კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ – თქვენი გულის საუკეთესო მკურნალი

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

ზუსტად  ოცი  წლის  წინ, ყველასთვის ცნობილმა და პატივსაცემმა კარდიოლოგმა, პროფესორმა  ანზორ მელიამ, მცირე სადავო ფართში დაიწყო ის საქმე, რასაც დღეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კარდიოლოგიური კლინიკა „გული” ჰქვია. მანვე მოიფიქრა კლინიკის სლოგანი – „გულის მკურნალი მხოლოდ გულია” და  სწორედ ამიტომ, კლინიკის სამედიცინო პერსონალი დღემდე ამ იდეის ქვეშაა გაერთიანებული. ეს სახელი ბევრისთვის ოჯახურ გარემოსთან, ჯანმრთელობასა და სიცოცხლის გახანგრძლივებასთან ასოცირდება.
 კლინიკა „გულს” აქვს ზუგდიდის ფილიალიც, რომელიც თავისი არსებობის ათ წელს ითვლის. „გული” უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, როგორც ამბულატორიულ, ასევე  სტაციონარულ და პირადი კარდიოლოგის  სამსახურის   პირობებში. კარდიოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების უმრავლესობა ირჩევს კლინიკა „გულს”!
ირინა ლეჟავა (კარდიოლოგიური კლინიკა „გულის” დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში):
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  ინსტიტუტის, ინტერნატურისა და ორდინატურის დამთავრების შემდეგ სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი პირველ კერძო სასწრაფო სამედიცინო
დახმარება „არდში“.  კარდიოლოგიურ კლინიკაში „გული,” კლინიკის დაარსების პირველივე  წლიდან ვარ. თავდაპირველად, ვმუშაობდი ინტენსიური თერაპიის ბლოკში მორიგე ექიმ-კარდიოლოგად. პარალელურად, მუშაობა დავიწყე რადიოლოგად. 2008 წლიდან გავხდი დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი და 2010 წლიდან კი, ვარ დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. კლინიკაში მუშაობის დროს არაერთი ურთულესი სიტუაციიდან  გამოვსულვართ და ძალიან მძიმე და იშვიათი დიაგნოზი დაგვისვამს. პაციენტების მადლიერება გვაძლებს სტიმულს,  რომ მაქსიმალური შემართებით ვიმუშაოთ.
– როგორ  დაახასიათებთ  კლინიკა „გულის”  სამედიცინო პერსონალს?
– ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც კარდიოლოგიურ კლინიკა „გულს” გამოარჩევს, ჩვენი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალია, რითაც ყოველთვის ვამაყობ. ჩვენთან ტარდება  უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური კვლევები. დროის უდიდეს ნაწილს ჩვენი პაციენტების  სამსახურში  ვატარებთ და ვცხოვრობთ კლინიკის ცხოვრებით.
თეა თოდუა (კარდიოლოგიური კლინიკა „გულის” ზოგადი რეჟიმის კარდიოლოგიური  განყოფილების ხელმძღვანელი):  დავამთავრე  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ამის შემდეგ  ვმუშაობდი ერთ-ერთ პოლიკლინიკაში.  მოგვიანებით, მუშაობა გავაგრძელე კლინიკაში „გული,” მორიგე ექიმ-კარდიოლოგად.  შემდეგ გადავედი  სტაციონარში დღის ექიმ-კარდიოლოგად.  2013 წლიდან კი ვარ ზოგადი რეჟიმის კარდიოლოგიური  განყოფილების ხელმძღვანელი.

– რა დროს ატარებთ კლინიკა „გულში”?
– მთელი დღის განმავლობაში კლინიკაში ვარ. მოგეხსენებათ, ჩვენთან მკურნალობენ როგორც მწვავე, ისე ქრონიკული   დაავადებების  მქონე პაციენტები. მათ  სჭირდებათ ინტენსიური მკურნალობა სტაციონარში და ხანგრძლივი მეთვალყურეობა ამბულატორიულად.   
– რა უპირატესობა  აქვს კარდიოლოგიურ კლინიკა „გულს,” სხვა კლინიკებთან შედარებით?
– „გული” არის პირველი კერძო კლინიკა საქართველოში.მან თავისი არსებობის 20 წლის განმავლობაში დიდი და წინააღმდეგობებით სავსე გზა გაიარა. „გული” დაკომპლექტებულია ღირსეული თანამშრომლებით, რომლებსაც ძალიან დიდი პროფესიული გამოცდილება და განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ პაციენტების მიმართ. ბევრი მნიშვნელოვანი ინოვაცია პირველად ჩვენთან დაინერგა. გვაქვს ყველა ის სერვისი, რაც კარდიოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტს სჭირდება. ბატონმა ანზორმა უდიდესი შრომა  გასწია იმისთვის, რომ კარდიოლოგიური კლინიკა „გული” ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილიყო ქვეყნის მასშტაბით, რისთვისაც ბევრი დაბრკოლების გადალახვაც მოგვიწია. დღეს გვყავს ჩვენი მუდმივი პაციენტები, რომლებიც ძალიან მადლიერები არიან.
მისამართი: საქართველო,
თბილისი წინანდლის ქ. ¹9
საკონტაქტო ტელ: +995 32 277 07 40.  
სასწრაფო: +995 32 294 00 11.
წინასწარი ჩაწერა: +995 32 277 62 62.
ვებ-გვერდი: www.guli.ge   
ელ.ფოსტა: guli@guli.ge


скачать dle 11.3