კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გავიგე, რომ წმიდა ნიკოლოზი სიყვარულის მფარველია. შეიძლება თუ არა, რომ მას ვთხოვო სიყვარულში დახმარება?
პასუხი:
წმიდა ნიკოლოზი ოჯახის სიწმიდის დამცველად მიიჩნევა. მიწიერი მოღვაწეობის დროს, ის გაჭირვებულ ოჯახებზე ზრუნავდა და ბევრი მათგანი განსაცდელისგანაც იხსნა. თუ თქვენ სიყვარულში დახმარებაში ქრისტიანული ოჯახის შექმნას გულისხმობთ და არა ვნების დაკმაყოფილებას, შეგიძლიათ, ევედროთ როგორც წმიდა ნიკოლოზს, ასევე სწვა წმიდანებსაც. ზოგადად, სიყვარულის მოციქულს, იოანე მოციქულს უწოდებენ. აქ, ცხადია, იგულისხმება უფლის სიყვარული, თუმცა, თუ გეყვარებათ უფალი, ეს დაგეხმარებათ სწორი არჩევანი გააკეთოთ პირად ცხოვრებაში. სიყვარული არა მხოლოდ სიხარული და ბედნიერებაა, არამედ პირველ რიგში – მოვალეობა, თავგანწირვა და ტვირთი.
კითხვა: თუ შეიძლება მიპასუხეთ. შემიძლია თუ არა ნებაყოფლობით ვიტვირთო ჩემი შვილის ცოდვები და მას ამით მდგომარეობა შევუმსუბუქო?
პასუხი
: სხვისი ცოდვების საკუთარ თავზე აღება არ შეიძლება, თუნდაც ეს შვილი იყოს. მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო იტვირთა სხვისი ცოდვები – ეს გახლდათ განკაცებული ღმერთი, მაცხოვარი იესო ქრისტე. ყოველი მოკვდავი თვითონ აგებს პასუხს საკუთარ ცოდვებზე.
კითხვა: გამიგონია, რომ ადამიანისთვის, რომელიც თავს იკლავს, არ შეიძლება სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდა, მაგრამ მისი სული ხომ შველას ითხოვს?! ნუთუ ზურგი უნდა ვაქციოთ, არ დავეხმაროთ და არ შევეწიოთ ლოცვით?
პასუხი
: როდესაც ადამიანი საღი გონებით უარყოფს ღვთის არსებობას, კარგავს სარწმუნოებას და სასოებას და თავს იკლავს სასოწარკვეთილების გამო – ასეთ ადამიანზე ეკლესია ვერ ილოცებს. ადამიანის ცხონება და გადარჩენა ხდება მისივე სურვილით, ღმერთი ძალად ვერ აცხოვნებს, თუ ადამიანი თავად ეწინააღმდეგება საკუთარი სულის ცხონებას. ასეთი ადამიანისთვის შეგიძლიათ მხოლოდ მოწყალების გაღება. თუმცა, თუ ადამიანი თავს იკლავს ფსიქიკური ავადმყოფობის გამო, ეკლესია წესს უგებს მას.
კითხვა: თუ შეიძლება მოკლედ გვესაუბრეთ საკურთხის შესახებ, რომელიც მიცვალებულის სულის საოხად მზადდება.
პასუხი:
„საკურთხი“ ქრისტიანული ცნებაა, თვით სიტყვა გვეუბნება, რომ რაღაც უნდა იკურთხოს. ამ შემთხვევაში პროდუქტი, რომელიც ეკლესიაში მიგვაქვს მიცვალებულთა სახელზე.  კურთხევა ხდება პანაშვიდის დროს და ამის შემდეგ საკურთხი სამოწყალოდ უნდა გაიცეს მიცვალებულის სახელით. მაგრამ გარდაცვლილისთვის მთავარი იმ ლოცვის აღვლენაა, რომელიც პანაშვიდის დროს წარმოითქმის. საკურთხი ეკლესიაში უნდა მიიტანოთ საეკლესიო კალენდრის მიხედვით დადგენილ მიცვალებულთა დღეებში. ასევე, ნებისმიერ შაბათს (საერთოდ, შაბათი ითვლება პანაშვიდისთვის მიზანშეწონილად).
კითხვა: რა დანიშნულება აქვს სახლის კურთხევას?
პასუხი
: სახლის (ოჯახის) კურთხევისას მღვდლის ლოცვით ოჯახზე გადმოდის ღვთის მადლი, თუმცა ღვთის შეწევნა ოჯახის იმ წევრებზე მოდის, რომლებიც ქრისტეს მცნებებით ცხოვრობენ. ეს ძალიან კარგად ჩანს, თვით სახლის კურთხევის ლოცვებშიც. ამიტომ, სახლის კურთხევა აუცილებელია. თუმცა უმთავრესია საკუთარი სულის განწმენდა, ანუ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება.скачать dle 11.3