ერთი ნაყოფი C ვიტამინზე ადამიანის დღიურ მოთხოვნილებას ავსებს. გრეიპფრუტს აქვს ანტიბიოტიკური ზემოქმედება რვაასამდე ბაქტერიაზე. თაფლში მოზელილი გრეიპფრუტის ნაყოფი – 1:1 შესანიშნავი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია.
მოწითალო გრეიპფრუტი გაცილებით მეტი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიდრე ფორთოხლისფერი. ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი განსაზღვრავს წითელ ფერს, ხოლო ლიკოპენი კი, გულის დაავადებებისა და გარკვეული სახის სიმსივნეების განვითარების რისკს ამცირებს.скачать dle 11.3