კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 სილამაზის ცენტრი „კალა“ – კომფორტული გარემო და პროფესიონალების გუნდი თქვენი სილამაზისთვის

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


ორი წლის წინ თბილისში ახალი სილამაზის ცენტრი – „კალა“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს, თავის მოვლასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას, უახლესი აპარატურისა და პროფესიონალი თანამშრომლების დახმარებით სთავაზობს. ცენტრი ახალგაზრდა პროფესიონალი სტილისტის, თეონა ხუბუას მფლობელობაშია და „კალას” გახსნის იდეაც მასვე ეკუთვნის. თეონა ხუბუას საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარა „კალას“ წარმატების მიღწევაში. სილამაზის ცენტრი „კალა“ დღეს თბილისში, ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ერთ-ერთი საყვარელი, აქტიური სტუმრობის ადგილია.
თეონა ხუბუა:
პროფესიით სტილისტი ვარ, ამ სპეციალობას წლების წინ, უკრაინაში დავეუფლე. ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველოში დავბრუნდი და გადავწყვიტე, საკუთარი სილამაზის ცენტრის გახსნა. ჩანაფიქრმა გაამართლა და „კალა” ყოველდღიურად არაერთი ქალბატონისა და მამაკაცის გარეგნობას და შესაბამისად, ცხოვრებასაც ცვლის.
– რა მომსახურებების მიღებაა შესაძლებელი სილამაზის ცენტრ „კალაში“?
– ჩვენ მომხმარებელს სილამაზესთან და თავის მოვლასთან დაკავშირებული მომსახურების სრულ პაკეტს ვთავაზობთ. „კალაში“ შესაძლებელია როგორც თმის შეჭრისა და მოვლის პროცედურების (ყველანაირი ვაცხნილობა, კერატინით გასწორება, დაგრძელება, აფრიკული ნაწნავები და სხვა), ასევე – ფრჩხილის მოვლასთან დაკავშირებული ყველა თანამედროვე პროცედურის ჩატარება (მანიკიური, პედიკიური, შილაკი, ფრჩხილის დაგრძელება გელით). გვაქვს ბოლო თაობის  დიოდური ეპილაციის 2017 წლის გერმანული აპარატი – უმტკივნეულო, მოყინვის ეფექტით,  რომელსაც თბილისში ჯერ მხოლოდ ჩვენთან შეხვდებით. ასევე, ჩვენს მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს ყველა სახის კოსმეტოლოგიური მომსახურეობა, როგორიცაა: სახის ღრმა და აპარატული წმენდა, წარბის კორექცია, ვიზაჟი, სახის გამაახალგაზრდავებელი მასაჟი, წამწამების ღეროვანი, 3D დაგრძელება, პერმანენტული მაკიაჟი (წარბის ღეროვანი ტატუაჟი, ტუჩის კონტური, ბოტოქსი, ფილერი, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია), პლაზმოლიფტინგი  და ყველა სახის თანამედროვე პროცედურა, რაც სახის კანის გაუმჯობესებისთვისაა საჭირო. გთავაზობთ ეპილაციის მრავაფეროვან არჩევანს – ბიოეპილაცია, ელექტროეპილაცია, შუგარინგით ეპილაცია. ასევე, რუჯისთვის  გვაქვს 2017 წლის ბოლო თაობის იტალიური   SMART სოლარიუმი. ჩვენი ცენტრი, ზოგადად, უახლესი მოდელის აპარატურითაა აღჭურვილი. უახლოეს მომავალში ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ საუკეთესო სიახლეს, ჩამოგვაქვს ახალი, 2017 წლის ბოლო თაობის პრესოთერაპიის აპარატი, რომელიც გამოიყენება სხეულის კორექციისთვის და აახალგაზდავებს მას (აშორებს ზედმეტ წონას და ცელულიტებს).
– როგორ შეარჩიეთ პროფესიონალთა ის გუნდი, დღეს „კალას“ წარმატებული თანამშრომლები რომ არიან?

– უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისში, ამ სფეროში ოთხი წელი ვმუშაობდი და ამ ხნის განმავლობაში ბევრი კარგი პროფესიონალი გავიცანი. როცა საკუთარი სილამაზის ცენტრის გაკეთება გადავწყვიტე, მათი უმეტესობა სიამოვნებით დათანხმდა ჩემთან მუშაობის შეთავაზებას და ასე შეიკრიბა გუნდი, რომელიც „კალას” წარმატების მთავარი საიდუმლოა. ჩვენი ყველა თანამშრომელი სერტიფიცირებულია. მყავს სამი შვილი,  ერთ-ერთ მათგანს დაბადებიდან აქვს ხატვის არაჩვეულებრივი ნიჭი, ისიც ჩვენი გუნდის წევრია. „კალაში“ მუშაობს და ყველა სირთულის ტატუს აკეთებს.
– თავად თუ მუშაობთ როგორც სტილისტი?
– მე მიყვარს ჩემი პროფესია და როდესაც ჩემი ძველი კლიენტები მოდიან და მაქვს დრო, ისევ სიამოვნებით ვზრუნავ მათ სილამაზეზე.
– რა პროდუქციაზე მუშაობენ თქვენი სტილისტები და კოსმეტოლოგები?
– ჩვენი სტილისტები მუშაობენ ისეთი ბრენდის საღებავებით, როგორიცაა: „ლორეალი,” „შვარცკოფი” და „დავინესი.” ყოველთვის ორიენტირებულები ვართ იმ პროდუქციაზე, რაც საუკეთესოა ბაზარზე. თუმცა, რა თქმა უნდა, გვაქვს შედარებით დაბალფასიანი პროდუქციაც, ყველანაირი გემოვნებისა და შესაძლებლობის მომხმარებლისთვის. რაც შეეხება ჩვენს კოსმეტოლოგებს, ისინი ფრანგული წარმოების „სოსკინის” პროდუქციით მუშაობენ, რომელიც ახალი შემოსულია ბაზარზე და გახსნისთანავე ამ პროდუქციით დავიწყეთ მუშაობა. თუ რამე ახალი და კარგი პროდუქტი შემოდის საქართველოში, ყველაფერს მივესალმებით და მზად ვართ, მივიღოთ.
– როგორ იცავთ ჰიგიენის ნორმებს?
– ჩვენთან ჰიგიენის ნორმები მკაცრად არის დაცული. კლიენტის თვალწინ იხსნება დალუქული პაკეტი, სადაც აწყვია ის ხელსაწყოები, რითაც მანიკიური და პედიკიური კეთდება. ინფექციის შეჭრისა და მსგავსი გართულებების შანსი, ერთი პროცენტიც არ არის.
მისამართი:
ვაჟა-ფშაველას გამზირი #17
საკონტაქტო ტელ: 0322 22 04 22,
568-08-07-64, 555-66-16-72.

скачать dle 11.3