კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ოკუპანტთან უნისონში?!

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ იმთავითვე ბეცი?! 


ენგურს გაღმა, იმას გარდა, რომ გალის რაიონში, ანუ აფხაზეთის ერთადერთ ქართულენოვან ნაწილში ქართული სკოლები გააუქმეს და ახალგორის მსგავსად, რუსულენოვან სწავლებაზე გადაიყვანეს, აწ უკვე პირდაპირ დაემუქრნენ ადგილობრივ ქართველებს, რომ ან აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მოქალაქეობას მიიღებენ, ან, არც მეტი, არც ნაკლები, მათ აფხაზეთიდან გააძევებენ.
თუმცა პროცესი კარგა ხნის წინათ დაიწყო, როდესაც გალელებს არწმუნებდნენ, რომ ისინი განა ქართველები?! მეგრელები იყვნენ, „დამპყრობელი ქორთუების“ მიერ ძალით გაქართველებულები. რაკი ამ მეთოდმა არ გაჭრა (აღწერისასაც კი ცალკე გრაფად ჰქონდათ მითითებული „მეგრელი“ და „ქართველი“, ოღონდ ამას შედეგი არ გამოუღია), ახალი ვერსია შესთავაზეს, რის მიხედვითაც, გალელები ქართველების მიერ ძალით გაქართველებული აფხაზები არიან  და შესთავაზეს, დაბრუნებოდნენ თავიანთ  „ისტორიულ აფხაზურ ფესვებს“ (ამისთვის მხოლოდ სურვილია საკმარისი და არანაირი დამადასტურებელი საბუთი), რადგან, თურმე, სეპარატისტულ-ოკუპანტური ვერსიით, სამურზაყანო „ძირძველი აფხაზური მიწაა“.
იმ მარტივი მიზეზით, რომ შედეგი ვერც ამ შეთავაზებამ გამოიღო, უფრო მოკლე გზა აირჩიეს და, როგორც ზემოთ, მოგახსენეთ, გალელებს, უბრალოდ, გამოყრით დაემუქრნენ.
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით, ორმაგი მოქალაქეობა უკვე დაშვებულია, გამოდის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სეპარატისტ-ოკუპანტებს საქმე გაუიოლა (თუკი გალელები აფხაზეთის ე. წ. მოქალაქეობას მიიღებენ, საქართველოს მოქალაქეობას არ დაკარგავენ).
ხოლო, თუ ზემოთქმულს დავამატებთ, რომ ორმაგ მოქალაქეებს აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებაც, არც ისაა გამორიცხული, რომ გალელები არჩევნებში შედეგზე ზემოქმედების მიზნითაც (ისევ და ისევ დაშინებით) გამოიყენონ.
უფრო მეტიც, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენმა კანონმდებელმა ორმაგი მოქალაქეობა დაუშვა, რფ-ის კი თავისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულება საკუთარი უსაფრთხოების დოქტრინით აქვს დაკანონებული, სავსებით რეალურია, რომ აწ უკვე საქართველოს სიღრმეშიც მოინდომოს მათი დაცვა (თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობას დასთანხმდებიან).
მეორე მხრივ,  არა მხოლოდ რუსეთს, ჩვენს ყველა მეზობელს ეძლევა ქართულ არჩვენებზე ზემოქმედების უფლება (ქვემო ქართლის, ჯავახეთისა თუ აჭარის მეშვეობით). აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: ეს ჩვენი კანონმდებელი მხოლოდ პოლიტიკურადაა ბეცი თუ იმთავითვე?! –
скачать dle 11.3