კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ძნელია, იყო... კაცი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹38(873)



***
კოკა გულაღმა იწვა და სიგარეტს ეწეოდა. ფართოდ გახელილი თვალები ჭერზე ჰქონდა მიშტერებული და ცდილობდა. სიამოვნებისგან გათანგული სხეული ისევ დაემორჩილებინა.
– მეც მომაწევინე, – სთხოვა ქალმა. თავი რომ ჯერაც მის მკერდზე ედო.
– ბოლო ღერია. მეტი აღარ არის, კოლოფი ცარიელია.
– რა პრობლემაა. ერთი-ორი ნაფაზი დამარტყმევინე. ძალიან სექსუალურია, როცა საწოლში წყვილი ერთად ეწევა სიგარეტს. შენ ასე არ ფიქრობ?
– მე ახლა იმაზე ვფიქრობ, რატომ აღმოვჩნდი შენი ინტერესის სფეროში. საწოლში ისეთებს აკეთებ, გამოუცდელი ნამდვილად არ ხარ. მეტსაც გეტყვი, შენნაირი ქალი ჯერ არ მყოლია.
– ისე, ბევრი გყოლია? – ქალმა კეკლუცად „დაარტყა“ ნაფაზი და იატაკზე დადებული საფერფლისკენ ისე გადაიხარა, ზეწარი მთლიანად გადაეხადა. კოკამ თვალი ვერ მოსწყვიტა მის მრგვალ, გარუჯულ უკანალს. თავი ვერ შეიკავა და ხელი გადაუსვა. თითები უთრთოდა. ხელახლა აიტანა ქალის დაუფლების სურვილმა. ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა და შეშლილივით დაუწყო კოცნა. ქალი გაირინდა. მთლიანად მინებდა და კაცს თავისი სხეული ბოლომდე დაუთმო.
***
სიყვარულზე ვლაპარაკობდით. ჰო, იყო კოკას ცხოვრებაშიც ასეთი პერიოდი – აღმაფრენისა და ჭკუიდან გადასვლისა. მაშინ ჰქონდა შანსი, ცხოვრება შეეცვალა. ერთი სიტყვა, საოცნებო ქალის ერთი, იმედის მომცემი სიტყვა ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა. იმას გააკეთებდა, რაც ქალს გააბედნიერებდა, სიხარულით აავსებდა და კაცის მიმართ მადლიერებით განაწყობდა, მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარულის ფინალი „ჰოლივუდური“ ვერ იქნება. შექსპირის დიდების შარავანდედიც ვერ იბრწყინებდა, ჯულიეტას და რომეოს დიდხანს და ბედნიერად რომ ეცხოვრათ. ბანალურად და გულისამრევი რეალურობით, ქალმა სხვა აირჩია – კოკას საყვარელმა ქალმა. თითქოს ბედმა გადაწყვიტა, ბოლომდე გაეთელა ფეხქვეშ მისი თავმოყვარეობა და მამაკაცური ღირსება – საყვარელი ქალის ქორწილში სიძის ხელისმომკიდედ დასვა და ბოლომდე ისე გამოაცლევინა მწარე ფიალა, ერთი წვეთიც არ შეარჩინა. ვისთვის იქნებოდა ადვილი ამ ყველაფრის ატანა, რომ კოკასთვის ყოფილიყო და ისიც დანებდა. ხელები ჩამოუშვა და საკუთარ თავს აუკრძალა – არავითარი სიყვარულიო! იქვე დაასკვნა: ყველა ქალი კახპაა და ძნელია, იყო კაცი, როცა მავანნი და მავანნი ცდილობენ, შენს კაცობას ყველა მხრიდან დაარტყანო.
***
ნამწვი ყავის ჭიქაში ჩააგდო და ქალს მიაშტერდა.
– ასე რატომ მიყურებ? – გაეცინა სესის, – თითქოს რაღაცის კითხვა გინდა.
