კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 სახელოვნებო-შემეცნებითი სკოლა „თავისუფალი ცოდნის სახლი“ – გზა თქვენი პატარების განვითარებისა და მომავალი წარმატებისკენ

სახელოვნებო-შემეცნებითი სკოლა „თავისუფალი ცოდნის სახლი“ იწყებს ახალ სასწავლო, 2017-2018 წელს და იწვევს ნიჭიერ პატარებს იმისთვის, რომ  მყუდრო და სასიამოვნო გარემოში განვითარდნენ შემეცნებითად. სკოლაში ბავშვები მაქსიმალურად დატვირთულები არიან სხვადასხვა ფიზიკური და გონებრივი აქტივობით, რაც მათ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. როგორია „თავისუფალი ცოდნის სახლის“ სასწავლო პროგრამა და კონკრეტულად, რა უნარების განვითარებას უწყობს ის ხელს, ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ, „თავისუფალი ცოდნის სახლის“ ხელმძღვანელი – ბატონი გიორგი დურგლიშვილი გვესაუბრა.
გიორგი დურგლიშვილი:
„თავისუფალი ცოდნის სახლის“ სასწავლო პროგრამა მორგებულია ფინური განათლების მოდელზე, რაც, თავის მხრივ, საუკეთესოა მსოფლიოში. მყუდრო და სასიამოვნო ვითარებაში ბავშვებს გარემოსა და მოვლენების მიმართ საკუთარი მსოფლმხედველობა უყალიბდებათ. გვაქვს შემეცნებითი ხასიათის ტურები. ხშირად გავდივართ სკოლის ტერიტორიიდან იმისთვის, რომ დავათვალიეროთ სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილი და ბავშვებს წარმოდგენა შევუქმნათ მათ შესახებ.
– რა ცოდნას იღებენ ბავშვები გაკვეთილებიდან?
– გვაქვს შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილები, რომლის ფარგლებშიც ხდება მსოფლიო და ქართული ლიტერატურული შედევრების განხილვა. ბავშვებს წარმოდგენა ექმნებათ ძველ და ახალ მსოფლიოზე, ასტრონომიაზე, ფლორასა და ფაუნაზე და ასე შემდეგ. გვაქვს ლიტერატურის გაკვეთილები, რომლებზეც ხდება ქართული და მსოფლიო ლიტერატურული შედევრების კითხვა-გარჩევა, აუდიო და ვიდეო მასალების თანხლებით. ხელოვნების გაკვეთილებზე პატარები სწავლობენ ხატვას, ძერწვას და ასე შემდეგ. გვაქვს ინგლისურის საკმაოდ ძლიერი კურსი. სწავლების პროცესი, ეს ყველაფერი კვირაში ერთი დღე, 2-3 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. გარდა ამისა, კვირის სხვა დღეებში გვაქვს სხვადასხვა წრე, როგორიცაა: ვოკალი, ხატვა, ფოტოხელოვნება და ასე შემდეგ.
– გარდა ზემოჩამოთვლილი გაკვეთილებისა, დამატებით რა ღონისძიებებით ცდილობთ პატარების გახალისებასა და გონების განვითარებას?
– ხშირად ვგეგმავთ და სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ ჩვენს ბავშვებთან ერთად. საგაკვეთილო პროცესში პერიოდულად ერთვებიან ცნობილი ადამიანები (მომღერლები, მწერლები, მოაზროვნეები, მსახიობები, მხატვრები და ასე შემდეგ), რომლებიც ბავშვებს თავიანთ შესახებ საინტერესო ისტორიებს უყვებიან. ხშირად ვაწყობთ საბუნებისმეტყველო ხასიათის ექსკურსიებს, გამოფენებს, ლიტერატურულ საღამოებს და შემეცნებით გასვლებს თეატრებსა და მუზეუმებში.
– როდის განახლდება სასწავლო პროცესი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ახალი სასწავლო წელი ჩვენთან 1 ოქტომბრიდან დაიწყება. ბევრი სიახლე იგეგმება, მათ შორის, ვაპირებთ ჟურნალ „თავისუფალი ცოდნის სახლის“ გამოცემას.
სახელოვნებო-შემეცნებითი სკოლა „თავისუფალი ცოდნის სახლი“ მდებარეობს აღმაშენებლის გამზირზე.
საკონტაქტო ტელ: 555 96 55 50.
скачать dle 11.3