კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ყოფილმა ცოლმა მამაკაცი სექსუალური კონტაქტის შემდეგ მოკლა

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

35 წლის თაკო ჭ-ძე ყოფილი ქმრის, 47 წლის ნუკრი კ-შვილის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. ქალს მძიმე ბრალდება  საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ წაუყენეს. იმის მიუხედავად, ის ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებდა, საქმე მის მიმართ განზრახ მკვლელობის ბრალდებით აღიძრა.
ნუკრი კ-შვილის ცხედარი მისმა მეგობარმა ვახტანგ კ-იამ აღმოაჩინა. მამაკაცმა მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. შემთხვევის ადგილზე, გამოძიებას და კრიმინალისტებს გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი დივანზე დახვდათ. მამაკაცს შიშველ სხეულზე  პლედი ჰქონდა მიფარებული.  როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილი მამაკაცი პირველად მისმა მეგობარმა ქალმა ნახა, რომელმაც შეშინებულმა, იმ მოტივით, რომ მისი ვინაობა კონფიდენციალური დარჩენილიყო, გარდაცვლილის მეგობარს,  ვახტანგ კ-იას დაურეკა დასახმარებლად.  ამონაწერი ვახტანგ კ-იას ჩვენებიდან: „12 საათი იქნებოდა, ჩემს ტელეფონზე, მეგობრის საცოლემ, ნინო ბ-ძემ დარეკა. აღელვებული ხმა ჰქონდა,  ტიროდა. მთხოვა, სასწრაფოდ  ნუკრის სახლში წავსულიყავი. ნინოს ვიცნობდი, ნუკრისთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ, არასდროს დასჭირვებია ჩემთან დარეკვა. ტელეფონში არ მითხრა, რა ხდებოდა. ნუკრის სახლთან რომ მივედი, ქუჩაში დამხვდა. მანქანაში ჩამიჯდა და მითხრა, რომ ნუკრი მოკლული იყო. ნინო ისეთ შოკში იყო, ვერც ლაპარაკობდა. მანქანაში დავტოვე და  ნუკრის  ბინაში ავედი, სადაც  საშინელი სურათი დამხვდა.  გარდაცვლილი  ნუკრი დივანზე იწვა. თავი ისე ჰქონდა დაზიანებული, სახეზე ვერ ვიცანი. დივანი და ირგვლივ ყველაფერი, სისხლით იყო მოსვრილი.  დივანის წინ იდგა პატარა მაგიდა, რომელზეც  ყავის ორი ჭიქა იდო, თითქმის ხელუხლებელი. მაგიდაც კი სისხლით იყო დასვრილი.   ნინოს ძალიან ვენდობოდი და მასში ეჭვი არ შემპარვია. შემთხვევის ადგილი დავტოვე და ისევ ქვემოთ ჩამოვედი. ნინოს ვუთხარი, რომ პოლიციაში უნდა დაგვერეკა. ამაზე უყოყმანოდ დამთანხმდა, მაგრამ მთხოვა, მისი ვინაობა რომ არ გამჟღავნებულიყო,  მეთქვა, შემთხვევის ადგილზე პირველი მე მივედი. ეს ბუნებრივიც იყო. მე და ვახტანგი ერთად ვმუშაობდით და  ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით  ან ტელეფონით ვკითხულობდით. დარწმუნებული ვიყავი, ნინო გამოჩენას იმიტომ ერიდებოდა, რომ ნუკრისთან ურთიერთობას ოფიციალური სახე არ ჰქონდა და არ უნდოდა, მისი ოჯახის წევრებს – ყოფილ ქმარსა და შვილებს გაეგოთ. ამიტომაც, თავიდან ვთქვი, რომ ცხედარი მე ვიპოვე. თუმცა, ძალიან მალე ამის დამალვის საჭიროება აღარ ყოფილა.”
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ნუკრი კ-შვილი ბინაში, სადაც მკვლელობა მოხდა, მარტო ცხოვრობდა. ბინა მისი და ყოფილი ცოლის კუთვნილება გახლდათ, მაგრამ ცოლ-ქმარი ორი წლის დაცილებული იყო და შვილები დედასთან ცხოვრობდნენ. მამასთან იშვიათად მიდიოდნენ.  გამოძიებამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ყოფილ მეუღლეებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და თუ რა გახდა,  ნუკრი კ-შვილის მკვლელობის მიზეზი,  ეს მოგვიანებით გახდა ცნობილი.   მკვლელობა  მძიმე საგნით იყო ჩადენილი, მამაკაცს თავი ჰქონდა გაჩეხილი. სავარაუდოდ, მკვლელობის დროს ნასვამი მამაკაცი ჩაძინებული იყო. ის რომ მას მკვლელობამდე ჰყავდა სტუმარი,  რომელთან ერთადაც ალკოჰოლური სასმელი მიიღო და შემდეგ ყავა უნდა დაელია, დადასტურდა  სამზარეულოში აღმოჩენილი  ვისკის ცარიელი ბოთლით. სავარაუდოდ, მკვლელი მამაკაცს კარგად იცნობდა.