– მოგეჩვენა. უბრალოდ, რაღაცაზე ვფიქრობდი და თვალი გამიშტერდა. ჰო, მართლა, – მე მალე უნდა წავიდე. შენ რა გეგმები გაქვს?
ქალმა მხრები აიჩეჩა.
– დავრჩები, შეიძლება?
კოკა ჯერ გაჩუმდა, თითქოს ქალის შეკითხვა ვერ გაიგონა, მერე კი, ხმამაღლა გაეცინა.
– შენ ფიქრობ, რომ ფულს მოგცემ და გეტყვი, აქ რამდენ ხანსაც გინდა, დარჩი-მეთქი? საყვარელო, ანგარიშში შეცდი, უფრო სწორად, არჩევანში, ის არ ვარ, ვინც გგონივარ.
– მაინც, ვინ მგონიხარ? – ტუჩები გააწკლაპუნა ქალმა და კაცს დამცინავად გადახედა.
– ფულიანი ტიპი, რომელსაც ყველა ფეშენ-სასტუმროში აპარტამენტები აქვს ნაქირავები და „ნაშებს“ აბამს.
– ანუ?
– რა ანუ? ამ ნომრის საფასური საღამომდეა გადახდილი და იმის ფულიც კი არ მაქვს, ლანჩი შევუკვეთო.
– კოლოფში სიგარეტი მაინც თუ დაგრჩა? – წარბი არ შეუხრია ქალს, ისე გაუწოდა ხელი სიგარეტის გამოსართმევად.
– წეღან ხომ გითხარი, კოლოფი ცარიელია-მეთქი. არ მომიტყუებიხარ.
– დამავიწყდა. დარეკე, ლანჩიც შეუკვეთე და უთხარი, ერთი კოლოფი სიგარეტიც ამოგვიტანონ. ჰო, კიდევ, თუ გინდა, ამაღამ აქ დავრჩეთ, მე გადავიხდი.
კოკას თვალები გაოცებით გაუფართოვდა.
– ხუმრობ?
– არა. თუ შენ გინდა-მეთქი. ფული მაქვს. კარგად გადამიხადეს. სხვათა შორის, დაგინახე თუ არა, ეგრეე მივხვდი, რომ ფულიანი ტიპი არ იყავი.
– მართლა? რანაირად? გამოხედვა მქონდა სხვანაირი?
ქალმა ისევ გაიცინა.
– დარეკე, დარეკე, მომშივდა. სექსის მერე ჭამა მინდება. თუმცა არა, აჯობებს, მე შევუკვეთო. შენ ხომ არ იცი, რა მიყვარს.
კოკამ აღფრთოვანებით შეხედა და აღტაცებით შესძახა:
– ძალიან მაგარი ვინმე ხარ, ტო... შენნაირი „ნაშა“ არ შემხვედრია. სექსშიც გამაოცე და ისედაც. ვინა ხარ, ტო?
– რა მნიშვნელობა აქვს. გვარი რომ გითხრა, ამით რა შეიცვლება? სახელი უკვე იცი.
– რომ გკითხო, ამ სასტუმროში რას აკეთებ-მეთქი, ძალიან სულელი ვიქნები?
– არც ჩემი აზრი შენზე შეცვლის რამეს, ზედმეტი შეკითხვებით კი დამღლი. რას შეჭამ? ნუ მოგერიდება. რაც გინდა, იმას შევუკვეთავ.
– სულერთია, ჭამაში პრეტენზიული არ ვარ.
სესიმ დარეკა. სანამ შეკვეთას ამოიტანდნენ, კოკამ დრო იხელთა და ქალის შიშველი სხეულისკენ გააპარა ხელი, მაგრამ სესიმ თავი გააქნია უარის ნიშნად.
– რატომ? – გააპროტესტა კოკამ.
– იმიტომ რომ, ბევრი გაწყენს.
– ესე იგი, მაინც ფულიანი ტიპი გეგონე... – გამარჯვებულივით გამოაცხადა კოკამ, აქაოდა, მიგიხვდიო.
