კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 წერილები სულიერ შვილებს

ხანდაზმულ ადამიანს, მღვდლის ხელზე მთხვევის შესახებ
თქვენი მოხუცი მღვდელი გარდაიცვალა, მის ნაცვლად კი, სრულიად ახალგაზრდა ღვთისმსახური მოავლინეს. მოხუც მღვდელს ხელზე სიხარულით ემთხვეოდი, მაგრამ როგორღაც გეუხერხულება ხელზე ემთხვიო მღვდელს, რომელიც შენზე ბევრად ახალგაზრდაა. მთავარ მილოშის შესახებ გადმოცემას გიამბობ. ერთხელ კრაგუვეცის სასახლის კარის ეკლესიაში ერთი ახალგაზრდა მღვდელი წირვას აღავლენდა, რომელსაც მთავარიც ესწრებოდა. ხანდაზმული მთავარი არაჩვეულებრივად ღმრთისმოსავი იყო. ტაძარში მსახურება მის მოსვლამდე არასდროს დაწყებულა. ტაძარში ის თავის ადგილს იკავებდა, უძრავად იდგა და უფლის მიმართ გულშემუსვრილებით ლოცულობდა. როდესაც ახალგაზრდა მღვდელმა მსახურება დაასრულა, მთავრის წინაშე ჯვარი და სეფისკვერი გამოაბრძანა. მთავარი ჯვარს ემთხვია და ის იყო, მღვდელს ხელზე უნდა მთხვეოდა, ამ უკანასკნელმა ხელი გასწია. მოერიდა, რომ ქვეყნის ხელმწიფეს, თანაც ხანდაზმულს ამბორი მიეგო მისთვის. მთავარმა მილოშმა შეხედა მას და უბრძანა: „მიბოძე ხელი! მე არა შენს ხელს ვეამბორები, არამედ პატივს მივაგებ შენს ხარისხს, რომელიც აღმატებულია შენზეც და ჩემზეც“.
ამით, ყველაფერია ნათქვამი და განმარტებული. ხანდაზმულმა მთავარმა მაშინ ღმრთივგაბრძნობილი სიტყვები წარმოთქვა. თვითონ დაფიქრდი: თუკი თქვენი მღვდელი 25 წლის არის, მისი ხარისხი თითქმის 2 000 წელს ითვლის. როდესაც მის ხელს ეამბორები, პატივს მიაგებ ხარისხს, რომელიც მოციქულთაგან მრავალ საკურთხევლის მსახურზე გადავიდა. ხოლო, როდესაც სამღვდელო ხარისხს ეამბორებით, თქვენ კურთხევას ყოველი წმიდანისა და ღირსეული მოძღვრისგან იღებთ, რომელთაც ეს ხარისხი მოციქულთა დროიდან დღევანდელ დღემდე უტვირთავთ. ამგვარად ემთხვევი წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედს, წმიდა საბას, წმიდა ბასილს და მრავალ, მრავალ წმიდანს, რომლებიც ამქვეყნად ყოფნისას ამ ქვეყანას ამკობდნენ, ამჟამად კი ზეცას ამშვენებენ. მათ „მიწიერ ანგელოზებსა და ზეცის კაცთ“ უწოდებდნენ. ამიტომ, მღვდლის ხელზე მთხვევა – ეს არ არის ჩვეულებრივი ამბორი, არამედ წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვით, არის „წმიდა ამბორება“.
ასე რომ, მაკურთხებელ ხელს და ხარისხს, რომელიც სულიწმიდის მიერ არის ნაკურთხი, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ემთხვიეთ. ასაკით უმცროსი ადამიანის ხელზე მთხვევა, ისევე, როგორც მისი სიტყვის მოსმენა, სასარგებლოა იმითაც, რომ ამპარტავნებისგან გვიცავს და სიმდაბლეს გვასწავლის.

დამწყებ მართლმადიდებელს, რომელსაც ოჯახის წევრები შეურაცხყოფენ
ვიდრე ღმერთისადმი ლოცვას დაიწყებდი, ყველასთვის სასურველი იყავი, ამჟამად კი საკუთარ ოჯახში თავს ისე გრძნობ, როგორც მტრის ბანაკში. უწინ სვამდი, ეწეოდი, ქურდობდი კიდეც, ბილწსიტყვაობდი. სამუშაო დღეებში მხართეძოზე იწექი და სხვა, ღმერთისა და ადამიანებისთვის უღირს მრავალ რასმე იქმოდი და მაშინ ყველასთვის სასურველი იყავი. ხოლო როდესაც სიმართლის გზას შეუდექი, ღმერთს ადიდებ და ლოცულობ, ყველანი კრაზანებივით შემოგესივნენ.
გიხაროდენ, ძმაო, ასგზის გიხაროდენ! ნუთუ არ გესმის, რომ თქვენს სახლში სასიხარულო ამბავი გახმიანდა. სწორედ იმ სახლში, სადაც აქამდე მხოლოდ გადასახადებსა და სამუშაოზე, ქურდებსა და მათ თანამოაზრეებზე იყო საუბარი, სახარებისეულმა წინასწარმეტყველებამ იწყო აღსრულება. თქვენი სახლი ცამდე ამაღლდა, ასპარეზად გადაიქცა, რომელზეც ქრისტიანული დრამა ვითარდება, მოციქულთა და მოწამეთა დროს დაუბრუნდა. თქვენს ნამცეცა სახლში ეკლესიის ისტორია აღესრულება. აჰა, ქრისტეს წინასწარმეტყველებანი, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე უთვალავჯერ აღსრულდნენ და ამჯერად თქვენს სახლში იწყებს აღსრულებას.
„იყვნენ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის; ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“ (მთ. 10,22);
„მტერ იყვნეს კაცისა სახლეულნი თვისნი“ (მთ. 10,36);
„ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქვენ და გაყუედრებდნენ და განჰადონ სახელი თქუენი, ვითარც ბოროტთაი, ძისათვის კაცისა“ (ლკ. 6, 21-22);
„ამენ, ამენ, ეგტყვ თქუენ, რამეთუ სტიროდით და გოდებდეთ თქუენ, ხოლო სოფელსა უხაროდის, ად თქუენ სწუხდეთ, არამედ მწუხარებაი თქვენი სიხარულად გარდაიქცეს“ (ინ. 16, 20).
ამ წინასწარმეტყველებაზე უფრო ცხადი რა შეიძლება იყოს? ხედავ, ისინი შენს კერაში შენს თავს დღესაც აღესრულებიან. ამიტომ, შენს წინააღმდეგ აღდგომას ნუ მიიღებ, როგორც ბრძოლას, არამედ, როგორც ჯილდო, როგორც ორდენი შერაცხე, იცოდე, რომ შენი მდევნელები შეინანებენ, შენი შეურაცხმყოფელნი დადუმდებიან, ხოლო შენ გაიხარებ. ამჟამად მამაშენის სახლში უკანასკნელი ხარ, მალე კი პირველი შეიქნები. ხოლო ისინი, ვინც  შენ გდევნიან, შენს ხელქვეითებად გამოჩნდებიან, როგორც იყო ნაწინასწარმეტყველები და ახდა ათასგზის, ათას ადგილზე.скачать dle 11.3