კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 შინაურულად უზურპირებული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ჩვენი დიქტატორი 


მართალია, ეს ჩვენი ახალი კონსტიტუცია, როგორც იქნა მიიღეს, თუმცა „ოცნების“ ვარიანტი  ისეთივე არასრულყოფილია, როგორიც 2010 წლის „ნაციონალური“ კონსტიტუცია. ოღონდ არც მთლად ერთ კაცზე მორგებული, როგორც 2010 წლისა (და მერე რა, რომ იმ ერთ კაცს არ დასცალდა მისი მორგება და სხვას ხვდა წილად?!), მაგრამ არც თუ მცირე სახელმწიფოებრივი საფრთხის შემცველი.
ამის მიუხედავადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტაციამ პროტესტის ნიშნად არ მიიღო მონაწილეობა მის განხილვაში. მეტიც, არათუ არ მიიღო, მაგალითად, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განგაშის ისეთი ზარებიც დაარისხა, რომ თვით ქარიშხალ „ირმას“ ყურებსაც კი მისწვდა (მომყავს ციტატა): „მივმართავთ ყველა კანონიერ ფორმას, რომ ეს კონსტიტუცია სამომავლოდ არ გახდეს განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი.“
მხოლოდ ამას ვინ დაიჩივლებდა, ბ-ნმა გოცირიძემ დაგვამუნათა, თუმცა ჩვენ რა, ხელისუფლება დაამუნათა, რომ ეს არნახული ძალადობაა საქართველოს მოსახლეობაზე (ნამდვილი პოლიტიკოსი გულჩვილი პოლიტიკოსია!).
ყოველი შემთხვევისთვის, კვლავ ციტატას მოვიშველიებ ზემონახსენები, ანუ „ნაციონალი“ ხალხის რჩეულის ნაუბრიდან: „…ეს არის კონსტიტუცია, რომელიც მიღებულია ხალხის ნების საწინააღმდეგოდ (აქ ცოტა მეტი მოუვიდა, რადგან საკუთარი პრობლემებით შეპყრობილ ხალხს კონსტიტუციისთვის არც კი სცხელა). ეს არის ერთი პარტიის კონსტიტუცია. ჩვენ ვუცხადებთ არას ერთპარტიულ დიქტატურას. ჩვენ ვუცხადებთ არას ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების უზურპაციას!“
არა მხოლოდ ბიბლიური შეგონების გამო (ქვა იმან ესროლოსო), თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ 2010 წლის ერთ კაცზე მორგებული „ნაციონალური“ კონსტიტუცია გულს მოეფონათ, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ჩვენებური „ნაციონალები“ ამ ოხერ დიქტატურას მხარს უჭერენ იმ ექსკლუზიურ შემთხვევაში, თუ დიქტატორი მათი შინაურია?! –
скачать dle 11.3