– სულელი ხარ, – მიახალა ქალმა, სკამიდან კოკას მაისური აიღო, სწრაფად გადაიცვა და კარისკენ გაემართა. კოკამ მის აშოლტილ ფეხებს მზერა ვერ მოსწყვიტა და ტუჩები ხარბად გააწკლაპუნა.
***
თათიამ ქმარს სახე დაუკოცნა. საჩუქრებით აღფრთოვანებულმა რამდენჯერმე წამოიკივლა და ბოლოს, ძვირფასი საათი რომ გაიკეთა მაჯაზე, დაღლილი დაეშვა სავარძელზე.
– კმაყოფილი ხარ? – ამაყად, საკუთარი ღირსების შეგრძნებით ჰკითხა ვახომ.
– შენ ყველაზე კარგი ქმარი ხარ ქვეყანაზე. როგორ გამოიცანი, რა მინდოდა? – თათიამ ქმარს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
***
– მოიცა, შენ კოკა გქვია ჰო? – ირონიულად ჰკითხა ქალმა და ლანგარი საწოლზე დადო.
– რატომ მეკითხები?
– კოკა, რომელიც ბოლოს მაინც წყალზე გატყდა, – ეს ალბათ, რაღაცას ნიშნავს, – თვალები მოჭუტა სესიმ.
– ნუ სულელობ, თუმცა ბრძენი ქალის მზერით გაცილებით სექსუალური ხარ. მითხარი, ისევ შევხვდებით?
– უნდა დაგპირდე? – ქალმა მხრები აიჩეჩა, ჯემიანი ტოსტის პური მოკბიჩა და ყავა მოსვა, – ვერ ვიტან, როცა ცხოვრებას წინასწარ ვგეგმავ. ამიტომ გეტყვი, – შენთან შეხვედრას აღარ ვაპირებ.
– მე რომ მომინდება შენი მოფერება?! – ჭირვეული ბავშვივით გააპროტესტა კოკამ.
– ეგ შენი პრობლემაა. არანაირი ვალდვებულებები, დაპირებები. „შემთხვევითობას“ მივყვეთ, – მხოლოდ ასეთ ურთიერთობას ვაღიარებ.
– მაგრამ აქ შემთხვევით არ ხარ, ხომ ასეა?
– ასეა. მაგრამ საქმე საქმეა, პირადი ურთიერთობებისგან მკვეთრად მაქვს გამიჯნული.
– ანუ, პროფესიონალი კახპა ხარ? – მაინც გაუკვირდა კოკას, მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვაზე პასუხი პირველივე წუთებიდან ჰქონდა.
– სესიმ აუღელვებლად დაუქნია თავი, კოკამ გაიცინა.
– გეტყობა, ეს ამბავი საერთოდ არ გაღელვებს.
– რატომ უნდა მაღელვებდეს? ყველას თავისი საქმე აქვს და ეს ჩემი შეგნებული არჩევანია.
– კარგად გიხდიან? – კოკა გახალისდა, ყავა დაისხა და ქალს თვალი ჩაუკრა.
– ყოველ შემთხვევაში, იმდენი მაქვს, შენნაირი ჯიბეგაღლეტილი სასტუმროში ლანჩსა და ყავაზე დავპატიჟო, – არ ჩამორჩა სესი.
კოკამ თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
– მართლა ძალიან მაგარი ვინმე ხარ. კიდევ უნდა გნახო, უარს არ მივიღებ.
– მერე შეგიყვარდები. ამიტომ, არ ღირს.
„სიყვარული“... – კოკას შეაჟრჟოლა და თვალები დახუჭა.