  გამოძიებისთვის  განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა  გარდაცვლილის მეგობარი ქალის, ნინო ბ-ძის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, ნუკრი კ-შვილმა  მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მას ტელეფონით შეტყობინება გაუგზავნა. ამონაწერი ნინო ბ-ძის ჩვენებიდან: „გვიანი ღამე იქნებოდა, ნუკრისგან შეტყობინება რომ მივიღე. ნუკრი მწერდა, რომ მასთან სტუმრად  და სასაუბროდ მისი  ყოფილი მეუღლე თაკო ჭ-ძე იყო მისული და  დილით, როცა მასთან მივიდოდი, ყველაფერს მომიყვებოდა. მე ამ  შეტყობინებაზე პასუხი გავუგზავნე. მომწერა მხოლოდ ერთი პასუხი და დანარჩენი გზავნილები უპასუხოდ დამიტოვა. თაკო წარსულში, წლების განმავლობაში ჩემი მეგობარი იყო. თუმცა, მასთან ურთიერთობა აღარ მქონდა მას შემდეგ, რაც დაშორდნენ, მან კი ჩემი და ნუკრის  რომანის შესახებ გაიგო. ამის მერე დამიპირისპირდა და სასტიკად მლანძღავდა. ასევე, ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ნუკრისთანაც – ხან ბინის გაყიდვას სთხოვდა, ხან ისევ შერიგებას. არადა, ქმარს იმიტომ გასცილდა, რომ სხვა მამაკაცზე იყო შეყვარებული და ეს ნუკრის, დაშორებისას  პირდაპირ უთხრა.  რატომ მივიდა თაკო იმ ღამეს ნუკრისთან, ჩემთვის უცნობია. დილით, დროზე ადრე, 11 საათზე მივედი ნუკრის ბინაში. მისვლამდე ტელეფონზე ვურეკავდი და არ მპასუხობდა.  კარი ჩემი გასაღებით გავაღე. სასტუმრო ოთახში დივანზე,  გარდაცვლილი ნუკრის სისხლიანი ცხედარი ვნახე. ძალიან შემეშინდა, იქაურობა იმწუთას დავტოვე და ნუკრის მეგობარს დავურეკე დასახმარებლად.”
 გამოძიებამ დაკითხა გარდაცვლილი მამაკაცის ყოფილი მეუღლე, რომელიც თავიდანვე ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლეოდა. ჯერ განაცხადა, რომ გარდაცვლილის ბინაში საერთოდ არ მისულა მკვლელობის ღამეს. შემდეგ ჩვენებაში გაიხსენა ღამის ვიზიტი, ყოფილ ქმართან რომანტიკული ვახშამი და სასიყვარულო ურთიერთობა. თაკო ჭ-ძე აცხადებდა, რომ ნუკრი კ-შვილის ბინა გვიან ღამით დატოვა და  ყოფილი ქმარი ცოცხალი იყო. თუმცა,  მის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურდა მოპოვებული მტკიცებულებებით. საქმის მასალების მიხედვით, თაკო ჭ-ძემ, რომელიც ძალიან იყო გაბრაზებული იმ ფაქტით, რომ ყოფილ ქმარს მის უახლოეს მეგობართან ჰქონდა რომანი, როგორც კი შეიტყო, ნინოს ცოლად მოყვანას აპირებდა, ყოფილი ქმრის მოკვლა განიზრახა შურისძიების მიზნით. ის ყოფილი ქმრის სახლში მკვლელობის იარაღით, ჩაქუჩით  მივიდა.  ვიზიტის მიზეზი, მასთან წარსულ ურთიერთობაზე საუბარი გახლდათ. ნუკრი კ-შვილი თაკო ჭ-ძის ვიზიტში ეჭვს ვერ შეიტანდა,  რადგან ყოფილი ცოლი, ერთი შეხედვით, სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდა. როგორც გამოძიებით დადგინდა, ქალს მამაკაცის მოსაკლავად გამზადებული ჩაქუჩი ჩანთაში ედო. ნუკრისთან ერთად მან ჯერ ვისკი დალია, მერე კი სასიყვარულო ურთიერთობით დაკავდა. მას შემდეგ კი, რაც შეიტყო, რომ ყოფილ ქმარს  ცოლად მისი  ყოფილი მეგობარი მოჰყავდა, თავისი განზრახვა სისრულეში მოიყვანა. იცოდა რა მისი ხასიათი და ჩვევები, ამიტომ ალკოჰოლით ისე დაათრო,  რომ მთვრალ მამაკაცს, ისე რომ ქალის მიერ მოდუღებული ყავაც კი ვეღარ დაულევია და იქვე, დივანზე დაეძინა. ამის შემდეგ თაკო ჭ-ძემ მას თავში სამჯერ ჩაარტყა ჩაქუჩი. რომ დარწმუნდა მკვდარი იყო, სისხლიანი პერანგი გარდაცვლილის პერანგით შეიცვალა და ბინა ისე დატოვა. ტაქსი კორპუსიდან მოშორებით გააჩერა და დაბრუნდა სახლში, სადაც შვილები ელოდნენ.
სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში თაკო ჭ-ძე დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
скачать dle 11.3