კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რა ურთიერთობა ჰქონდა მოდელ კობა ფარტენაძეს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან და როგორ ავიწროებდა მას მამა ანდრია თურმანიძე

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ცნობილი გახდა „ციანიდის საქმის“ ახალი სკანდალური დეტალები. მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დასკვნით სიტყვაში საუბრობს, რომ მასზე გამოძიების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და გარკვეული ფოტომასალით აშანტაჟებდნენ. დეკანოზი ლაპარაკობს პირადი ცხოვრების ამსახველ იმ მასალებზე, რომლის გამოც, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა, პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლო სხდომები დახურა. საუბარია 4 ფოტოზე, რომლებსაც, დეკანოზის მტკიცებით, პროკურატურა მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილსა და პატრიარქს აჩვენებდა – მისი პირადი ცხოვრების შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდა. ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთ ფოტოზე ასახულია მოდელი კობა ფარტენაძე, რომელსაც 2015 წელს მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ეპარქიაში, მისი პროფესიის გამო, სტიქარი გახადეს. ჩვენ დავუკავშირდით კობა ფარტენაძეს და მან დაადასტურა სასამართლოზე მამა გიორგის მიერ გაკეთებული განცხადება.
კობა ფარტენაძე
: ათი წელია, სტიქაროსანი ვარ. მე ვიყავი სტიქაროსანი წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში, რომლის წინამძღვარი მამა გიორგი მამალაძე იყო. ეს კონფლიქტი დაიწყო ორი წლის წინ, როცა მამა ანდრია თურმანიძე გადმოვიდა ხულოდან  ბათუმში. უცებ ამიკვიატა, არ ვიცი, საკუთარი პიროვნების წარმოჩენა უნდოდა თუ რა, თავიდანვე დამიწყო ბრძოლა. მე არ აღმოვჩნდი ისეთი სუსტი, როგორიც ვეგონე და ამ ყველაფერს ადეკვატური რეაქცია მოჰყვა. მე, უპირველეს ყოვლისა, მივმართე დისკრიმინაციის ცენტრს და ვერ მივხვდი, რა გამოიძიეს, იმიტომ რომ, ასჯერ შეიცვალა. დადგინდა, რომ კი იყო დისკრიმინაციაში გადაცდომები, მაგრამ არა ისეთი მნიშვნელოვანი, რომ სასჯელი განუწესონ ანდრია თურმანიძეს.
– რატომ დაგიპირისპირდა ანდრია თურმანიძე და რაში გამოიხატებოდა მისი აგრესიული დამოკიდებულება შენდამი?
–  პირველად თავს მაშინ დამესხა, როცა ერთ-ერთი მოძღვრის ცოლმა ტორტი გამომიცხო და მიმიწვია. ეს ვერ აიტანა და ამიშარდა – ეს რა პერანგი გაცვიაო, მერე – წარბებს რატომ იღებო. ანდრია იყო „კმარელი“ და  გადმოჰყვა ეს ყველაფერი – ცემა, გამოკიდება, აგრესიული ქმედებები. ნებისმიერ ფოტოს, რასაც სოციალურ ქსელში ვდებდი, უგზავნიდა ხალხს, მლანძღავდა. ისეთ რაღაცებს ამბობდა, რაც ჩემთვის ღირსების შემლახველი, მართლა გამონაგონი იყო. ეს ისე განვიცადე, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ამბობდა, რომ მე ვიყავი ამორალური, მყავდა ცუდი მეგობრები, რადგან ხედავდა, როგორ ველაპარაკებოდი ცუდი რეპუტაციის მქონე პიროვნებებს, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებსა და კაცებს. თითქოს უნდა შემერჩია, ქუჩაში ვინ მომესალმებოდა. იმ პერიოდში საკმაოდ ხშირად მიწევდა გადაღებები, რეკლამებსა და ბილბორდებზე ვიყავი და ჩათვალა, რომ ეს სტიქაროსნისთვის მიუღებელია და არ შეიძლება, მოდელი იყოს სტიქაროსანი. ანდრია ისეთებს ლაპარაკობს ჩემზე, ცოლს რომ მოვიყვან, შეიძლება, შოკი მიიღონ ეკლესიაში და არც დამწერონ ჯვარი. მას უფრო შური ამოძრავებდა, რადგან საკმაოდ დიდი ხანი სტიქაროსანი ვიყავი და კარგი ურთიერთობა მქონდა ყველა სასულიერო პირთან. ანდრია თურმანიძეს სულ ფეხებზე ჰკიდია, მე ვისთან მაქვს სექსი და რა ფოტოს ვიღებ.