კარის წინ დაფენილ ტილოზე ფეხები საგულდაგულოდ გაიწმინდა. დაფიქრდა, კარი თავისი გასაღებით გაეღო თუ ზარი დაერეკა. ბინაში ჩუმად შესვლას მაინც ვერ შეძლებდა. ყოველთვის იგებდა მის დაბრუნებას. დგებოდა მძინარეც კი და ეგებებოდა. საყვედურით გაჯერებულ მზერას მიაპყრობდა ხოლმე, მაგრამ არაფერს ეტყოდა. ერთ სიტყვასაც კი არ დაძრავდა. არც იყო საჭირო. მზერით ანადგურებდა და მიძინებულ სინდისს უღვიძებდა. ასეთ წუთებში თავს ისევ პატარა ბიჭივით გრძნობდა.
თითი გამეტებით მიაჭირა ღილაკს. რამდენიმე მტანჯველმა წუთმა გაიარა, სანამ ნაცნობი ნაბიჯების ხმას გაიგონებდა. საკეტმა გაიჩხაკუნა. ამოიოხრა. მერე მზერა ცოტა დააგვიანა, თუმცა ამას ოდნავადაც არ უმოქმედია სინდისის ქენჯნის ხარისხზე.
– როგორ ხარ? – გაუღიმა და შეღებილ თმაზე ხელი გადაუსვა. არ ახსოვს, ერთი ჭაღარაც დაენახოს მის თმაში, მაშინაც კი, როცა ყველაზე ძალიან უჭირდა. როცა ეგონა, რომ ცა თავზე ჩამოექცა საყვარელი ადამიანის დაკარგვით. თმას მაინც არაფერი შესტყობია, ძველებურად მბზინვარე, საგულდაგულოდ მოვლილ-დავარცხნილი...
– გშია? – სტანდარტული შეკითხვა და პასუხიც ასევე სტანდარტული, – კვერცხი შემიწვი, რა... შენ რომ იცი, ისე, კარაქში...
სამზარეულოში, სადაც ყოველთვის დარიჩინისა და სანელებლების მოტკბო სუნი იდგა (და... ეს სუნიც ბავშვობასთან ასოცირდებოდა) მაგიდასთან ადგილი ჰქონდა შერჩეული. ისე ჯდებოდა, გაზქურასთან ზურგშექცევით, რომ იქვე მოფუსფუსე დედისთვის სახეში არ შეეხედა. სამაგიეროდ, ლაპარაკისას პირდაპირ ყურში ჩასძახოდა. ისეთი საუბარი იცოდა, თითქოს კონკრეტულად არაფერს ამბობდა, მაგრამ ყველა სიტყვა „მიზანში ხვდებოდა“. ამას ორივე გრძნობდა, თუმცა ხმამაღლა არცერთი აღიარებდა. იქნებ იმიტომ, რომ შეეჩვივნენ ასეთ ყოფას.
– გუშინ თამუნა ვნახე. მარკეტში შემოვიდა. ისევ ისეთი კარგია. წლები არ ეტყობა მაგ გოგოს.
– ჰო არ ეტყობა, – ყელში ლუკმა გაეჩხირა კოკას.
– ვახოს ახალი ცოლი. ის გოგო ბოზია ხო? – ქალმა ეს სიტყვები ისეთი დარწმუნებით წარმოთქვა, რომ იქვე ჩაუკლა შეკამათების ან თავის დაცვის სურვილი – ასეთი სურვილი კიდეც რომ ჰქონოდა. მერე მეგობრის ცოლთან გატარებული ბოლო ღამე გაახსენდა და თავი დაუქნია.
– ჰო, ბოზია.
– ასეა, ბოზებისთვის ანგრევენ თითით საჩვენებელ ოჯახებს. აბა, პატიოსანი ქალი იმას იკადრებს, სხვის ქმარს ლოგინში ჩაუწვეს?
– თინიკო, რა ჩვენი საქმეა, ვის ლოგინში ვინ ჩაწვება.
შეცდომა დაუშვა. არ უნდა ეთქვა. ქალმა ტაფის რეცხვას თავი დაანება, სკამი ხმაურით გამოსწია და წინ დაუჯდა. მისი სახის გამომეტყველებაზე მიხვდა, რაც უნდა ეთქვა. ორი თითით ყელი გამოსწია, ხმაში მუდარა გამოურია.
