კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№39 რა ცდუნებების გადატანა მოუწია ლევან სუხიტაშვილს და რატომ ჰგონიათ ის ნარკომანი და ჰომოსექსუალი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ლევან სუხიტაშვილმა ზაფხულში, მეგობრებთან ერთად, თბილისის ცენტრში გახსნა  ახალი ლაუნჯი „აქ ზის თფილისი,“ რომელსაც თავად ამუშავებს. გარდა ამისა, ახალი სეზონიდან „ჩემი ცოლის დაქალებში“, „ჩაქუჩას“ როლიც კიდევ უფრო საინტერესო ხდება.
ლევან სუხიტაშვილი:
მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ ძალიან საყვარელი ლაუნჯი „აქ ზის თფილისი“, მარინა ბერიძის ცნობილი ფრაზიდან გამომდინარე. ლოგოზე ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, აღმოვაჩინე, რომ ქართულ ანბანში „თ“ არის ყველაზე სექსუალური ასო – ამოაბრუნე, ტანგა ჩააცვი. (გარეთ რომ ბანერია, იქ აცვია ტანგა) ძალიან სექსუალური გამოდის. თან, პერო აქვს გაყრილი – ჩუმად შეპარებული. ზოგადად, ამ ბიზნესთან სულ მქონდა შეხება და ახლა გადავწყვიტე, მეგობრებთან ერთად, ჩვენი გაგვეკეთებინა, რადგან ეს ბიზნესი არ არის ჩემთვის უცხო.
– „ჩემი ცოლის დაქალები“ დაიწყო. შენი გმირი, „ჩაქუჩა” იქნება კიდევ?
– ბრუნდება და ძალიან კარგად. საინტერესო და სასაცილო რაღაცები იქნება. „ჩაქუჩამ” კი იშოვა ფული, მაგრამ ლევანს არ უშოვია, მაინც „სირი“ დარჩა. „ჩაქუჩამ” იშოვა, წარმოგიდგენია?! და ლევანამ – ვერა.
– ხშირად რეალობაში მსახიობს სერიალის გმირთან აიგივებენ ხოლმე...
– სერიალს რომ უყურებენ, ჰგონიათ, რეალობაშიც ისეთი ხარ. რეალურ ცხოვრებას და ფილმს ერთმანეთში ურევენ. მახსოვს, ქარხანა რომ დავწვით, ხალხი „ფეისბუქზე“ პირადში მწერდა: სად ცხოვრობ, ძმაო, უნდა გნახო, რა პონტში დაწვიო, – ჩვეულებრივ მემუქრებოდნენ. ისე, „ჩაქუჩა” საყვარელი ტიპია, ცოტა ინფანტილური. ასეთი „გამოსირებული“ ტიპები, თან ძველბიჭობა რომ უნდათ, ბევრს რეალობაშიც უყვარს. სერიალში ვცდილობ, ბევრი ისეთი რამ გავაკეთო, რომ ნეგატიურ ხაზზე არ დავსვა, ვამსუბუქებ მის საქციელს.
– შენი გახდომის თემა ძალიან აქტუალურია. წერდნენ: ნარკომანია და იმიტომ გახდაო და ასე შემდეგ.
– გადაეცი მათ: „ვკაიფობ“ და დამშვიდნენ. ქართველი მამაკაცი ცოლის მოყვანის შემდეგ, მაინცდამაინც წარმოუდგენიათ გასუქებული, ღიპით და უნდა ჰყავდეს აუცილებლად „ვოლგის“ ტიპის მანქანა – „ჯიპს“ ვგულისხმობ. არ ვარ ასეთი ტიპი. როგორც კი ღიპი წამომეზარდა, ეგრევე ზომებს მივმართე და აღმოვფხვერი, დიეტითაც და ვარჯიშითაც. 10 კილოგრამით მეტი რომ ვიყავი, მაშინაც დადიოდა ეს ხმები. ტელევიზორში ვჩანდი ჩვეულებრივი, მსუქანა ტიპი. მეზობლის ქალმა რომ მითხრა: ის მსუქანი ბიჭი შენ ხარო, მაგრად „გამიტყდა“.
– რატომ ასოცირდები ნარკოტიკების მომხმარებელთან?
– არ ვიცი, ალბათ, ჰაბიტუსი მაქვს ასეთი. ერთხელ დასავლეთიდან მოვდიოდით მეგობრები მანქანით. ზესტაფონში გავჩერდით ყავის დასალევად და პოლიციელმა მარტო მე ჩამომსვა მანქანიდან. თან, ზესტაფონში არ არის ნარკოლოგიური და ქუთაისში წამიყვანეს. ცოტა ისე მეცვა – ვარსკვლავებიანი შარვალი. თბილისიდან გადმოყვანილი ოცმეთაური იყო და ეტყობა, იფიქრა: ახლა თუ არ აქვს მოწეული, „კაკ მინიმუმ,” ამოუგდებს მაინცო. ბოლომდე დარწმუნებული იყო. მოკლედ, წამიყვანეს, მომაფსმევინეს, არაფერი მქონდა და წამოვედი. სილამაზის სალონებია კიდევ ჭორის ბუდე – იმდენი ჭორი მომდის იქიდან. ვიღაცები იყვნენ და ამბობდნენ: ეგ ტიპი ნარკომანიაო.
