კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 მომხიბვლელობის მარტივი ხრიკები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ყველას სურს, იდეალურად გამოიყურებოდეს, თუმცა, თავის მოსავლელად გადატვირთული დღის შემდეგ, ცოტა დრო რჩება. არსებობს პატარ-პატარა ხრიკები, რომელთა წყალობითაც, შეგიძლიათ, დრო, ფული და ენერგია დაზოგოთ და გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. ასე რომ, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი მარტივი რჩევები:
*  თვალის გარშემო სიშავისა და შეშუპების გასაქრობად, ჩაის პაკეტები გამოგადგებათ. დაიდეთ ჩაის საფენები თვალის გარშემო. ამისთვის 10 წუთიც საკმარისია.
* ტუჩები ვიზუალურად რომ გადიდდეს, საჭიროა, ჯერ ღია ფერის მბრწყინავი პომადა წაისვათ, შემდეგ კი, ფანქრის კონტური შემოივლეთ ბუნებრივ ხაზზე ცოტა ზევით და სასურველი პომადა მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით – ღია ფერი ზედა ტუჩისთვის და უფრო მუქი, ქვედასთვის.
*  ქოქოსისა და ზეთისხილის ზეთი წყალგამძლე მაკიაჟის მოცილებაში დაგეხმარებათ. ამის საშუალებით, სახის გამწმენდის გარეშე შეძლებთ, სახის კანის მოვლას.
* იმისთვის, რომ ქუსლები მუდმივად რბილი გქონდეთ, ძილის წინ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი.
*   შესაღები თმის ძირები, ცუდი შესახედია. ის, შეგიძლიათ, თვალის ჩრდილის საშუალებით შენიღბოთ და დაფაროთ.
* სახის გასაწმენდად და ბზინვარებისთვის საჭმელი სოდა გამოიყენეთ: შეურიეთ სახის დასაბან გელს ან გამწმენდ რძეს და ამ ნარევით დაიბანეთ სახე.
*თუ გსურთ, გლუვი კანი გქონდეთ, მაშინ გამოიყენეთ შაქრის სკრაბი და საშხაპეში, პილინგის სპეციალური ხელთათმანით დაიმუშავეთ კანი. მოძრაობები წრიული უნდა იყოს. მკვდარი უჯრედები კანს ასე უფრო ადვილად სცილდება და ზედაპირი გლუვდება.
* ყოველთვის დაიბანეთ სახე, სანამ დასაძინებლად დაწვებით. ასე, კანის ფორებიდან ბაქტერიები და ზედმეტი ცხიმი ამოვა. თუ მაკიაჟს ატარებთ, აუცილებლად მოიშორეთ სპეციალური საშუალებებით.
* გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები. ულტრაიისფერი გამოსხივება ადრეული ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. მიუხედავად იმისა, რომ გარუჯული სხეული ლამაზი და მიმზიდველია, გარუჯვისას კანზე ზრუნვაც არ უნდა დაგავიწყდეთ.
* თვალებისა და პირის გარშემო წაისვით ალოეს სუფთა წვენი. ეს პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორეთ. ალოე კანს არბილებს და ანთების საწინაარმდეგო ეფექტი აქვს. ეს თვალების ქვემოთ მუქ წრეებს აგარიდებთ და კანსაც დაატენიანებს.
* კიტრი ძალიან სასარგებლოა კანისთვის. მას გაგრილების თვისება აქვს, ამკვრივებს და ატენიანებს კანს. შეუძლია, შეამციროს ნაწიბურები. ამისთვის, კიტრის კანი ნახად შეიზილეთ სახეზე, ან მისგამ მომზადებული ფაფა დაიდეთ.
* ვარჯიში რომ სასარგებლოა გულისა და ფილტვებისთვის, ეს ყველამ იცის. ვარჯიში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კანს ჟანგბადი და სასარგებლო ნივთიერებები უფრო ადვილად მიეწოდება.
* უძილობა სახის კანზე მომენტალურად აისახება. ამიტომ, კარგად გამოიძინეთ.
* გამოიყენეთ ხარისხიანი პარფიუმერია. ამაში ნუ დაზოგავთ ფულს. უხარისხო პარფიუმერიას, შეუძლია, მეტისმეტად დააზიანოს სახის კანი.
скачать dle 11.3