– დედა, არ გინდა.
– მართალი ხარ, მე არ მინდა. შენ გინდოდა და დღესაც გინდა.
– რა მინდა, თინა, რას ამბობ? – გულწრფელად გაიკვირვა.
– ეჰ, მე მაინც ნუ მატყუებ. ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ.
– რა უნდა გამოგაპარო. თუ ღმერთი გწამს, თინა, მაცალე, შემარგე ჩემი არეული ცხოვრება.
მადა საბოლოოდ დაეკარგა. უგემურად გაღეჭა კიდევ რამდენიმე ლუკმა და ჩანგალი თეფშზე მიაგდო.
– ჭამე! – ხმა გაიმკაცრა ქალმა.
– აღარ მშია. შხაპს მივიღებ და დავიძინებ.
– ვახო რომ არა და მისი მოჩვენებითი სიყვარული, რომელიც უფრო ახირება იყო, ახლა ბედნიერი ოჯახი გექნებოდა, – სათქმელი მაინც ბოლომდე მიიყვანა ქალმა.
– კარგი რა, დედა, კარგი რა! რას ეძახი ბედნიერ ცხოვრებას. ფარდობითია ყველაფერი. შეიძლება, ერთმანეთი დაგვეჭამა.
– არ დაჭამდით.
– რა იცი, შენ? – უნებლიეთ გაეცინა.
– ვიცი.
– ჰო, კარგი. ახლა მაინც აღარაფერი შეიცვლება.
– რატომ არ შეიცვლება, სცადე და არ გამოგივიდა?
– თინიკო, რა დაგემართა დღეს? – ხმაში გაღიზიანება დაეტყო.
– მარტო დღეს? დიდი ხანია, დამემართა და ვერ ამჩნევ. ვზივარ ჩემთვის სახლში, მარტო, ვფიქრობ, ვფიქრობ... ასეთი კარგი გოგო მარტო რატომ უნდა იყოს?
– აჰა, თუ თამუნას გულისხმობ, მარტო არ არის, შვილი ჰყავს.
– შვილი მეც მყავს, მერე?
– რა მერე? – კოკამ ამოიოხრა და დედას მუდარით შეხედა.
– ოღონდ არ მითხრა, რომ გინდა, მეგობრის ყოფილი ცოლი მოიყვანო რძლად. ხომ ხვდები, ამ ყველაფრის აბსურდულობას?
– ქალმა მკერდზე დაიდო ხელი, თვალები ირონიით მოჭუტა და ისე მიაშტერდა, კოკამ ვერ გაუძლო მის მზერას.
– ჰო, კარგი. შეიძლება დღეს ასეთი რამეები არავის უკვირს, მაგრამ მე ძველი ყაიდის კაცი ვარ, უკადრებელს ვერ ვიკადრებ.
– სისულელეებს ბოდავ. აღარ უნდა შენს ძმაკაცს ეს ქალი. ხომ აღარ უნდა?
– მერე რა? მისი შვილის დედა ხომაა. დედა, არ მინდა, ვილაპარაკო იმაზე, რაც ისედაც იცი.
– არ მინდა, ისე მოვკვდე, რომ პატრონი არ გყავდეს. როდემდე უნდა დაწანწალებდე უგზო-უკვლოდ.
– ეგ არც მე მინდა, მაგრამ რა ვუყო. ასე აეწყო ჩემი ცხოვრება.
– შენი ბრალია, – შეუბრალებლად მიახალა ქალმა და სამზარეულოდან უკანმოუხედავად გავარდა. კოკამ მხრები აიჩეჩა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა, – ჰო, ჩემი ბრალია, – თავისთვის კი გაიფიქრა, „კიდევ კარგი, თინამ არ იცის, რომ თათიასთან ვწევარ“.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3