– მოახერხა მან შენთვის სტიქარის გახდა?
– დაურეკეს მეუფე დიმიტრი შიოლაშვილს, რომელმაც, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა არავის აზრი. დაგვიბარა მე და ანდრია თურმანიძე. მეუფემ მითხრა, სჭირდებოდა ფაქტი, რომ ეს ადამიანი მართლა მლანძღავდა. მეუფემ ხელი დააფარა თავის ეპარქიაში მყოფ მოძღვარს და სხვა რამეს არც ველოდი. მითხრა, თუ შენ მოდელი არ ხარ და ხშირად არ გაქვს გადაღებები, მოდელი მეგობრები ხომ გყავს და უნდა გაიხადო სტიქარიო. აღარ მინდოდა დავა და ჩხუბი, თორემ რომ მომენდომებინა, კიდევ ჩავიცვამდი. მერე უკვე საპატრიარქოში გადავედი და სამებაში ვიცვამ სტიქარს.  მათ არ ჰქონდათ უფლება, რომ ჩემთვის სტიქარი გაეხდევინებინათ. მე მყავდა მოძღვარი მამა დავით მამალაძე, რომელთანაც ვაბარებდი აღსარებას. მას მიაჩნდა, რომ მე უნდა მცმოდა სტიქარი და პრობლემა არაფერში იყო.
–  იცოდი, მანამდე რომ მამა გიორგი მამალაძეს მამა ანდრიამ გაუგზავნა შენი ფოტოები?
–  მანამდე არ ვიცოდი, ახლა გავიგე. მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ გადაეგზავნა. განსაკუთრებული არაფერია ამაში, უბრალოდ, ის გამიკვირდა, ჩემი ფოტოებით რომ მანიპულირებდნენ სასამართლოზე და მე არაფერი ვიცოდი. მაინც მინდა ვთქვა, რომ მამა გიორგის პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თურმანიძემ ფოტოები გაუგზავნა, არასწორია. თუ ვინმეს უფლებები დაირღვა, ეს ვარ მე. როგორც დისკრიმინაციაში მოხდა, რეალურად, გადაცდომა, მაგრამ არაფერი გააკეთეს, იმიტომ რომ, სასულიერო პირი იყო. ახლა რომ ამ საქმეს მივსდიო, არ მგონია, აზრი ჰქონდეს. იგივე ჩემი ძმის ამბავი. მე ვარ ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის ძმა, რომელსაც  16 წელი ჰქონდა მისჯილი თურქის მკვლელობისთვის. ის კი ციხეში მოკლა პატიმარმა, რომელსაც 33 წელი ჰქონდა მისჯილი. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ყველა უწყება გვწერდა, რომ ჩემს ძმას 16 წელი უკანონოდ ჰქონდა მისჯილი. იმ ადამიანს, ვინც ჩემი ძმა მოკლა ახალი მთავრობის შემდეგ, სასჯელი ხუთ წელზე ჩამოუყვანეს. პროკურორმა შემომთავაზა, საქმე სააპელაციოში წინ რომ წავიდეს და რეალური დამნაშავე გამოაშკარავდეს, ისე გავაკეთოთ, რომ ამ მკვლელს სასჯელი გავუნახევროთო. ამის შემდეგ რა სამართალი უნდა ვეძებო საქართველოში.
– მამა გიორგი მამალაძესთან როგორი ურთიერთობა გქონდა – შენი სტიქარის გახდაზე თუ ისაუბრეთ?
– მე მამა გიორგიმ მითხრა, რომ გამეხადა სტიქარი, ოღონდ მან ეს ანდრია თურმანიძის ხათრით გააკეთა. მეც უპრობლემოდ და უკონფლიქტოდ დავშორდი. მამა გიორგი მანამდე  უკრაინაში მსახურობდა. საკმაოდ განვითარებული პიროვნებაა და არ უკვირს, რომ მოდელი შეიძლება იყოს სასულიერო პირი.
скачать dle 11.3