– რა აზრის ხარ მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით?
– ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ეთერშიც ვიყავი ამ თემასთან დაკავშირებით და იქაც ვთქვი: ერთადერთი საკითხია, სადაც ჩემი აზრი არ მაქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული. ორივე მხარეს მყარი არგუმენტები აქვს. მაგრამ, მყარი და ურყევია ერთ საკითხზე ჩემი აზრი: მირჩევნია, ადამიანმა ეკოლოგიურად სუფთა მარიხუანა მიიღოს, ვიდრე ის „ბიო“ და რაღაც საშინელებები. ჩემი თითები ნახეთ, ძალიან ბევრი მყავს გადარჩენილი, დაახლოებით, 11-12 ადამიანი. ასეთ დროს არ შემიძლია, თვალი ავარიდო და ყურადღება არ მივაქციო, როგორც ამას ბევრი აკეთებს გამომეტყველებით: მოკვდეს, ამის დედაც.. ერთხელ კლუბიდან გამოვედი, ტაქსს ველოდები. გავიხედე, აქეთ ერთი დაეცა. გავიქეცი მისახმარებლად, მეორე დაეცა, 4 ტიპი დაეცა ერთად. აღარ ვიცოდი, რა მექნა. ოთხივე ერთად დავაწვინე, ვუტყაპუნებდი, ვეხმარეობდი, მერე ვიღაცები მომეხმარნენ და გადარჩნენ. ამას წინათ მაგის გამო ტიპზე გავიწიე. გოგო კვდება, ტუჩები გაულურჯდა, ფერი აღარ აქვს და მიათრევენ თამარაშვილზე სადღაც. ვეუბნები: დააწვინე, ბიჭო. სასწრაფოს გამოძახებაც არ უნდოდათ, რომ არ გაშიფრულიყვნენ. გაწევ-გამოწევით, გინებით დავაწვინე ეს გოგო, მივაქციე ყურადღება, სასწრაფოც მოვიდა. ის ტიპები ისე გაიფანტნენ, არავის უნახავს. თან, ისეთი თაობაა, პატარები. 25-30 წლის ტიპი რომ მოწევს, მოს... პატრონი, რადგან უნდა იცოდეს, რას აკეთებს.
– შენ არ გქონია სურვილი, გაგესინჯა „ბიო“ ან მსგავსი ტიპის რაღაცები?
– „ბიო“ მოწეული მაქვს, თან მაშინ, როცა საქართველოში არავინ იცოდა, რა  იყო. ერთ-ერთი ოლიმპიადიდან ჩამოიტანეს. მანამდე 6 წელი მარიხუანაც არ მქონდა მოწეული. ვთქვი: არ მოვწევ-მეთქი და აღარც მომიწევია. აღარ მინდოდა, მოვიბეზრე და „ვსიო“. ეს რომ ვთქვი, მაშინ ერთი პარკი მარიხუანა გვქონდა „სასტავს”, იმდენი მოვწიე, კინაღამ მოვკვდი, მაგრამ მაგის მერე, 6 წელი საერთოდ არ მომიწევია. რომ „გაიჩითა“ „ბიო“, დამაინტერესა და მოვწიე. არ ვიყავი კარგად, ცუდად იმოქმედა. ოლიმპიადას ვუყურებდი, ისე ცუდად გამხადა, წამოვედი და იქვე, გვერდზე მეგობრებთან წავედი, ვიცოდი სვამდნენ. იმდენი დავლიე: დავისხი – დავლიე, დავისხი – დავლიე. გაგიჟდნენ, ვერ მიხვდნენ, რა მჭირდა. მაშინ მივხვდი, რა საშინელებაც იყო და იმის მერე აღარც მომიწევია. იცი, რაზე ვგიჟდები: ტიპები კვდებიან და რომ გადარჩებიან, მერე იგივეს აკეთებენ.  
– უფრო მძიმე ნარკოტიკებთან თუ გქონია შეხება?
– მძიმე ნარკოტიკები რომ მომეხმარა, ეს უნდა მომხადრიყო მაშინ, როცა იყო ჰეროინობა და ასე შემდეგ. თან, იმ ასაკში ვიყავი, როცა შეიძლებოდა, „გამეჩხირა“ და სხვა ლიანდაგზე გადავსულიყავი. დიდი ცდუნება მქონდა იმ დროს, ჩემ გვერდით ბევრი ნარკოტიკი და ბევრი ნარკომანი იყო, ვისთანაც ვახლობლობდი. მაგრამ ყველაფერი თვითშეგნებაზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად სცემ შენს ოჯახს პატივის, გარშემო მყოფებს. ბევრს ვფიქრობდი ამაზე და გარდა ამისა, ერთ ფაქტს შევესწარი: ჩემს მეგობარს თავის მეგობარმა დაუმალა გარკვეული რაოდენობის ჰეროინი და ისე გაცოფდა, ძლივს გავაგდებინე ხელიდან. ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი, რომ მე ნარკოტიკს არ გავკარებოდი. ჩემი ძმაკაცი უცბად სხვა ტიპად დავინახე და მივხვდი: ამ ყველაფერს ადამიანის გარდაქმნა შეუძლია, თან საშინელი კუთხით. პლუს ამას, ის, თუ რა შეიძლება, გაეკეთებინა მას იმ დროს ამ ყველაფრის გამო. ეს მომენტი ყოველთვის მემახსოვრება. ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი და კიდევ, თვითშეგნება.
– თქვი: ჩემი ჩაცმულობის, ვარსკლავიანი შარვლებიდან გამომდინარე, ბევრს ჭორაობენ, ზოგს ნარკომანიც ვგონოვარ და ისიც უთქვამთ: ლევან სუხიტაშვილი ჰომუსექსუალიაო?
– კი, რამდენჯერაც გინდა. ხშირად სტატიის კომენტრებშიც დაუწერიათ: ეს, კაცო, გეია. 4 შვილი მყავს და სანამ ცოლს არ მო..ავ და ზედ არ წამასწრებენ, მანამდე არ მოისვენებენ?! ადრე ვბრაზდებოდი და ახლა ჩემს ნარკომანობასა და გეიობაზე მაგრად მეცინება.
– ის, რომ 4 შვილის მამა ხარ, გყავს ოჯახი, ამან გარკვეულწილად, შეგძინა პასუხისმგებლობა ოჯახის, მეუღლის, შვილების წინაშე...
– ვერა რა... მაკაა მაგარი იმ „პონტში“, რომ მასწავლის, როგორ მამა ვიყო.  მაგრამ, მაინც ვერ ვარ მამა, არ შემიძლია. ინფანტილური ვარ, მივედინები. შეიძლება, ერთ დღეს ვიყო ძალიან მაგარი ქმარი, მეორე დღეს რაღაცამ გამიტაცოს, საქმეში გადავვარდე და არაფერი მახსოვდეს, სახლში არ მივიდე რამდენიმე დღე. მამის ტიპი არ ვარ – მიდი, დატუქსე. შეიძლება, შვილთან შუა ლაპარაკში გამეცინოს, უფრო მეგობრულად ვექცევი. ექსპერიმენტიც რომ ჩავატაროთ, სამი ქალი რომ მომიყვანოთ: აბა, რომელი გაუძლებსო და ერთი კვირა ერთთან ვიცხოვრო, მეორე – მეორესთან, მაკასნაირ ჭაპანს მაინც ვერავინ გასწევს. მაკა მაგარი გოგოა, სუხიტაშვილები დაუდგამენ ძეგლს, ჩემ გაძლებაში.
– ყოფილა თქვენს ურთიერთობაში კრიზისები, წასვლა-წამოსვლა?
– კი, როგორ არ ყოფილა. ვირიშვილურ რაღაცებს ვერ ვიტან: შენი ქმარი კლუბში იყო, ვიღაც გოგოს ეხვეოდა – ასეთი რაღაცები მაღიზიანებს. თუ კეთილისმოსურნე ხარ, რატომ წერ ასეთ რაღაცებს. მერე ამაზე გვიკამათია, გვიჩხუბია და საბოლოოდ, ამიხსნია, რომ არ ვარ ამის გამკეთებელი... მაკა მიყვარს ძალიან, მაგარი ადამიანია.
– ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ზალიკო ბერგერის ვიდეო გავრცელდა, სადაც ის ნასვამი ბათუმის ქუჩებში დადიოდა და „ფეისბუქ-ლაივი“ ჰქონდა ჩართული. მერე შენც ატვირთე მსგავსი ტიპის ვიდეო, რომელიც ზოგს მოეწონა, ზოგმა გაგაკრიტიკა.
– კლუბიდან სახლისკენ ფეხით მივდიოდი, კარგად ვიყავი. „დავითრიე“ ლუდი, საარჩევნო აბრა დავინახე, „გამეხსნა” და გამახსენდა ზალიკო. „ვიღადავე“ და მერე ხალხზე „ვიკაიფე“ მაგრად: კარგად ვერ ბაძავსო. ზალიკოს პაროდია კი არ გავაკეთე, ჩემთვის მთვრალმა ჩავრთე და გადავიღე. ვეცადე, ხალხისთვის პოზიტივი მიმეცა. ზალიკომაც „იკაიფა.”
скачать dle 11.3